მილიონერ ბუბა ქებურიას ვაჟი, თორნიკე ქებურია დაქორწინდა. მისი რჩეული ახალგაზრდა მოდელი ქეთი ჟღენტია, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს. წყვილმა რამდენიმე დღის წინ იქორწინა.
ქეთი ჟღენტმა თვლებით გაწყობილი ულამაზესი საქორწინო კაბა არც მეტი არც ნაკლები, პარიზში "ელ სააბ"-ის მოდის სახლში შეიკერა. გრანდიოზული ქორწილი მილიონერი ბიზნესმენის ვაჟმა საკუთარ რესტორანში გადაიხადა.
შეგახსენებთ, მანამდე თორნიკე ქებურია მომღერალ ქრისტინე იმედაძეს ხვდებოდა. თავიდან წყვილი ურთიერთობას მალავდა, მაგრამ შემდეგ საჯაროდ გამოჩენას არც ერთი აღარ ერიდებოდა. ისინი მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ დადიოდნენ და ხშირად სტუმრობდნენ ქრისტინეს საყვარელ მონაკოს.