პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოცხალი" თევზი კი არა, გაზეთის სახელიაო..." - ქართველი პოლიტიკოსების საარჩევნო კურიოზები
"ცოცხალი" თევზი კი არა, გაზეთის სახელიაო..." - ქართველი პოლიტიკოსების საარჩევნო კურიოზები

რამ­დე­ნი­მე დღე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­რი­გი არ­ჩევ­ნე­ბი გვე­ლის და ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი დუ­ღი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა თან­და­თან იწევს.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, ბოლო პე­რი­ოდ­ში ად­გი­ლობ­რივ ტე­ლე­ვი­ზი­ებს სა­ერ­თოდ არ ვუ­ყუ­რებ. ერთ არხს ჩარ­თავ და მო­რიგ თურ­ქულ სე­რი­ალს გა­და­ა­წყდე­ბი, სხვა­გან გა­დარ­თავ და გა­ცხა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებს წა­ა­წყდე­ბი. ცოტა ხნის წინ გერ­მა­ნი­ი­დან ახ­ლო­ბე­ლი დაბ­რუნ­და და ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქარ­თუ­ლი სი­ნამ­დვი­ლით შეძრწუ­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა. "გერ­მა­ნი­ა­ში, ქუ­ჩა­ში ასი ადა­მი­ა­ნი რომ გა­ა­ჩე­რო, თა­ვი­სი ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სის გვარს ვერ გე­ტყვი­სო", - მი­თხრა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა და ალ­ბათ მარ­თა­ლიც ბრძან­დე­ბა. გა­და­ხე­დეთ დღე­ვან­დელ ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ყო­ფას - სე­რი­ა­ლე­ბი და ერთი და იგი­ვე პი­როვ­ნე­ბე­ბის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ბა­ტე­ბი...

დღეს ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სა­ხა­ლი­სო მო­გო­ნე­ბებს წარ­მო­გიდ­გენთ, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დროს გან­ვი­თა­რე­ბულ სა­არ­ჩევ­ნო ამ­ბებს იხ­სე­ნე­ბენ.

მო­გო­ნე­ბებს და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლით ვი­წყებთ, რო­მე­ლიც შო­რე­ულ 1990-იან წლებ­ში დაგ­ვაბ­რუ­ნებს და იმ­დრო­ინ­დე­ლი სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი­დან ორ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს მოგ­ვიყ­ვე­ბა...

"1990 წლის შე­მოდ­გო­მაა. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დია. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რი ვარ. საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა. იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხებს ვკუ­რი­რებ და ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა ჩემს ხელ­ში გა­დის. ერთ დღე­საც სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­ვარ და დაც­ვა­ში მაფრ­თხი­ლე­ბენ:

- ბა­ტო­ნო და­ვით, სჯობს, არ შეხ­ვი­დეთ, ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა არჩვა­ძეა მო­სუ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბით და ხალ­ხიც მო­იყ­ვა­ნა. მა­ინც შე­ვე­დი. დე­რე­ფან­ში­ვე მო­მეს­მა მისი ხმა, რო­მე­ლიც ჩემი ოთა­ხი­დან გა­მო­დი­ო­და: - სას­წრა­ფოდ მო­მიყ­ვა­ნეთ აქ ის იუ­რის­ტი უსუ­ფაშ­ვი­ლი!

- გა­მარ­ჯო­ბა, - მი­ვე­სალ­მე, - მე გახ­ლა­ვართ იუ­რის­ტი უსუ­ფაშ­ვი­ლი. და­წყნარ­დით და ისე ვი­სა­უბ­როთ, - შე­ვე­ცა­დე, და­მემ­შვი­დე­ბი­ნა.

- მა­გას ვერ ეღირ­სე­ბით! - მიყ­ვი­რა.

ჩხუ­ბით და­წყე­ბუ­ლი კა­მა­თი სა­შიშ ფა­ზა­ში შე­ვი­და. ვგრძნობ, ხე­ირს არ და­მაყ­რი­ან. "მრგვალ მა­გი­დას" ეჭვი გას­ჩე­ნო­და, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე მო­საწ­ვე­ვი ბა­რა­თე­ბი მარ­ტო კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რებს და­უ­რიგ­დე­ბო­დათ და ამა­ზე ცხა­რობ­დნენ.

მე ჩემ­სას ვამ­ტკი­ცებ, ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა არჩვა­ძე - თა­ვი­სას და სიბ­რა­ზის ბოლო სა­ფე­ხურ­ზეა. უცებ, მზე­რა ჩემს უკან გა­და­ი­ტა­ნა და სახე და­უმ­შვიდ­და. გა­მი­ხარ­და, მე­თან­ხმე­ბა-მეთ­ქი და ლა­პა­რა­კის ტეპს მო­ვუ­მა­ტე. ცო­ტაც და სრუ­ლი­ად და­წყნა­რე­ბულ­მა ნა­ზად შეს­ძა­ხა:

- უიმე, ეს ყვა­ვი­ლი მეც მაქვს, მაგ­რამ კოკ­რე­ბი ვერ გა­მო­ვა­ღე­ბი­ნე!

დაბ­ნე­ულ­მა მი­ვი­ხე­დე, რა­ფა­ზე რა­ღაც ქოთ­ნე­ბი ეწყო მცე­ნა­რე­ე­ბით. ასე­თი რა­მე­ე­ბი არა­სო­დეს მი­ზი­დავ­და, მაგ­რამ იმ წუთ­ში სიყ­ვა­რუ­ლი "მო­მე­ძა­ლა".

- ამ ყვა­ვილს, ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით ვუვ­ლი! ბავ­შვო­ბი­დან ვგიჟ­დე­ბი ქოთ­ნის მცე­ნა­რე­ებ­ზე და კვი­რა­ო­ბი­თაც მოვ­დი­ვარ სამ­სა­ხურ­ში, რომ მოვრწყა.

დად­ნა ქალი! რა არ­ჩევ­ნე­ბი, რის არ­ჩევ­ნე­ბი! - მზე უფრო უყ­ვარს თუ ჩრდი­ლი? გა­მი­ღი­მა. სიმ­წრის ოფ­ლმა და­მას­ხა!

- თა­ნაბ­რად, - ძლივს ამოვ­ღერ­ღე, - ისე, დღი­სით ყო­ველ ერთ სა­ათ­ში ვატ­რი­ა­ლებ, რომ მზის სხი­ვი ფოთ­ლებს თა­ნაბ­რად მოხ­ვდეს.

- რამ­დენ­ჯერ რწყავ?

- ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რას გა­აჩ­ნია - მოვ­ნა­ხე გა­მო­სა­ვა­ლი.

- კარ­გი ბი­ჭია, - გა­ხე­და თა­ვი­სი­ა­ნებს - ყვა­ვი­ლე­ბი ჰყვა­რე­ბია და ცუდს არა­ფერს ჩა­ი­დენ­სო..."

ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის დროს სა­კუ­თარ ხმებს... ია­რა­ღით იცავ­და. აი, რას იხ­სე­ნებს კახა კუ­კა­ვა მას­ზე:

"ზვი­ად ძი­ძი­გურს "დიდი ტე­რო­რის­ტის" სა­ხე­ლი აქვს, რი­თაც ამა­ყობს კი­დეც და ყვე­ლას უმ­ტკი­ცებს, მა­გა­რი მსრო­ლე­ლი ვარ, ტყვი­ას ტყვი­ა­ში ვა­ჯე­ნო. ნო­ემ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის დროს ია­რაღს ვა­ტა­რებ­დი, რე­ზი­ნის ტყვი­ებს რომ ის­ვრის. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვართ, ცოტა გარ­თუ­ლე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა და ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი შე­მიჩ­ნდა, ბიჭო, რად გინ­და, სრო­ლა მა­ინც არ იციო. მეც ვუ­პა­სუ­ხე, შე­სა­ნიშ­ნებ­ლად­მეთ­ქი.

- რომ არ შე­ე­შინ­დეთ? მო­მე­ცი, მე მექ­ნე­ბა, ხომ იცი, სნა­ი­პე­რი ვარ და საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გეს, გა­მო­ვი­ყე­ნებ.

- ამის ხმა­რე­ბაც იცი?

- აბა! ია­რა­ღი არ არ­სე­ბობს თვალ­და­ხუ­ჭულ­მა რომ ვერ დავ­შა­ლო და ავა­წყოო.

რაღა მექ­ნა, ია­რა­ღი უხა­ლი­სოდ მი­ვა­წო­დე. აიღო, ხელ­ში შე­ა­თა­მა­შა, ვა, რა მა­გა­რია, რა მა­გა­რი­აო, შეს­ძა­ხა - "ბახ" და თა­ვი­სი პი­რა­დი დაც­ვის უფ­რო­სი ძირს არ გა­ა­გო­რა?! კი­დევ კარ­გი, ფეხ­ში მოხ­ვდა და პა­ტა­რა ზელ­ვი­თა და კრუ­სუ­ნით გა­დარ­ჩა. ძი­ძი­გურს შევ­ხე­დე, გა­ფით­რე­ბუ­ლი დგას, ხმას ვერ იღებს.

- ყო­ჩაღ, - ვე­უბ­ნე­ბი, - ახლა კი მჯე­რა, რომ მარ­თლა და­სა­ჭე­რი იყა­ვი.

- რა­ტომ? - და­იბ­ნა. კაცო, რე­ზი­ნის ტყვი­ით ლა­მის კაცი მო­კა­ლი და იმ თო­ხი­თა და ბა­რით, რის­თვი­საც და­გი­ჭი­რეს, ვა­ხუშ­ტის ხიდს ვერ აა­ფეთ­ქებ­დი? (შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ძი­ძი­გუ­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მცდე­ლო­ბის­თვის და­ი­ჭი­რეს. თით­ქოს, ძი­ძი­გუ­რე­ბის ოჯა­ხის სამ წევ­რს ვა­ხუშ­ტის ხი­დის აფეთ­ქე­ბა ჰქონ­დათ გან­ზრა­ხუ­ლი)... ამ ამ­ბის შემ­დეგ მისი დაც­ვა მე დამ­ყვე­ბო­და - მა­გის ხელ­ში აქეთ ვართ და­სა­ცა­ვე­ბიო".

სა­არ­ჩევ­ნო ამ­ბე­ბის "ეს­ტა­ფე­ტას" ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლი აგ­რძე­ლებს:

"ჩემს სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­ში, რო­მე­ლიც კი­ნო­თე­ატ­რის დარ­ბაზ­ში იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, ყო­ველ წუთს უამ­რა­ვი ხალ­ხი ირე­ო­და, გი­ჟის ად­გი­ლიც იქაა, სა­დაც ხალ­ხმრავ­ლო­ბაა, მით უმე­ტეს, იქ ხა­ჭა­პუ­რი მო­დის, სას­მე­ლი მო­დის. გა­რეთ პლა­კა­ტე­ბია გაკ­რუ­ლი, ხმა მი­ე­ცით ლაშა ნაც­ვლიშ­ვილს, ჩვენს გე­ნე­რალს, ჩვენს უკა­ნას­კნელ იმედს.

შეხ­ვედ­რა მაქვს ლა­გო­დე­ხის ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას­თან. დარ­ბა­ზი სე­რი­ო­ზუ­ლი ხალ­ხით გა­ივ­სო. და­ი­წყო პო­ლე­მი­კა, მე ჩემ­სას ვამ­ბობ, ისი­ნი თა­ვი­სას, ვკა­მა­თობთ, საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­როა. ვგრძნობ, ცო­ტაც, მთე­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცია გა­და­ბი­რე­ბუ­ლი მე­ყო­ლე­ბა და ამ დროს კარი იღე­ბა, გიჟ­მა შე­მო­ყო თავი და ხმა­მაღ­ლა იყ­ვი­რა: "ბევ­რს ნუ ატ­რა­კუ­ნებთ, ლა­შას მი­ე­ცით ხმა". ყვე­ლა გა­ჩუმ­და და ერ­თმა პე­და­გოგ­მა ამო­ი­ოხ­რა: "რას ვი­ზამთ, კი­დევ ერთხელ მოგ­ვი­წევს გი­ჟის ჭკუ­ა­ზე გავ­ლა..."

ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი კი ასეთ სა­არ­ჩევ­ნო კუ­რი­ოზს იხ­სე­ნებს:

"არ­ჩევ­ნე­ბის წინ სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ტე­ბი მყავ­და და, ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად ვცდი­ლობ­დით ამომ­რჩე­ველ­თა გუ­ლის მო­გე­ბას. თუმ­ცა კა­ნო­ნი გან­სა­ზღვრავს, რისი გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა აქვს მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატს და რისი - არა. შტაბ­ში, ჩემს ოთახ­ში ვზი­ვარ, სა­მოქ­მე­დო გეგ­მებს ვა­მუ­შა­ვებ და უცებ ერთ - ერთი აგი­ტა­ტო­რი აქო­ში­ნე­ბუ­ლი შე­მო­ვარ­და:

- ბა­ტო­ნო ვა­ლე­რი, ახ­ლა­ხან ხალ­ხის ლა­პა­რაკს მოვ­კა­რი ყური - "დე­მოკ­რა­ტე­ბი" "ცო­ცხალს" არი­გე­ბე­ნო.

ხა­შურ­ში "ცო­ცხა­ლი" არა­ვის უკ­ვირს, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით იჭე­რენ, მაგ­რამ და­რი­გე­ბა, კაცო?!

- რას ამ­ბობს, ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა, - არ და­ვუ­ჯე­რე.

- იქ­ნებ გა­და­გე­მოწ­მე­ბი­ნათ? - წა­მო­ა­ყე­ნა იდეა.

მა­შინ­ვე ჩემი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელს და­ვუ­რე­კე:

- "დე­მოკ­რა­ტე­ბი" ცო­ცხალს მარ­თლა არი­გე­ბენ?

- კი, არი­გე­ბენ, მეც შემ­ხვდა, აგერ მი­დევს მა­გი­და­ზე.

- მერე, სირ­ცხვი­ლით მა­გას რო­გორ მე­უბ­ნე­ბი ბიჭო? - გა­მო­ვე­დი მოთ­მი­ნე­ბი­დან.

- ბა­ტო­ნო ვა­ლე­რი, ხომ უნდა გა­ვი­გო, რა მე­თო­დე­ბით იბ­რძვი­ან? - და­იბ­ნა.

- თუ არ შე­ჭა­მე, ისე ვერ გა­ი­გებ?

- შეჭ­მა რა შუ­ა­შია, - ჩა­ფიქ­რდა და სი­ცი­ლი და­ი­წყო, - გეშ­ლე­ბათ, "ცო­ცხა­ლი" თევ­ზი კი არა, "დე­მოკ­რა­ტე­ბის" გა­მოშ­ვე­ბუ­ლი გა­ზე­თის სა­ხე­ლია..."

გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ცოცხალი" თევზი კი არა, გაზეთის სახელიაო..." - ქართველი პოლიტიკოსების საარჩევნო კურიოზები

"ცოცხალი" თევზი კი არა, გაზეთის სახელიაო..." - ქართველი პოლიტიკოსების საარჩევნო კურიოზები

რამდენიმე დღეში საქართველოში მორიგი არჩევნები გველის და ქვეყანაში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა თანდათან იწევს.

სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდში ადგილობრივ ტელევიზიებს საერთოდ არ ვუყურებ. ერთ არხს ჩართავ და მორიგ თურქულ სერიალს გადააწყდები, სხვაგან გადართავ და გაცხარებულ პოლიტიკურ დებატებს წააწყდები. ცოტა ხნის წინ გერმანიიდან ახლობელი დაბრუნდა და ამჟამინდელი ქართული სინამდვილით შეძრწუნებული დარჩა. "გერმანიაში, ქუჩაში ასი ადამიანი რომ გააჩერო, თავისი ქვეყნის რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსის გვარს ვერ გეტყვისო", - მითხრა ჩემმა მეგობარმა და ალბათ მართალიც ბრძანდება. გადახედეთ დღევანდელ ჩვენს ყოველდღიურ ყოფას - სერიალები და ერთი და იგივე პიროვნებების გაუთავებელი პოლიტიკური დებატები...

დღეს ქართველი პოლიტიკოსების სახალისო მოგონებებს წარმოგიდგენთ, რომლებიც სხვადასხვა დროს განვითარებულ საარჩევნო ამბებს იხსენებენ.

მოგონებებს დავით უსუფაშვილით ვიწყებთ, რომელიც შორეულ 1990-იან წლებში დაგვაბრუნებს და იმდროინდელი საარჩევნო პერიოდიდან ორ საინტერესო ამბავს მოგვიყვება...

"1990 წლის შემოდგომაა. წინასაარჩევნო პერიოდია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ვარ. საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. იურიდიულ საკითხებს ვკურირებ და ყველა სამართლებრივი დავა ჩემს ხელში გადის. ერთ დღესაც სამსახურში მივდივარ და დაცვაში მაფრთხილებენ:

- ბატონო დავით, სჯობს, არ შეხვიდეთ, ქალბატონი მანანა არჩვაძეა მოსული პრეტენზიებით და ხალხიც მოიყვანა. მაინც შევედი. დერეფანშივე მომესმა მისი ხმა, რომელიც ჩემი ოთახიდან გამოდიოდა: - სასწრაფოდ მომიყვანეთ აქ ის იურისტი უსუფაშვილი!

- გამარჯობა, - მივესალმე, - მე გახლავართ იურისტი უსუფაშვილი. დაწყნარდით და ისე ვისაუბროთ, - შევეცადე, დამემშვიდებინა.

- მაგას ვერ ეღირსებით! - მიყვირა.

ჩხუბით დაწყებული კამათი საშიშ ფაზაში შევიდა. ვგრძნობ, ხეირს არ დამაყრიან. "მრგვალ მაგიდას" ეჭვი გასჩენოდა, რომ არჩევნებზე მოსაწვევი ბარათები მარტო კომუნისტური პარტიის მხარდამჭერებს დაურიგდებოდათ და ამაზე ცხარობდნენ.

მე ჩემსას ვამტკიცებ, ქალბატონი მანანა არჩვაძე - თავისას და სიბრაზის ბოლო საფეხურზეა. უცებ, მზერა ჩემს უკან გადაიტანა და სახე დაუმშვიდდა. გამიხარდა, მეთანხმება-მეთქი და ლაპარაკის ტეპს მოვუმატე. ცოტაც და სრულიად დაწყნარებულმა ნაზად შესძახა:

- უიმე, ეს ყვავილი მეც მაქვს, მაგრამ კოკრები ვერ გამოვაღებინე!

დაბნეულმა მივიხედე, რაფაზე რაღაც ქოთნები ეწყო მცენარეებით. ასეთი რამეები არასოდეს მიზიდავდა, მაგრამ იმ წუთში სიყვარული "მომეძალა".

- ამ ყვავილს, ქალბატონო მანანა, საკუთარი შვილივით ვუვლი! ბავშვობიდან ვგიჟდები ქოთნის მცენარეებზე და კვირაობითაც მოვდივარ სამსახურში, რომ მოვრწყა.

დადნა ქალი! რა არჩევნები, რის არჩევნები! - მზე უფრო უყვარს თუ ჩრდილი? გამიღიმა. სიმწრის ოფლმა დამასხა!

- თანაბრად, - ძლივს ამოვღერღე, - ისე, დღისით ყოველ ერთ საათში ვატრიალებ, რომ მზის სხივი ფოთლებს თანაბრად მოხვდეს.

- რამდენჯერ რწყავ?

- ოთახის ტემპერატურას გააჩნია - მოვნახე გამოსავალი.

- კარგი ბიჭია, - გახედა თავისიანებს - ყვავილები ჰყვარებია და ცუდს არაფერს ჩაიდენსო..."

ცნობილი პოლიტიკოსი ზვიად ძიძიგური არჩევნების დროს საკუთარ ხმებს... იარაღით იცავდა. აი, რას იხსენებს კახა კუკავა მასზე:

"ზვიად ძიძიგურს "დიდი ტერორისტის" სახელი აქვს, რითაც ამაყობს კიდეც და ყველას უმტკიცებს, მაგარი მსროლელი ვარ, ტყვიას ტყვიაში ვაჯენო. ნოემბრის არჩევნების დროს იარაღს ვატარებდი, რეზინის ტყვიებს რომ ისვრის. დასავლეთ საქართველოში ვართ, ცოტა გართულებული სიტუაციაა და ზვიად ძიძიგური შემიჩნდა, ბიჭო, რად გინდა, სროლა მაინც არ იციო. მეც ვუპასუხე, შესანიშნებლადმეთქი.

- რომ არ შეეშინდეთ? მომეცი, მე მექნება, ხომ იცი, სნაიპერი ვარ და საქმე საქმეზე რომ მიდგეს, გამოვიყენებ.

- ამის ხმარებაც იცი?

- აბა! იარაღი არ არსებობს თვალდახუჭულმა რომ ვერ დავშალო და ავაწყოო.

რაღა მექნა, იარაღი უხალისოდ მივაწოდე. აიღო, ხელში შეათამაშა, ვა, რა მაგარია, რა მაგარიაო, შესძახა - "ბახ" და თავისი პირადი დაცვის უფროსი ძირს არ გააგორა?! კიდევ კარგი, ფეხში მოხვდა და პატარა ზელვითა და კრუსუნით გადარჩა. ძიძიგურს შევხედე, გაფითრებული დგას, ხმას ვერ იღებს.

- ყოჩაღ, - ვეუბნები, - ახლა კი მჯერა, რომ მართლა დასაჭერი იყავი.

- რატომ? - დაიბნა. კაცო, რეზინის ტყვიით ლამის კაცი მოკალი და იმ თოხითა და ბარით, რისთვისაც დაგიჭირეს, ვახუშტის ხიდს ვერ ააფეთქებდი? (შევარდნაძის ხელისუფლების დროს ძიძიგური ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობისთვის დაიჭირეს. თითქოს, ძიძიგურების ოჯახის სამ წევრს ვახუშტის ხიდის აფეთქება ჰქონდათ განზრახული)... ამ ამბის შემდეგ მისი დაცვა მე დამყვებოდა - მაგის ხელში აქეთ ვართ დასაცავებიო".

საარჩევნო ამბების "ესტაფეტას" ლაშა ნაცვლიშვილი აგრძელებს:

"ჩემს საარჩევნო შტაბში, რომელიც კინოთეატრის დარბაზში იყო განთავსებული, ყოველ წუთს უამრავი ხალხი ირეოდა, გიჟის ადგილიც იქაა, სადაც ხალხმრავლობაა, მით უმეტეს, იქ ხაჭაპური მოდის, სასმელი მოდის. გარეთ პლაკატებია გაკრული, ხმა მიეცით ლაშა ნაცვლიშვილს, ჩვენს გენერალს, ჩვენს უკანასკნელ იმედს.

შეხვედრა მაქვს ლაგოდეხის ინტელიგენციასთან. დარბაზი სერიოზული ხალხით გაივსო. დაიწყო პოლემიკა, მე ჩემსას ვამბობ, ისინი თავისას, ვკამათობთ, საკმაოდ დაძაბული ატმოსფეროა. ვგრძნობ, ცოტაც, მთელი ინტელიგენცია გადაბირებული მეყოლება და ამ დროს კარი იღება, გიჟმა შემოყო თავი და ხმამაღლა იყვირა: "ბევრს ნუ ატრაკუნებთ, ლაშას მიეცით ხმა". ყველა გაჩუმდა და ერთმა პედაგოგმა ამოიოხრა: "რას ვიზამთ, კიდევ ერთხელ მოგვიწევს გიჟის ჭკუაზე გავლა..."

ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელაშვილი კი ასეთ საარჩევნო კურიოზს იხსენებს:

"არჩევნების წინ სერიოზული კონკურენტები მყავდა და, ბუნებრივია, ყველა თავისებურად ვცდილობდით ამომრჩეველთა გულის მოგებას. თუმცა კანონი განსაზღვრავს, რისი გაკეთების უფლება აქვს მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატს და რისი - არა. შტაბში, ჩემს ოთახში ვზივარ, სამოქმედო გეგმებს ვამუშავებ და უცებ ერთ - ერთი აგიტატორი აქოშინებული შემოვარდა:

- ბატონო ვალერი, ახლახან ხალხის ლაპარაკს მოვკარი ყური - "დემოკრატები" "ცოცხალს" არიგებენო.

ხაშურში "ცოცხალი" არავის უკვირს, დიდი რაოდენობით იჭერენ, მაგრამ დარიგება, კაცო?!

- რას ამბობს, ტყუილი იქნება, - არ დავუჯერე.

- იქნებ გადაგემოწმებინათ? - წამოაყენა იდეა.

მაშინვე ჩემი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს დავურეკე:

- "დემოკრატები" ცოცხალს მართლა არიგებენ?

- კი, არიგებენ, მეც შემხვდა, აგერ მიდევს მაგიდაზე.

- მერე, სირცხვილით მაგას როგორ მეუბნები ბიჭო? - გამოვედი მოთმინებიდან.

- ბატონო ვალერი, ხომ უნდა გავიგო, რა მეთოდებით იბრძვიან? - დაიბნა.

- თუ არ შეჭამე, ისე ვერ გაიგებ?

- შეჭმა რა შუაშია, - ჩაფიქრდა და სიცილი დაიწყო, - გეშლებათ, "ცოცხალი" თევზი კი არა, "დემოკრატების" გამოშვებული გაზეთის სახელია..."

გიორგი გაჩეჩილაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."