პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შა­ბა­თი, მთვა­რის მე­ხუ­თე დღე და­ი­წყე­ბა 08:56-ზე, მთვა­რე ლომ­შია – ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა, თუ კრე­ა­ტი­უ­ლი ხართ და მიზ­ნის მიღ­წე­ვას ცდი­ლობთ. უნდა და­იც­ვათ თქვე­ნი პრინ­ცი­პე­ბი და აქ­ტი­უ­რად გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი და გრძნო­ბე­ბი. გა­და­ი­ხა­დეთ ვა­ლე­ბი. და­ას­რუ­ლეთ რაც და­ი­წყეთ. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ნე­ბის­მი­ე­რი რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა – ავე­ჯის გა­და­წყო­ბი­დან ბიზ­ნე­სის კონ­ცეფ­ცი­ის შეც­ვლამ­დე. არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი საქ­მე­ე­ბის წარ­მარ­თვა. ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა. არ არის სა­უ­კე­თე­სო დღე შო­რე­უ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის. თუმ­ცა, კარ­გია ტაძ­რე­ბი­სა და მო­ნას­ტრე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი კიევში მიმდინარე აქციაზე - პოროშენკო უნდა დაფიქრდეს გადადგომაზე
მიხეილ სააკაშვილი კიევში მიმდინარე აქციაზე - პოროშენკო უნდა დაფიქრდეს გადადგომაზე

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ პეტ­რო პო­რო­შენ­კოს გა­დად­გო­მის­კენ მო­უ­წო­და.

შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თა.

"თუ დღის ბო­ლომ­დე ეს ხალ­ხი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ი­ღებს ხალ­ხის სა­სარ­გებ­ლოდ, ჩვენ უნდა ვი­ფიქ­როთ ჩვენს შემ­დეგ მო­თხოვ­ნა­ზე. ვიდ­რე პო­რო­შენ­კო იქ­ნე­ბა, ად­გი­ლი არ ექ­ნე­ბა პროგ­რესს, კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლას. ვიდ­რე პო­რო­შენ­კო იქ­ნე­ბა, სი­ღა­რი­ბე იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მან.

მისი თქმით, ეს მისი რჩე­ვაა და არა ულ­ტი­მა­ტუ­მი.

"თუ პო­რო­შენ­კო დღეს თქვენს ხმას არ გა­ი­გო­ნებს, მა­შინ ჩვენ სხვა ად­გი­ლას გა­და­ად­გი­ლე­ბა მოგ­ვი­წევს. კი­ე­ვე­ლებს მო­ვუ­წო­დებ, სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ. თუ არა­ნა­ი­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ხალ­ხის სა­სარ­გებ­ლოდ, პო­რო­შენ­კო უნდა და­ფიქ­რდეს გა­დად­გო­მა­ზე. მას კი­დევ აქვს დრო! ეს ჩემი ულ­ტი­მა­ტუ­მი არ არის! ეს ჩემი რჩე­ვაა!" - დას­ძი­ნა მან.

კი­ევ­ში უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ დრო­ის­თვის აქ­ცი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ისი­ნი დე­პუ­ტა­ტე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­უქ­მე­ბას, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შეც­ვლას და ასე­ვე ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­სა­მარ­თლოს შექ­მნას ითხო­ვენ.

აღ­ნიშ­ნულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პო­ლი­ცი­ამ სამ­თავ­რო­ბო უბან­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვა გა­აძ­ლი­ე­რა და ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ზე მოძ­რა­ო­ბა გა­და­კე­ტა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მიხეილ სააკაშვილი კიევში მიმდინარე აქციაზე - პოროშენკო უნდა დაფიქრდეს გადადგომაზე

მიხეილ სააკაშვილი კიევში მიმდინარე აქციაზე - პოროშენკო უნდა დაფიქრდეს გადადგომაზე

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადადგომისკენ მოუწოდა.

შესაბამისი განცხადება მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

"თუ დღის ბოლომდე ეს ხალხი გადაწყვეტილებას არ მიიღებს ხალხის სასარგებლოდ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს შემდეგ მოთხოვნაზე. ვიდრე პოროშენკო იქნება, ადგილი არ ექნება პროგრესს, კორუფციასთან ბრძოლას. ვიდრე პოროშენკო იქნება, სიღარიბე იქნება", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ეს მისი რჩევაა და არა ულტიმატუმი.

"თუ პოროშენკო დღეს თქვენს ხმას არ გაიგონებს, მაშინ ჩვენ სხვა ადგილას გადაადგილება მოგვიწევს. კიეველებს მოვუწოდებ, სამსახურის შემდეგ შემოგვიერთდნენ. თუ არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ხალხის სასარგებლოდ, პოროშენკო უნდა დაფიქრდეს გადადგომაზე. მას კიდევ აქვს დრო! ეს ჩემი ულტიმატუმი არ არის! ეს ჩემი რჩევაა!" - დასძინა მან.

კიევში უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი იღებს მონაწილეობას. ისინი დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ასევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვენ.

აღნიშნულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, პოლიციამ სამთავრობო უბანში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა გააძლიერა და ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა გადაკეტა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."