პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 13 მილიონამდე ლარის შემოწირულება მიიღეს - 17 შემომწირველი გამოკითხვაზეა დაბარებული
საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 13 მილიონამდე ლარის შემოწირულება მიიღეს - 17 შემომწირველი გამოკითხვაზეა დაბარებული

1-ელი ივ­ლი­სი­დან 15 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტებ­მა ჯამ­ში 12,998,651.16 ლა­რის შე­მო­წი­რუ­ლე­ბა მი­ი­ღეს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შუ­ა­ლე­დურ ან­გა­რიშ­ში, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

შუ­ა­ლე­დუ­რი ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, 1-ელი ივ­ლი­სი­დან 15 ოქ­ტომ­ბე­რის ჩათ­ვლით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ჯამ­ში 11,640,441.00 ლა­რის შე­მო­წი­რუ­ლე­ბა მი­ი­ღო, "ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ" - 931,083.95 ლარი, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" - 108,149.21 ლარი, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სმა" - 63,142.00 ლარი, "ახალ­მა სა­ქარ­თვე­ლომ" - 35,100.00 ლარი, "დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა მოძ­რა­ო­ბამ" - 31,486.00 ლარი, დო­მენ­ტი სი­ჭი­ნა­ვამ - 50,150.00 ლარი, ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვილ­მა - 31,431.00 ლარი, გულო ზუმ­ბა­ძემ - 15,500.00 ლარი, სხვა სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტებ­მა ჯამ­ში - 92,168.00 ლარი.

რო­გორც შუ­ა­ლე­დუ­რი ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი, შე­მო­წი­რუ­ლე­ბე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით, სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­იგ­ზავ­ნა მო­თხოვ­ნა 544 ფი­ზი­კუ­რი პი­რის შე­მო­სავ­ლე­ბის შე­სა­ხებ, ხოლო იუ­რი­დი­ულ პი­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს შეს­წავ­ლა მათი სა­ბო­ლოო ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის, შეს­ყიდ­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით.

ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის შე­მო­წი­რუ­ლე­ბე­ბის ანა­ლი­ზის დროს და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვე­ბის არ­სე­ბო­ბის გამო, გა­მო­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბუ­ლია 31 პირი, სა­ი­და­ნაც 13 არის "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" შე­მომ­წირ­ვე­ლი, ხოლო 18 - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის". პირ­ველ ეტაპ­ზე და­ბა­რე­ბუ­ლი 14 ფი­ზი­კუ­რი პი­რის შემ­დგომ, და­მა­ტე­ბით და­ბა­რე­ბუ­ლია 17 პირი, სა­ი­და­ნაც 9 პირი არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის", ხოლო 8 - "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" შე­მომ­წირ­ვე­ლი. ამ ეტაპ­ზე უკვე გა­მო­კი­თხუ­ლია "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" 10 და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" 4 შე­მომ­წირ­ვე­ლი ფი­ზი­კუ­რი პირი.

"მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი კვლავ გა­ნაგ­რძობს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის მო­ნი­ტო­რინგს და მო­მა­ვალ­შიც ყვე­ლა სა­კი­თხზე მო­ახ­დენს შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას, რად­გან სამ­სა­ხუ­რი ვალ­დე­ბუ­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­ნან­სე­ბის სრუ­ლი გამჭვირ­ვა­ლო­ბა და ხელი შე­უ­შა­ლოს პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში უკა­ნო­ნო თან­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას რო­გორც სა­არ­ჩევ­ნოდ, ისე არა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში", - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი პარ­ტი­ე­ბის შე­მომ­წირ­ვე­ლე­ბის გა­მო­კი­თხვებს აწარ­მო­ებს, რო­გორც გე­ნე­რა­ლურ­მა აუ­დი­ტორ­მა, ირაკ­ლი მექ­ვა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, 17 შე­მომ­წირ­ვე­ლი გა­მო­კი­თხვა­ზეა და­ბა­რე­ბუ­ლი.

"შე­მო­სავ­ლე­ბით პირ­ველ ად­გილ­ზე არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", მე­ო­რე­ზე "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" და მე­სა­მე "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი". ეს ინ­ფორ­მა­ცია დე­ტა­ლუ­რად არ­სე­ბობს და ღიაა. მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­მომ­წირ­ვე­ლე­ბის გა­მო­კი­თხვა, ვად­გენთ მათი შე­მო­სავ­ლე­ბის წყა­რო­ებს. ეს პრო­ცე­სი ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს. 17 პირი გვყავს და­ბა­რე­ბუ­ლი და დღე­საც ხდე­ბა გა­მო­კი­თხვა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი მექ­ვა­ბიშ­ვილ­მა.

საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 13 მილიონამდე ლარის შემოწირულება მიიღეს - 17 შემომწირველი გამოკითხვაზეა დაბარებული

საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 13 მილიონამდე ლარის შემოწირულება მიიღეს - 17 შემომწირველი გამოკითხვაზეა დაბარებული

1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 12,998,651.16 ლარის შემოწირულება მიიღეს, - ამის შესახებ ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედურ ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა.

შუალედური ანგარიშის თანახმად, 1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბერის ჩათვლით, "ქართულმა ოცნებამ" ჯამში 11,640,441.00 ლარის შემოწირულება მიიღო, "ევროპულმა საქართველომ" - 931,083.95 ლარი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 108,149.21 ლარი, "პატრიოტთა ალიანსმა" - 63,142.00 ლარი, "ახალმა საქართველომ" - 35,100.00 ლარი, "დემოკრატიულმა მოძრაობამ" - 31,486.00 ლარი, დომენტი სიჭინავამ - 50,150.00 ლარი, ალექსანდრე ელისაშვილმა - 31,431.00 ლარი, გულო ზუმბაძემ - 15,500.00 ლარი, სხვა საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში - 92,168.00 ლარი.

როგორც შუალედური ანგარიშშია ნათქვამი, შემოწირულებების შესწავლის მიზნით, სამსახურის მიერ გაიგზავნა მოთხოვნა 544 ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ, ხოლო იურიდიულ პირებთან მიმართებაში მიმდინარეობს შესწავლა მათი საბოლოო ბენეფიციარების, შესყიდვებში მონაწილეობისა და მიღებული შემოსავლების შესწავლის მიზნით.

ანგარიშის თანახმად, ფიზიკური პირების შემოწირულებების ანალიზის დროს დამატებითი კითხვების არსებობის გამო, გამოკითხვაზე დაბარებულია 31 პირი, საიდანაც 13 არის "ევროპული საქართველოს" შემომწირველი, ხოლო 18 - "ქართული ოცნების". პირველ ეტაპზე დაბარებული 14 ფიზიკური პირის შემდგომ, დამატებით დაბარებულია 17 პირი, საიდანაც 9 პირი არის "ქართული ოცნების", ხოლო 8 - "ევროპული საქართველოს" შემომწირველი. ამ ეტაპზე უკვე გამოკითხულია "ევროპული საქართველოს" 10 და "ქართული ოცნების" 4 შემომწირველი ფიზიკური პირი.

"მონიტორინგის სამსახური კვლავ განაგრძობს მიმდინარე პროცესების მონიტორინგს და მომავალშიც ყველა საკითხზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას, რადგან სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს პოლიტიკური ფინანსების სრული გამჭვირვალობა და ხელი შეუშალოს პოლიტიკურ პროცესებში უკანონო თანხების გამოყენებას როგორც საარჩევნოდ, ისე არასაარჩევნო პერიოდში", - ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიების შემომწირველების გამოკითხვებს აწარმოებს, როგორც გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა, 17 შემომწირველი გამოკითხვაზეა დაბარებული.

"შემოსავლებით პირველ ადგილზე არის "ქართული ოცნება", მეორეზე "ევროპული საქართველო" და მესამე "პატრიოტთა ალიანსი". ეს ინფორმაცია დეტალურად არსებობს და ღიაა. მიმდინარეობს შემომწირველების გამოკითხვა, ვადგენთ მათი შემოსავლების წყაროებს. ეს პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 17 პირი გვყავს დაბარებული და დღესაც ხდება გამოკითხვა", - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."