პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული მედიის ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფო" ფილიპ კირკოროვის თვითმფრინავის აფეთქებას გეგმავდა
რუსული მედიის ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფო" ფილიპ კირკოროვის თვითმფრინავის აფეთქებას გეგმავდა

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ხა­ჩკა­ლა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" სამი წევ­რი და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ხი­დირ­ნა­ბი კა­ზუ­ე­ვი, სა­მირ იბ­რა­გიმო­ვი და ალ­ბერტ ხას­ბო­ლა­ტო­ვი მა­ხა­ჩკა­ლა­ში მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­დნენ, 2017 წლის ივ­ლის­ში კი ჯი­ჰა­დის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი გახ­დნენ.

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მა­ხა­ჩკა­ლის დაჯ­გუ­ფე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გა­ბი­ბულ ხალ­დუ­ზო­ვი მოს­კოვ­ში და­ა­კა­ვეს. ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი და­ღეს­ტნე­ლია.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო РБК სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ მათ სურ­დათ, აე­ფეთ­ქე­ბი­ნათ თვითმფრი­ნა­ვი, რომ­ლი­თაც რუ­სუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვი ფი­ლიპ კირ­კო­რო­ვი ივ­ლის­ში მა­ხა­ჩკა­ლა­ში ჩაფ­რინ­და.

ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის ცნო­ბი­ლი, რა­ტომ არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ტე­რაქ­ტი და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა. "ინ­ტერ­ფაქ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კი­თხვა­ზე მათ აღი­ა­რეს, რომ გეგ­მავ­დნენ მა­ხა­ჩკა­ლის ერთ-ერთ პარკში და­ნე­ბით დას­ხმოდ­ნენ თავს პო­ლი­ცი­ე­ლებს და მათი ია­რა­ღი ჩა­ეგ­დოთ ხელ­ში.

РБК-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს თან ჰქონ­დათ ჩან­თე­ბი, სა­დაც და­ნე­ბი და ცუ­ლე­ბი ეწყოთ. ხოლო, იმის გამო, რომ პარკში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყო, პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმა ვერ მო­ა­ხერ­ხეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფო" ფილიპ კირკოროვის თვითმფრინავის აფეთქებას გეგმავდა

რუსული მედიის ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფო" ფილიპ კირკოროვის თვითმფრინავის აფეთქებას გეგმავდა

რუსული მედიის ინფორმაციით, მახაჩკალაში სამართალდამცველებმა "ისლამური სახელმწიფოს" სამი წევრი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ხიდირნაბი კაზუევი, სამირ იბრაგიმოვი და ალბერტ ხასბოლატოვი მახაჩკალაში მშენებლობაზე მუშაობდნენ, 2017 წლის ივლისში კი ჯიჰადისტური დაჯგუფების წევრები გახდნენ.

"ისლამური სახელმწიფოს" მახაჩკალის დაჯგუფების ხელმძღვანელი გაბიბულ ხალდუზოვი მოსკოვში დააკავეს. ყველა დაკავებული დაღესტნელია.

საინფორმაციო სააგენტო РБК სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ მათ სურდათ, აეფეთქებინათ თვითმფრინავი, რომლითაც რუსული ესტრადის ვარსკვლავი ფილიპ კირკოროვი ივლისში მახაჩკალაში ჩაფრინდა.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რატომ არ განახორციელეს ტერაქტი დაკავებულებმა. "ინტერფაქსის" ინფორმაციით, დაკითხვაზე მათ აღიარეს, რომ გეგმავდნენ მახაჩკალის ერთ-ერთ პარკში დანებით დასხმოდნენ თავს პოლიციელებს და მათი იარაღი ჩაეგდოთ ხელში.

РБК-ს ინფორმაციით, დაკავებულებს თან ჰქონდათ ჩანთები, სადაც დანები და ცულები ეწყოთ. ხოლო, იმის გამო, რომ პარკში ძალიან ბევრი ადამიანი იყო, პოლიციელებზე თავდასხმა ვერ მოახერხეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"