პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის შენობების რემონტზე 4.5 მლნ ლარი დაიხარჯება
პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის შენობების რემონტზე 4.5 მლნ ლარი დაიხარჯება

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ი­სი­სა და თბი­ლი­სის შე­ნო­ბე­ბის რე­კონ­სტრუქ­ცია-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის 4.5 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე და­ი­ხარ­ჯე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შე­სა­ბა­მის სა­კი­თხებ­ზე შექ­მნი­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, დე­პუ­ტატ­მა ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ოხა­ნაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­მი­სია რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ი­სი­სა და თბი­ლი­სის სა­სახ­ლე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

კერ­ძოდ, ოხა­ნაშ­ვი­ლის თქმით, იგეგ­მე­ბა ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის გარე პე­რი­მეტ­რის მო­წყო­ბა, თბი­ლი­სის შე­ნო­ბის რე­კონ­სტრუქ­ცია რეს­ტავ­რა­ცია და შიდა სივ­რცე­ე­ბის მო­წყო­ბა. ამის­თვის კი, მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 4 მლნ-დან 4.5 მლნ ლა­რამ­დე და­ი­ხა­ჯე­ბა.

"პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ბრა­ნე­ბით გა­ნი­სა­ზღვრა ქუ­თა­ი­სი­სა და თბი­ლი­სის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბებ­ში რე­კონ­სტრუქ­ცია და საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის სა­აღ­რი­ცხვო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მო­ე­ბა და ამის­თვის შექ­მნი­ლია კო­მი­სია.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ სა­მუ­შა­ო­ებს, პირ­ვე­ლა­დი და გა­და­უ­დე­ბე­ლი არის ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის გარე ფა­სა­დის შე­ღებ­ვა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ წყა­ლი ჩა­მო­დის, ფა­სა­დი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტის აპა­რატ­მა უკვე მი­ი­ღო და სა­მუ­შა­ო­ე­ბი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­ი­წყე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე სა­კითხს, ის ეხე­ბა შე­ნო­ბის გარე პე­რი­მეტ­რის მო­წყო­ბას.

კო­მი­სი­ის ფარ­გლებ­ში უკვე ვმუ­შა­ობთ ყვე­ლა იმ დე­ტალ­ზე, რისი რე­კონ­სტრუქ­ცი­აც გვჭირ­დე­ბა, ასე მუ­შა­ო­ბა მი­დის პი­რო­ბებ­ზე, რომ პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­დეს.

ამის შემ­დგომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­დევ­ნო წლი­დან და­ი­წყე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის ეზო­ში ჯერ კი­დევ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის სად­გო­მე­ბი, არ არის სივ­რცე და­ხა­ზუ­ლი. ასე­ვე სჭირ­დე­ბა დრე­ნა­ჟი­სა და დი­ზა­ი­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. გა­რე­მო შშმ პი­რე­ბის­თვის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი არ არის და ა.შ.", - გა­ნა­ცხა­და ოხა­ნაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ხარ­ჯებს, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ქუ­თა­ის­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, 1,5 მი­ლი­ო­ნი ლარი დაჯ­დე­ბა, თუმ­ცა, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის გან­მარ­ტე­ბით, სა­ბო­ლოო ხარ­ჯე­ბის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რაც პრო­ექ­ტე­ბი მომ­ზად­დე­ბა და ყვე­ლა ის პრო­ცე­დუ­რა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, რაც შე­ნო­ბის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის­თვის უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

"იმის­თვის, რომ ქუ­თა­ი­სის შე­ნო­ბის გარე პე­რი­მეტ­რი მო­ე­წყოს, არ შე­მო­ვი­დეს ეზო­ში პი­რუ­ტყვი, გვქონ­დეს ავ­ტო­სად­გო­მე­ბი და შშმ პი­რე­ბის­თვის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო, და­ახ­ლო­ე­ბით, 1,5 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა. ასე­ვე მი­დის სა­უ­ბა­რი იმა­ზეც, ხომ არ გამ­წვან­დეს გა­რე­მო უფრო მე­ტად, ხომ არ იყოს და­ბა­ლი ღობე შე­ნო­ბის გარ­შე­მო ან ხომ არ მო­ვა­წყოთ სკვე­რი ქუ­თა­ი­სე­ლე­ბის­თვის. დღის წეს­რიგ­ში ეს სა­კი­თხე­ბი დგას. ამის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­საძ­ლოა 1 მი­ლი­ო­ნი­დან 1.5 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე იყოს", - გან­მარ­ტა კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ.

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლის­ში მდე­ბა­რე პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას, ოხა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტზეა სა­უ­ბა­რი, რა­საც ამ ეტა­პის­თვის კო­მი­სია გა­ნი­ხი­ლავს.

"სა­უ­ბა­რი მარ­ტო შე­ნო­ბის რე­კონ­სტრუქ­ცია-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე არ არის. პირ­ველ რიგ­ში მხედ­ვე­ლო­ბის არმ­ქო­ნე და მო­ბი­ლო­ბის შე­ზღუდ­ვის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­რე­მო არ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ერთი პრო­ექ­ტი სწო­რედ ამას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ გა­რე­მო მო­ე­წყოს. მი­დის სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ დავ­ნერ­გოთ ნა­ვი­გა­ცი­ის სის­ტე­მა. ვგეგ­მავთ ტაქ­ტი­ლუ­რი ბი­ლი­კე­ბის მონ­ტაჟს სა­სახ­ლე­ში შე­მო­სას­ვლე­ლე­ბი­დან ლიფ­ტე­ბამ­დე; ტაქ­ტი­ლუ­რი რუ­კე­ბის გან­თავ­სე­ბას და კი­ბე­ე­ბის აღ­ჭურ­ვას. სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის და ორ­დო­ნი­ა­ნი მო­ა­ჯი­რე­ბის, არ­სე­ბუ­ლი პან­დუ­სე­ბის კე­თილ­მო­წყო­ბას და ახ­ლე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბას. სპე­ცი­ა­ლუ­რი სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი ამწე ლიფ­ტე­ბის და მო­ბი­ლუ­რი ამწე პლატ­ფორ­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდას და მო­წყო­ბას. ასე­ვე, ყვე­ლა იმ ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რო­მე­ლიც შშმ პი­რე­ბის­თვის გა­რე­მოს ადაპ­ტი­რე­ბის­თვის არის სა­ჭი­რო.

ყვე­ლა პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობთ და სა­ვა­რა­უ­დოდ, წელს გავ­წერთ კონ­კრე­ტულ პი­რო­ბებს, რა პი­რო­ბე­ბით შე­იძ­ლე­ბა კონ­კურ­სან­ტებ­მა პრო­ექ­ტე­ბი წარ­მო­ად­გი­ნონ. შე­საძ­ლოა, პრო­ექ­ტე­ბის კონ­კურ­სიც წელსვე და­ვას­რუ­ლოთ. მო­მა­ვა­ლი წლი­დან კი, კონ­კრე­ტუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ვი­წყოთ. სა­მუ­შა­ო­ე­ბის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქაც, და­ახ­ლო­ე­ბით, 1 მლნ-დან 1.5 მლნ ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს", - აღ­ნიშ­ნა ოხა­ნაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ იგეგ­მე­ბა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის A კორ­პუ­სის მე­სა­მე სარ­თუ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და შე­ნო­ბის შიდა ეზოს კე­თილ­მო­წყო­ბაც, რაც ასე­ვე 1,5 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე დაჯ­დე­ბა.

რო­გორც კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ გა­ნა­ცხა­და, არც ერთი და­გეგ­მი­ლი სა­მუ­შაო სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ცე­სის შე­ფერ­ხე­ბას არ გა­მო­იწ­ვევს.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ამ ყვე­ლაფ­რის აღ­სრუ­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტის აპა­რატ­მა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს.

"თან­ხე­ბიც აპა­რა­ტის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ი­ყო­ფა. სა­ერ­თო ჯამ­ში, ყვე­ლა სა­მუ­შა­ოს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, და­ახ­ლო­ე­ბით, 4 მლნ - 4.5 მლნ ლა­რამ­დე და­ი­ხარ­ჯე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ოხა­ნაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბე­ბის რეს­ტავ­რა­ცია-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­კითხს არე­გუ­ლი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ბრძა­ნე­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე­ე­ბის (ქ. თბი­ლის, ქ. ქუ­თა­ი­სი) თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი კე­თილ­მო­წყო­ბის, რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და რეს­ტავ­რა­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბის სრუ­ლი და დე­ტა­ლუ­რი საპ­რო­ექ­ტო-სა­ხარჯთაღ­რი­ცხვო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შედ­გე­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვის კონ­კურ­სის მეშ­ვე­ო­ბით გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ის შექ­მნის შე­სა­ხებ".

კო­მი­სი­ა­ში შე­დი­ან პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი რო­გორც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­დან, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ი­დან და პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის ყვე­ლა იმ სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი ან თა­ნამ­შრო­მე­ლი, ვი­საც ეს სა­კი­თხე­ბი შე­ე­ხე­ბათ. კო­მი­სია სულ 18 წევ­რის­გან არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის შენობების რემონტზე 4.5 მლნ ლარი დაიხარჯება

პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის შენობების რემონტზე 4.5 მლნ ლარი დაიხარჯება

საქართველოს პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის 4.5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შესაბამის საკითხებზე შექმნილი კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

ოხანაშვილის ინფორმაციით, კომისია რამდენიმე პროექტზე მუშაობს, რომელიც პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის სასახლეებთან მიმართებაში უნდა განხორციელდეს.

კერძოდ, ოხანაშვილის თქმით, იგეგმება ქუთაისის პარლამენტის გარე პერიმეტრის მოწყობა, თბილისის შენობის რეკონსტრუქცია რესტავრაცია და შიდა სივრცეების მოწყობა. ამისთვის კი, მისივე განცხადებით, დაახლოებით 4 მლნ-დან 4.5 მლნ ლარამდე დაიხაჯება.

"პარლამენტის თავმჯდომარის ბრანებით განისაზღვრა ქუთაისისა და თბილისის პარლამენტის შენობებში რეკონსტრუქცია და საპროექტო სამუშაოების სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება და ამისთვის შექმნილია კომისია.

რაც შეეხება კონკრეტულ სამუშაოებს, პირველადი და გადაუდებელი არის ქუთაისის პარლამენტის შენობის გარე ფასადის შეღებვა. იქიდან გამომდინარე, რომ წყალი ჩამოდის, ფასადი დაზიანებულია. ეს გადაწყვეტილება პარლამენტის აპარატმა უკვე მიიღო და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ის ეხება შენობის გარე პერიმეტრის მოწყობას.

კომისიის ფარგლებში უკვე ვმუშაობთ ყველა იმ დეტალზე, რისი რეკონსტრუქციაც გვჭირდება, ასე მუშაობა მიდის პირობებზე, რომ პროექტთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდეს.

ამის შემდგომ, სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაიწყება შესაბამისი სამუშაოები. მოგეხსენებათ, რომ ქუთაისის პარლამენტის ეზოში ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული ავტომანქანების სადგომები, არ არის სივრცე დახაზული. ასევე სჭირდება დრენაჟისა და დიზაინის სამუშაოების ჩატარება. გარემო შშმ პირებისთვის ადაპტირებული არ არის და ა.შ.", - განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება ხარჯებს, როგორც მან აღნიშნა, ქუთაისში განსახორციელებელი პროექტები, დაახლოებით, 1,5 მილიონი ლარი დაჯდება, თუმცა, კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, საბოლოო ხარჯების შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პროექტები მომზადდება და ყველა ის პროცედურა განისაზღვრება, რაც შენობის რეკონსტრუქციისთვის უნდა განხორციელდეს.

"იმისთვის, რომ ქუთაისის შენობის გარე პერიმეტრი მოეწყოს, არ შემოვიდეს ეზოში პირუტყვი, გვქონდეს ავტოსადგომები და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო, დაახლოებით, 1,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ასევე მიდის საუბარი იმაზეც, ხომ არ გამწვანდეს გარემო უფრო მეტად, ხომ არ იყოს დაბალი ღობე შენობის გარშემო ან ხომ არ მოვაწყოთ სკვერი ქუთაისელებისთვის. დღის წესრიგში ეს საკითხები დგას. ამის სავარაუდო ღირებულება შესაძლოა 1 მილიონიდან 1.5 მილიონ ლარამდე იყოს", - განმარტა კომისიის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება თბილისში მდებარე პარლამენტის შენობას, ოხანაშვილის განცხადებით, რამდენიმე პროექტზეა საუბარი, რასაც ამ ეტაპისთვის კომისია განიხილავს.

"საუბარი მარტო შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე არ არის. პირველ რიგში მხედველობის არმქონე და მობილობის შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის გარემო არ არის ხელმისაწვდომი. ერთი პროექტი სწორედ ამას ითვალისწინებს, რომ გარემო მოეწყოს. მიდის საუბარი იმაზე, რომ დავნერგოთ ნავიგაციის სისტემა. ვგეგმავთ ტაქტილური ბილიკების მონტაჟს სასახლეში შემოსასვლელებიდან ლიფტებამდე; ტაქტილური რუკების განთავსებას და კიბეების აღჭურვას. სპეციალური მოწყობილობების და ორდონიანი მოაჯირების, არსებული პანდუსების კეთილმოწყობას და ახლების დამონტაჟებას. სპეციალური სტაციონარული ამწე ლიფტების და მობილური ამწე პლატფორმების რაოდენობის გაზრდას და მოწყობას. ასევე, ყველა იმ ღონისძიების განხორციელებას, რომელიც შშმ პირებისთვის გარემოს ადაპტირებისთვის არის საჭირო.

ყველა პროექტზე ვმუშაობთ და სავარაუდოდ, წელს გავწერთ კონკრეტულ პირობებს, რა პირობებით შეიძლება კონკურსანტებმა პროექტები წარმოადგინონ. შესაძლოა, პროექტების კონკურსიც წელსვე დავასრულოთ. მომავალი წლიდან კი, კონკრეტული სამუშაოები დავიწყოთ. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება აქაც, დაახლოებით, 1 მლნ-დან 1.5 მლნ ლარამდე მერყეობს", - აღნიშნა ოხანაშვილმა და დასძინა, რომ იგეგმება პარლამენტის შენობის A კორპუსის მესამე სართულის რეაბილიტაცია და შენობის შიდა ეზოს კეთილმოწყობაც, რაც ასევე 1,5 მილიონ ლარამდე დაჯდება.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, არც ერთი დაგეგმილი სამუშაო საკანონმდებლო პროცესის შეფერხებას არ გამოიწვევს.

მისივე განცხადებით, ამ ყველაფრის აღსრულება პარლამენტის აპარატმა უნდა უზრუნველყოს.

"თანხებიც აპარატის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. საერთო ჯამში, ყველა სამუშაოს განსახორციელებლად, დაახლოებით, 4 მლნ - 4.5 მლნ ლარამდე დაიხარჯება", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციის საკითხს არეგულირებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება "საქართველოს პარლამენტის სასახლეების (ქ. თბილის, ქ. ქუთაისი) თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით ჩასატარებელი კეთილმოწყობის, რეკონსტრუქციისა და რესტავრაციის სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონკურსის მეშვეობით განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტის საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ".

კომისიაში შედიან პარლამენტის წევრები როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან და პარლამენტის აპარატის ყველა იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან თანამშრომელი, ვისაც ეს საკითხები შეეხებათ. კომისია სულ 18 წევრისგან არის წარმოდგენილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."