მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა

4

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 09:13-ზე, მთვარე კუროშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ღვინის ფესტივალი 2017" - ფოტორეპორტაჟი შარდენიდან
"ქართული ღვინის ფესტივალი 2017" - ფოტორეპორტაჟი შარდენიდან

15 ოქ­ტომ­ბერს შარ­დენ­ზე "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2017" გა­ი­მარ­თა. ფეს­ტი­ვა­ლი 12:00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნა და 19:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­და.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ მეტი ფოტო

ღვი­ნის ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზია Allwine.ge-სა და "მე­ი­დან ჯგუ­ფის" ორ­გა­ნი­ზე­ბით, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მწარ­მო­ებ­ლებ­მა ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რებს სა­კუ­თა­რი ღვი­ნო­ე­ბი წა­რუდ­გი­ნეს და ერ­თმა­ნეთს სა­უ­კე­თე­სო მეღ­ვი­ნის ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბა­ში შე­ე­ჯიბრნენ. გა­მო­ფე­ნის ფარ­გლებ­ში ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია და გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა გა­ი­მარ­თა. 40-მდე მწარ­მო­ე­ბელ­მა ერთი თეთ­რი და ერთი წი­თე­ლი ღვი­ნო წა­რად­გი­ნა და ბრმა დე­გუს­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ხალ­ხო ხმის მი­ცე­მა წარ­მო­ებ­და. შემ­დეგ ეტაპ­ზე ხმის მი­ცე­მა ონ­ლა­ინ იქ­ნე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, ხალ­ხის რჩე­უ­ლე­ბი­დან 10 სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნოს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სო­მე­ლი­ე­ე­ბის გუნ­დი გა­მო­ავ­ლენს.

ფეს­ტი­ვა­ლი დატ­ვირ­თუ­ლი იყო სხვა­დას­ხვა სა­ხის აქ­ტი­ვო­ბით: უნი­კა­ლუ­რი ჯი­შის ყვე­ლი, სა­უ­კე­თე­სო ჩურ­ჩხე­ლა და ჩირი, ქარ­თუ­ლი პური, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მუ­სი­კა.

ფეს­ტი­ვალ­ზე სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი გე­მოვ­ნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს შე­ეძ­ლო. ღვი­ნის ის­ტო­რი­ის გაც­ნო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, რო­გორც ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბით, ასე­ვე წიგ­ნე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L", რომ­ლის სტენ­დზეც სტუმ­რებს ღვი­ნის შე­სა­ხებ არა­ერ­თი წიგ­ნის ნახ­ვა შე­ეძ­ლოთ. აქვე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი კომ­პა­ნია VR House, რო­მე­ლიც ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის სათ­ვა­ლე­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­ში, ღვი­ნის წარ­სულ­ში გა­მოგ­ზა­უ­რებ­დათ. ასე­ვე მო­ე­წყო ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­კე­თი აქ­სე­სუ­ა­რე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ქარ­თუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კაც და ფოლკ­ლო­რი.

ამას­თან, Allwine.ge ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში კი­დევ ერთ მას­შტა­ბურ პრო­ექტს იწყებს, რო­მე­ლიც მიზ­ნად, ასე­ვე, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ისა­ხავს. "10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნდა გა­სინ­ჯო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ!" - ასე ჰქვია აღ­ნიშ­ნულ პრო­ექტს.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ მეტი ფოტო

ნა­ხეთ ასე­ვე: "ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი" შე­საძ­ლოა, მთე­ლი ოქ­ტომ­ბრის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შვილის თანდასწრებით მოკლული ცოლი და სიდედრი - უვადო პატიმრობამისჯილის ოჯახი ბავშვზე მეურვეობას ითხოვს

"ქართული ღვინის ფესტივალი 2017" - ფოტორეპორტაჟი შარდენიდან

"ქართული ღვინის ფესტივალი 2017" - ფოტორეპორტაჟი შარდენიდან

15 ოქტომბერს შარდენზე "ქართული ღვინის ფესტივალი 2017" გაიმართა. ფესტივალი 12:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათამდე გაგრძელდა.

დაათვალიერეთ მეტი ფოტო

ღვინის ონლაინმაღაზია Allwine.ge-სა და "მეიდან ჯგუფის" ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებლებმა ფესტივალის სტუმრებს საკუთარი ღვინოები წარუდგინეს და ერთმანეთს საუკეთესო მეღვინის ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრნენ. გამოფენის ფარგლებში ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. 40-მდე მწარმოებელმა ერთი თეთრი და ერთი წითელი ღვინო წარადგინა და ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე სახალხო ხმის მიცემა წარმოებდა. შემდეგ ეტაპზე ხმის მიცემა ონლაინ იქნება. საბოლოოდ, ხალხის რჩეულებიდან 10 საუკეთესო ღვინოს კვალიფიციური სომელიეების გუნდი გამოავლენს.

ფესტივალი დატვირთული იყო სხვადასხვა სახის აქტივობით: უნიკალური ჯიშის ყველი, საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული პური, მრავალფეროვანი მუსიკა.

ფესტივალზე საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანს შეეძლო. ღვინის ისტორიის გაცნობა შესაძლებელი იყო, როგორც ღვინის დაგემოვნებით, ასევე წიგნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო გამომცემლობა "პალიტრა L", რომლის სტენდზეც სტუმრებს ღვინის შესახებ არაერთი წიგნის ნახვა შეეძლოთ. აქვე იყო წარმოდგენილი კომპანია VR House, რომელიც ვირტუალური რეალობის სათვალეების საშუალებით ქართულ ტრადიციებში, ღვინის წარსულში გამოგზაურებდათ. ასევე მოეწყო ქართული ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იყო ქართული თანამედროვე მუსიკაც და ფოლკლორი.

ამასთან, Allwine.ge ფესტივალის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომელიც მიზნად, ასევე, ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისახავს. "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!" - ასე ჰქვია აღნიშნულ პროექტს.

დაათვალიერეთ მეტი ფოტო

ნახეთ ასევე: "ღვინის ფესტივალი" შესაძლოა, მთელი ოქტომბრის განმავლობაში გაგრძელდეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი