რაზე ვერ შეთანხმდნენ რუსეთი და თურქეთი

რაზე ვერ შეთანხმდნენ რუსეთი და თურქეთი

"თურქეთმა რუსეთს სილა გააწნა, მოსკოვმა უნდა უპასუხოს", - ასე ეხმაურება რუსეთ-თურქეთის სამხედრო ტექნიკის ფარგლებში არსებულ გარიგებებს რუსული მედია. ბოლო რამდენიმე ხანია, ანკარა მოსკოვისგან ხელშეკრულების ფარგლებში მძიმე სამხედრო ტექნიკას ყიდულობს, თუმცა, ბოლო გარიგება ვერ შედგა...

რუსეთის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წარმონადგენლის, კონსტანტინ კოსაჩევის განცხადებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ЗРК С-400-ის შესყიდვაზე უარი რუსულ მხარეს საკმაოდ "არაკორექტულად" უთხრა და ასეთ საკითხებზე, ამ ტონით საუბარი, ორივე მხარისთვის წამგებიანია.

თურქულ გამოცემა "აქშამთან" ინტერვიუში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თუ რუსეთი საზენიტო რაკეტების თანადაფინანსებაზე უარს იტყვის, თურქეთი მასთან თანამშრომლობას არ გააგრძელებს.

"თუ რუსეთი ულიმატუმის ენით საუბარს არ შეწყვეტს, თავის პოზიციას არ შეცვლის და ჩვენს მიერ წაყენებულ პირობებს არ დასთანხმდება, ჩვენ სხვა ქვეყანასთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას... ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ამ საკითხზე ნატოს სხვა წევრებთან შეთანხმებას მივაღწევდით... საბედნიეროდ, მხოლოდ რუსეთზე არ ვართ დამოკიდებული, - ანკარასთან ხელშეკრულების გაფორმება უნდოდა ამერიკულ კომპანია Raytheon-ს, რომელმაც თურქეთს საზენიტო სარაკეტო სისტემა Patriot შესთავაზა. ასევეა, იტალიურ-ფრანგული კონცერნი Eurosam, რომელიც ევროპულ სარაკეტო კომპანია MBDA სა და ფრანგულ კომპანია Thales -ს ეკუთვნის".

თურქეთის ხელისუფლების პირველი პირების განცხადებებს რუსეთის დუმის წევრთა უკმაყოფილება მოჰყვა, მათი თქმით, დასავლეთმა თურქეთზე ზეწოლა მოახდინა, რის შემდეგაც, ანკარა ფონს გასვლას "არაკორექტული" განცხადებებით ცდილობს...

კონსტანტინ კოსაჩევის თქმით, ასეთ თემებზე საუბარი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და ორივე მხარის ნდობაზეა დამყარებული. "როდესაც ერთი მხარე პუბლიკის წინაშე გამოდის და ასეთ საკითხებზე ღიად და ირონიულად საუბრობს, ეს ნიშნავს, რომ ის უბრალოდ თავის არგუმენტებში ჩაიხლართა",- აცხადებს კოსაჩევი რუსულ მედიასთან საუბრისას.

რუსი პოლიტიკოსის თქმით, ამიტომაც, რუსეთმა თურქეთის მიმართ პოზიცია უნდა შეცვალოს და თავშეკავების პოლიტიკა ამჯობინოს, რადგან ასეთი სახის საჯარო განცხადებები ნიშნავს პრეცენდეტის დაშვებას, რომ შემდეგში, სხვა პარტნიორებიც თავიანთი წესებით შეეცდებიან თამაშს.

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, რუსეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს, სარაკეტო კომპლექს С-400 -ს შესყიდვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა. ეს ინფრომაცია, რუსეთში დახურულ საკითხად მიიჩნეოდა, რადგან ეს არის პირველი ყველაზე მძიმე ტექნიკა, რომელიც რუსეთმა ნატოს წევრ სახელმწიფოს მიჰყიდა.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადიმირ კოჟინის განცხადებით, უცნაურია, რაში დასჭირდა თურქეთის პირველ პირს ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი, მით უფრო, მან კარგად იცის ასეთი თემების წესები... თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურქეთმა თანხის ნაწილიც ჩარიცხა. ამის შესახებ, "ბი-ბი-სის" თურქული წყარო იტყობინებოდა, რომლის თქმითაც, თურქეთს რუსეთისგან უკვე ორი ასეთი სისტემა ნაყიდი ჰქონდა, თუმცა ბოლო შეთანხმება, რატომღაც ვერ შედგა.

კოჟინის ვარაუდით, ამის ერთ-ერთი მიზეზი, თურქეთზე დასავლური ქვეყნების ზეწოლაა... თავის მხრივ, დასავლური მედია ცდილობს გაერკვეს, თუ რაში სჭირდება თურქეთს ასეთი სისტემები, მით უფრო, რომ ვაშინგტონმა ამ ყველაფერს სახიფათო ტენდენცია უწოდა...

"თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და კარგი იქნება, თუ ამ კავშირის წევრი ქვეყანა ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე საქმის კურსში ჩაგვაყანებს, თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს მაინც თურქეთის არჩევანია და გადაწყვეტილებაც თავად უნდა მიიღოს "- განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა ჯეფ დევისსმა რუსეთ-თურქეთის გარიგების შეფასებისას.

მისი თქმით, ნატოს წევრი ქვეყნების უმეტესობა, დასავლეთის ქვეყნების წარმოების იარაღს იყენებს, ნატოს ჯარისკაცებს, რუსულ სამხედრო ტექნიკასთან ურთიერთობის გამოცდილება არ აქვთ.

დასავლური მედია შენიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე წელია თურქეთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გაუმჯობესებას ცდილობს. ჯერ კიდევ 2013 წელს, მან სამხედრო პარტნიორად პეკინი აირჩია, რომელიც იმ პერიოდში, ევრპული კონსორციუმის გამარჯვებული იყო და მისგანაც საკმაოდ დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა შეისყიდა...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე