Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:29-ზე – რეკომენდებულია რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. კარგი დღეა ოფიციალური ქორწინებისთვის, რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის. მოერიდეთ ხორცის კერძებს. არ დალიოთ ალკოჰოლი.
საზოგადოება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საშა ვალცის საკულტო სპექტაკლი CONTINU გაიმართება
საშა ვალცის საკულტო სპექტაკლი CONTINU გაიმართება

20, 21 ოქ­ტომ­ბერს 20:00 სა­ათ­ზე სა­ქარ­თვე­ლო-გერ­მა­ნი­ის წლის ფარ­გლებ­ში ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში, სა­ქარ­თვე­ლოს გო­ე­თეს ინ­სტი­ტუ­ტი და ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი "სა­ჩუ­ქა­რი", გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს მხარ­და­ჭე­რით წარ­მო­გიდ­გენთ ბერ­ლი­ნის სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლე­ტის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის, ლე­გენ­და­რუ­ლი საშა ვალ­ცის ერთ-ერთ გახ­მა­უ­რე­ბულ და სა­კულ­ტო სპექ­ტაკლს CONTINU.

ლე­გენ­და­რულ­მა საშა ვალცმა შეკ­რი­ბა თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტი, რო­მე­ლიც ბოლო 10 წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე ცნო­ბად სა­ავ­ტო­რო ნიშ­ნად იქცა. სა­ხელ­წო­დე­ბა CONTINU ანუ "გაგ­რძე­ლე­ბა" ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის, მუ­სი­კი­სა და ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ადა­მი­ან­ზე უწყვეტ რე­აქ­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს, რად­გან ეს ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლე­ბი ბუ­ნე­ბის ამო­უ­წუ­რა­ვი ძა­ლე­ბით იკ­ვე­ბე­ბი­ან და მათი სი­ცო­ცხლე უსას­რუ­ლოა. კოს­მი­უ­რი უწო­ნა­დო­ბა, რო­გორც ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი სუბსტან­ცია, ვალ­ცის ნა­წარ­მო­ებ­ში ხორ­ცი­ელ ფორ­მას იძენს და თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს თა­ნამ­კვიდ­რია. თა­ვი­სუ­ფა­ლის ჩაგ­ვრის­გან, დის­კრი­მი­ნა­ცი­ის­გან, დე­მა­გო­გი­ის­გან და ძა­ლა­დო­ბის­გან, რაც გვჯე­რა სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­აღ­რმა­ვებს დი­ა­ლოგს ამ თე­მა­ზე, რად­გან ეს ის ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი დი­ლე­მაა, რო­მე­ლიც სივ­რცი­სა და დრო­ის უსას­რუ­ლო კონ­ტი­ნი­უმს ქმნის და და­უ­სა­ბა­მო დრო­ი­დან გრძელ­დე­ბა. თუმ­ცა, გარ­და ნა­წარ­მო­ე­ბის ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ექ­სპლი­კა­ცი­ი­სა, დღეს უკვე მთელ მსოფ­ლი­ო­ში სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი CONTINU-ს გე­ნი­ა­ლუ­რი ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი, ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს იშ­ვი­ათ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ა­ნი­ჭებს და მა­ღალ ხე­ლოვ­ნე­ბას­თან თა­ნა­ზი­არს გახ­დის.

ცი­უ­რი­ხის (Schauspielhaus im Schiffbau/Halle), პა­რი­ზის (Théâtre de la Ville Paris), ლონ­დო­ნის (Sadler’s Wells), ბარ­სე­ლო­ნას ( Mercat de les Flors), რო­მის (Auditorium conciliazione), ათე­ნის (Odeon of Herod Atticus), ბრუ­სე­ლის (Theatre National), ლუქ­სემ­ბურ­გის (Grand Theatre de la Ville Luxemburg), ნიუ იორ­კის (BAM) შემ­დეგ, დიდ­მა გერ­მა­ნელ­მა ქო­რე­ოგ­რაფ­მა ედ­გარ ვა­რე­ზეს, ია­ნის ქსე­ნა­კი­სის, კლოდ ვი­ვი­ე­რის და ვოლ­ფგა­ნაგ ამა­დე­უს მო­ცარ­ტის მუ­სი­კა­ზე, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და სა­მეც­ნი­ე­რო ნა­აზ­რე­ვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით, ვალცმა კა­ცობ­რი­ო­ბის უც­ვლე­ლი სტე­რე­ო­დი­ნა­მი­კა ქო­რეგ­რა­ფი­ის ენა­ზე გად­მოს­ცა და 21 მო­ცეკ­ვა­ვის დახ­მა­რე­ბით, გა­სუ­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე მსოფ­ლიო ომე­ბის, მიგ­რა­ცი­ის, კულ­ტუ­რუ­ლი იდენ­ტო­ბის სხვა­დას­ხვა­ო­ბის პრობ­ლე­მა ახალ შუქ­ში წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა.

წარ­მოდ­გე­ნა გან­ცხორ­ცი­ელ­და "საშა ვაც­ლის და სტუმ­რე­ბის", ცი­უ­რი­ხის სა­ხელ­მწი­ფო ოპე­რი­სა სახ­ლი­სა და ცი­უ­რი­ხის ფესტვი­ა­ლის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ასე­ვე ბერ­ლი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი­სა და ლონ­დო­ნის სედ­ლერ’ს უელ­სის თე­ატ­რის დაკ­ვე­თით.

რე­ჟი­სუ­რა და ქო­რე­ოგ­რა­ფია: საშა ვალ­ცი

მუ­სი­კა: ედ­გარ ვა­რე­ზე, ია­ნის ქსე­ნა­კის, კლოდ ვი­ვი­ერ, ვოლ­ფგანგ ამა­დე­უს მო­ცარ­ტი

სცე­ნოგ­რა­ფია: ტო­მას შენ­კი, პია მა­ი­ერ შრი­ვე­რი, საშა ვალ­ცი

კოს­ტი­უ­მე­ბის ავ­ტო­რი: ბერ­ნარდ სკო­ძი­გი

სას­ცე­ნო გა­ნა­თე­ბა: მარ­ტინ ჰა­უ­კი

დრა­მა­ტურ­გია: იო­ჰენ ზან­დი­გი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დაღუპულია 73 ადამიანი, მათ შორის 17 ბავშვი - უმძიმეს ავარიას ავღანეთში ირანიდან დეპორტირებული ათობით ადამიანი ემსხვერპლა

საშა ვალცის საკულტო სპექტაკლი CONTINU გაიმართება

საშა ვალცის საკულტო სპექტაკლი CONTINU გაიმართება

20, 21 ოქტომბერს 20:00 საათზე საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში ოპერისა და ბალეტის თეატრში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი", გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით წარმოგიდგენთ ბერლინის სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლეგენდარული საშა ვალცის ერთ-ერთ გახმაურებულ და საკულტო სპექტაკლს CONTINU.

ლეგენდარულმა საშა ვალცმა შეკრიბა თავისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ყველა კომპონენტი, რომელიც ბოლო 10 წლიანი მუშაობის მანძილზე ყველაზე ცნობად საავტორო ნიშნად იქცა. სახელწოდება CONTINU ანუ "გაგრძელება" ქორეოგრაფიის, მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ადამიანზე უწყვეტ რეაქციაზე საუბრობს, რადგან ეს ენერგომატარებლები ბუნების ამოუწურავი ძალებით იკვებებიან და მათი სიცოცხლე უსასრულოა. კოსმიური უწონადობა, როგორც ადამიანის სულიერი სუბსტანცია, ვალცის ნაწარმოებში ხორციელ ფორმას იძენს და თავისუფალი სამყაროს თანამკვიდრია. თავისუფალის ჩაგვრისგან, დისკრიმინაციისგან, დემაგოგიისგან და ძალადობისგან, რაც გვჯერა საქართველოშიც გააღრმავებს დიალოგს ამ თემაზე, რადგან ეს ის ეგზისტენციალური დილემაა, რომელიც სივრცისა და დროის უსასრულო კონტინიუმს ქმნის და დაუსაბამო დროიდან გრძელდება. თუმცა, გარდა ნაწარმოების ფილოსოფიური ექსპლიკაციისა, დღეს უკვე მთელ მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული CONTINU-ს გენიალური ქორეოგრაფიული ნამუშევარი, ქართველ მაყურებელს იშვიათ სიამოვნებას მიანიჭებს და მაღალ ხელოვნებასთან თანაზიარს გახდის.

ციურიხის (Schauspielhaus im Schiffbau/Halle), პარიზის (Théâtre de la Ville Paris), ლონდონის (Sadler’s Wells), ბარსელონას ( Mercat de les Flors), რომის (Auditorium conciliazione), ათენის (Odeon of Herod Atticus), ბრუსელის (Theatre National), ლუქსემბურგის (Grand Theatre de la Ville Luxemburg), ნიუ იორკის (BAM) შემდეგ, დიდმა გერმანელმა ქორეოგრაფმა ედგარ ვარეზეს, იანის ქსენაკისის, კლოდ ვივიერის და ვოლფგანაგ ამადეუს მოცარტის მუსიკაზე, სახელოვნებო და სამეცნიერო ნააზრევის გაერთიანებით, ვალცმა კაცობრიობის უცვლელი სტერეოდინამიკა ქორეგრაფიის ენაზე გადმოსცა და 21 მოცეკვავის დახმარებით, გასული წლების მანძილზე მსოფლიო ომების, მიგრაციის, კულტურული იდენტობის სხვადასხვაობის პრობლემა ახალ შუქში წარმოგვიდგინა.

წარმოდგენა განცხორციელდა „საშა ვაცლის და სტუმრების", ციურიხის სახელმწიფო ოპერისა სახლისა და ციურიხის ფესტვიალის თანამშრომლობით, ასევე ბერლინის ფესტივალისა და ლონდონის სედლერ’ს უელსის თეატრის დაკვეთით.

რეჟისურა და ქორეოგრაფია: საშა ვალცი

მუსიკა: ედგარ ვარეზე, იანის ქსენაკის, კლოდ ვივიერ, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი

სცენოგრაფია: ტომას შენკი, პია მაიერ შრივერი, საშა ვალცი

კოსტიუმების ავტორი: ბერნარდ სკოძიგი

სასცენო განათება: მარტინ ჰაუკი

დრამატურგია: იოჰენ ზანდიგი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება