სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღვინის ფესტივალი" შესაძლოა, მთელი ოქტომბრის განმავლობაში გაგრძელდეს
"ღვინის ფესტივალი" შესაძლოა, მთელი ოქტომბრის განმავლობაში გაგრძელდეს

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო ფიქ­რობს, რომ "ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი" მთე­ლი ოქ­ტომ­ბრის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს.

რო­გორც მი­ნის­ტრმა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო მი­ე­სალ­მე­ბა მსგავს ინი­ცი­ა­ტი­ვებს, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

"ეს არის ფეს­ტი­ვა­ლი, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რიც ერთი მხრივ "მე­ი­დან ჯგუ­ფი", მე­ო­რე მხრივ "პა­ლიტ­რა ჯგუ­ფია". სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო მი­ე­სალ­მე­ბა ასეთ ინი­ცი­ა­ტი­ვას. ეს არის ძა­ლი­ან კარ­გი ღო­ნის­ძი­ე­ბა ღვი­ნის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც უკვე ტრა­დი­ცი­ად მკვიდ­რდე­ბა. მე­ო­თხე წე­ლია ტარ­დე­ბა ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყი­სი­დან პირ­ვე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. სიმ­ბო­ლუ­რიც არის, რომ ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვი­ნო­ბის­თვე ჰქვია. ვფიქ­რობ, Wine Fest-ი ღვი­ნის კვი­რე­უ­ლი უფრო მას­შტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს და მთე­ლი ღვი­ნო­ბის­თვე გაგ­რძელ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა შარ­დე­ნის ქუ­ჩი­დან

ეს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ერთი მხრივ, ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე ღვი­ნის კულ­ტუ­რის ამაღ­ლე­ბას, მე­ო­რე მხრივ თბი­ლი­სის ვი­ზი­ტო­რებ­ში პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას გაზ­რდის. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც პა­რა­ლე­ლუ­რად არ­სე­ბობს - "10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნდა დავ­ლი­ოთ". იმის­თვის, რომ ღვი­ნის­მცოდ­ნე­ო­ბა და ღვი­ნის ცნო­ბა­დო­ბა გა­ი­ზარ­დოს ქვე­ყა­ნა­ში, ღვი­ნის შე­სა­ხებ მეტი უნდა ვი­ცო­დეთ. ღვი­ნო არის კულ­ტუ­რა და არა მხო­ლოდ და­სა­ლე­ვი. ბევ­რი ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა უნდა არ­სე­ბობ­დეს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ცნო­ბა­დო­ბის შე­საქ­მნე­ლად და ყვე­ლა ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო მი­ე­სალ­მე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

"ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი" შარ­დე­ნის ქუ­ჩა­ზე დი­ლი­დან იმარ­თე­ბა და 19:00 სა­ა­თამ­დე გას­ტანს. ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში 40-მდე სა­ხე­ო­ბის ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია და გა­მო­ფე­ნა იმარ­თე­ბა. 40-მდე მწარ­მო­ე­ბე­ლი ერთ თეთრ და ერთ წი­თელ ღვი­ნოს წა­რად­გენს და ბრმა დე­გუს­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ხალ­ხო ხმის მი­ცე­მა იწარ­მო­ებს. შემ­დეგ ეტაპ­ზე ხმის მი­ცე­მა ონ­ლა­ინ იქ­ნე­ბა.

სა­ბო­ლო­ოდ, ხალ­ხის რჩე­უ­ლე­ბი­დან 10 სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნოს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სო­მე­ლი­ე­ე­ბის გუნ­დი გა­მო­ავ­ლენს.

ნა­ხეთ მეტი ფოტო ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

"ღვინის ფესტივალი" შესაძლოა, მთელი ოქტომბრის განმავლობაში გაგრძელდეს

"ღვინის ფესტივალი" შესაძლოა, მთელი ოქტომბრის განმავლობაში გაგრძელდეს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფიქრობს, რომ "ღვინის ფესტივალი" მთელი ოქტომბრის განმავლობაში გაგრძელდეს.

როგორც მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება მსგავს ინიციატივებს, რომელიც ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას.

"ეს არის ფესტივალი, რომლის ორგანიზატორიც ერთი მხრივ "მეიდან ჯგუფი", მეორე მხრივ "პალიტრა ჯგუფია". სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება ასეთ ინიციატივას. ეს არის ძალიან კარგი ღონისძიება ღვინის კვირეულის ფარგლებში, რომელიც უკვე ტრადიციად მკვიდრდება. მეოთხე წელია ტარდება ოქტომბრის დასაწყისიდან პირველი დღეების განმავლობაში. სიმბოლურიც არის, რომ ოქტომბერს საქართველოში ღვინობისთვე ჰქვია. ვფიქრობ, Wine Fest-ი ღვინის კვირეული უფრო მასშტაბურ ღონისძიებებში გადაიზარდოს და მთელი ღვინობისთვე გაგრძელდეს საქართველოში.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა შარდენის ქუჩიდან

ეს ღონისძიებები, ერთი მხრივ, ადგილობრივ დონეზე ღვინის კულტურის ამაღლებას, მეორე მხრივ თბილისის ვიზიტორებში პოპულარიზაციას გაზრდის. ძალიან მნიშვნელოვანია ის ინიციატივა, რომელიც პარალელურად არსებობს - "10 ღვინო, რომელიც უნდა დავლიოთ". იმისთვის, რომ ღვინისმცოდნეობა და ღვინის ცნობადობა გაიზარდოს ქვეყანაში, ღვინის შესახებ მეტი უნდა ვიცოდეთ. ღვინო არის კულტურა და არა მხოლოდ დასალევი. ბევრი ასეთი ღონისძიება უნდა არსებობდეს ქართული ღვინის ცნობადობის შესაქმნელად და ყველა ამ ინიციატივას სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

"ღვინის ფესტივალი" შარდენის ქუჩაზე დილიდან იმართება და 19:00 საათამდე გასტანს. ფესტივალის ფარგლებში 40-მდე სახეობის ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა იმართება. 40-მდე მწარმოებელი ერთ თეთრ და ერთ წითელ ღვინოს წარადგენს და ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე სახალხო ხმის მიცემა იწარმოებს. შემდეგ ეტაპზე ხმის მიცემა ონლაინ იქნება.

საბოლოოდ, ხალხის რჩეულებიდან 10 საუკეთესო ღვინოს კვალიფიციური სომელიეების გუნდი გამოავლენს.

ნახეთ მეტი ფოტო ქართული ღვინის ფესტივალიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი