მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა

4

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 09:13-ზე, მთვარე კუროშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რჩეული ქართული ღვინოები, უამრავი სტუმარი და დიდი მხიარულება - ეს "ქართული ღვინის ფესტივალი 2017"-ია
რჩეული ქართული ღვინოები, უამრავი სტუმარი და დიდი მხიარულება - ეს "ქართული ღვინის ფესტივალი 2017"-ია

ბოლო პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში სხვა­დას­ხვა თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლე­ბი მომ­რავ­ლდა. თუმ­ცა, იშ­ვი­ა­თად შეხ­ვდე­ბით ისე­თი დო­ნის, ისეთ ლა­მაზ და ისეთ ხალ­ხმრა­ვალ ფეს­ტი­ვალს, რო­გო­რიც "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2017" აღ­მოჩ­ნდა.

15 ოქ­ტომ­ბერს 12:00-დან 19:00 სა­ა­თამ­დე შარ­დენ­ზე ღვი­ნის ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზი­ის allwine.ge-სა და "მე­ი­დან ჯგუ­ფის" ორ­გა­ნი­ზე­ბით მო­წყო­ბილ ღო­ნი­ძი­ე­ბა­ზე ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მწარ­მო­ებ­ლე­ბი ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რებს სა­კუ­თარ ღვი­ნო­ებს წა­რუდ­გენ­დნენ. გა­მო­ფე­ნა­ზე 40-მდე სა­ხე­ო­ბის ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია და გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა გა­ი­მარ­თა.

თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არაა. შარ­დე­ნის ქუ­ჩის მი­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე გამ­ვლე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბას სა­სი­ა­მოვ­ნო ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა იქ­ცევ­და და ფეს­ტი­ვა­ლის­კენ ეპა­ტი­ჟე­ბო­და. ქუ­ჩის და­სა­წყის­ში­ვე დე­გუს­ტა­ცია იწყე­ბო­და. ხი­ლი­თა და ყვა­ვი­ლე­ბით მორ­თუ­ლი ულა­მა­ზე­სი ქუ­ჩის ორი­ვე მხა­რეს ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს არა მხო­ლოდ ღვი­ნის არო­მა­ტე­ბით, არა­მედ ლა­მა­ზი დახ­ლე­ბი­თაც ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ. თი­თო­ე­ულ კომ­პა­ნი­ას­თან გრძე­ლი რი­გია, დე­გუს­ტა­ცი­ის მსურ­ვე­ლე­ბი მრავ­ლად იყ­ვნენ. ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბის შემ­დეგ იქვე მდე­ბა­რე გამ­ცემ პუნ­ქტებ­ში ღვი­ნის ყიდ­ვაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო.

სა­შე­მოდ­გო­მო ხი­ლით სა­ოც­რად მორ­თუ­ლი ქუ­ჩის და­სა­წყის­ში­ვე ულა­მა­ზე­სი მი­მე­ბი იქ­ცევ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას. სტუმ­რე­ბი მათ­თან სამ­სახ­სოვ­რო სუ­რა­თებს იღე­ბენ და ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ის­კენ გზას აგ­რძე­ლებ­დნენ. ღვი­ნის კი­დევ რამ­დე­ნი­მე დახ­ლი და "ბიბ­ლუ­სის" სტენ­დიც გა­მოჩ­ნდა. აქ ყვე­ლა­ფე­რია, რაც ღვი­ნო­სა და მის ის­ტო­რი­ას, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას შე­ე­ხე­ბა. აქ­ვეა, ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის allwine.ge-ს გა­ზე­თი, სა­დაც ღვი­ნის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ტყობთ.

კი­დევ რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯი და უკვე სცე­ნაა. სცე­ნა­ზე ცეკ­ვი­სა და ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი ერ­თმა­ნეთს ცვლიდ­ნენ. მათ შო­რის იყ­ვნენ "ჰე­რი­ოს კვარ­ტე­ტი" და "სა­მე­ბა". სცე­ნა­ზე დან­თე­ბუ­ლი სა­ო­ცა­რი მუხ­ტი სტუმ­რებ­ზეც გად­მო­ვი­და და მუ­სი­კა­ლურ­მა ნომ­რებ­მაც ხალ­ხში გა­და­ი­ნაც­ვლა. სცე­ნის წინ სტუმ­რე­ბი ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის ჰან­გებ­ზე აცეკვდნენ. ლა­ზუ­რი, აჭა­რუ­ლი, სვა­ნუ­რი ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბო­და და არ ჩერ­დე­ბო­და ხალ­ხიც.

სცე­ნი­დან ოდ­ნავ მო­შო­რე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი დახ­ლი იყო, სა­დაც ბრმა დე­გუს­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კი­დევ ერთი ახა­ლი პო­ექ­ტის "10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნდა გა­სინ­ჯო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ" ფარ­გლებ­ში.

ღვი­ნო ყვე­ლის, თაფ­ლის, პუ­რის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ჰოდა, არც ფეს­ტი­ვალ­ზე იყო ღვი­ნო გა­ნუყ­რე­ლი ატ­რი­ბუ­ტე­ბის გა­რე­შე. ბრმა დე­გუს­ტა­ცი­ის დახ­ლის მო­პირ­და­პი­რედ ქარ­თუ­ლი პუ­რი­სა და ყვე­ლის, ოდ­ნავ მო­შო­რე­ბით კი თაფ­ლის დე­გუ­ტა­ცია და გა­ყიდ­ვა ხდე­ბო­და.

ფეს­ტი­ვა­ლი სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რე­ბის გა­რე­შე არა­ფე­რია. სწო­რედ ამი­ტომ, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს არც ეს სა­კი­თხი გა­მორ­ჩათ უყუ­რა­დღე­ბოდ და იქვე იყო ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის რამ­დე­ნი­მე დახ­ლი, სა­დაც სა­ჩუქ­რად თუ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნივ­თის შე­ძე­ნას შეძ­ლებ­დით.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა"პა­ლიტ­რა L" კვლავ ღვი­ნის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბით იქ­ცევ­და სტუმ­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბას. ქარ­თულ და უცხურ ენებ­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბით სტუმ­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­ტეს­დე­ბოდ­ნენ.

ქუ­ჩის ბო­ლო­ში კი სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო­ე­ბი­სა და გი­ფე­ბის გა­და­ღე­ბა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რე­ბი დე­გუს­ტა­ცი­ის შემ­დეგ თა­მა­მად იღებ­დნენ ფო­ტო­ებს photo bus-ში და მხი­ა­რუ­ლად პო­ზი­ო­რობ­დნენ გი­ფე­რის აპა­რა­ტის კა­მე­რას­თან.

"ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს არც პა­ტა­რა სტუმ­რე­ბი და­უ­ტო­ვე­ბი­ათ უყუ­რა­დღე­ბოდ. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პე­რო­დუ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ ხოლ­მე მულ­ტფილ­მის გმი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გან­წყო­ბის შექ­მნა­ზე ზრუ­ნავ­დნენ.

ღო­ნის­ძი­ე­ბა იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მო­ვი­და, რომ მის გა­სახ­სნე­ლად მი­სულ­მა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა ფეს­ტი­ვა­ლის და ზო­გა­დად, ოქ­ტომ­ბერ­ში ღვი­ნის კვი­რე­უ­ლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

"სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო მი­ე­სალ­მე­ბა ასეთ ინი­ცი­ა­ტი­ვას. ეს არის ძა­ლი­ან კარ­გი ღო­ნის­ძი­ე­ბა ღვი­ნის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც უკვე ტრა­დი­ცი­ად მკვიდ­რდე­ბა. მე­ო­თხე წე­ლია ტარ­დე­ბა ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყი­სი­დან პირ­ვე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. სიმ­ბო­ლუ­რიც არის, რომ ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვი­ნო­ბის­თვე ჰქვია. ვფიქ­რობ, Wine Fast-ი ღვი­ნის კვი­რე­უ­ლი უფრო მას­შტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს და მთე­ლი ღვი­ნო­ბის­თვე გაგ­რძელ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ერთი მხრივ, ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე ღვი­ნის კულ­ტუ­რის ამაღ­ლე­ბას, მე­ო­რე მხრივ თბი­ლი­სის ვი­ზი­ტო­რებ­ში პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას გაზ­რდის. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც პა­რა­ლე­ლუ­რად არ­სე­ბობს - "10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნდა დავ­ლი­ოთ". იმის­თვის, რომ ღვი­ნის­მცოდ­ნე­ო­ბა და ღვი­ნის ცნო­ბა­დო­ბა გა­ი­ზარ­დოს ქვე­ყა­ნა­ში, ღვი­ნის შე­სა­ხებ მეტი უნდა ვი­ცო­დეთ. ღვი­ნო არის კულ­ტუ­რა და არა მხო­ლოდ და­სა­ლე­ვი. ბევ­რი ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა უნდა არ­სე­ბობ­დეს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ცნო­ბა­დო­ბის შე­საქ­მნე­ლად და ყვე­ლა ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო მი­ე­სალ­მე­ბა", - თქვა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

ფეს­ტი­ვა­ლით კმა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ რო­გორც თა­ვად ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, ისე - მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. allwine.ge-ს დი­რექ­ტორს ლაშა შა­რი­ქა­ძის თქმით, ღო­ნის­ძი­ე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რი სახე მი­ი­ღოს.

"ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რია მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. დი­ლი­დან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და, რომ­ლე­ბიც აგე­მოვ­ნე­ბენ ღვი­ნოს და დროს მხი­ა­რუ­ლად ატა­რე­ბენ. გარ­თო­ბის უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა სტუ­მა­რი კმა­ყო­ფი­ლია. წელს "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი" პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა. დიდი სურ­ვი­ლი გვაქვს, რომ ის ყო­ველ­წლი­უ­რი გახ­დეს," – აღ­ნიშ­ნა ლაშა შა­რი­ქა­ძემ.

"ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2017-ის" გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია "ხა­ლიკ ბან­კი სა­ქარ­თვე­ლო". ღო­ნის­ძი­ე­ბის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან: "სა­ქარ­თვე­ლოს სო­მე­ლი­ე­თა ასო­ცი­ა­ცია", ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბა "Welcome to Georgia".

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შვილის თანდასწრებით მოკლული ცოლი და სიდედრი - უვადო პატიმრობამისჯილის ოჯახი ბავშვზე მეურვეობას ითხოვს

რჩეული ქართული ღვინოები, უამრავი სტუმარი და დიდი მხიარულება - ეს "ქართული ღვინის ფესტივალი 2017"-ია

რჩეული ქართული ღვინოები, უამრავი სტუმარი და დიდი მხიარულება - ეს "ქართული ღვინის ფესტივალი 2017"-ია

ბოლო პერიოდში თბილისში სხვადასხვა თემასთან დაკავშირებული ფესტივალები მომრავლდა. თუმცა, იშვიათად შეხვდებით ისეთი დონის, ისეთ ლამაზ და ისეთ ხალხმრავალ ფესტივალს, როგორიც „ქართული ღვინის ფესტივალი 2017“ აღმოჩნდა.

15 ოქტომბერს 12:00-დან 19:00 საათამდე შარდენზე ღვინის ონლაინმაღაზიის allwine.ge-სა და „მეიდან ჯგუფის“ ორგანიზებით მოწყობილ ღონიძიებაზე ქართული ღვინის მწარმოებლები ფესტივალის სტუმრებს საკუთარ ღვინოებს წარუდგენდნენ. გამოფენაზე 40-მდე სახეობის ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

თუმცა ეს ყველაფერი არაა. შარდენის ქუჩის მიახლოებისთანავე გამვლელების ყურადღებას სასიამოვნო ქართული მუსიკა იქცევდა და ფესტივალისკენ ეპატიჟებოდა. ქუჩის დასაწყისშივე დეგუსტაცია იწყებოდა. ხილითა და ყვავილებით მორთული ულამაზესი ქუჩის ორივე მხარეს ღვინის კომპანიები იყვნენ წარმოდგენილი, რომლებიც ერთმანეთს არა მხოლოდ ღვინის არომატებით, არამედ ლამაზი დახლებითაც ეჯიბრებოდნენ. თითოეულ კომპანიასთან გრძელი რიგია, დეგუსტაციის მსურველები მრავლად იყვნენ. ღვინის დაგემოვნების შემდეგ იქვე მდებარე გამცემ პუნქტებში ღვინის ყიდვაც შესაძლებელი იყო.

საშემოდგომო ხილით საოცრად მორთული ქუჩის დასაწყისშივე ულამაზესი მიმები იქცევდნენ ყურადღებას. სტუმრები მათთან სამსახსოვრო სურათებს იღებენ და ღვინის დეგუსტაციისკენ გზას აგრძელებდნენ. ღვინის კიდევ რამდენიმე დახლი და „ბიბლუსის“ სტენდიც გამოჩნდა. აქ ყველაფერია, რაც ღვინოსა და მის ისტორიას, ასევე საქართველოს ისტორიას შეეხება. აქვეა, ფესტივალის ორგანიზატორის allwine.ge-ს გაზეთი, სადაც ღვინის შესახებ საინტერესო ინფორმაციას შეიტყობთ.

კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და უკვე სცენაა. სცენაზე ცეკვისა და ფოლკლორული ანსამბლები ერთმანეთს ცვლიდნენ. მათ შორის იყვნენ "ჰერიოს კვარტეტი" და "სამება". სცენაზე დანთებული საოცარი მუხტი სტუმრებზეც გადმოვიდა და მუსიკალურმა ნომრებმაც ხალხში გადაინაცვლა. სცენის წინ სტუმრები ქართული მუსიკის ჰანგებზე აცეკვდნენ. ლაზური, აჭარული, სვანური ერთმანეთს ენაცვლებოდა და არ ჩერდებოდა ხალხიც.

სცენიდან ოდნავ მოშორებით სპეციალური დახლი იყო, სადაც ბრმა დეგუსტაცია მიმდინარეობდა კიდევ ერთი ახალი პოექტის „10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ“ ფარგლებში.

ღვინო ყველის, თაფლის, პურის გარეშე წარმოუდგენელია. ჰოდა, არც ფესტივალზე იყო ღვინო განუყრელი ატრიბუტების გარეშე. ბრმა დეგუსტაციის დახლის მოპირდაპირედ ქართული პურისა და ყველის, ოდნავ მოშორებით კი თაფლის დეგუტაცია და გაყიდვა ხდებოდა.

ფესტივალი სამახსოვრო საჩუქრების გარეშე არაფერია. სწორედ ამიტომ, ორგანიზატორებს არც ეს საკითხი გამორჩათ უყურადღებოდ და იქვე იყო ქართული ხელნაკეთი ნივთების რამდენიმე დახლი, სადაც საჩუქრად თუ საკუთარი თავისთვის განსაკუთრებული ნივთის შეძენას შეძლებდით.

გამომცემლობა“პალიტრა L” კვლავ ღვინის შესახებ გამოცემული წიგნებით იქცევდა სტუმრების ყურადღებას. ქართულ და უცხურ ენებზე გამოცემული წიგნებით სტუმრები განსაკუთრებით ინტესდებოდნენ.

ქუჩის ბოლოში კი სამახსოვრო ფოტოებისა და გიფების გადაღება იყო შესაძლებელი. ფესტივალის სტუმრები დეგუსტაციის შემდეგ თამამად იღებდნენ ფოტოებს photo bus-ში და მხიარულად პოზიორობდნენ გიფერის აპარატის კამერასთან.

”ქართული ღვინის ფესტივალის” ორგანიზატორებს არც პატარა სტუმრები დაუტოვებიათ უყურადღებოდ. დღის განმავლობაში პეროდულად გამოჩნდებოდნენ ხოლმე მულტფილმის გმირები, რომლებიც ბავშვებისთვის განსაკუთრებული განწყობის შექმნაზე ზრუნავდნენ.

ღონისძიება იმდენად შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ მის გასახსნელად მისულმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ფესტივალის და ზოგადად, ოქტომბერში ღვინის კვირეულის გახანგრძლივებაზეც ისაუბრა.

”სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება ასეთ ინიციატივას. ეს არის ძალიან კარგი ღონისძიება ღვინის კვირეულის ფარგლებში, რომელიც უკვე ტრადიციად მკვიდრდება. მეოთხე წელია ტარდება ოქტომბრის დასაწყისიდან პირველი დღეების განმავლობაში. სიმბოლურიც არის, რომ ოქტომბერს საქართველოში ღვინობისთვე ჰქვია. ვფიქრობ, Wine Fast-ი ღვინის კვირეული უფრო მასშტაბურ ღონისძიებებში გადაიზარდოს და მთელი ღვინობისთვე გაგრძელდეს საქართველოში. ეს ღონისძიებები, ერთი მხრივ, ადგილობრივ დონეზე ღვინის კულტურის ამაღლებას, მეორე მხრივ თბილისის ვიზიტორებში პოპულარიზაციას გაზრდის. ძალიან მნიშვნელოვანია ის ინიციატივა, რომელიც პარალელურად არსებობს - ”10 ღვინო, რომელიც უნდა დავლიოთ”. იმისთვის, რომ ღვინისმცოდნეობა და ღვინის ცნობადობა გაიზარდოს ქვეყანაში, ღვინის შესახებ მეტი უნდა ვიცოდეთ. ღვინო არის კულტურა და არა მხოლოდ დასალევი. ბევრი ასეთი ღონისძიება უნდა არსებობდეს ქართული ღვინის ცნობადობის შესაქმნელად და ყველა ამ ინიციატივას სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება”, - თქვა ლევან დავითაშვილმა.

ფესტივალით კმაყოფილები იყვნენ როგორც თავად ორგანიზატორები, ისე - მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებიც. allwine.ge-ს დირექტორს ლაშა შარიქაძის თქმით, ღონისძიებამ შეიძლება ყოველწლიური სახე მიიღოს.

„ძალიან პოზიტიურია მოსული სტუმრების გამოხმაურება. დილიდან უამრავი ადამიანი მოვიდა, რომლებიც აგემოვნებენ ღვინოს და დროს მხიარულად ატარებენ. გართობის უამრავი საშუალებაა და შესაბამისად, ყველა სტუმარი კმაყოფილია. წელს „ქართული ღვინის ფესტივალი“ პირველად ტარდება. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ის ყოველწლიური გახდეს,“ – აღნიშნა ლაშა შარიქაძემ.

"ქართული ღვინის ფესტივალი 2017-ის" გენერალური სპონსორია "ხალიკ ბანკი საქართველო". ღონისძიების პარტნიორები არიან: "საქართველოს სომელიეთა ასოციაცია", ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება "Welcome to Georgia".

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი