პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მზრუნველი მშობლები არასდროს მისცემენ ბავშვს უფლებას, გვიან დაიძინოს - მისთვის ეს ძალიან სახიფათოა!
მზრუნველი მშობლები არასდროს მისცემენ ბავშვს უფლებას, გვიან დაიძინოს - მისთვის ეს ძალიან სახიფათოა!

მზრუნ­ვე­ლი დე­დე­ბი არას­დროს აძი­ნე­ბენ ბავ­შვებს გვი­ან. ეს ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა მათ­თვის. ძილი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მო­თხოვ­ნაა, ბავ­შვის­თვის კი - ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო.

რო­დის წვე­ბი­ან ბავ­შვე­ბი და­სა­ძი­ნებ­ლად?

პრობ­ლე­მა იმა­შია, რომ სულ უფრო და უფრო ძნე­ლი ხდე­ბა ბავ­შვის თა­ვის დრო­ზე და­ძი­ნე­ბა, რად­გან მათ არ სურთ სმარ­ტფონ­თან, პლან­შეტ­თან თუ კომ­პი­უ­ტერ­თან გან­შო­რე­ბა. ამ მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ნა­თუ­რე­ბის ციმ­ცი­მი ბავ­შვის ტვინ­ში აგ­ზავ­ნის სიგ­ნალს, - "ჯერ ად­რეა და­ძი­ნე­ბა" და იმის მა­გივ­რად, რომ პა­ტა­რამ და­ი­ძი­ნოს, და­ის­ვე­ნოს და მე­ო­რე დღის­თვის ძა­ლე­ბი მო­იკ­რი­ბოს - ფხიზ­ლობს.

მეც­ნი­ე­რუ­ლად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც გვი­ან იძი­ნე­ბენ, მო­უს­ვე­ნა­რი და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მათ უჭირთ კონ­ცენ­ტრი­რე­ბა და სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში სიძ­ნე­ლე­ებს აწყდე­ბი­ან. ეს არ არის ის ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ასე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვის დრო­უ­ლი და­ძი­ნე­ბა.

მცი­რე ასაკ­ში ორ­გა­ნიზ­მი ყო­ველ­დღი­უ­რად კი არა, სა­ა­თობ­რი­ვად იზ­რდე­ბა რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად. არ­სე­ბო­ბის პირ­ველ წლებ­ში პა­ტა­რე­ბი სწრა­ფი ტემ­პით უზარ­მა­ზარ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღე­ბენ და ისეთ თვი­სე­ბებს იძე­ნენ, რაც დიდი ადა­მი­ა­ნის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ზრდის ჰორ­მო­ნის დახ­მა­რე­ბით კეთ­დე­ბა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მში და­ძი­ნე­ბი­დან 2-3 სა­ა­თის შემ­დეგ გა­მო­ი­ყო­ფა და ძი­რი­თა­დად მხო­ლოდ ღამე მოქ­მე­დებს. სა­უ­კე­თე­სო დრო ამ ჰორ­მო­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის­თვის -შუა ღა­მეა. თუ ბავ­შვმა გვი­ან (9 სა­ა­თის მერე) და­ი­ძი­ნა, ირ­ღვე­ვა ჰორ­მო­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბაც და მცირ­დე­ბა მის მიერ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი ფუნ­ქცი­ის დროც. შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლოა შემ­ცირ­დეს ბავ­შვის ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ან პი­რი­ქით, გა­ი­ზარ­დოს და ჰი­პე­რაქ­ტი­უ­ლი გახ­დეს, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგრა­დო­ბაა დარ­ღვე­უ­ლი. ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­როა, რომ ღა­მის სა­ა­თებ­ში ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მმა და­ის­ვე­ნოს და ამა­ში მას მთე­ლი ოჯა­ხი უნდა უწყობ­დეს ხელს.

10 მცნე­ბა "ბავ­შვის ოქ­როს ძი­ლი­სათ­ვის"... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

მზრუნველი მშობლები არასდროს მისცემენ ბავშვს უფლებას, გვიან დაიძინოს - მისთვის ეს ძალიან სახიფათოა!

მზრუნველი მშობლები არასდროს მისცემენ ბავშვს უფლებას, გვიან დაიძინოს - მისთვის ეს ძალიან სახიფათოა!

მზრუნველი დედები არასდროს აძინებენ ბავშვებს გვიან. ეს ძალიან სახიფათოა მათთვის. ძილი ნებისმიერი ადამიანისთვის ფიზიოლოგიური მოთხოვნაა, ბავშვისთვის კი - ძალიან სასარგებლო.

როდის წვებიან ბავშვები დასაძინებლად?

პრობლემა იმაშია, რომ სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება ბავშვის თავის დროზე დაძინება, რადგან მათ არ სურთ სმარტფონთან, პლანშეტთან თუ კომპიუტერთან განშორება. ამ მოწყობილობების ნათურების ციმციმი ბავშვის ტვინში აგზავნის სიგნალს, - "ჯერ ადრეა დაძინება" და იმის მაგივრად, რომ პატარამ დაიძინოს, დაისვენოს და მეორე დღისთვის ძალები მოიკრიბოს - ფხიზლობს.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ბავშვები, რომლებიც გვიან იძინებენ, მოუსვენარი და გაღიზიანებულები არიან. მათ უჭირთ კონცენტრირება და სწავლების პროცესში სიძნელეებს აწყდებიან. ეს არ არის ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ასე მნიშვნელოვანია ბავშვის დროული დაძინება.

მცირე ასაკში ორგანიზმი ყოველდღიურად კი არა, საათობრივად იზრდება როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. არსებობის პირველ წლებში პატარები სწრაფი ტემპით უზარმაზარ ინფორმაციას იღებენ და ისეთ თვისებებს იძენენ, რაც დიდი ადამიანისთვის წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი კი ზრდის ჰორმონის დახმარებით კეთდება, რომელიც ორგანიზმში დაძინებიდან 2-3 საათის შემდეგ გამოიყოფა და ძირითადად მხოლოდ ღამე მოქმედებს. საუკეთესო დრო ამ ჰორმონის გამომუშავებისთვის -შუა ღამეა. თუ ბავშვმა გვიან (9 საათის მერე) დაიძინა, ირღვევა ჰორმონის გამომუშავებაც და მცირდება მის მიერ შესასრულებელი ფუნქციის დროც. შესაბამისად, შესაძლოა შემცირდეს ბავშვის ფიზიკური აქტივობა ან პირიქით, გაიზარდოს და ჰიპერაქტიული გახდეს, რადგან ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიური მდგრადობაა დარღვეული. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ ღამის საათებში ბავშვის ორგანიზმმა დაისვენოს და ამაში მას მთელი ოჯახი უნდა უწყობდეს ხელს.

10 მცნება "ბავშვის ოქროს ძილისათვის"... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ