კალცის მნიშვნელობის შესახებ ალბათ ყველამ იცის. ძალიან დიდია კალციუმის ბიოლოგიური როლი ადამიანის ორგანიზმის სრულფასოვანი განვითარებისთვის. მაინც რა როლი აკისრია მას და როდის არის მისი მიღება აუცილებელი?
კალცი სხეულის საშენი მასალაა. ის შედის ძვლოვანი ქსოვილის შემადგენლობაში და მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, არის ნერვული იმპულსების გადაცემის სტიმულატორი, კუნთების შეკუმშვის უნივერსალური რეგულატორი. ვირუსული კრუპის დროს ლარინგოსპაზმის განვითარებაში დიდი როლი მიუძღვის ჰიპოკალცემიას. სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციის დაბალი მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია დაავადების სპაზმური ფორმის განვითარების სიმძიმესთან. მთავარი პრაქტიკული დასკვნა მდგომარეობს შემდეგში: ვირუსული კრუპის ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში, კალციუმის პრეპარატების გამოყენება რაციონალურია როგორც გადაუდებელი დახმარების, ასევე ხანგრძლივი თერაპიის დროს.
კალციუმის საერთო რაოდენობიდან, რომელიც ჩვენს ორგანიზმში საკვების საშუალებით ხვდება, მხოლოდ 10-40% შეითვისება. დიდი ოდენობით ცხიმების, ყავის, შაქრის, შოკოლადის და კაკაოს მიღებისას კალცის შეთვისება კიდევ უფრო მცირდება.
კალციუმი აუცილებელია ნერვების ნორმალური გამტარებლობისთვის და კუნთოვანი ბოჭკოების შესაკუმშად. არის მთელი რიგი ფერმენტების მარეგულირებელი, რომლებიც სისხლის შედედებაზე მოქმედებენ. გააჩნია ანტისტრესული და ანტიალერგიული მოქმედება, ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე მეტალების, მარილებისა და რადიონუკლეიდების გამოყვანას. კალციუმის ნაკლებობამ შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ჰიპერტონულ კრიზებს, ორსულთა ტოქსიკოზს, ქოლესტერინის დონის მომატებას სისხლში. მისი დანამატები სიმსივნისაგან იცავენ ენდომეტრიუმს, კუჭქვეშა ჯირკვალს და მსხვილ ნაწლავს. სპეციალისტების დაკვირვებით, კალციუმი ეფექტურია როგორც საძილე საშუალებაც. ადამიანის ორგანიზმი შეიცავს 1000-1200 გრამამდე კალციუმს და მათგან 90% ძვლებშია... განაგრძეთ კითხვა