მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის მიერ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქართველი ქალიც გახდა
ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის მიერ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქართველი ქალიც გახდა

ცნო­ბი­ლი ჰო­ლი­ვუ­დე­ლი პრო­დი­უ­სე­რის ჰარ­ვი ვა­ინშტა­ი­ნის გარ­შე­მო სკან­და­ლი კვლავ გრძელ­დე­ბა, სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში ბრალს მას სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი სდებს.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ვა­ინშტა­ი­ნის მსხვერ­პლთა შო­რის წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი, რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ტე­ლე­წამ­ყვა­ნია. ეკა­ტე­რი­ნე მწი­თუ­რი­ძე "როს­კი­ნოს" ხელ­მძღვა­ნე­ლია, მას­თან ინ­ტერ­ვი­უს ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა Hollywood Reporter აქ­ვეყ­ნებს. მწი­თუ­რი­ძის თქმით, ვა­ინშტა­ინს პირ­ვე­ლად 2003 წელს შეხ­ვდა ბერ­ლინ­ში, რო­დე­საც ის ჯორჯ კლუ­ნის­თან ინ­ტერ­ვი­უ­ზე მუ­შა­ობ­და.

პრო­დი­უ­სერ­მა ტე­ლე­წამ­ყვანს უთხრა, რომ რუ­სუ­ლი კულ­ტუ­რა აინ­ტე­რე­სებ­და და სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში ვახ­შა­მი შეს­თა­ვა­ზა.

"ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და და ვუ­თხა­რი, რომ ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იქ­ნე­ბო­და მას­თან სტუმ­რო­ბა, თუმ­ცა ეს შეხ­ვედ­რა არ ესი­ა­მოვ­ნე­ბო­და ჩემს მე­გო­ბარ მა­მა­კაცს, ამი­ტომ, ვა­ინშტა­ინს შევ­თა­ვა­ზე, რომ მას­თან პარტნი­ორ­თან ერ­თად მი­ვი­დო­დი," - ყვე­ბა მწი­თუ­რი­ძე.

"თქვენ ჩემი არ გეს­მით? ვე­ლო­დე­ბი თქვენს ზარს ნე­ბის­მი­ერ დროს," - უპა­სუ­ხა მას პრო­დი­უ­სერ­მა.

ამის შემ­დეგ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და ვა­ინშტა­ი­ნი არა­ერ­თხელ შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. მწი­თუ­რი­ძის თქმით, პრო­დი­უ­სე­რი მას რე­გუ­ლა­რუ­ლად ეკი­თხე­ბო­და, რო­დის და­უ­რე­კავ­და და შეს­თა­ვა­ზა ნიუ-იორკში წა­სუ­ლიყ­ვნენ ერ­თად, რა­ზეც უარი მი­ი­ღო.

წა­ი­კი­თხეთ: ქარ­თვე­ლი ქალი, რო­მელ­მაც რუ­სეთ­ში მი­ლი­ო­ნე­ბი და დი­დე­ბა მო­ი­პო­ვა - რუ­სუ­ლი გლა­მუ­რის თბი­ლი­სე­ლი ლა­მაზ­მა­ნი

"როს­კი­ნოს" ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, შე­და­რე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და 2004 წელს ვე­ნე­ცი­ა­ში, სა­დაც ვა­ინშტა­ინ­მა კვლავ თა­ვის ნო­მერ­ში და­პა­ტი­ჟა, მწი­თუ­რი­ძემ კი პრო­დი­უ­სერს შეს­თა­ვა­ზა, ნომ­რის ნაც­ვლად კა­ფე­ში ესა­უბ­რათ. ვა­ინშტა­ინ­მა შეხ­ვედ­რა­ზე სა­კუ­თა­რი თა­ნა­შემ­წე გაგ­ზავ­ნა, თა­ვად კი ავად­მყო­ფო­ბა მო­ი­მი­ზე­ზა. თა­ნა­შემ­წემ შეს­თა­ვა­ზა მწი­თუ­რი­ძეს, პრო­დი­უ­სე­რი ნო­მერ­ში მო­ე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა და თა­ვა­დაც მალე შე­უ­ერ­თდე­ბო­და.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ვა­ინშტა­ი­ნის ნო­მერ­ში ავი­და, თუმ­ცა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ თა­ნა­შემ­წე მას­თან ერ­თად აღარ იყო, თა­ვად პრო­დი­უ­სე­რი კი აბა­ზა­ნის ხა­ლა­თით დახ­ვდა და მწი­თუ­რი­ძეს შეს­თა­ვა­ზა, მის­თვის მა­სა­ჟი გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

"ქან­და­კე­ბა­სა­ვით გავ­შეშ­დი, ასე­თი ცნო­ბი­ლი პრო­დი­უ­სე­რი, რო­მელ­თა­ნაც კულ­ტუ­რა­ზე სა­სა­უბ­როდ მი­ვე­დი, ხა­ლა­თით დამ­ხვდა," - იხ­სე­ნებს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი.

მწი­თუ­რი­ძის თქმით, ვა­ინშტა­ინ­მა მას უთხრა, რომ მა­სა­ჟისტს ელო­დე­ბო­და, თუმ­ცა მან და­აგ­ვი­ა­ნა.

წამ­ყვა­ნის თქმით, მალე ნო­მერ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­მო­ვი­და სას­ტუმ­როს პერ­სო­ნა­ლი, რო­მელ­მაც შამ­პა­ნი­უ­რი შე­მო­ი­ტა­ნა. ამან კი მწი­თუ­რი­ძეს მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, სას­წრა­ფოდ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ოთა­ხი.

"მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან დიდ ხანს გრძელ­დე­ბო­და, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ოთახ­ში სულ რამ­დე­ნი­მე წუ­თის მან­ძილ­ზე ვი­ყა­ვი," - აღ­ნიშ­ნა ტე­ლე­წამ­ყვან­მა.

ინ­ცი­დენ­ტი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის შემ­დეგ კა­ტია მწი­თუ­რი­ძე და ჰარ­ვი ვა­ინშტა­ი­ნი ერ­თმა­ნეთს კან­ში, ფეს­ტი­ვალ­ზე შეხ­ვდნენ და სა­ერ­თო ნაც­ნობ­მა, რო­მელ­მაც არ იცო­და, რომ ისი­ნი ერ­თმა­ნეთს იც­ნობ­დნენ, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი პრო­დი­უ­სერს წა­რუდ­გი­ნა. ვა­ინშტა­ინ­მა მწი­თუ­რი­ძეს ხელ­ზე აკო­ცა და წას­ჩურ­ჩუ­ლა, რომ მათ შო­რის მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ არა­სო­დეს არა­ვის­თვის მო­ე­თხრო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის მიერ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქართველი ქალიც გახდა

ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის მიერ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქართველი ქალიც გახდა

ცნობილი ჰოლივუდელი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის გარშემო სკანდალი კვლავ გრძელდება, სექსუალურ შევიწროებაში ბრალს მას სულ უფრო მეტი ადამიანი სდებს.

როგორც აღმოჩნდა, ვაინშტაინის მსხვერპლთა შორის წარმოშობით ქართველი, რუსეთში მცხოვრები ტელეწამყვანია. ეკატერინე მწითურიძე "როსკინოს" ხელმძღვანელია, მასთან ინტერვიუს ამერიკული გამოცემა Hollywood Reporter აქვეყნებს. მწითურიძის თქმით, ვაინშტაინს პირველად 2003 წელს შეხვდა ბერლინში, როდესაც ის ჯორჯ კლუნისთან ინტერვიუზე მუშაობდა.

პროდიუსერმა ტელეწამყვანს უთხრა, რომ რუსული კულტურა აინტერესებდა და სასტუმროს ნომერში ვახშამი შესთავაზა.

"ძალიან გამიკვირდა და ვუთხარი, რომ ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა მასთან სტუმრობა, თუმცა ეს შეხვედრა არ ესიამოვნებოდა ჩემს მეგობარ მამაკაცს, ამიტომ, ვაინშტაინს შევთავაზე, რომ მასთან პარტნიორთან ერთად მივიდოდი," - ყვება მწითურიძე.

"თქვენ ჩემი არ გესმით? ველოდები თქვენს ზარს ნებისმიერ დროს," - უპასუხა მას პროდიუსერმა.

ამის შემდეგ ტელეწამყვანი და ვაინშტაინი არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს სხვადასხვა ღონისძიებაზე. მწითურიძის თქმით, პროდიუსერი მას რეგულარულად ეკითხებოდა, როდის დაურეკავდა და შესთავაზა ნიუ-იორკში წასულიყვნენ ერთად, რაზეც  უარი მიიღო.

წაიკითხეთ: ქართველი ქალი, რომელმაც რუსეთში მილიონები და დიდება მოიპოვა - რუსული გლამურის თბილისელი ლამაზმანი

"როსკინოს" ხელმძღვანელის თქმით, შედარებით სერიოზული ინციდენტი მოხდა 2004 წელს ვენეციაში, სადაც ვაინშტაინმა კვლავ თავის ნომერში დაპატიჟა, მწითურიძემ კი პროდიუსერს შესთავაზა, ნომრის ნაცვლად კაფეში ესაუბრათ. ვაინშტაინმა შეხვედრაზე საკუთარი თანაშემწე გაგზავნა, თავად კი ავადმყოფობა მოიმიზეზა. თანაშემწემ შესთავაზა მწითურიძეს, პროდიუსერი ნომერში მოენახულებინა და თავადაც მალე შეუერთდებოდა.

ტელეწამყვანი ვაინშტაინის ნომერში ავიდა, თუმცა აღმოაჩინა, რომ თანაშემწე მასთან ერთად აღარ იყო, თავად პროდიუსერი კი აბაზანის ხალათით დახვდა და მწითურიძეს შესთავაზა, მისთვის მასაჟი გაეკეთებინა.

"ქანდაკებასავით გავშეშდი, ასეთი ცნობილი პროდიუსერი, რომელთანაც კულტურაზე სასაუბროდ მივედი, ხალათით დამხვდა," - იხსენებს ტელეწამყვანი.

მწითურიძის თქმით, ვაინშტაინმა მას უთხრა, რომ მასაჟისტს ელოდებოდა, თუმცა მან დააგვიანა.

წამყვანის თქმით, მალე ნომერში მოულოდნელად შემოვიდა სასტუმროს პერსონალი, რომელმაც შამპანიური შემოიტანა. ამან კი მწითურიძეს მისცა საშუალება, სასწრაფოდ დაეტოვებინა ოთახი.

"მომეჩვენა, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ ხანს გრძელდებოდა, თუმცა რეალურად ოთახში სულ რამდენიმე წუთის მანძილზე ვიყავი," - აღნიშნა ტელეწამყვანმა.

ინციდენტიდან დაახლოებით 10 წლის შემდეგ კატია მწითურიძე და ჰარვი ვაინშტაინი ერთმანეთს კანში, ფესტივალზე შეხვდნენ და საერთო ნაცნობმა, რომელმაც არ იცოდა, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ, ტელეწამყვანი პროდიუსერს წარუდგინა. ვაინშტაინმა მწითურიძეს ხელზე აკოცა და წასჩურჩულა, რომ მათ შორის მომხდარის შესახებ არასოდეს არავისთვის მოეთხრო.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება