პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ოდენობის ანაზღაურებასა და პრემია-დანამატს იღებდნენ თბილისის ყოფილი და მოქმედი მერები
რა ოდენობის ანაზღაურებასა და პრემია-დანამატს იღებდნენ თბილისის ყოფილი და მოქმედი მერები

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის გიგი უგუ­ლა­ვას სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი და­ვით ნარ­მა­ნი­ას სა­შუ­ა­ლო თვი­ურ შე­მო­სა­ვალს 1.9-ჯერ აღე­მა­ტე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ფაქტ-მეტ­რი" ავ­რცე­ლებს.

გიგი უგუ­ლა­ვა თბი­ლი­სის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2005 წლის 12 ივ­ლი­სი­დან 2013 წლის 22 დე­კემ­ბრამ­დე იკა­ვებ­და. მისი მე­რად და­ნიშ­ვნის პე­რი­ოდ­ში (2005 წელს) მე­რის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო თვე­ში 2 300 ლარი იყო. 2006 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მე­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა 2 800 ლარი გახ­და; 2008 წლის 1 იან­ვრი­დან - 3 540 ლარი; 2011 წლის ნო­ემ­ბრი­დან დღემ­დე კი მე­რის ხელ­ფა­სი 3 180 ლა­რი­თაა გან­სა­ზღვრუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­მი­ებს, უგუ­ლა­ვას საპ­რე­მიო თან­ხა გან­სა­კუთ­რე­ბით იზ­რდე­ბო­და 2009 წლი­დან. ყო­ფი­ლი მერი 2009 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­მი­ას ყო­ველ­თვი­უ­რად იღებ­და და მისი თვი­უ­რი ოდე­ნო­ბა 3 186 ლარს შე­ად­გენ­და. გარ­და ამი­სა, 2009 წლის დე­კემ­ბერ­ში, შობა-ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე­რის გან­კარ­გუ­ლე­ბით მე­რი­ა­ში 435 020 ლა­რის პრე­მია გა­ი­ცა (მერ­ზე, მე­რის მო­ად­გი­ლებ­ზე, სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სებ­სა და მათ მო­ად­გი­ლე­ებ­ზე, გამ­გებ­ლებ­სა და მათ მო­ად­გი­ლე­ებ­ზე). თა­ვად მერ­მა კი პრე­მი­ის სა­ხით 10 620 ლარი აიღო.

უგუ­ლა­ვამ თბი­ლი­სის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას ხელ­ფა­სის სა­ხით ჯამ­ში 327 571 ლარი (თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ 3 211 ლარი), ხოლო პრე­მი­ის სა­ხით - 303 920 ლარი (თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ 2 980 ლარი) მი­ი­ღო. სულ, 2005-2013 წლებ­ში, მისი შე­მო­სა­ვა­ლი 631 491 ლარი (თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ 6 191 ლარი) იყო.

2014 წლის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ თბი­ლი­სის მერი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი, და­ვით ნარ­მა­ნია გახ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თბი­ლი­სის ამ­ჟა­მინ­დელ მერს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­მია-და­ნა­მა­ტი არ აუ­ღია. მისი სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა კი 3 175 ლა­რია. ამ­დე­ნად, გიგი უგუ­ლა­ვას სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მოქ­მე­დი მე­რი­სას 1.9-ჯერ აღე­მა­ტე­ბა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

რა ოდენობის ანაზღაურებასა და პრემია-დანამატს იღებდნენ თბილისის ყოფილი და მოქმედი მერები

რა ოდენობის ანაზღაურებასა და პრემია-დანამატს იღებდნენ თბილისის ყოფილი და მოქმედი მერები

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საშუალო თვიური შემოსავალი დავით ნარმანიას საშუალო თვიურ შემოსავალს 1.9-ჯერ აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას "ფაქტ-მეტრი" ავრცელებს.

გიგი უგულავა თბილისის მერის თანამდებობას 2005 წლის 12 ივლისიდან 2013 წლის 22 დეკემბრამდე იკავებდა. მისი მერად დანიშვნის პერიოდში (2005 წელს) მერის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 300 ლარი იყო. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მერის ანაზღაურება 2 800 ლარი გახდა; 2008 წლის 1 იანვრიდან - 3 540 ლარი; 2011 წლის ნოემბრიდან დღემდე კი მერის ხელფასი 3 180 ლარითაა განსაზღვრული.

რაც შეეხება პრემიებს, უგულავას საპრემიო თანხა განსაკუთრებით იზრდებოდა 2009 წლიდან. ყოფილი მერი 2009 წლის განმავლობაში პრემიას ყოველთვიურად იღებდა და მისი თვიური ოდენობა 3 186 ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, 2009 წლის დეკემბერში, შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, მერის განკარგულებით მერიაში 435 020 ლარის პრემია გაიცა (მერზე, მერის მოადგილებზე, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და მათ მოადგილეებზე, გამგებლებსა და მათ მოადგილეებზე). თავად მერმა კი პრემიის სახით 10 620 ლარი აიღო.

უგულავამ თბილისის მერის თანამდებობაზე ყოფნისას ხელფასის სახით ჯამში 327 571 ლარი (თვეში საშუალოდ 3 211 ლარი), ხოლო პრემიის სახით - 303 920 ლარი (თვეში საშუალოდ 2 980 ლარი) მიიღო. სულ, 2005-2013 წლებში, მისი შემოსავალი 631 491 ლარი (თვეში საშუალოდ 6 191 ლარი) იყო.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თბილისის მერი "ქართული ოცნების" კანდიდატი, დავით ნარმანია გახდა. აღსანიშნავია, რომ თბილისის ამჟამინდელ მერს თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში პრემია-დანამატი არ აუღია. მისი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება კი 3 175 ლარია. ამდენად, გიგი უგულავას საშუალო თვიური შემოსავალი მოქმედი მერისას 1.9-ჯერ აღემატება.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."