10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებზე ვირტუალურ-საინფორმაციო აპლიკაცია "არეალი" შეიქმნა
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებზე ვირტუალურ-საინფორმაციო აპლიკაცია "არეალი" შეიქმნა

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი ნიკო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის ნა­მუ­შევ­რებ­ზე აპ­ლი­კა­ცი­ის შექ­მნის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა მუ­ზე­უმ­მა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ი­წყო ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტარ­ტა­პთან"არე­ა­ლი".

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის 17 წლის სტუ­დენ­ტე­ბის რეზი ფა­რუ­ლა­ვას და მე­რაბ ლა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ შექ­მნი­ლი აპ­ლი­კა­ცია მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებ­თან ვირ­ტუ­ა­ლურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­ფარ­თო­ე­ბულ რე­ა­ლო­ბას­თან გვაქვს საქ­მე. აპ­ლი­კა­ცია მო­ი­აზ­რებს ხე­ლოვ­ნე­ბის ექ­სპო­ნა­ტის გა­ცო­ცხლე­ბას. ამა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ის, რომ ნე­ბის­მი­ე­რი აუ­დიო, ტექ­სტუ­რი ჩა­ნა­წე­რი მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის­თვის, რაც მაქ­სი­მა­ლუ­რად ინ­ფორ­მი­რე­ბულს გახ­დის მომ­ხმა­რე­ბელს", - გა­ნა­ცხა­და რეზი ფა­რუ­ლა­ვამ.

"აპ­ლი­კა­ცი­ის შექ­მნის მთე­ლი არსი მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ გვინ­დო­და ინო­ვა­ცი­უ­რად გად­მოგ­ვე­ცა, თუ რაზე არის ეს ნა­ხა­ტე­ბი. გვინ­დო­და უფრო სა­ხა­ლი­სო ყო­ფი­ლი­ყო ნე­ბის­მი­ე­რი მნახ­ვე­ლის­თვის. ეს აპ­ლი­კა­ცია არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი და ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს. აპ­ლი­კა­ცი­ის შექ­მნას 1 თვე დას­ჭირ­და", - გა­ნა­ცხა­და მე­რაბ ლა­ლი­აშ­ვილ­მა. "ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სტუ­დენ­ტებ­მა უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი შექ­მნეს, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ნიკო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის ნა­ხა­ტე­ბის გა­ცო­ცხლე­ბას. ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით, შე­უძ­ლია გა­ეც­ნოს ნა­ხა­ტე­ბის ის­ტო­რი­ას. ეს არის კარ­გი მა­გა­ლი­თი იმი­სა, რო­გორც შე­იძ­ლე­ბა ცოდ­ნა, ტექ­ნო­ლო­გია და ხე­ლოვ­ნე­ბა თა­ნამ­შრომ­ლობ­დეს და ქმნი­დეს მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ პრო­დუქ­ტებს", - გა­ნა­ცხა­და ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

პრო­ექ­ტის შემ­დგომ ეტაპ­ზე, აპ­ლი­კა­ცია ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სხვა­დას­ხვა გა­მო­ფე­ნა­ზე იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. "ეს არის სა­შუ­ა­ლე­ბა იმი­სა, რომ მო­ვახ­დე­ნოთ სინ­თე­ზი კლა­სი­კუ­რი მიდ­გო­მის და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის. ეს არის ხიდი წარ­სულ­ზე, დღე­ვან­დე­ლო­ბა­სა და მო­მა­ვალ­ზე. ვუ­ლო­ცავ ყვე­ლას და პირ­ველ რიგ­ში იმ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლებ­მაც აპ­ლი­კა­ცია შექ­მნეს. დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი მი­ი­ღებს ერ­თის მხრივ, ეს­თე­ტი­ურ სი­ა­მოვ­ნე­ბას და მე­ო­რეს მხრივ, ძა­ლი­ან მნიშ­ნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას", - გა­ნა­ცხა­და ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორ­მა და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ.

აპ­ლი­კა­ცი­ის "არე­ა­ლი" პრე­ზენ­ტა­ცია დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში გა­ი­მარ­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებზე ვირტუალურ-საინფორმაციო აპლიკაცია "არეალი" შეიქმნა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებზე ვირტუალურ-საინფორმაციო აპლიკაცია "არეალი" შეიქმნა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებზე აპლიკაციის შექმნის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა თანამშრომლობა დაიწყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტარტაპთან"არეალი".

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის 17 წლის სტუდენტების რეზი ფარულავას და მერაბ ლალიაშვილის მიერ შექმნილი აპლიკაცია მობილური ტელეფონის საშუალებით ხელოვნების ნიმუშებთან ვირტუალურ ინტეგრაციას ითვალისწინებს.

"გაფართოებულ რეალობასთან გვაქვს საქმე. აპლიკაცია მოიაზრებს ხელოვნების ექსპონატის გაცოცხლებას. ამაში იგულისხმება ის, რომ ნებისმიერი აუდიო, ტექსტური ჩანაწერი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება დამთვალიერებლებისთვის, რაც მაქსიმალურად ინფორმირებულს გახდის მომხმარებელს", - განაცხადა რეზი ფარულავამ.

"აპლიკაციის შექმნის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ გვინდოდა ინოვაციურად გადმოგვეცა, თუ რაზე არის ეს ნახატები. გვინდოდა უფრო სახალისო ყოფილიყო ნებისმიერი მნახველისთვის. ეს აპლიკაცია არის ძალიან მარტივი და ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია გამოიყენოს. აპლიკაციის შექმნას 1 თვე დასჭირდა", - განაცხადა მერაბ ლალიაშვილმა. "ბიზნესისა და ტექნოლოგიების სტუდენტებმა უნიკალური პროექტი შექმნეს, რომელიც გულისხმობს ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების გაცოცხლებას. ნებისმიერ მსურველს, მობილური ტელეფონით, შეუძლია გაეცნოს ნახატების ისტორიას. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, როგორც შეიძლება ცოდნა, ტექნოლოგია და ხელოვნება თანამშრომლობდეს და ქმნიდეს მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებს", - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

პროექტის შემდგომ ეტაპზე, აპლიკაცია ეროვნული მუზეუმის სხვადასხვა გამოფენაზე იქნება ხელმისაწვდომი. "ეს არის საშუალება იმისა, რომ მოვახდენოთ სინთეზი კლასიკური მიდგომის და თანამედროვე ტექნოლოგიების. ეს არის ხიდი წარსულზე, დღევანდელობასა და მომავალზე. ვულოცავ ყველას და პირველ რიგში იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც აპლიკაცია შექმნეს. დამთვალიერებელი მიიღებს ერთის მხრივ, ესთეტიურ სიამოვნებას და მეორეს მხრივ, ძალიან მნიშნელოვან ინფორმაციას", - განაცხადა ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.

აპლიკაციის "არეალი" პრეზენტაცია დღეს საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიმართა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი