თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.