პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად - საარსებო მინიმუმი და დათვლილი ხარჯები
რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად - საარსებო მინიმუმი და დათვლილი ხარჯები

2017 წლის სექ­ტემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, სა­შუ­ა­ლო მომ­ხმა­რებ­ლის სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში - 149.5 ლარი, ოთხსუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხის სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი კი - 299,1 ლა­რია.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, თუ რო­გო­რია თვე­ში ერთი ადა­მი­ა­ნის ხარ­ჯი და შე­მო­სა­ვა­ლი სა­შუ­ა­ლოდ, მი­ნი­მუმ რა ოდე­ნო­ბის თან­ხაა სა­ჭი­რო ოთხსუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხის სარ­ჩე­ნად და არის თუ არა ამის­თვის 299.1 ლარი საკ­მა­რი­სი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ხარ­ჯე­ბი ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე ყო­ველ­წლი­უ­რად იმა­ტებს. კერ­ძოდ, ერთი ადა­მი­ა­ნის სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი სა­მომ­ხმა­რებ­ლო ფუ­ლა­დი ხარ­ჯი 2001 წელს - 52.6 ლარი იყო, 2005 წელს - 70.6 ლარი, 2010 წელს კი სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ხარ­ჯი - 121.6 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და. 2015 წელს - 179,8 ლარს მი­აღ­წია, ხოლო ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 2016 წელს ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე სა­შუ­ა­ლო თვი­ურ­მა სა­მომ­ხმა­რებ­ლო ფუ­ლად­მა ხარ­ჯმა - 185,7 ლარი შე­ად­გი­ნა.

საქსტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­მომ­ხმა­რებ­ლო ფუ­ლად ხარ­ჯებ­ში შე­დის - სურ­სა­თი, სას­მე­ლი, თამ­ბა­ქო, ტან­საც­მე­ლი, გა­ნათ­ლე­ბა, ფეხ­საც­მე­ლი, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა, ტრან­სპორ­ტი, გათ­ბო­ბა, ელექტრო­ე­ნერ­გია, სა­ო­ჯა­ხო მოხ­მა­რე­ბის სა­ქო­ნე­ლი და სხვა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რამ­დენს ხარ­ჯავს ადა­მი­ა­ნი სა­შუ­ა­ლოდ თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე, საქსტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, სურ­სათ­ზე, სას­მელ­სა და თამ­ბა­ქო­ზე 185.7 ლა­რი­დან გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 66.6 ლარი, ტან­საც­მელ­სა და ფე­ხაც­მელ­ზე - 7.6 ლარი იხარ­ჯე­ბა, სა­ო­ჯა­ხო მოხ­მა­რე­ბის სა­ქო­ნელ­ზე - 7.9 ლარი, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა­ზე - 26.8 ლა­რია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­სა და გათ­ბო­ბა­ზე კი - 23.1 ლარი, ტრან­სპორტზე - 19.4, გა­ნათ­ლე­ბა­ზე - 6.4 ლარი, სხვა სა­მომ­ხმა­რებ­ლო ხარ­ჯებ­ზე კი - 28 ლა­რია გათ­ვლი­ლი.

აღ­ნიშ­ნულ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით თუ გა­მო­ვი­ან­გა­რი­შებთ, გა­მო­დის, რომ ოთხსუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხის შე­ნახ­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­თვი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 742.8 ლარი დაჯ­დე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ აქ შე­დის მხო­ლოდ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ფუ­ლა­დი ხარ­ჯე­ბი, რო­მელ­შიც იგუ­ლის­ხმე­ბა საკ­ვე­ბი, სას­მე­ლი, ტრან­სპორ­ტი, ჯან­დაც­ვა და ა.შ.

AMBEBI.GE ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­და, თუ რამ­დე­ნია სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე ქვე­ყა­ნა­ში და რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უნდა მუ­შა­ობ­დეს ოჯახ­ში, რომ 4-სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხის შე­ნახ­ვა შეძ­ლოს.

ხარ­ჯე­ბის გაზ­რდას­თან ერ­თად ქვე­ყა­ნა­ში სა­შუ­ა­ლო შე­მო­სა­ვა­ლიც გა­ი­ზარ­და. კერ­ძოდ, საქსტა­ტის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, თუ 2014 წელს ერთი ადა­მი­ა­ნის ფუ­ლა­დი შე­მო­სა­ვა­ლი თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ 214,2 ლარი იყო, 2015 წელს შე­მო­სა­ვა­ლი 227,1 ლა­რამ­დე; 2016 წელს კი - 237,4 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და. ფუ­ლად შე­მო­სა­ვალ­ში შე­დის - და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი შრო­მა, თვით­და­საქ­მე­ბა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ის გა­ყიდ­ვი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა, პენ­სია, გზავ­ნი­ლი და ა.შ.

ამათ­გან, სტა­ტის­ტი­კის სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი შრო­მი­დან მი­ღე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლო შე­მო­სა­ვა­ლი თვე­ში ერთ სულ­ზე - 110.5 ლა­რია; თვით­და­საქ­მე­ბი­დან - 22.7; ქო­ნე­ბი­დან (გა­ქი­რა­ვე­ბი­დან, პრო­ცენ­ტი ანაგ­რე­ბი­დან) - 2.8 ლარი მი­ი­ღე­ბა; პენ­სი­ე­ბი­დან, სტი­პენ­დი­ე­ბი­დან, დახ­მა­რე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ - 44.8 ლარს შე­ად­გენს; გზავ­ნი­ლე­ბი­დან 1 ადა­მი­ა­ნი თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ - 8.3 ლარს იღებს; სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ის გა­ყიდ­ვი­დან - 21.2 ლარს; ხოლო სა­ჩუქ­რად მი­ღე­ბუ­ლი ფული - 27 ლა­რია.

შე­სა­ბა­მი­სად, თუ ოთხსუ­ლი­ან ოჯახ­ში სა­შუ­ა­ლო შე­მო­სა­ვა­ლი (პენ­სია, გზავ­ნი­ლი, თვით­და­საქ­მე­ბა და ა.შ.) მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ანს აქვს, ოჯა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი სა­შუ­ა­ლოდ 237.4 ლარს შე­ად­გენს, მა­შინ რო­დე­საც რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, ოთხსუ­ლი­ან ოჯახს მხო­ლოდ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რად სა­შუ­ა­ლოდ 742.8 ლარი სჭირ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­დის, რომ ოჯახ­ში სამი სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის მუ­შა­ო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი, ფუ­ლა­დი შე­მო­სა­ვა­ლი თვი­ურ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ფუ­ლად ხარ­ჯზე ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა.

თაია არ­ტო­დე­ლი

AMBEBI.GE

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად - საარსებო მინიმუმი და დათვლილი ხარჯები

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად - საარსებო მინიმუმი და დათვლილი ხარჯები

2017 წლის სექტემბრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 149.5 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 299,1 ლარია.

AMBEBI.GE დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 299.1 ლარი საკმარისი.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად იმატებს. კერძოდ, ერთი ადამიანის საშუალო თვიური სამომხმარებლო ფულადი ხარჯი 2001 წელს - 52.6 ლარი იყო, 2005 წელს - 70.6 ლარი, 2010 წელს კი საშუალო თვიური ხარჯი - 121.6 ლარამდე გაიზარდა. 2015 წელს - 179,8 ლარს მიაღწია, ხოლო ბოლო მონაცემებით, 2016 წელს ერთ სულ მოსახლეზე საშუალო თვიურმა სამომხმარებლო ფულადმა ხარჯმა - 185,7 ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულად ხარჯებში შედის - სურსათი, სასმელი, თამბაქო, ტანსაცმელი, განათლება, ფეხსაცმელი, ჯანმრთელობის დაცვა, ტრანსპორტი, გათბობა, ელექტროენერგია, საოჯახო მოხმარების საქონელი და სხვა.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენს ხარჯავს ადამიანი საშუალოდ თითოეულ მათგანზე, საქსტატის მონაცემებით, სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე 185.7 ლარიდან გათვალისწინებულია 66.6 ლარი, ტანსაცმელსა და ფეხაცმელზე - 7.6 ლარი იხარჯება, საოჯახო მოხმარების საქონელზე - 7.9 ლარი, ჯანმრთელობის დაცვაზე - 26.8 ლარია გათვალისწინებული, ელექტროენერგიასა და გათბობაზე კი - 23.1 ლარი, ტრანსპორტზე - 19.4, განათლებაზე - 6.4 ლარი, სხვა სამომხმარებლო ხარჯებზე კი - 28 ლარია გათვლილი.

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით თუ გამოვიანგარიშებთ, გამოდის, რომ ოთხსულიანი ოჯახის შენახვა საქართველოში ყოველთვიურად საშუალოდ 742.8 ლარი დაჯდება. შეგახსენებთ, რომ აქ შედის მხოლოდ სამომხმარებლო ფულადი ხარჯები, რომელშიც იგულისხმება საკვები, სასმელი, ტრანსპორტი, ჯანდაცვა და ა.შ.

AMBEBI.GE ასევე დაინტერესდა, თუ რამდენია საშუალო თვიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში და რამდენი ადამიანი უნდა მუშაობდეს ოჯახში, რომ 4-სულიანი ოჯახის შენახვა შეძლოს.

ხარჯების გაზრდასთან ერთად ქვეყანაში საშუალო შემოსავალიც გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, თუ 2014 წელს ერთი ადამიანის ფულადი შემოსავალი თვეში საშუალოდ 214,2 ლარი იყო, 2015 წელს შემოსავალი 227,1 ლარამდე; 2016 წელს კი - 237,4 ლარამდე გაიზარდა. ფულად შემოსავალში შედის - დაქირავებული შრომა, თვითდასაქმება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული თანხა, პენსია, გზავნილი და ა.შ.

ამათგან, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, დაქირავებული შრომიდან მიღებული საშუალო შემოსავალი თვეში ერთ სულზე - 110.5 ლარია; თვითდასაქმებიდან - 22.7; ქონებიდან (გაქირავებიდან, პროცენტი ანაგრებიდან) - 2.8 ლარი მიიღება; პენსიებიდან, სტიპენდიებიდან, დახმარებიდან მიღებული შემოსავალი თვეში საშუალოდ - 44.8 ლარს შეადგენს; გზავნილებიდან 1 ადამიანი თვეში საშუალოდ - 8.3 ლარს იღებს; სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან - 21.2 ლარს; ხოლო საჩუქრად მიღებული ფული - 27 ლარია.

შესაბამისად, თუ ოთხსულიან ოჯახში საშუალო შემოსავალი (პენსია, გზავნილი, თვითდასაქმება და ა.შ.) მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს, ოჯახის შემოსავალი საშუალოდ 237.4 ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოთხსულიან ოჯახს მხოლოდ სამომხმარებლო ხარჯების დასაფარად საშუალოდ 742.8 ლარი სჭირდება. შესაბამისად, გამოდის, რომ ოჯახში სამი საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანის მუშაობის შემთხვევაშიც კი, ფულადი შემოსავალი თვიურ სამომხმარებლო ფულად ხარჯზე ნაკლები იქნება.

თაია არტოდელი

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ