საიუბილეო შეთავაზებები ”ახალ ნათებაში”

საიუბილეო შეთავაზებები ”ახალ ნათებაში”

”ახალი ნათების” პირველი მაღაზია 18 წლის წინ, 18 ოქტომბერს, დიდუბის ქუჩაზე გაიხსნა.

იუბილესთან დაკავშირებით კომპანიაში 20%-დან 50%-მდე ფასდაკლება ცხადდება სრულ კოლექციაზე. ფასდაკლება ვრცელდება ავეჯის სალონ ფორუმის და ფრანგული ბრენდი გოტიეს ავეჯზეც. ასევე, მყიდველებს სასიამოვნო სიმბოლური საჩუქრებიც ელოდებათ.

1999 წელს კომპანია ”ახალმა ნათებამ” გახსნა თავისი პირველი მაღაზია და ქართველ მომხმარებელს წარუდგინა სანათი საშუალებების ფართო სპექტრი.

პირველად საქართველოში, კომპანიამ დაამკვიდრა განათების თანამედროვე კულტურა და ძალიან მალე დიდ წარმატებას მიაღწია განათების სფეროში.

დღესდღობით, ”ახალი ნათების” ბრენდი პრესტიჟულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც. კომპანია სანათი საშუალებებით უზრუნველყოფს რიგ პროექტებს სასომხეთსა და აზერბაიჯანში.

ამჟამად ”ახალი ნათება” წარმოდგენილია 15 მაღაზია სალონით თბილისსა და რეგიონებში და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან.

2013 წელს, კომპანიამ თავისი შესაძლებლობების საზღვრები გააფართოვა და თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ახალი ნათების ცენტრალურ მაღაზია–სალონს მიემატა ავეჯის სალონი ფორუმი ახალი ნათებისგან.

2 წელიწადში კი ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, გაიხსნა ფორუმის ფილიალი.

კომპანიას, ორივე მაღაზია სალონში წარმოდგენილი აქვს დახვეწილი, გემოვნებიანი, და კომფორტული ავეჯი, განათება, აქსესუარები.

2016 წლის დეკემბერში აღმაშენებლის ხეივანზე ფრანგული ბრენდი გოტიეს/ Gautier ფრენჩაიზის გაიხსნა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი