მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი ტაფა და ქვაბია საუკეთესო კერძის მოსამზადებლად და რომელია ჯანმრთელობისთვის სახიფათო - საჭირო რჩევები დიასახლისებს
როგორი ტაფა და ქვაბია საუკეთესო კერძის მოსამზადებლად და რომელია ჯანმრთელობისთვის სახიფათო - საჭირო რჩევები დიასახლისებს

ტაფა და ქვა­ბი - სამ­ზა­რე­უ­ლოს მთა­ვა­რი ატ­რი­ბუ­ტე­ბია, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა ოჯახ­ში მო­ი­პო­ვე­ბა. რაც დრო გა­დის, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ჭურ­ჭლის არ­ჩე­ვა­ნიც იზ­რდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად დი­ა­სახ­ლი­სებ­საც უმარ­ტივ­დე­ბათ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი, თუმ­ცა ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან ერ­თად, ჩნდე­ბა ახა­ლი, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ხი­ფა­თო შემ­ცვე­ლო­ბის პრო­დუქ­ცია, რო­მე­ლიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ხდე­ბა. რა უნდა იცო­დეთ, როცა სამ­ზა­რე­უ­ლოს­თვის ახალ ჭურ­ჭელს ყი­დუ­ლობთ - ყვე­ლა კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია".

იმის­თვის, რომ საკ­ვე­ბი კარ­გად მომ­ზად­დეს, სა­ჭი­როა ჭურ­ჭე­ლი თა­ნაბ­რად გა­ხურ­დეს, ყვე­ლა­ზე თა­ნაბ­რად კი სიმ­ხურ­ვა­ლე თუ­ჯის, კე­რა­მი­კი­სა და ტეფ­ლო­ნის და­ფარ­ვი­ან ჭურ­ჭელ­ზე ნა­წილ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე სწრა­ფად კერ­ძი ტეფ­ლო­ნი­სა და უჟან­გა­ვი მე­ტა­ლის ჭურ­ჭელ­ში მზად­დე­ბა, ასე­ვე შე­და­რე­ბით მალე მზად­დე­ბა კერ­ძი ემა­ლის ჭურ­ჭელ­ში. შუ­შის, კე­რა­მი­კი­სა და თუ­ჯის ქვაბ­ში კი, იგი­ვე საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბას, თით­ქმის ორ­ჯერ მეტი დრო სჭირ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად საკ­ვებს ტეფ­ლო­ნი­სა და კე­რა­მი­კის ზე­და­პი­რი­ა­ნი ტაფა იკ­რავს, ასე­ვე არ იკ­რავს საჭ­მელს თუ­ჯის ჭურ­ჭე­ლიც, თუმ­ცა კერ­ძე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად თუჯს შე­და­რე­ბით მეტი ცხი­მი სჭირ­დე­ბა. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვენ­მა მომ­ზა­დე­ბულ­მა კერძმა ჭურ­ჭელ­ში დიდი ხანი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი თი­ხი­სა, თუ­ჯის და უჟან­გა­ვი მე­ტა­ლის ჭურ­ჭე­ლია.

უჟან­გა­ვი მე­ტა­ლის ქვა­ბებ­სა და ტა­ფას კი­დევ ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, მათი სა­ხე­ლუ­რი არ ხურ­დე­ბა და ამ მხრივ ისი­ნი კომ­ფორ­ტუ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა უარ­ყო­ფით მხა­რე­ებს, თუ­ჯი­სა და თი­ხის ჭურ­ჭე­ლი მძი­მეა, ამი­ტომ მათი ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა არ არის კომ­ფორ­ტუ­ლი, თუმ­ცა თუ­ჯის, ისე­ვე რო­გორც უჟან­გა­ვი მე­ტა­ლი­სა და შუ­შის ჭურ­ჭლის ზე­და­პი­რი ყვე­ლა­ზე რთუ­ლად ზი­ან­დე­ბა და მათი გა­მო­ყე­ნე­ბის ვადა, სხვა ტა­ფებ­თან შე­და­რე­ბით მე­ტია, ამ მხრივ ყვე­ლა­ზე ცუდი ტეფ­ლო­ნის ჭურ­ჭე­ლია, რად­გან მისი ზე­და­პი­რი ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვად ზი­ან­დე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო: გა­ი­გეთ ჭურ­ჭლის შე­მად­გენ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხო, ან სა­რის­კოა

ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლად მო­სახ­მა­რი თუ­ჯის, უჟან­გა­ვი მე­ტა­ლის, კე­რა­მი­კი­სა და ტეფ­ლო­ნის და­ფარ­ვი­ა­ნი ქვა­ბე­ბი და ტა­ფე­ბია. ახლა გა­ვარ­კვი­ოთ რო­მე­ლი მათ­გა­ნია უსაფრ­თხო და რო­მე­ლი იწ­ვევს სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ და­ა­ვა­დე­ბებს.

დღეს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ტეფ­ლო­ნის ტაფა და ქვა­ბია, რო­მელ­მაც დი­ა­სახ­ლი­სე­ბის გული გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე მო­ი­გო, ის შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქია, არ იკ­რავს საკ­ვებს, სჭირ­დე­ბა ცოტა ცხი­მი და მარ­ტი­ვად ირე­ცხე­ბა, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბი გვარ­წმუ­ნე­ბენ, რომ ჭურ­ჭე­ლი ტეფ­ლო­ნის და­ფარ­ვით, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია, რად­გან ის მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე გა­მო­ყოფს ისეთ ტოქ­სი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც პერფრო­რო­ქ­ტან მჟა­ვაა.

ამი­ტომ თუ თქვენ ტეფ­ლო­ნის და­ფარ­ვი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი გაქვთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რაც უფრო ბევ­რი ტეფ­ლო­ნის ფე­ნით არის და­ფა­რუ­ლი ჭურ­ჭე­ლი, მით უფრო ხა­რის­ხი­ა­ნი და უსაფრ­თხოა. ფე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი შე­ფუთ­ვა­ზე უნდა იყოს მი­თი­თე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ და­ფარ­ვა არ და­ზი­ან­დეს, რად­გან სწო­რედ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი­დან ხდე­ბა ტოქ­სი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ყო­ფა. ამი­ტომ იცო­დეთ, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­ი­ყე­ნოთ მას­თან მე­ტა­ლის კოვ­ზი და არ გა­რე­ცხოთ ის უხე­ში სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. სწო­რი მოხ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ტეფ­ლო­ნის და­ფარ­ვი­ა­ნი ჭურ­ჭლის ვადა 5 წე­ლია.

ტა­ფე­ბი­სა და ქვა­ბე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად ყვე­ლა­ზე სა­ში­ში მა­სა­ლა ალუ­მი­ნია - ის ყვე­ლა­ზე რბი­ლი მე­ტა­ლია და შე­სა­ბა­მი­სად კოვ­ზით მო­რე­ვი­სას, მისი პა­ტა­რა ნა­წი­ლა­კე­ბი კერ­ძში მარ­ტი­ვად ხვდე­ბა, ასე­თი ჭურ­ჭლის ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დიდი ალ­ბა­თო­ბით ორ­გა­ნიზ­მში და­საშ­ვებ ნორ­მა­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი ალუ­მი­ნი დაგ­როვ­დე­ბა.

თუმ­ცა, არ­სე­ბობს თა­ნა­მედ­რო­ვე ალუ­მი­ნის ჭურ­ჭე­ლი, რომ­ლის ზე­და­პირ­ზეც დამ­ცა­ვი ფე­ნე­ბია, ამი­ტომ თუ ასეთ ჭურ­ჭელს შე­ი­ძენთ, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­ი­ყე­ნოტ მას­თან მე­ტა­ლის კოვ­ზე­ბი და ჩან­გლე­ბი, ასე­ვე არ გა­რე­ცხოთ ის უხე­ში სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. ასე­ვე ალუ­მი­ნის ტა­ფი­სა და ქვა­ბის ფსკე­რი არ უნდა იყოს 3 მი­ლი­მეტრზე ნაკ­ლე­ბი. ალუ­მი­ნის ქვა­ბის ყიდ­ვი­სას და­აკ­ვირ­დით მის სა­ხე­ლურს, უმ­ჯო­ბე­სია სა­ხე­ლუ­რი მი­მაგ­რე­ბუ­ლი ქონ­დეს და არა მი­დუ­ღე­ბუ­ლი, რად­გან მი­დუ­ღე­ბუ­ლი სა­ხე­ლუ­რი ჭურ­ჭელს მარ­ტი­ვად მო­ტყდე­ბა.

ყიდ­ვი­სას ხში­რად ჩვენს ყუ­რა­დღე­ბას ფე­რა­დი, ემა­ლის ზე­და­პი­რი­ა­ნი ჭურ­ჭე­ლი იპყრობს. რა უნდა ვი­ცო­დეთ ემა­ლის შე­სა­ხებ? ემა­ლის და­ფარ­ვი­ა­ნი ქვა­ბე­ბი უსაფრ­თხოა, იქამ­დე სა­ნამ მისი ზე­და­პი­რი და­ზი­ან­დე­ბა, ამო­ტე­ხი­ლი ად­გი­ლე­ბი­დან კი ხდე­ბა ისე­თი მძი­მე მე­ტა­ლე­ბის კერ­ძში მოხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში გროვ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა თუ­ჯის ჭურ­ჭელს, სა­უ­კე­თე­სო თუ­ჯის ჭურ­ჭე­ლი უნდა იყოს მძი­მე, და­ახ­ლო­ე­ბით 3 ლიტ­რი­ა­ნი ხა­რის­ხი­ა­ნი თუ­ჯის ქვა­ბი, უნდა იწო­ნი­დეს მი­ნი­მუმ 4 კი­ლო­ნა­ხე­ვარს, გარ­და ამი­სა, თუ­ჯის ჭურ­ჭე­ლი არ უნდა იყოს პრი­ა­ლა ზე­და­პი­რი­ა­ნი, რაც უფრო დიდი ფო­რე­ბი აქვს მას და რაც უფრო მუ­ქია უკე­თე­სია. თუ­ჯის ჭურ­წე­ლი უსაფრ­თხოა, თუმ­ცა რო­გორც უკვე ვთქვით ის მძი­მეა და ამსთა­ნა­ვე მას­ში კერ­ძის მომ­ზა­დე­ბას ბევ­რი ცხი­მი სჭირ­დე­ბა. ასე­ვე მძი­მეა, თუმ­ცა უსაფრ­თხოა კე­რა­მი­კის ჭურ­ჭე­ლიც. უსაფრ­თხო­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა ცე­ცხლგამ­ძლე შუ­შის ქვა­ბიც, რომ­ლის ხა­რის­ხის დად­გე­ნა მას­ზე დაგკვირ­ვე­ბი­თა­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, კარ­გი შუ­შის ქვა­ბი არ უნდა იყოს და­ბუ­რუ­ლი, ამას­თა­ნა­ვე მას­ში არ უნდა იყოს ჰა­ე­რის ბურ­თუ­ლე­ბი.

უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კომ­ფორ­ტუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა­ზე კარ­გი უჟან­გა­ვი მე­ტა­ლის ქვა­ბე­ბი და ტა­ფე­ბია. მთა­ვა­რია ისი­ნი ხა­რის­ხი­ა­ნი იყოს. მე გას­წავ­ლით რო­გორ აარ­ჩი­ოთ კარ­გი უჟან­გა­ვი მე­ტა­ლის ჭურ­ჭე­ლი. პირ­ველ რიგ­ში იცო­დეთ სა­უ­კე­თე­სო უჟან­გა­ვი მე­ტა­ლის ჭურ­ჭელს ფსკერ­ზე უნდა ეწე­როს 18/10, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მას­ში 18 პრო­ცენ­ტი ქრო­მი და 10 პრო­ცენ­ტი ნი­კე­ლია.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა სამ­ზა­რე­უ­ლოს ის ინ­ვენ­ტა­რი, რომ­ლებ­საც კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბის დროს ვი­ყე­ნებთ. ნიჩ­ბებ­სა და კოვ­ზებ­ზე უნდა იყოს მარ­კი­რე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თე­ბი საკ­ვე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლა­დაა გან­კუთ­ვნი­ლი, ხის კოვ­ზე­ბი არ უნდა იყოს ლა­ქით და­ფა­რუ­ლი, ან შე­ღე­ბი­ლი, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი­სა, სამ­ზა­რე­უ­ლოს ხის ინ­ვენ­ტარ­საც აქვს უარ­ყო­ფი­თი მხა­რე, ის ად­ვი­ლად იწოვს რო­გორც საკ­ვებს, ასე­ვე სა­რე­ცხ სა­შუ­ა­ლე­ბებს და ამ მხრივ ის სიფრ­თხი­ლით უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ყვე­ლა­ზე კარ­გი სი­ლი­კო­ნის ნიჩ­ბე­ბია, რო­მე­ლიც არ აზი­ა­ნებს ჭურ­ჭელს, უძ­ლებს 280 გრა­დუს ტემ­პე­რა­ტუ­რას და აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსაფრ­თხოა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

იხი­ლეთ ვრცლად გა­და­ცე­მა "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

როგორი ტაფა და ქვაბია საუკეთესო კერძის მოსამზადებლად და რომელია ჯანმრთელობისთვის სახიფათო - საჭირო რჩევები დიასახლისებს

როგორი ტაფა და ქვაბია საუკეთესო კერძის მოსამზადებლად და რომელია ჯანმრთელობისთვის სახიფათო - საჭირო რჩევები დიასახლისებს

ტაფა და ქვაბი - სამზარეულოს მთავარი ატრიბუტებია, რომლებიც ყველა ოჯახში მოიპოვება. რაც დრო გადის, კერძების მომზადებისთვის განკუთვნილი ჭურჭლის არჩევანიც იზრდება, შესაბამისად დიასახლისებსაც უმარტივდებათ სამზარეულოში ტრიალი, თუმცა ახალ ტექნოლოგიებთან ერთად, ჩნდება ახალი, ჯანმრთელობისთვის სახიფათო შემცველობის პროდუქცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში საშიში დაავადებების გამომწვევი მიზეზი ხდება. რა უნდა იცოდეთ, როცა სამზარეულოსთვის ახალ  ჭურჭელს ყიდულობთ - ყველა კითხვაზე გიპასუხებთ "პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა აკრძალულია".

იმისთვის, რომ საკვები კარგად მომზადდეს, საჭიროა ჭურჭელი თანაბრად გახურდეს, ყველაზე თანაბრად კი სიმხურვალე თუჯის, კერამიკისა და ტეფლონის დაფარვიან ჭურჭელზე ნაწილდება. ყველაზე სწრაფად კერძი ტეფლონისა და უჟანგავი მეტალის ჭურჭელში მზადდება, ასევე შედარებით მალე მზადდება კერძი ემალის ჭურჭელში. შუშის, კერამიკისა და თუჯის ქვაბში კი, იგივე საკვების მომზადებას, თითქმის ორჯერ მეტი დრო სჭირდება. ყველაზე ნაკლებად საკვებს ტეფლონისა და კერამიკის ზედაპირიანი ტაფა იკრავს, ასევე არ იკრავს საჭმელს თუჯის ჭურჭელიც, თუმცა კერძების მოსამზადებლად თუჯს შედარებით მეტი ცხიმი სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია თქვენმა მომზადებულმა კერძმა ჭურჭელში დიდი ხანი შეინარჩუნოს მაღალი ტემპერატურა, ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი თიხისა, თუჯის და უჟანგავი მეტალის ჭურჭელია.

უჟანგავი მეტალის ქვაბებსა და ტაფას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს, მათი სახელური არ ხურდება და ამ მხრივ ისინი კომფორტულია. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, თუჯისა და თიხის ჭურჭელი მძიმეა, ამიტომ მათი ყოველდღიური გამოყენება არ არის კომფორტული, თუმცა თუჯის, ისევე როგორც უჟანგავი მეტალისა და შუშის ჭურჭლის ზედაპირი ყველაზე რთულად ზიანდება და მათი გამოყენების ვადა, სხვა ტაფებთან შედარებით მეტია, ამ მხრივ ყველაზე ცუდი ტეფლონის ჭურჭელია, რადგან მისი ზედაპირი ყველაზე მარტივად ზიანდება.

იხილეთ ვიდეო: გაიგეთ ჭურჭლის შემადგენლობის შესახებ, რომელშიც საკვების მომზადება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, ან სარისკოა

ყველაზე ადვილად მოსახმარი თუჯის, უჟანგავი მეტალის, კერამიკისა და ტეფლონის დაფარვიანი ქვაბები და ტაფებია. ახლა გავარკვიოთ რომელი მათგანია უსაფრთხო და რომელი იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს.

დღეს ყველაზე პოპულარული ტეფლონის ტაფა და ქვაბია, რომელმაც დიასახლისების გული გამოსვლისთანავე მოიგო, ის შედარებით მსუბუქია, არ იკრავს საკვებს, სჭირდება ცოტა ცხიმი და მარტივად ირეცხება, თუმცა მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ ჭურჭელი ტეფლონის დაფარვით, განსაკუთრებით საშიშია, რადგან ის მაღალ ტემპერატურაზე გამოყოფს ისეთ ტოქსიურ ნივთიერებას, რომელიც პერფროროქტან მჟავაა.

ამიტომ თუ თქვენ ტეფლონის დაფარვიანი პროდუქციის შეძენის სურვილი გაქვთ, გაითვალისწინეთ, რაც უფრო ბევრი ტეფლონის ფენით არის დაფარული ჭურჭელი, მით უფრო ხარისხიანი და უსაფრთხოა. ფენების რაოდენობა კი შეფუთვაზე უნდა იყოს მითითებული. გარდა ამისა უმნიშვნელოვანესია, რომ დაფარვა არ დაზიანდეს, რადგან სწორედ დაზიანებული ადგილებიდან ხდება ტოქსიური ნივთიერებების გამოყოფა. ამიტომ იცოდეთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ მასთან მეტალის კოვზი და არ გარეცხოთ ის უხეში სარეცხი საშუალებებით. სწორი მოხმარების შემთხვევაში ტეფლონის დაფარვიანი ჭურჭლის ვადა 5 წელია.

ტაფებისა და ქვაბების დასამზადებლად ყველაზე საშიში მასალა ალუმინია - ის ყველაზე რბილი მეტალია და შესაბამისად კოვზით მორევისას, მისი პატარა ნაწილაკები კერძში მარტივად ხვდება, ასეთი ჭურჭლის ხშირი გამოყენების შემთხვევაში, დიდი ალბათობით ორგანიზმში დასაშვებ ნორმაზე გაცილებით მეტი ალუმინი დაგროვდება.

თუმცა, არსებობს თანამედროვე ალუმინის ჭურჭელი, რომლის ზედაპირზეც დამცავი ფენებია, ამიტომ თუ ასეთ ჭურჭელს შეიძენთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოტ მასთან მეტალის კოვზები და ჩანგლები, ასევე არ გარეცხოთ ის უხეში საშუალებებით. ასევე ალუმინის ტაფისა და ქვაბის ფსკერი არ უნდა იყოს 3 მილიმეტრზე ნაკლები. ალუმინის ქვაბის ყიდვისას დააკვირდით მის სახელურს, უმჯობესია სახელური მიმაგრებული ქონდეს და არა მიდუღებული, რადგან მიდუღებული სახელური ჭურჭელს მარტივად მოტყდება.

ყიდვისას ხშირად ჩვენს ყურადღებას ფერადი, ემალის ზედაპირიანი ჭურჭელი იპყრობს. რა უნდა ვიცოდეთ ემალის შესახებ? ემალის დაფარვიანი ქვაბები უსაფრთხოა, იქამდე სანამ მისი ზედაპირი დაზიანდება, ამოტეხილი ადგილებიდან კი ხდება ისეთი მძიმე მეტალების კერძში მოხვედრა, რომელიც შემდგომში ადამიანის ორგანიზმში გროვდება.

რაც შეეხება თუჯის ჭურჭელს, საუკეთესო თუჯის ჭურჭელი უნდა იყოს მძიმე, დაახლოებით 3 ლიტრიანი ხარისხიანი თუჯის ქვაბი, უნდა იწონიდეს მინიმუმ 4 კილონახევარს, გარდა ამისა, თუჯის ჭურჭელი არ უნდა იყოს პრიალა ზედაპირიანი, რაც უფრო დიდი ფორები აქვს მას და რაც უფრო მუქია უკეთესია. თუჯის ჭურწელი უსაფრთხოა, თუმცა როგორც უკვე ვთქვით ის მძიმეა და ამსთანავე მასში კერძის მომზადებას ბევრი ცხიმი სჭირდება. ასევე მძიმეა, თუმცა უსაფრთხოა კერამიკის ჭურჭელიც. უსაფრთხოებით გამოირჩევა ცეცხლგამძლე შუშის ქვაბიც, რომლის ხარისხის დადგენა მასზე დაგკვირვებითაცაა შესაძლებელი, კარგი შუშის ქვაბი არ უნდა იყოს დაბურული, ამასთანავე მასში არ უნდა იყოს ჰაერის ბურთულები.

უსაფრთხოებისა და კომფორტულობის თვალსაზრისით, ყველაზე კარგი უჟანგავი მეტალის ქვაბები და ტაფებია. მთავარია ისინი ხარისხიანი იყოს. მე გასწავლით როგორ აარჩიოთ კარგი უჟანგავი მეტალის ჭურჭელი. პირველ რიგში იცოდეთ საუკეთესო უჟანგავი მეტალის ჭურჭელს ფსკერზე უნდა ეწეროს 18/10, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში 18 პროცენტი ქრომი და 10 პროცენტი ნიკელია.

საყურადღებოა სამზარეულოს ის ინვენტარი, რომლებსაც კერძების მომზადების დროს ვიყენებთ. ნიჩბებსა და კოვზებზე უნდა იყოს მარკირება, რომ აღნიშნული ნივთები საკვების მოსამზადებლადაა განკუთვნილი, ხის კოვზები არ უნდა იყოს ლაქით დაფარული, ან შეღებილი, თუმცა მიუხედავად დადებითი თვისებებისა, სამზარეულოს ხის ინვენტარსაც აქვს უარყოფითი მხარე, ის ადვილად იწოვს როგორც საკვებს, ასევე სარეცხ საშუალებებს და ამ მხრივ ის სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ. ყველაზე კარგი სილიკონის ნიჩბებია, რომელიც არ აზიანებს ჭურჭელს, უძლებს 280 გრადუს ტემპერატურას და აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

იხილეთ ვრცლად გადაცემა "არცოდნა აკრძალულია"

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

ღია და საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისას - 20 ლარით, განმეორებისას კი - 50 ლარით დაჯარიმდებით - პარლამენტი ხვალ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს

გორში 91 წლისა და 87 წლის ცოლ-ქმარმა კოვიდი დაამარცხა - "ქალი ინსულტგადატანილია, აწუხებდა გულის უკმარისობა, არითმია"