ფოთში, სამეგრელოს ქუჩაზე რვა თვის ბავშვი საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. ჩვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განცხადებით, ჩვილის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.