პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამომძიებელმა მითხრა, ჯადოქრობაში გდებს ბრალსო" - რა დეტალებს ამხელს "გორგიას" მფლობელის ყოფილი მეუღლე
"გამომძიებელმა მითხრა, ჯადოქრობაში გდებს ბრალსო" - რა დეტალებს ამხელს "გორგიას" მფლობელის ყოფილი მეუღლე

არ გა­მოვ­რი­ცხავ, გია გორ­გო­შა­ძემ სა­კუ­თარ კომ­პა­ნი­ა­ში ცე­ცხლი გა­ა­ჩი­ნოს და მე და­მაბ­რა­ლოს, - ამის შე­სა­ხებ ჰი­პერ­მარ­კეტ "გორ­გი­ას" მფლო­ბე­ლის, გია გორ­გო­შა­ძის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ნინო დარ­სა­ლია "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს.

"კვი­რის პა­ლიტ­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა მუ­შა­ობ­და ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ვერ­სი­ა­ზეც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ბიზ­ნეს­მე­ნის გა­ტა­ცე­ბა მის­მა ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ ნინო დარ­სა­ლი­ამ შე­უკ­ვე­თა და საქ­მე­ში ჩარ­თო მე­გო­ბა­რი ქალი ლალი ე. ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში, სა­დაც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­ტა­ცე­ბის გეგ­მას ამუ­შა­ვე­ბენ, სწო­რედ ამ ორ სა­ხელს ასა­ხე­ლე­ბენ. ნინო დარ­სა­ლია აცხა­დებს, რომ ეს ბრალ­დე­ბა არის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გორ­გო­შა­ძემ ის თა­ვი­დან მო­ი­ცი­ლოს.

"დაჰ­კი­თხეს თუ არა, ჩემ­სკენ გა­მო­იშ­ვი­რა ხელი და სა­ო­ცა­რი რამ მო­ი­ფიქ­რა. ამ კაცს, ჩემს გარ­და, 5 ადა­მი­ა­ნი ჰყავს თაღ­ლი­თუ­რად გა­დაგ­დე­ბუ­ლი. არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია, როცა საქ­მე ფულს ეხე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩვე­ნე­ბა­ში წერ­და, რომ ბოდ­ბე­ში გა­ნი­ბა­ნა, ჯადო მო­ეხ­სნა, გო­ნე­ბა გა­უ­ნათ­და და ბე­ბერ ცოლს გა­შორ­და (5 წლით უფ­რო­სი ვარ) და პა­ტა­რა "ან­გე­ლო­ზი", 19 წლით უმ­ცრო­სი თა­ნამ­შრო­მე­ლი მო­იყ­ვა­ნა ცო­ლად. გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მი­თხრა, ჯა­დოქ­რო­ბა­ში გდებს ბრალ­სო. ამის მერე არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ. მან მე არა­ერ­თხელ მომ­კლა... გა­შო­რე­ბის შემ­დეგ ღა­მის სა­ა­თებ­ში იწყე­ბო­და ჩემს ტე­ლე­ფონ­ზე რეკ­ვა (გიას რო­მე­ლი­ღაც სპე­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე და­ი­დო ჩემი ნო­მე­რი), ნი­ნა­თი მომ­მარ­თავ­დნენ და მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, ქალი გა­მო­ძა­ხე­ბით ხარ­თო? ამ ადა­მი­ან­მა მო­რა­ლუ­რა­დაც გა­მა­ნად­გუ­რა. 12 ოქ­ტომ­ბრის ღა­მეს მო­რი­გი მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა", - გა­ნა­ცხა­და დარ­სა­ლი­ამ.

მისი თქმით, თუ ყვე­ლა­ფე­რი ისე არ წავა, რო­გორც ნორ­მა­ლურ სა­ხელ­მწი­ფოს შე­ფე­რის, რა­დი­კა­ლურ ზო­მებს მი­მარ­თავს და თვი­თონ გა­მო­უ­ტანს თავს სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩენს.

"კაცს დი­დძა­ლი ქო­ნე­ბა, 100 მი­ლი­ონ­ზე მეტი აქვს, ოფ­შო­რებ­შიც გა­იჭ­რა და ეს ჩემი და სხვა პარტნი­ო­რე­ბის გა­დაგ­დე­ბის ხარ­ჯზე მო­ა­ხერ­ხა. ყვე­ლას სა­ჩი­ვა­რი აქვს შე­ტა­ნი­ლი, არი­ან მოწ­მე­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც მის ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებს ადას­ტუ­რე­ბენ. სა­ი­დან უნდა მცოდ­ნო­და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი? გა­მო­ძი­ე­ბას ამის ოდ­ნა­ვი ეჭ­ვიც რომ ჰქო­ნო­და, დღეს და­კა­ვე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი. და­ი­ჭი­რონ ეს თაღ­ლი­თი. მან ჩემი შვი­ლიც მოკ­ლა და გა­წი­რა - უსახ­სროდ დაგვტო­ვა. თუ არ შე­ა­ჩე­რეს, არ გა­მოვ­რი­ცხავ, სა­კუ­თარ კომ­პა­ნი­ა­ში ცე­ცხლიც გა­ა­ჩი­ნოს და მე და­მაბ­რა­ლოს ან ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა დამ­წა­მოს", - გა­ნა­ცხა­და ნინო დარ­სა­ლი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 12 ოქ­ტომ­ბრის ღა­მეს, წყნე­თის გზატ­კე­ცილ­ზე სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და - სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი აიყ­ვა­ნეს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვა­სილ ვა­სი­ლი­ა­დი, თა­მაზ მენ­თე­შაშ­ვი­ლი, გუ­რამ დგე­ბუ­ა­ძე და და­ვით ფო­ცხიშ­ვი­ლი სამ­შე­ნებ­ლო ჰი­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ "გორ­გი­ას" მფლო­ბე­ლის, გია გორ­გო­შა­ძის გა­ტა­ცე­ბას გეგ­მავ­დნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა იმა­ვე ღა­მით, პა­რა­ლე­ლუ­რად ბიზ­ნეს­მე­ნის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნინო დარ­სა­ლი­ას ბინა გა­ჩხრი­კეს, სა­ი­და­ნაც კომ­პი­უ­ტე­რი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი ამო­ი­ღეს. გამ­ტა­ცებ­ლებს გა­მო­სას­ყი­დის სა­ხით ბიზ­ნეს­მე­ნის­გან 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი უნდა მო­ე­თხო­ვათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"გამომძიებელმა მითხრა, ჯადოქრობაში გდებს ბრალსო" - რა დეტალებს ამხელს "გორგიას" მფლობელის ყოფილი მეუღლე

"გამომძიებელმა მითხრა, ჯადოქრობაში გდებს ბრალსო" - რა დეტალებს ამხელს "გორგიას" მფლობელის ყოფილი მეუღლე

არ გამოვრიცხავ, გია გორგოშაძემ საკუთარ კომპანიაში ცეცხლი გააჩინოს და მე დამაბრალოს, - ამის შესახებ ჰიპერმარკეტ "გორგიას" მფლობელის, გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლე ნინო დარსალია "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.

"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, გამოძიება მუშაობდა ანგარიშსწორების ვერსიაზეც, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენის გატაცება მისმა ყოფილმა მეუღლემ ნინო დარსალიამ შეუკვეთა და საქმეში ჩართო მეგობარი ქალი ლალი ე. ვიდეომასალაში, სადაც ბრალდებულების გატაცების გეგმას ამუშავებენ, სწორედ ამ ორ სახელს ასახელებენ. ნინო დარსალია აცხადებს, რომ ეს ბრალდება არის საუკეთესო საშუალება, რომ გორგოშაძემ ის თავიდან მოიცილოს.

"დაჰკითხეს თუ არა, ჩემსკენ გამოიშვირა ხელი და საოცარი რამ მოიფიქრა. ამ კაცს, ჩემს გარდა, 5 ადამიანი ჰყავს თაღლითურად გადაგდებული. არაადეკვატურია, როცა საქმე ფულს ეხება. წარმოიდგინეთ, ჩვენებაში წერდა, რომ ბოდბეში განიბანა, ჯადო მოეხსნა, გონება გაუნათდა და ბებერ ცოლს გაშორდა (5 წლით უფროსი ვარ) და პატარა "ანგელოზი", 19 წლით უმცროსი თანამშრომელი მოიყვანა ცოლად. გამომძიებელმა მითხრა, ჯადოქრობაში გდებს ბრალსო. ამის მერე არაფერს გამოვრიცხავ. მან მე არაერთხელ მომკლა... გაშორების შემდეგ ღამის საათებში იწყებოდა ჩემს ტელეფონზე რეკვა (გიას რომელიღაც სპეციალურ საიტზე დაიდო ჩემი ნომერი), ნინათი მომმართავდნენ და მეკითხებოდნენ, ქალი გამოძახებით ხართო? ამ ადამიანმა მორალურადაც გამანადგურა. 12 ოქტომბრის ღამეს მორიგი მკვლელობა ჩაიდინა", - განაცხადა დარსალიამ.

მისი თქმით, თუ ყველაფერი ისე არ წავა, როგორც ნორმალურ სახელმწიფოს შეფერის, რადიკალურ ზომებს მიმართავს და თვითონ გამოუტანს თავს სასიკვდილო განაჩენს.

"კაცს დიდძალი ქონება, 100 მილიონზე მეტი აქვს, ოფშორებშიც გაიჭრა და ეს ჩემი და სხვა პარტნიორების გადაგდების ხარჯზე მოახერხა. ყველას საჩივარი აქვს შეტანილი, არიან მოწმეებიც, რომლებიც მის ფინანსურ მაქინაციებს ადასტურებენ. საიდან უნდა მცოდნოდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები? გამოძიებას ამის ოდნავი ეჭვიც რომ ჰქონოდა, დღეს დაკავებული ვიქნებოდი. დაიჭირონ ეს თაღლითი. მან ჩემი შვილიც მოკლა და გაწირა - უსახსროდ დაგვტოვა. თუ არ შეაჩერეს, არ გამოვრიცხავ, საკუთარ კომპანიაში ცეცხლიც გააჩინოს და მე დამაბრალოს ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დამწამოს", - განაცხადა ნინო დარსალიამ.

შეგახსენებთ, რომ 12 ოქტომბრის ღამეს, წყნეთის გზატკეცილზე სპეცოპერაცია ჩატარდა - სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფი აიყვანეს. მათი ინფორმაციით, ვასილ ვასილიადი, თამაზ მენთეშაშვილი, გურამ დგებუაძე და დავით ფოცხიშვილი სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელ "გორგიას" მფლობელის, გია გორგოშაძის გატაცებას გეგმავდნენ. სამართალდამცველებმა იმავე ღამით, პარალელურად ბიზნესმენის ყოფილი მეუღლის, ნინო დარსალიას ბინა გაჩხრიკეს, საიდანაც კომპიუტერი და მობილური ტელეფონები ამოიღეს. გამტაცებლებს გამოსასყიდის სახით ბიზნესმენისგან 5 მილიონი დოლარი უნდა მოეთხოვათ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ