ირინა სარიშვილმა რამდენიმე თვის წინ, ტრაგიკული ამბის შემდეგ, როდესაც მეოთხე შვილი გარდაეცვალა, კიდევ ორი ახალშობილი - 3 თვის ტყუპი დები იშვილა. სარიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტყუპების შვილად აყვანიდან 7 თვის შემდეგ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:
"ამ ფოტოებს ვდებ არა იმისთვის, რომ მაქოთ და მადიდოთ, არამედ იმის სათქმელად ყველასთვის და პირველ რიგში დაუნის სინდრომიანი ბავშვების დედებისთვის რომ:
ეს არის შედეგი უპირობო სიყვარულის, და არა უბრალოდ უპირობო სიყვარულის არამედ იმის, რომ ჩვენ ვებრძვით დაავადებებს და ჩვენ არ ვებრძვით იმ "ზედმეტ" ქრომოსომას, რომელიც სულაც არ არის ზედმეტი - პირიქით - ჩვენ გვაკლია!", - წერს ირინა სარიშვილი.
ბარბარე და მარიამი 3 თვის ბარბარე და მარიამი 10 თვის
წაიკითხეთ ასევე: "ჩემმა მზემ ორი მზე მაჩუქა" - ირინა სარიშვილი ტრაგედიის შემდეგ ტყუპ დებს იშვილებს
ირინა სარიშვილმა მეშვიდე შვილი აიყვანა
"დაიღუპა გიორგი, ჩემი მეოთხე შვილი..." - ირინა სარიშვილი "ფეისბუქზე" ტრაგიკულ ამბავს ავრცელებს
"მძიმე დღე მაქვს... დამიდასტურეს ის, რაც ეჭვის და ინტუიციის დონეზე ვიცოდი" - ირინა სარიშვილი