საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ იტალიის ლამაზ, პატარა ქალაქში საცხოვრებლად გადახვალთ, 2 000 ევროს გადაგიხდიან
თუ იტალიის ლამაზ, პატარა ქალაქში საცხოვრებლად გადახვალთ, 2 000 ევროს  გადაგიხდიან

იტა­ლი­უ­რი ქა­ლაქ კან­დე­ლას მერ­მა მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გა­საზ­რდე­ლად პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­სა­ვა­ლი მო­ძებ­ნა. თუ კან­დე­ლა­ში ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბას გა­და­წყვეტთ, ნი­კო­ლას გა­ტას­გან 2 000 ევ­როს მი­ი­ღებთ.

ქა­ლაქ­ში ახლა 2 700 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, მერს სურს, 1990-იან წლე­ბის მსგავ­სად მო­სახ­ლე­ო­ბა 8 000 ადა­მი­ა­ნამ­დე გა­ი­ზარ­დოს.

"ძა­ლი­ან მინ­და, კან­დე­ლას ძვე­ლი დი­დე­ბა და­ვუბ­რუ­ნო. 1960 წლამ­დე მოგ­ზა­უ­რე­ბი ქა­ლაქს პა­ტა­რა ნე­ა­პოლს უწო­დებ­დნენ, ქუ­ჩე­ბი სავ­სე იყო მო­სახ­ლე­ო­ბით, ტუ­რის­ტე­ბით, მო­ვაჭ­რე­ე­ბით, რომ­ლე­ბიც ხმა­მა­ღა­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბით მო­უ­წო­დებ­დნენ ხალ­ხს, მათი პრო­დუქ­ცია შე­ე­ძი­ნათ..." - ამ­ბობს გატა.

ქა­ლა­ქის ხმა­უ­რი უკ­ვა­ლოდ გაქ­რა, ქუ­ჩებ­ში სი­ჩუ­მეა, მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უკი­დუ­რე­სად შემ­ცირ­და.

ეკ­ლე­სი­ე­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ქუ­ჩის კუ­თხე­შია, იშ­ვი­ა­თად ივ­სე­ბა ნათ­ლო­ბის დროს, უმე­ტე­სად ხალ­ხი ტაძ­რებ­ში დაკ­რძალ­ვე­ბის­თვის მი­დის, რად­გან ახალ­გაზ­რდა მო­სახ­ლე­ო­ბა ქა­ლაქს თით­ქმის აღარ ჰყავს.

კან­დე­ლა­ში უამ­რა­ვი ცა­რი­ე­ლი, თეთ­რი სახ­ლია, პა­ნო­რა­მუ­ლი ტე­რა­სე­ბით, ორ­ნა­მენ­ტე­ბი­ა­ნი აივ­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც ახალ მცხოვ­რებ­ლებს ელო­დე­ბი­ან. აქ და­სახ­ლე­ბა იტა­ლი­ე­ლე­ბის გარ­და, უცხო­ე­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ. თან­ხა ოჯა­ხის წევ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

"4-5 სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი კან­დე­ლა­ში და­სახ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 2000 ევ­როს მი­ი­ღე­ბენ, 1800 ევ­როს - 3 სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი, წყვი­ლე­ბი - 1200 ევ­როს, ერთ ადა­მი­ან­ზე კი 800 ევ­როა გან­სა­ზღვრუ­ლი," - ამ­ბობს ქა­ლა­ქის მერი.

ქა­ლაქს უკვე ჰყავს რამ­დე­ნი­მე ახალ­მო­სახ­ლე, კან­დე­ლა­ში ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ი­დან უკვე 6 ოჯა­ხი გა­და­ვი­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია CNN-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

თუ იტალიის ლამაზ, პატარა ქალაქში საცხოვრებლად გადახვალთ, 2 000 ევროს გადაგიხდიან

თუ იტალიის ლამაზ, პატარა ქალაქში საცხოვრებლად გადახვალთ, 2 000 ევროს  გადაგიხდიან

იტალიური ქალაქ კანდელას მერმა მოსახლეობის რაოდენობის გასაზრდელად პრაქტიკული გამოსავალი მოძებნა. თუ კანდელაში ოჯახთან ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ, ნიკოლას გატასგან 2 000 ევროს მიიღებთ.

ქალაქში ახლა 2 700 ადამიანი ცხოვრობს, მერს სურს, 1990-იან წლების მსგავსად მოსახლეობა 8 000 ადამიანამდე გაიზარდოს.

"ძალიან მინდა, კანდელას ძველი დიდება დავუბრუნო. 1960 წლამდე მოგზაურები ქალაქს პატარა ნეაპოლს უწოდებდნენ, ქუჩები სავსე იყო მოსახლეობით, ტურისტებით, მოვაჭრეებით, რომლებიც ხმამაღალი შეძახილებით მოუწოდებდნენ ხალხს, მათი პროდუქცია შეეძინათ..." - ამბობს გატა.

ქალაქის ხმაური უკვალოდ გაქრა, ქუჩებში სიჩუმეა, მოსახლეობის რაოდენობა უკიდურესად შემცირდა.

ეკლესიები, რომელიც ყველა ქუჩის კუთხეშია, იშვიათად ივსება ნათლობის დროს, უმეტესად ხალხი ტაძრებში დაკრძალვებისთვის მიდის, რადგან ახალგაზრდა მოსახლეობა ქალაქს თითქმის აღარ ჰყავს.

კანდელაში უამრავი ცარიელი, თეთრი სახლია, პანორამული ტერასებით, ორნამენტებიანი აივნებით, რომლებიც ახალ მცხოვრებლებს ელოდებიან. აქ დასახლება იტალიელების გარდა, უცხოელებსაც შეუძლიათ. თანხა ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.

"4-5 სულიანი ოჯახები კანდელაში დასახლების შემთხვევაში 2000 ევროს მიიღებენ, 1800 ევროს - 3 სულიანი ოჯახები, წყვილები - 1200 ევროს, ერთ ადამიანზე კი 800 ევროა განსაზღვრული," - ამბობს ქალაქის მერი.

ქალაქს უკვე ჰყავს რამდენიმე ახალმოსახლე, კანდელაში ჩრდილოეთ იტალიიდან უკვე 6 ოჯახი გადავიდა.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ