პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გამოიწვევს არაჯანსაღი კვება საქართველოს მომავალ თაობებში: "ზრდის შეჩერება, გონებრივი ჩამორჩენა... ბავშვებში საგანგაშო მონაცემებია"
რას გამოიწვევს არაჯანსაღი კვება საქართველოს მომავალ თაობებში: "ზრდის შეჩერება, გონებრივი ჩამორჩენა... ბავშვებში საგანგაშო მონაცემებია"

სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბა თან­მიმ­დევ­რუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კაა, რომ­ლის მი­ზა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­სა­ღი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სურ­სა­თით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბია - იმ­პორტზე მა­ღა­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, და­ბა­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა, ჯან­საღ და მრა­ვალ­ფე­რო­ვან საკ­ვებ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის ფი­ზი­კუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის პრობ­ლე­მე­ბი (გან­სა­კუთ­რე­ბით სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ფე­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ოჯა­ხე­ბის).

ბრი­ტა­ნუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ოქსფა­მი" რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ცდი­ლობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სწო­რედ სა­სურ­სა­თო უსაფრ­თო­ე­ბის პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებ­და, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ დას­რულ­და. პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ქვე­ყა­ნა­ში სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით სე­რი­ო­ზუ­ლი კლე­ვე­ბი ჩა­ა­ტა­რა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც არ­ცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა და­ფიქ­სირ­და, მე­ტიც, სა­გან­გა­შოც კი.

მარ­თა­ლია, პრო­ექ­ტი დას­რულ­და, მაგ­რამ მუ­შა­ო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა, - გვე­უბ­ნე­ბა "ოქსფა­მის" ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი ლე­ვან და­დი­ა­ნი.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო იმ­პორ­ტი­რე­ბულ სურ­სათ­ზე მძლავ­რად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ (სხვა­დას­ხვა გლო­ბა­ლუ­რი შო­კი­სა და პრობ­ლე­მა­ტი­კის ფონ­ზე), ქვე­ყა­ნა შე­იძ­ლე­ბა მში­ე­რიც კი დარ­ჩეს. იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნას სურ­სა­თის თვი­თუზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის შე­სა­ბა­მი­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი არ აქვს, ამი­ტომ ად­გი­ლობ­რი­ვი სურ­სა­თის წარ­მო­ე­ბა და­ბალ­კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნია.

- ვერც სა­კა­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბი­სას ვქმნით და ვერც ხა­რის­ხი­ანს, ხომ?

- დიახ და ეს ყვე­ლა­ფე­რი ვერც ფა­სის გა­მოა მიმ­ზიდ­ვე­ლი, რომ იმ­პორ­ტი­რე­ბულს კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ოს.

მო­სახ­ლე­ო­ბის შე­მო­სავ­ლე­ბი იმ­დე­ნად და­ბა­ლია, რომ მის ყო­ველ­თვი­ურ ხარ­ჯებ­ში საკ­ვე­ბის ხვედ­რი­თი წილი სა­გან­გა­შოდ მა­ღა­ლია. ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მო­სავ­ლდან ნა­ხე­ვა­რი სურ­სათ­ში მი­დის, რაც გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ქვეყ­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. თუ ამ ყვე­ლა­ფერს ერო­კავ­ში­რის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნებ­ლებს შე­ვა­და­რებთ, ჩვე­ნი ხარ­ჯე­ბი მას ორ­ნა­ხე­ვარ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა.

- ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე, ყო­ველ­თვი­უ­რად სურ­სათ­ში რამ­დენს ხარ­ჯავს?

- თვი­უ­რი შე­მო­სავ­ლის 20%-ს, ჩვენ - 50%-ს... ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ტით ად­გი­ლობ­რი­ვი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ბა­ზა­რი არ არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ფას­წარ­მოქ­მნა ბა­ზარ­ზე იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­ჯე­რე­ბით ხდე­ბა. ეს კი ასეთ მა­გი­უ­რი წრეს კრავს - მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, და­ბა­ლი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი სურ­სა­თის მო­ძა­ლე­ბა. მოკ­ლედ, ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის გამო და­ბა­ლია. რო­დე­საც მო­ქა­ლა­ქეს და­ბა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს, ჯან­სა­ღი კვე­ბის პრობ­ლე­მე­ბიც ექ­მნე­ბა - ყიდ­ვი­სას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­ბა­ლი ფა­სის პრო­დუქტზე აკე­თებს, რაც ჯან­საღ კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცალ­კე პრობ­ლე­მებს იწ­ვევს.

აქ რამ­დე­ნი­მე სა­გან­გა­შო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი­ცაა - რა­ცი­ონ­ში თით­ქმის 60% ცო­მე­ულს და პურ­ფუნ­თუ­შე­ულს უკა­ვია. ეს არა­ჯან­სა­ღი კვე­ბის ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა.

- რაც და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, ხომ?

- დიახ ამით და მო­სახ­ლე­ო­ბა ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­კუ­თარ თავს, ვერ მი­ირ­თმევს და­ბა­ლან­სე­ბულ საკ­ვებს, უფრო იაფ სურ­სათს ეტა­ნე­ბა, რაც რა­ცი­ონ­ზე მოქ­მე­დებს.

და­ბალ­ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტით შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი და­ნაყ­რდეს, მაგ­რამ იმ მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის სის­ტე­მას ვერ იღებს, რაც ორ­გა­ნიზ­მის­თვის და მისი გრძელ­ვა­დი­ა­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ჭი­როა. ეს კი არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს.

თუ და­ვუკ­ვირ­დე­ბით, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზი ამ ქვე­ყა­ნა­ში გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბია, რა­საც სის­ხლში მა­ღა­ლი ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნე­ე­ბი იწ­ვევს. ეს არა­ჯან­სა­ღი და და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი კვე­ბის შე­დე­გია.

სა­გან­გა­შო ნიშ­ნე­ბი და მო­ნა­ცე­მე­ბია ბავ­შვებ­ში - 11-წლამ­დე პა­ტა­რებ­ში (10%-ში) ზრდის შე­ჩე­რე­ბა ხდე­ბა, ასე­ვე გო­ნებ­რი­ვი ჩა­მორ­ჩე­ნა და არა­ერ­თი პრობ­ლე­მა...

თუ ამას თა­ვის დრო­ზე ყუ­რა­დღე­ბას არ მი­ვაქ­ცევთ, სა­მო­მავ­ლოდ დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი თა­ო­ბა გვე­ყო­ლე­ბა.

- გა­მო­დის, გულ­გრი­ლო­ბით, უყუ­რა­დღე­ბო­ბი­თა და უმოქ­მე­დო­ბით უამ­რავ რა­მეს ვკარ­გავთ.

- ასეა, უამ­რავ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვკარ­გავთ, კერ­ძოდ, მო­ი­მა­ტოს შე­მო­სავ­ლებ­მა, და­იკ­ლოს მიგ­რა­ცი­ამ სოფ­ლი­დან ქა­ლა­ქად, სა­ქარ­თვე­ლო ტუ­რის­ტე­ბის­თვის მიმ­ზიდ­ველ ქვეყ­ნად გა­და­იქ­ცეს (ტუ­რიზმს გან­სა­კუთ­ღე­ბით სჭირ­დე­ბა სა­თა­ნა­დო საკ­ვე­ბი ბაზა, თუ ეს ბაზა არ იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ვე­ყო­ფი­ლი, ცხა­დია, ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე იმოქ­მე­დებს, შექ­მნის ლო­ჯის­ტი­კურ პრობ­ლე­მებს და ა.შ.)

- დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვა შეგ­ვიძ­ლია?..

- შეგ­ვიძ­ლია, უზ­რუნ­ველ­ვყოთ სა­კუ­თა­რი თავი ხა­რის­ხი­ა­ნი, ჯან­სა­ღი სურ­სა­თით, რომ ჩვენ­თან სა­სურ­სა­თო უსაფრ­თო­ე­ბის სტა­ტუ­სი გამ­ყარ­დეს, იყოს მა­ღა­ლი დო­ნის. მაგ­რამ ეს ყვე­ლაფ­რი ჯერ­ჯე­რო­ბით იმის გამო არ ხდე­ბა, რომ გან­ვი­თა­რე­ბა არა­საკ­მა­რი­სად გეგ­მა­ზო­მი­ე­რად მი­დის.

- პრო­ექ­ტი დას­რულ­და, მაგ­რამ ამ­ბობთ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა...

- დიახ, ეს იყო 4-წლი­ა­ნი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც 2013 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ი­წყო. მისი ერთ-ერთი ნა­წი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­აზ­რე­ბა და სა­თა­ნა­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ბა­ზის შექ­მნაა, რაც კვლე­ვებ­მა მოგ­ვცა (ჩა­ტარ­და 10-მდე სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის კვლე­ვა, რო­მელ­თაც პირ­და­პი­რი კავ­ში­რი აქვს სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბას­თან). აქ სა­უ­ბა­რია მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­სა­ღი კვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, მათ შო­რის, მთი­ან, მო­წყვლად რე­გი­ო­ნებ­შიც. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მო­სახ­ლე­ო­ბის სურ­სათ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის სა­კი­თხე­ბი, იმ­პორტზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მისი ზე­გავ­ლე­ნა. ამ ყვე­ლა­ფე­რის დე­ტა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და­ი­დო. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სა­სურ­სა­თო უსაფრ­თო­ხე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტში აი­სა­ხა ანუ პრო­ექ­ტის შე­დე­გად, შე­მუ­შავ­და სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტი. ის სა­კა­ნონ­დებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვად ჩა­ით­ვა­ლა და პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­და. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი ისიც არის, რომ პრო­ექ­ტმა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მე­დი­ის ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის ნა­ყო­ფი­ე­რი კამ­პა­ნი­აც აწარ­მოა.

- პროგ­რა­მის და­წყე­ბამ­დე რა ვი­თა­რე­ბა იყო?

- თუ 2013-2014 წლებს შე­ვა­და­რებთ, პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სია, სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იც­ვა­ლა. ადრე სა­სურ­სა­თო უსაფრ­თო­ე­ბას სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბას­თან აი­გი­ვებ­დნენ. ახლა სა­ზო­გა­დო­ე­ბა მე­ტად მძაფ­რად აღიქ­ვამს მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის სიმწვა­ვეს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი ისიც არის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ბი­სა და სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო ალი­ან­სი შექ­მნა, რო­მე­ლიც მუ­შა­ო­ბას გა­აგ­რძე­ლებს.

ცოტა ხის წინ ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის მხა­და­ჭე­რით, ფერ­მერ­თა სა­თათ­ბი­რო შე­იქ­მნა, რი­თაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაჩ­ნდა, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ფერ­მერ­თა პრობ­ლე­მე­ბის კონ­სო­ლი­და­ცია და მთავ­რო­ბის­თვის მი­წო­დე­ბა მოხ­დეს.

სა­სურ­სა­თო უსაფრ­ხო­ე­ბის კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­და, ლო­ბი­რე­ბა სჭირ­დე­ბა, რაც ფერ­მერ­თა სა­თა­თა­ბი­როს მიერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

პრო­ექ­ტის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი რე­კო­მენ­და­ცია ის იყო, რომ მთავ­რო­ბამ უნდა შექ­მნას სა­სურ­სა­თო უსაფრ­თო­ხე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის მძლავ­რი მე­ქა­ნიზ­მი, რაც კა­ნონპ­რო­ექ­ტშიც აი­სა­ხა.

მოკ­ლედ, პრო­ექ­ტი დას­რულ­და, მაგ­რამ დადო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც შემ­დგომ მდგრა­დო­ბას უნდა უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რას გამოიწვევს არაჯანსაღი კვება საქართველოს მომავალ თაობებში: "ზრდის შეჩერება, გონებრივი ჩამორჩენა... ბავშვებში საგანგაშო მონაცემებია"

რას გამოიწვევს არაჯანსაღი კვება საქართველოს მომავალ თაობებში: "ზრდის შეჩერება, გონებრივი ჩამორჩენა... ბავშვებში საგანგაშო მონაცემებია"

სასურსათო უსაფრთხოება თანმიმდევრული სოციალური და ეკონომიკური სახელმწიფო პოლიტიკაა, რომლის მიზანია მოსახლეობის ჯანსაღი და მრავალფეროვანი სურსათით უზრუნველყოფა. საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების მთავარი გამოწვევებია - იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება, დაბალი ადგილობრივი წარმოება, ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებზე მოსახლეობის ფიზიკური და მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემები (განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ფენისა და საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახების).

ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია "ოქსფამი" რომელიც ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ცდილობს, საქართველოში სწორედ სასურსათო უსაფრთოების პროგრამას ახორციელებდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სერიოზული კლევები ჩაატარა, რის საფუძველზეც არცთუ სახარბიელო მდგომარეობა დაფიქსირდა, მეტიც, საგანგაშოც კი.

მართალია, პროექტი დასრულდა, მაგრამ მუშაობა ამ მიმართულებით არ შეჩერებულა, - გვეუბნება "ოქსფამის" ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამის მენეჯერი ლევან დადიანი.

მისივე თქმით, საქართველო იმპორტირებულ სურსათზე მძლავრად არის დამოკიდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ (სხვადასხვა გლობალური შოკისა და პრობლემატიკის ფონზე), ქვეყანა შეიძლება მშიერიც კი დარჩეს. იმიტომ, რომ ქვეყანას სურსათის თვითუზრუნველყოფისთვის შესაბამისი პოტენციალი არ აქვს, ამიტომ ადგილობრივი სურსათის წარმოება დაბალკონკურენტუნარიანია.

- ვერც საკამარისი რაოდენობისას ვქმნით და ვერც ხარისხიანს, ხომ?

- დიახ და ეს ყველაფერი ვერც ფასის გამოა მიმზიდველი, რომ იმპორტირებულს კონკურენცია გაუწიოს.

მოსახლეობის შემოსავლები იმდენად დაბალია, რომ მის ყოველთვიურ ხარჯებში საკვების ხვედრითი წილი საგანგაშოდ მაღალია. ყოველთვიური შემოსავლდან ნახევარი სურსათში მიდის, რაც განუვითარებელი ქვეყნის მაჩვენებელია. თუ ამ ყველაფერს ეროკავშირის ანალოგიურ მაჩვენებლებს შევადარებთ, ჩვენი ხარჯები მას ორნახევარჯერ აღემატება.

- ევროკავშირის მოქალაქე, ყოველთვიურად სურსათში რამდენს ხარჯავს?

- თვიური შემოსავლის 20%-ს, ჩვენ - 50%-ს... ადგილობრივი პროდუქტით ადგილობრივი კონკურენტუნარიანი ბაზარი არ არის გაჯერებული, შესაბამისად, ფასწარმოქმნა ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის გაჯერებით ხდება. ეს კი ასეთ მაგიური წრეს კრავს - მოსახლეობის დაბალი შემოსავალი, დაბალი კონკურენტუნარიანობა, იმპორტირებული სურსათის მოძალება. მოკლედ, ხელმისაწვდომობა დაბალი შემოსავლების გამო დაბალია. როდესაც მოქალაქეს დაბალი შემოსავალი აქვს, ჯანსაღი კვების პრობლემებიც ექმნება - ყიდვისას გადაწყვეტილებას დაბალი ფასის პროდუქტზე აკეთებს, რაც ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით ცალკე პრობლემებს იწვევს.

აქ რამდენიმე საგანგაშო მაჩვენებელიცაა - რაციონში თითქმის 60% ცომეულს და პურფუნთუშეულს უკავია. ეს არაჯანსაღი კვების ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინებაა.

- რაც დაბალი შემოსავლებით არის გამოწვეული, ხომ?

- დიახ ამით და მოსახლეობა ვერ უზრუნველყოფს საკუთარ თავს, ვერ მიირთმევს დაბალანსებულ საკვებს, უფრო იაფ სურსათს ეტანება, რაც რაციონზე მოქმედებს.

დაბალხარისხიანი პროდუქტით შეიძლება ადამიანი დანაყრდეს, მაგრამ იმ მიკროელემენტების სისტემას ვერ იღებს, რაც ორგანიზმისთვის და მისი გრძელვადიანი ჯანმრთელობისთვის საჭიროა. ეს კი არაგადამდებ დაავადებებს იწვევს.

თუ დავუკვირდებით, სიკვდილიანობის მიზეზი ამ ქვეყანაში გულსისხლძარღვთა დაავადებებია, რასაც სისხლში მაღალი ქოლესტერინის დონეები იწვევს. ეს არაჯანსაღი და დაუბალანსებელი კვების შედეგია.

საგანგაშო ნიშნები და მონაცემებია ბავშვებში - 11-წლამდე პატარებში (10%-ში) ზრდის შეჩერება ხდება, ასევე გონებრივი ჩამორჩენა და არაერთი პრობლემა...

თუ ამას თავის დროზე ყურადღებას არ მივაქცევთ, სამომავლოდ დეგრადირებული თაობა გვეყოლება.

- გამოდის, გულგრილობით, უყურადღებობითა და უმოქმედობით უამრავ რამეს ვკარგავთ.

- ასეა, უამრავ შესაძლებლობას ვკარგავთ, კერძოდ, მოიმატოს შემოსავლებმა, დაიკლოს მიგრაციამ სოფლიდან ქალაქად, საქართველო ტურისტებისთვის მიმზიდველ ქვეყნად გადაიქცეს (ტურიზმს განსაკუთღებით სჭირდება სათანადო საკვები ბაზა, თუ ეს ბაზა არ იქნება უზრუნვეყოფილი, ცხადია, ქვეყნის რეპუტაციაზე იმოქმედებს, შექმნის ლოჯისტიკურ პრობლემებს და ა.შ.)

- დღევანდელი მონაცემებით, ამ პრობლემების დაძლევა შეგვიძლია?..

- შეგვიძლია, უზრუნველვყოთ საკუთარი თავი ხარისხიანი, ჯანსაღი სურსათით, რომ ჩვენთან სასურსათო უსაფრთოების სტატუსი გამყარდეს, იყოს მაღალი დონის. მაგრამ ეს ყველაფრი ჯერჯერობით იმის გამო არ ხდება, რომ განვითარება არასაკმარისად გეგმაზომიერად მიდის.

- პროექტი დასრულდა, მაგრამ ამბობთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება...

- დიახ, ეს იყო 4-წლიანი პროექტი, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო. მისი ერთ-ერთი ნაწილი მდგომარეობის გააზრება და სათანადო მტკიცებულებების ბაზის შექმნაა, რაც კვლევებმა მოგვცა (ჩატარდა 10-მდე სხვადასხვა მიმართულების კვლევა, რომელთაც პირდაპირი კავშირი აქვს სასურსათო უსაფრთხოებასთან). აქ საუბარია მოსახლეობის ჯანსაღი კვების მდგომარეობაზე, მათ შორის, მთიან, მოწყვლად რეგიონებშიც. ასევე მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობის სურსათზე ხელმისაწვდომობის საკითხები, იმპორტზე დამოკიდებულება და მისი ზეგავლენა. ამ ყველაფერის დეტალური მეცნიერული კვლევის საფუძველზე პოლიტიკური რეკომენდაციები დაიდო. რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი სასურსათო უსაფრთოხების კანონპროექტში აისახა ანუ პროექტის შედეგად, შემუშავდა სასურსათო უსაფრთხოების კანონპროექტი. ის საკანონდებლო ინიციატივად ჩაითვალა და პარლამენტში შევიდა. მნიშვნელოვანი შედეგი ისიც არის, რომ პროექტმა ფართო საზოგადოების, მედიის ინფორმირებისთვის ნაყოფიერი კამპანიაც აწარმოა.

- პროგრამის დაწყებამდე რა ვითარება იყო?

- თუ 2013-2014 წლებს შევადარებთ, პოლიტიკური დისკუსია, სასურსათო უსაფრთხოების თაობაზე საქართველოში შეიცვალა. ადრე სასურსათო უსაფრთოებას სურსათის უვნებლობასთან აიგივებდნენ. ახლა საზოგადოება მეტად მძაფრად აღიქვამს მდგომარეობის გამოსწორების საჭიროების სიმწვავეს.

მნიშვნელოვანი შედეგი ისიც არის, რომ საქართველოს სოფლის მეურნებისა და სოფლის განვითარების სამოქალაქო ალიანსი შექმნა, რომელიც მუშაობას გააგრძელებს.

ცოტა ხის წინ ფერმერთა ასოციაციის მხადაჭერით, ფერმერთა სათათბირო შეიქმნა, რითაც შესაძლებლობა გაჩნდა, სხვადასხვა მიმართულებით ფერმერთა პრობლემების კონსოლიდაცია და მთავრობისთვის მიწოდება მოხდეს.

სასურსათო უსაფრხოების კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში შევიდა, ლობირება სჭირდება, რაც ფერმერთა სათათაბიროს მიერ ხორციელდება.

პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი რეკომენდაცია ის იყო, რომ მთავრობამ უნდა შექმნას სასურსათო უსაფრთოხების მონიტორინგის მძლავრი მექანიზმი, რაც კანონპროექტშიც აისახა.

მოკლედ, პროექტი დასრულდა, მაგრამ დადო მიმართულებები, რომელიც შემდგომ მდგრადობას უნდა უზრუნველყოფდეს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი