პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრიის კურორტზე ”შეპარული” ლუკაშენკოს დასვენების ხარჯებით პროკურატურა დაინტერესდა
ავსტრიის კურორტზე ”შეპარული” ლუკაშენკოს დასვენების ხარჯებით პროკურატურა დაინტერესდა

ავ­სტრი­ის ქა­ლაქ ზალცბურ­გის პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა ბე­ლო­რუ­სი­ის პრე­ზი­დენ­ტის ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო­სა და მისი გა­რე­მოც­ვის საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც 2002 წელს ავ­სტრი­ის ალ­პე­ბის სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტზე პრე­ზი­დენ­ტის ძვი­რა­დღი­რე­ბულ არ­და­დე­გებს უკავ­შირ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იმ დროს ბე­ლო­რუ­სი ლი­დე­რის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის სა­ზღვრე­ბი და­კე­ტი­ლი იყო. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ავ­სტრი­ა­ში "შე­მო­პა­რუ­ლი" ლუ­კა­შენ­კოს გარ­თო­ბა და დას­ვე­ნე­ბა, სულ ცოტა, 200 ათა­სი ევრო და­უჯ­და და პრო­კუ­რა­ტუ­რა სწო­რედ იმის გარ­კვე­ვას ცდო­ლობს, ვინ და რა­ტომ და­უ­ფი­ნან­სა პრე­ზი­დენტს ვო­ი­ა­ჟი ალ­პებ­ში.

ცნო­ბი­ლია, რომ ავ­სტრი­ა­ში ლუ­კა­შენ­კო, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და გა­რე­მოც­ვა ქვეყ­ნის ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის მა­შინ­დელ­მა თავ­მჯდო­მა­რემ, კა­ზი­ნო­თა ქსე­ლის Casinos Austria-ს მე­პატ­რო­ნემ ლეო ვალ­ნერ­მა მი­იწ­ვია. ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ს­მე­დი­ის ცნო­ბით, ან­გა­რიშს­წო­რე­ბა ბე­ლო­რუს სტუ­მარ­თა დას­ვე­ნე­ბა­სა და გარ­თო­ბა­ზე ვალ­ნერ­მა "შავი ბუ­ღალ­ტე­რი­ით" აწარ­მოა. გარ­თო­ბა­ში შე­დი­ო­და სას­ტუმ­რო­ე­ბი, ავ­ტო­ბუ­სის მომ­სა­ხუ­რე­ბა, თხი­ლა­მუ­რებ­ზე სრი­ა­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, კა­ზი­ნო­ში ლუ­კა­შენ­კოს გარ­თო­ბა, დე­ლე­გა­ცი­ის მიერ მირ­თმე­უ­ლი საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი და ბო­ლოს, ვერ­ტმფრე­ნის და­ქი­რა­ვე­ბა სრი­ა­ლის დროს ტრავ­მი­რე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბი.

თა­ვის მხრივ, ბე­ლო­რუს­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­მო­არ­კვი­ეს ვილ­ნე­რის გუ­ლუხ­ვო­ბის მი­ზე­ზი. თურ­მე, ამ ამ­ბის შემ­დეგ ავ­სტრი­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა ბე­ლო­რუ­სის რამ­დე­ნი­მე მსხვი­ლი ობი­ექ­ტი: მო­ბი­ლუ­რი ქსე­ლის წამ­ყვა­ნი ოპე­რა­ტო­რი, მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი კომ­ბი­ნა­ტი და მინ­სკის ვე­ლოტ­რან­სპორ­ტის ქარ­ხა­ნა.

ვილ­ნე­რი­სა და მისი კომ­პა­ნია Casinos Austria-ის წა­ნა­აღ­მდეგ ავ­სტრი­ის პრო­კუ­რა­ტუ­რა ძი­ე­ბის და­წყე­ბას აპი­რებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ავსტრიის კურორტზე ”შეპარული” ლუკაშენკოს დასვენების ხარჯებით პროკურატურა დაინტერესდა

ავსტრიის კურორტზე ”შეპარული” ლუკაშენკოს დასვენების ხარჯებით პროკურატურა დაინტერესდა

ავსტრიის ქალაქ ზალცბურგის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მისი გარემოცვის საქმეზე, რომელიც 2002 წელს ავსტრიის ალპების სამთო-სათხილამურო კურორტზე პრეზიდენტის ძვირადღირებულ არდადეგებს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ იმ დროს ბელორუსი ლიდერისთვის ევროკავშირის საზღვრები დაკეტილი იყო. რაც ყველაზე მთავარია, ავსტრიაში  "შემოპარული" ლუკაშენკოს გართობა და დასვენება, სულ ცოტა, 200 ათასი ევრო დაუჯდა და პროკურატურა სწორედ იმის გარკვევას ცდოლობს, ვინ და რატომ დაუფინანსა პრეზიდენტს ვოიაჟი ალპებში.  

ცნობილია, რომ ავსტრიაში ლუკაშენკო, მისი ოჯახის წევრები და გარემოცვა ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, კაზინოთა ქსელის Casinos Austria-ს მეპატრონემ ლეო ვალნერმა მიიწვია. ადგილობრივი მასმედიის ცნობით, ანგარიშსწორება ბელორუს სტუმართა დასვენებასა და გართობაზე ვალნერმა "შავი ბუღალტერიით" აწარმოა. გართობაში შედიოდა სასტუმროები, ავტობუსის მომსახურება, თხილამურებზე სრიალის გაკვეთილები, კაზინოში ლუკაშენკოს გართობა, დელეგაციის მიერ მირთმეული საკმაოდ დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი და ბოლოს, ვერტმფრენის დაქირავება სრიალის დროს ტრავმირებული პრეზიდენტის ევაკუაციისთვის და საავადმყოფოში მკურნალობის ხარჯები.

თავის მხრივ, ბელორუსმა ჟურნალისტებმა გამოარკვიეს ვილნერის გულუხვობის მიზეზი. თურმე, ამ ამბის შემდეგ ავსტრიელი ბიზნესმენების ხელში აღმოჩნდა ბელორუსის რამდენიმე მსხვილი ობიექტი: მობილური ქსელის წამყვანი ოპერატორი, მეტალურგიული კომბინატი და მინსკის ველოტრანსპორტის ქარხანა.

ვილნერისა და მისი კომპანია Casinos Austria-ის წანააღმდეგ ავსტრიის პროკურატურა ძიების დაწყებას აპირებს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა