მოდელი ვიქტორია კოჩეროვა გათხოვდა. მისი რჩეული ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ლევან კინწურაშვილია. სად გაიცნო წყვილმა ერთმანეთი, როგორი ქორწილი გადაიხადეს და რატომ ვერ მოიწყვეს თაფლობის თვე? - ამ ყველაფერზე თავად ვიქტორია გვესაუბრა.
- პირველ რიგში, გაბედნიერებას გილოცავ... ვინ არის შენი მეუღლე?
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ჩემი მეუღლე ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, ლევან კინწურაშვილი გახლავთ.
- ბოლო ინტერვიუში აღიარე, რომ შეყვარებული იყავი, თუმცა მის ვინაობას საგულდაგულოდ მალავდი. რატომ?
- საერთოდ, რაღაცებზე წინასწარ საუბარი არ მიყვარს, მით უმეტეს, ასეთ სერიოზულ თემაზე. ორივეს სურვილი იყო, რომ დაქორწინებამდე ამაზე საჯაროდ არ გვესაუბრა.
- სად და როდის გაიცანით ერთმანეთი?
- ლევანი "მის საქართველოს" კონკურსს ესწრებოდა, სადაც პირველად დამინახა. "აფთერ ფართიზეც" მოვიდა, მაგრამ როგორც ახლა ამბობს, საჭიროდ არ ჩათვალა ჩემთან მოსულიყო და გავეცანი, ამიტომ უკან გაბრუნდა. შემდეგ "ფეისბუკზე" გამარჯვება მომილოცა და ამის შემდეგ, თითქმის ერთი წელი ვმესიჯობდით ისე, რომ არც მისი გვარი ვიცოდი, არც გარეგნულად მყავდა ნანახი, ფოტოზეც კი.
- სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ფოტოები არ ედო?
- დაფარული "აქაუნტი" ჰქონდა. წარმოდგენაც არ მქონდა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო. ზოგადად, უცხო ადამიანებს არ ვპასუხობ, მით უმეტეს, ვისაც არც ფოტო უდევს და არც რეალური სახელი უწერია, მაგრამ ეს გამონაკლისი დავუშვი და 8 თვის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს.
- პირველი რომელი გამოუტყდით სიყვარულში?
- ერთ დღეს გადავწყვიტეთ, ბორჯომში გაგვესეირნა, შემდეგ რაბათისკენ ავიღეთ გეზი. იქვე ახლოს პატარა ეკლესია იყო, ულამაზესი ხედით. ტაძარში შევედით და სწორედ იქ გამომიტყდა ლევანი სიყვარულში... განაგრძეთ კითხვა