პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მტკვრის მოულოდნელად ადიდების გამო მამაკაცი წყალში მანქანით აღმოჩნდა
მტკვრის მოულოდნელად ადიდების გამო მამაკაცი წყალში მანქანით აღმოჩნდა

შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს მაშ­ვე­ლებ­მა სო­ფელ ზემო ხან­და­კის მიმ­დე­ბა­რედ, მდი­ნა­რე მტკვრის ადი­დე­ბის გამო, წყალ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი 30 წლამ­დე მა­მა­კა­ცი უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრ "112"-დან შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზემო ხან­და­კის მიმ­დე­ბა­რედ, მდი­ნა­რე მტკვრის მო­უ­ლოდ­ნე­ლად ადი­დე­ბის გამო მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილ­ში მყო­ფი 30 წლამ­დე მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე სამ­შე­ნებ­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტრაქ­ტორს და­რა­ჯობ­და, მდი­ნა­რე­ში აღ­მოჩ­ნდა.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­მოს­ვლას ვე­ღარ ახერ­ხებ­და და დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებ­და.

"შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს გო­რის სა­მაშ­ვე­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბის მაშ­ველ­თა ჯგუ­ფი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ვი­და. შსს-ს მაშ­ვე­ლე­ბი ადი­დე­ბულ მდი­ნა­რე­ში, სწრა­ფი დი­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ნა­ვით შე­ვიდ­ნენ და გან­საც­დელ­ში მყო­ფი მა­მა­კა­ცი უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს. ამ დრო­ის­თვის მის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მტკვრის მოულოდნელად ადიდების გამო მამაკაცი წყალში მანქანით აღმოჩნდა

მტკვრის მოულოდნელად ადიდების გამო მამაკაცი წყალში მანქანით აღმოჩნდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სოფელ ზემო ხანდაკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის ადიდების გამო, წყალში აღმოჩენილი 30 წლამდე მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-დან შევიდა შეტყობინება, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის მოულოდნელად ადიდების გამო მსუბუქ ავტომობილში მყოფი 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც ადგილზე სამშენებლო დანიშნულების ტრაქტორს დარაჯობდა, მდინარეში აღმოჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და დახმარებას საჭიროებდა.

"შეტყობინების მიღებისთანავე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გორის სამაშველო განყოფილების მაშველთა ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მივიდა. შსს-ს მაშველები ადიდებულ მდინარეში, სწრაფი დინების მიუხედავად, ნავით შევიდნენ და განსაცდელში მყოფი მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია