პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შარტავამ გვითხრა: აფხაზი ახალგაზრდობა ჩემს ხელშია გაზრდილი და არ გაგვწირავენო.." - სასწაულებრივად გადარჩენილი მეომრის მოგონება
"შარტავამ გვითხრა: აფხაზი ახალგაზრდობა ჩემს ხელშია გაზრდილი და არ გაგვწირავენო.." - სასწაულებრივად გადარჩენილი მეომრის მოგონება

დღეს, 17 ოქ­ტომ­ბერს, აფხა­ზე­თი­დან თბი­ლის­ში გად­მოს­ვე­ნე­ბუ­ლი 25 გმი­რის ცხე­და­რი დაკ­რძა­ლეს. ყვე­ლა მათ­გა­ნი სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს, 27 სექ­ტემ­ბერს დახ­ვრი­ტეს. თუმ­ცა, არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც იმ დღეს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩნენ, მათ აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის სახ­ლი­დან გა­მოღ­წე­ვა შეძ­ლეს და დახ­ვრე­ტას გა­და­ურჩნენ.

მათ შო­რის არის "ავ­ღა­ნელ­თა ბა­ტა­ლი­ო­ნის" წევ­რი, და­ვით კა­ხი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს ქა­ლა­ქი­დან გა­მოს­ვლის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს. ის ამ­ჟა­მად ლიტ­ვა­ში ცხოვ­რობს და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბოდ ჩა­მო­ვი­და, რომ თბი­ლის­ში გად­მოს­ვე­ნე­ბულ­თათ­ვის პა­ტი­ვი მი­ე­გო. ის 25 წლის წინ მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ვერ იხ­სე­ნებს...

და­ვით კა­ხი­აშ­ვი­ლი: "27 სექ­ტემ­ბრის დი­ლი­დან იქ ვიმ­ყო­ფე­ბო­დით, ჩვე­ნი ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რის, გუ­რამ ჯა­ნი­აშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბა იყო ასე­თი, მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი უნდა დაგ­ვეც­ვა... ჩვე­ნი მის­ვლი­დან ძა­ლი­ან მალე, იქ სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე ჩა­მო­ვი­და და ჩვენ­თან მო­ვი­და. ამ დრო­ის­თვის სო­ხუ­მი თით­ქმის აღე­ბუ­ლი იყო... შე­ვარ­დნა­ძემ ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას (აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე) უთხრა, - ნუ გე­ში­ნი­ათ, თქვენს და­სახ­მა­რებ­ლად უკვე წა­მო­სუ­ლე­ბი არი­ან და ნუ­რაფ­რის შე­გე­შინ­დე­ბა­თო... ამის შემ­დეგ მან იქა­უ­რო­ბა და­ტო­ვა. მა­შინ ძა­ლი­ან გაგ­ვიკ­ვირ­და მისი ნა­ბი­ჯი, თუ რო­გორ შე­მო­აღ­წია ალ­ყა­შე­მორ­ტყმულ ქა­ლაქ­ში... მე­ო­თხე სარ­თულ­ზე ვი­ყა­ვით. შე­ნო­ბის გარ­შე­მო, თუ ადრე, თითო-ორო­ლა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ადა­მი­ანს ვხე­დავ­დით, შემ­დეგ, უკვე იქა­უ­რო­ბა გა­ივ­სო...

შე­ვარ­დნა­ძის წას­ვლი­დან ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში უკვე მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქა­ლა­ქი აღე­ბუ­ლი ჰქონ­დათ. ამა­სო­ბა­ში შიგ­ნით და­ძა­ბუ­ლო­ბა მა­ტუ­ლობ­და. რო­დე­საც მივ­ხვდით, რომ გან­წი­რუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რამ­დე­ნი­მეს ნერ­ვებ­მა უმტყუ­ნა და ცრემ­ლე­ბი მო­ე­რია - ოჯა­ხის უნა­ხა­ვად არ უნ­დო­დათ სიკ­ვდი­ლი... შემ­დეგ, ჩვე­ნი ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­ურ­მა, გუ­რამ ჯა­ნი­აშ­ვილ­მა ბრძა­ნე­ბა გას­ცა, რომ იქა­უ­რო­ბა დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა. ჩვე­ნი გას­ვლის­თვის ყვე­ლა წუთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო... ვი­თა­რე­ბა უფრო და უფრო მძიმ­დე­ბო­და. ეზო სავ­სე იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით. ის­როდ­ნენ... ჩვე­ნი მე­თა­უ­რის ბრძა­ნე­ბის შემ­დეგ, ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვამ გვი­თხრა, - ნუ გე­ში­ნი­ათ, აფხა­ზი ახალ­გაზ­რდე­ბი ჩემს ხელ­ში გა­ი­ზარ­დნენ, თუ ტყვედ აგ­ვიყ­ვა­ნეს, შემ­დეგ გაგ­ვცლი­ა­ნო... მასა და მის მე­გობ­რებს ბოლო წუ­თამ­დე არ სჯე­რო­დათ, რომ ეს­როდ­ნენ...

შემ­დეგ, "ავ­ღა­ნელ­თა ბა­ტა­ლი­ო­ნის" მე­თა­უ­რის ბრძა­ნე­ბით, სამ­ხედ­რო­ე­ბი მე­ო­თხე­დან პირ­ველ სარ­თულ­ზე ჩა­ვიდ­ნენ. გუ­რამ ჯა­ნი­აშ­ვი­ლი გა­რეთ პირ­ვე­ლი გა­ვი­და, რომ უკა­ნა პო­ზი­ცი­ე­ბი გა­ე­მაგ­რე­ბი­ნა, მათ სხვე­ბიც მიჰ­ყვნენ, რომ მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა მხა­რე და­ე­ზღვი­ათ...

"ასე გა­ვე­დით შე­ნო­ბი­დან 9 კაცი. იმის იმე­დით, უკან სხვე­ბიც გა­მოგ­ვყვე­ბოდ­ნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯაჭ­ვუ­რად უნდა მომ­ხდა­რი­ყო... ამა­სო­ბა­ში სრო­ლა ატყდა, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ია­რა­ღი ერ­თდრო­უ­ლად ის­რო­და. ამ დროს, კა­რებ­ში ორი ბიჭი დაგ­ვე­ღუ­პა. ერთი, დო­ლი­აშ­ვი­ლი, თავ­ში და­იჭ­რა და ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, მე­ო­რე - ხა­ხი­აშ­ვი­ლი, და­იჭ­რა და შემ­დეგ და­ი­ღუ­პა... ჯაჭ­ვი გა­წყდა, სხვებ­მა, ვინც უკან მოგ­ვყვე­ბოდ­ნენ, გა­მოს­ვლა ვერ შეძ­ლეს, რად­გან შე­ნო­ბი­დან ეზო­ში გა­მა­ვა­ლი დე­რე­ფა­ნი, პირ­და­პირ მათ სა­მიზ­ნე­ში გვაქ­ცევ­და - ხე­ლის­გუ­ლი­ვით მო­შიშ­ვლე­ბულ ად­გი­ლას ვხვდე­ბო­დით... ჩვენს გა­მოს­ვლას უწყვე­ტი ცე­ცხლი მოჰ­ყვა. რო­გორც ჩანს, შიგ­ნით დარ­ჩე­ნი­ლებს ეგო­ნათ, რომ ჩვენ ყვე­ლა­ნი ჩაგ­ვხო­ცეს... ამან დაბ­ნე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია, რამ­დე­ნი­მე წუთი რომ გვქო­ნო­და, ყვე­ლა­ნი გა­მო­ვას­წრებ­დით...

უკან, შე­ნო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შან­სიც არ გვქონ­და, რად­გან ყვე­ლა შე­სას­ვლე­ლი კონ­ტროლ­დე­ბო­და. ჩვენ, პრაქ­ტი­კუ­ლად ტყვი­ე­ბის წვი­მა­ში მოგ­ვი­წია გა­მოს­ვლა... ამ­დე­ნი წლის შემ­დე­გაც კარ­გად მახ­სოვს ის დე­ტა­ლე­ბი, - ჩვე­ნი გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე, შე­ნო­ბას მძი­მე ტექ­ნი­კი­დან იმ მხა­რეს ეს­რო­ლეს, სა­ი­და­ნაც ჩვენ გა­მო­ვე­დით და შე­ნო­ბის რა­ღაც ნა­წი­ლი ჩა­მო­ინ­გრა და ის ნა­წი­ლი, ვინც ჯერ კი­დევ კი­ბე­ზე იყო, უკან შებ­რუნ­და და ჩა­ი­კეტ­ნენ... თუმ­ცა, ჩვენ ეს არ ვი­ცო­დით და გვე­გო­ნა, უკან მოგ­ვყვე­ბოდ­ნენ. რო­გორც გი­თხა­რით, ჩვენ ცე­ცხლის წვი­მა­ში ვი­ყა­ვით და ვერც კი შევ­ნიშ­ნეთ, რა დროს გა­წყდა ჯაჭ­ვი...

ყვე­ლა მხრი­დან გვეს­როდ­ნენ, მათ შო­რის, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის ფან­ჯრე­ბი­და­ნაც... რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქა­ლაქ­ში მოგ­ვი­წია ბრძო­ლე­ბი, შემ­დეგ და­ვი­ფან­ტეთ და სო­ხუმ­ში, ხიდ­თან შე­ვიკ­რი­ბეთ. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის თბი­ლის­ში გა­მოფ­რე­ნას და­ვეს­წა­რით, მეტი საფ­რე­ნი აპა­რა­ტი აღარც იყო და სამ­შვი­დო­ბოს კო­დო­რის ხე­ო­ბის გავ­ლით გა­მო­ვე­დით," - იხ­სე­ნებს სო­ხუ­მის და­ცე­მას და­ვით კა­ხი­აშ­ვი­ლი.

სიმართლე
0

შარტავა გმირია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"შარტავამ გვითხრა: აფხაზი ახალგაზრდობა ჩემს ხელშია გაზრდილი და არ გაგვწირავენო.." - სასწაულებრივად გადარჩენილი მეომრის მოგონება

"შარტავამ გვითხრა: აფხაზი ახალგაზრდობა ჩემს ხელშია გაზრდილი და არ გაგვწირავენო.." - სასწაულებრივად გადარჩენილი მეომრის მოგონება

დღეს, 17 ოქტომბერს, აფხაზეთიდან თბილისში გადმოსვენებული 25 გმირის ცხედარი დაკრძალეს. ყველა მათგანი სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს დახვრიტეს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც იმ დღეს სასწაულებრივად გადარჩნენ, მათ აფხაზეთის მთავრობის სახლიდან გამოღწევა შეძლეს და დახვრეტას გადაურჩნენ.

მათ შორის არის "ავღანელთა ბატალიონის" წევრი, დავით კახიაშვილი, რომელიც სოხუმის დაცემის დღეს ქალაქიდან გამოსვლის დეტალებს იხსენებს. ის ამჟამად ლიტვაში ცხოვრობს და საქართველოში საგანგებოდ ჩამოვიდა, რომ თბილისში გადმოსვენებულთათვის პატივი მიეგო. ის 25 წლის წინ მომხდარ ტრაგედიას ემოციების გარეშე ვერ იხსენებს...

დავით კახიაშვილი: "27 სექტემბრის დილიდან იქ ვიმყოფებოდით, ჩვენი ბატალიონის მეთაურის, გურამ ჯანიაშვილის ბრძანება იყო ასეთი, მთავრობის წევრები უნდა დაგვეცვა... ჩვენი მისვლიდან ძალიან მალე, იქ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა და ჩვენთან მოვიდა. ამ დროისთვის სოხუმი თითქმის აღებული იყო... შევარდნაძემ ჟიული შარტავას (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე) უთხრა, - ნუ გეშინიათ, თქვენს დასახმარებლად უკვე წამოსულები არიან და ნურაფრის შეგეშინდებათო... ამის შემდეგ მან იქაურობა დატოვა. მაშინ ძალიან გაგვიკვირდა მისი ნაბიჯი, თუ როგორ შემოაღწია ალყაშემორტყმულ ქალაქში... მეოთხე სართულზე ვიყავით. შენობის გარშემო, თუ ადრე, თითო-ოროლა შეიარაღებულ ადამიანს ვხედავდით, შემდეგ, უკვე იქაურობა გაივსო...

შევარდნაძის წასვლიდან ნახევარ საათში უკვე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ქალაქი აღებული ჰქონდათ. ამასობაში შიგნით დაძაბულობა მატულობდა. როდესაც მივხვდით, რომ განწირულები ვიყავით, რამდენიმეს ნერვებმა უმტყუნა და ცრემლები მოერია - ოჯახის უნახავად არ უნდოდათ სიკვდილი... შემდეგ, ჩვენი ბატალიონის მეთაურმა, გურამ ჯანიაშვილმა ბრძანება გასცა, რომ იქაურობა დაგვეტოვებინა. ჩვენი გასვლისთვის ყველა წუთი მნიშვნელოვანი იყო... ვითარება უფრო და უფრო მძიმდებოდა. ეზო სავსე იყო შეიარაღებული ადამიანებით. ისროდნენ... ჩვენი მეთაურის ბრძანების შემდეგ, ჟიული შარტავამ გვითხრა, - ნუ გეშინიათ, აფხაზი ახალგაზრდები ჩემს ხელში გაიზარდნენ, თუ ტყვედ აგვიყვანეს, შემდეგ გაგვცლიანო... მასა და მის მეგობრებს ბოლო წუთამდე არ სჯეროდათ, რომ ესროდნენ...

შემდეგ, "ავღანელთა ბატალიონის" მეთაურის ბრძანებით, სამხედროები მეოთხედან პირველ სართულზე ჩავიდნენ. გურამ ჯანიაშვილი გარეთ პირველი გავიდა, რომ უკანა პოზიციები გაემაგრებინა, მათ სხვებიც მიჰყვნენ, რომ მარჯვენა და მარცხენა მხარე დაეზღვიათ...

"ასე გავედით შენობიდან 9 კაცი. იმის იმედით, უკან სხვებიც გამოგვყვებოდნენ. ეს ყველაფერი ჯაჭვურად უნდა მომხდარიყო... ამასობაში სროლა ატყდა, რამდენიმე ათეული იარაღი ერთდროულად ისროდა. ამ დროს, კარებში ორი ბიჭი დაგვეღუპა. ერთი, დოლიაშვილი, თავში დაიჭრა და ადგილზე დაიღუპა, მეორე - ხახიაშვილი, დაიჭრა და შემდეგ დაიღუპა... ჯაჭვი გაწყდა, სხვებმა, ვინც უკან მოგვყვებოდნენ, გამოსვლა ვერ შეძლეს, რადგან შენობიდან ეზოში გამავალი დერეფანი, პირდაპირ მათ სამიზნეში გვაქცევდა - ხელისგულივით მოშიშვლებულ ადგილას ვხვდებოდით... ჩვენს გამოსვლას უწყვეტი ცეცხლი მოჰყვა. როგორც ჩანს, შიგნით დარჩენილებს ეგონათ, რომ ჩვენ ყველანი ჩაგვხოცეს... ამან დაბნეულობა გამოიწვია, რამდენიმე წუთი რომ გვქონოდა, ყველანი გამოვასწრებდით...

უკან, შენობაში დაბრუნების შანსიც არ გვქონდა, რადგან ყველა შესასვლელი კონტროლდებოდა. ჩვენ, პრაქტიკულად ტყვიების წვიმაში მოგვიწია გამოსვლა... ამდენი წლის შემდეგაც კარგად მახსოვს ის დეტალები, - ჩვენი გამოსვლისთანავე, შენობას მძიმე ტექნიკიდან იმ მხარეს ესროლეს, საიდანაც ჩვენ გამოვედით და შენობის რაღაც ნაწილი ჩამოინგრა და ის ნაწილი, ვინც ჯერ კიდევ კიბეზე იყო, უკან შებრუნდა და ჩაიკეტნენ... თუმცა, ჩვენ ეს არ ვიცოდით და გვეგონა, უკან მოგვყვებოდნენ. როგორც გითხარით, ჩვენ ცეცხლის წვიმაში ვიყავით და ვერც კი შევნიშნეთ, რა დროს გაწყდა ჯაჭვი...

ყველა მხრიდან გვესროდნენ, მათ შორის, საცხოვრებელი კორპუსების ფანჯრებიდანაც... რამდენიმე საათის განმავლობაში, ქალაქში მოგვიწია ბრძოლები, შემდეგ დავიფანტეთ და სოხუმში, ხიდთან შევიკრიბეთ. ედუარდ შევარდნაძის თბილისში გამოფრენას დავესწარით, მეტი საფრენი აპარატი აღარც იყო და სამშვიდობოს კოდორის ხეობის გავლით გამოვედით," - იხსენებს სოხუმის დაცემას დავით კახიაშვილი.