ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე მეფესთან სასახლეში ველოსიპედით მივიდა, ფოტოები გაერო-ში ჰოლანდიის სამეფოს მუდმივმა წარმომადგენელმა კარელ ვან ოოსტერომმა ”ტვიტერზე” გამოაქვეყნა.
”პრემიერ-მინისტრი რუტე სასახლეში მოვიდა, რათა მეფე ვილემ-ალექსანდერს ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ აცნობოს. მას ველოსიპედის დაბმაც არ დაავიწყდა,” - წერს ვან ოოსტერომი.