მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართულ ბაზარზე ციფრული რეკლამის ახალი შესაძლებლობები გაჩნდა
ქართულ ბაზარზე ციფრული რეკლამის ახალი შესაძლებლობები გაჩნდა

"პა­ლიტ­რა მე­დი­ის" ორ­გა­ნი­ზე­ბით სა­რეკ­ლა­მო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ვორ­ქშო­პი, სა­ხე­ლად "ციფ­რუ­ლი რეკ­ლა­მი­რე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბი" გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მე­ლიც "სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის" სა­მუ­შაო სივ­რცე­ში მო­ე­წყო, ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გის ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, ქარ­თუ­ლი ბაზ­რის­თვის ინო­ვა­ცი­ურ პროგ­რა­მა Ad Ocean-ზე ისა­უბ­რეს. პროგ­რა­მა ქარ­თულ ბა­ზარ­ზე "პა­ლიტ­რა მე­დი­ას" შე­მო­აქვს და ამი­ე­რი­დან ონ­ლა­ინ რეკ­ლა­მა უფრო მარ­ტი­ვი, მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და ეფექ­ტუ­რი გახ­დე­ბა.

ზო­გა­დად, ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გი მო­ი­ცავს ისეთ მარ­კე­ტინ­გულ საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ობთ ახორ­ცი­ე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მო­ზიდ­ვა­სა და შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის გა­ყიდ­ვას. მას ტრა­დი­ცი­ულ­თან შე­და­რე­ბით რამ­დე­ნი­მე ცალ­სა­ხა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს. ის გა­ცი­ლე­ბით უფრო ხარ­ჯე­ფექ­ტუ­რია, ვიდ­რე ტრა­დი­ცი­უ­ლი მარ­კე­ტინ­გი. ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, მო­ვახ­დი­ნოთ ფო­კუ­სი­რე­ბა ძა­ლი­ან კონ­კრე­ტულ სეგ­მენტზე და შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გავ­ზარ­დოთ ამა თუ იმ კამ­პა­ნი­ის პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა. ად­ვი­ლია შე­დე­გე­ბის დათ­ვლა და ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბაც. მა­გა­ლი­თად, ზუს­ტად ვი­ცით, რამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა ნახა ჩვე­ნი რეკ­ლა­მა.

ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გის წარ­მო­ე­ბის ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მაა Ad Ocean, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში ბიზ­ნე­სებს სწო­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა­სა და ეფექ­ტუ­რო­ბის ზრდა­ში ეხ­მა­რე­ბა. ის არის რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის მო­წი­ნა­ვე ინ­სტრუ­მენ­ტი ვებ­სივ­რცე­ში. სწო­რედ ამ პროგ­რა­მას ნერ­გავს ქარ­თულ სა­რეკ­ლა­მო ბა­ზარ­ზე "პა­ლიტ­რა მე­დია."

სა­რეკ­ლა­მო სფე­რო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის Gemius გა­ყიდ­ვე­ბის დი­რექ­ტორ­მა მი­შელ ვლო­დარ­ცი­კიმ პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ Ad Ocean მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბებს სწო­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა­სა და ეფექ­ტუ­რო­ბის ზრდა­ში ეხ­მა­რე­ბა. ვლო­დარ­ცი­კიმ პროგ­რა­მის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნერგვის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე ისა­უბ­რა და "პა­ლიტ­რა მე­დი­ას­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვა.

"ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ქარ­თველ აუ­დი­ტო­რი­ას პროგ­რა­მა Ad Ocean წარ­ვუდ­გი­ნე. ის გა­მომ­ცემ­ლებს ვებ­რეკ­ლა­მის ეფექ­ტუ­რო­ბის ზრდის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. ჩვენ არ გვაქვს სტან­დარ­ტუ­ლი მო­სა­წყე­ნი ბა­ნე­რე­ბი. Ad Ocean-ის სა­შუ­ა­ლე­ბით რეკ­ლა­მა უფრო სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა. ქარ­თულ მე­დი­ა­სივ­რცე­ში ერთ-ერთ მსხვილ კომ­პა­ნი­ას­თან "პა­ლიტ­რა მე­დი­ას­თან" ვი­წყებთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მი­შელ ვლო­დარ­ცი­კიმ.

ვორ­ქშოპ­ზე, ასე­ვე, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი გა­მარ­თეს სა­რეკ­ლა­მო სფე­როს წარ­მა­ტე­ბულ­მა მე­ნე­ჯე­რებ­მა, მათ შო­რის, კომ­პა­ნია Adline-ის ინ­ტერ­ნეტ გა­ყიდ­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ქეთი კა­ლან­და­ძემ, პრო­ექტ Q banners-ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლე­ვან ტა­ბა­ტა­ძემ და "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" კონ­ტენტ მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნინო ტუ­რაშ­ვილ­მა.

Q banners-ის შე­თა­ვა­ზე­ბა არის სრუ­ლი­ად ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ კომ­პა­ნი­ებ­მა თვი­თონ მარ­თონ სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბი, იყ­ვნენ უფრო მოქ­ნი­ლე­ბი, უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი და და­გეგ­მონ სა­კუ­თა­რი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ე­ბი უფრო სწრა­ფად. ქარ­თუ­ლი ბაზ­რის­თვის ეს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბაა," - აღ­ნიშ­ნა პრო­ექტ Q banners-ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლე­ვან ტა­ბა­ტა­ძემ.

ვორ­ქშოფს 100-მდე ბიზ­ნეს კომ­პა­ნი­ის მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რე­ბი და სა­რეკ­ლა­მო ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. რო­გორც "ქე­ბუ­ლი კლი­მა­ტის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯერ­მა ზიზი ცხა­და­ძემ გა­ნა­ცხა­და, შე­თა­ვა­ზე­ბა მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო და მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნერგვა კო­მაპ­ნი­ებს ეფექ­ტუ­რად რეკ­ლა­მი­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

"პა­ლიტ­რა მე­დი­ას­თან" უკვე წლე­ბია ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. ის ყვე­ლა­ზე სან­დო და ერ­თგუ­ლი კომ­პა­ნი­აა ჩვენ­თვის. ყო­ველ­თვის ვე­ლო­დე­ბით სი­ახ­ლე­ებს და დღეს ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ეს ინო­ვა­ცი­უ­რი შე­თა­ვა­ზე­ბა კონ­ტენტ მარ­კე­ტინგთან და­კავ­ში­რე­ბით, ნამ­დვი­ლად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი და და­სა­ნერ­გია", - გა­ნა­ცხა­და ზიზი ცხა­და­ძემ.

"ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო არის Gemius-ის პლატ­ფორ­მა Ad Ocean. სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საკ­მა­ოდ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბა აქვს, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბაც შე­იძ­ლე­ბა. სი­ახ­ლე სტან­დარ­ტულ ბა­ნე­რებ­თან შე­და­რე­ბით ბევ­რად უფრო ეფექ­ტუ­რია. ვთვლი, რომ ეს კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რად­გან მომ­ხმა­რებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ მათი რეკ­ლა­მა, მათი ბა­ნე­რე­ბი სხვე­ბის­გან გა­მოკ­ვე­თი­ლად იხი­ლონ," - თქვა "ხა­ლიკ ბან­კი სა­ქარ­თვე­ლოს" მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯერ­მა თემო ბა­ბუ­ნაშ­ვილ­მა. Ad Ocean ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

sponsored by ContentRoom
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქართულ ბაზარზე ციფრული რეკლამის ახალი შესაძლებლობები გაჩნდა

ქართულ ბაზარზე ციფრული რეკლამის ახალი შესაძლებლობები გაჩნდა

"პალიტრა მედიის" ორგანიზებით სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებისთვის ვორქშოპი, სახელად "ციფრული რეკლამირების ინოვაციური მეთოდები" გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც "სილიკონ ველი თბილისის" სამუშაო სივრცეში მოეწყო, ციფრული მარკეტინგის ახალ შესაძლებლობებზე, ქართული ბაზრისთვის ინოვაციურ პროგრამა Ad Ocean-ზე ისაუბრეს. პროგრამა ქართულ ბაზარზე "პალიტრა მედიას" შემოაქვს და ამიერიდან ონლაინ რეკლამა უფრო მარტივი, მოსახერხებელი და ეფექტური გახდება.

ზოგადად, ციფრული მარკეტინგი მოიცავს ისეთ მარკეტინგულ საქმიანობას, რომელიც ინტერნეტის მეშვეობთ ახორციელების მომხმარებლების მოზიდვასა და შეთავაზებების გაყიდვას. მას ტრადიციულთან შედარებით რამდენიმე ცალსახა უპირატესობა აქვს. ის გაცილებით უფრო ხარჯეფექტურია, ვიდრე ტრადიციული მარკეტინგი. ციფრული მარკეტინგი საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ ფოკუსირება ძალიან კონკრეტულ სეგმენტზე და შესაბამისად, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ამა თუ იმ კამპანიის პროდუქტიულობა. ადვილია შედეგების დათვლა და ანალიზის გაკეთებაც. მაგალითად, ზუსტად ვიცით, რამდენმა ადამიანმა ნახა ჩვენი რეკლამა.

ციფრული მარკეტინგის წარმოების ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა Ad Ocean, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბიზნესებს სწორი მარკეტინგული კამპანიის წარმოებასა და ეფექტურობის ზრდაში ეხმარება. ის არის რეკლამის განთავსების მოწინავე ინსტრუმენტი ვებსივრცეში. სწორედ ამ პროგრამას ნერგავს ქართულ სარეკლამო ბაზარზე "პალიტრა მედია."

სარეკლამო სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციის Gemius გაყიდვების დირექტორმა მიშელ ვლოდარციკიმ პრეზენტაცია გამართა და განაცხადა, რომ Ad Ocean მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობებს სწორი მარკეტინგული კამპანიის წარმოებასა და ეფექტურობის ზრდაში ეხმარება. ვლოდარციკიმ პროგრამის საქართველოში დანერგვის პერსპექტივებზე ისაუბრა და "პალიტრა მედიასთან" თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ ქართველ აუდიტორიას პროგრამა Ad Ocean წარვუდგინე. ის გამომცემლებს ვებრეკლამის ეფექტურობის ზრდის შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ არ გვაქვს სტანდარტული მოსაწყენი ბანერები. Ad Ocean-ის საშუალებით რეკლამა უფრო სახალისო და საინტერესო ხდება. ქართულ მედიასივრცეში ერთ-ერთ მსხვილ კომპანიასთან "პალიტრა მედიასთან" ვიწყებთ თანამშრომლობას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ერთობლივი საქმიანობა წარმატებული იქნება", - განაცხადა მიშელ ვლოდარციკიმ.

ვორქშოპზე, ასევე, პრეზენტაციები გამართეს სარეკლამო სფეროს წარმატებულმა მენეჯერებმა, მათ შორის, კომპანია Adline-ის ინტერნეტ გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელმა ქეთი კალანდაძემ, პროექტ Q banners-ის ხელმძღვანელმა ლევან ტაბატაძემ და "პალიტრა მედიის" კონტენტ მარკეტინგის ხელმძღვანელმა ნინო ტურაშვილმა.

Q banners-ის შეთავაზება არის სრულიად ახალი შესაძლებლობა, რომ კომპანიებმა თვითონ მართონ სარეკლამო ბანერები, იყვნენ უფრო მოქნილები, უფრო წარმატებულები და დაგეგმონ საკუთარი სარეკლამო კამპანიები უფრო სწრაფად. ქართული ბაზრისთვის ეს საკმაოდ საინტერესო შეთავაზებაა," - აღნიშნა პროექტ Q banners-ის ხელმძღვანელმა ლევან ტაბატაძემ.

ვორქშოფს 100-მდე ბიზნეს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერები და სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც "ქებული კლიმატის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ზიზი ცხადაძემ განაცხადა, შეთავაზება მისთვის საინტერესო იყო და მისი საქართველოში დანერგვა კომაპნიებს ეფექტურად რეკლამირებაში დაეხმარება.

"პალიტრა მედიასთან" უკვე წლებია ვთანამშრომლობთ. ის ყველაზე სანდო და ერთგული კომპანიაა ჩვენთვის. ყოველთვის ველოდებით სიახლეებს და დღეს ძალიან მომეწონა ეს ინოვაციური შეთავაზება კონტენტ მარკეტინგთან დაკავშირებით, ნამდვილად გამოსაყენებელი და დასანერგია", - განაცხადა ზიზი ცხადაძემ.

"ძალიან საინტერესო არის Gemius-ის პლატფორმა Ad Ocean. სარეკლამო ბანერებთან დაკავშირებული საკმაოდ ბევრი საინტერესო შეთავაზება აქვს, რომელთა გამოყენებაც შეიძლება. სიახლე სტანდარტულ ბანერებთან შედარებით ბევრად უფრო ეფექტურია. ვთვლი, რომ ეს კომპანიებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რადგან მომხმარებლებს შეუძლიათ მათი რეკლამა, მათი ბანერები სხვებისგან გამოკვეთილად იხილონ," - თქვა "ხალიკ ბანკი საქართველოს" მარკეტინგის მენეჯერმა თემო ბაბუნაშვილმა. Ad Ocean ქართველი მომხმარებლებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი.

იხილეთ ფოტოგალერეა

sponsored by ContentRoom

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი