ამერიკამ, იუნესკოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, გადაწყვეტილების რამდენიმე მიზეზს შორის, ისრაელის მიმართ "მიკერძოებული" დამოკიდებულება სახელდება... საერთოდ, კარგა ხანია იუნესკოსთან ვაშინგტონს ურთიერთობა საკმაოდ გართულებული აქვს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჰეზერ ნაუერტმა, 12 ოქტომბერს, იუნესკოდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისას, ორგანიზაციის რეფორმის დაყოვნებაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას ისრაილის უსამართლოდ მიკერძოებული დამოკიდებულება აქვს.
ნაუერტმა იუნესკოსთან ვაშინგტონის დავალიანებზეც ისაუბრა, - შეერთებულ შტატებს ამ ორგანიზაციისათვის წელიწადში 80 მილიონ დოლარზე მეტი უნდა გადაეხადა, მაგრამ 2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც იუნესკოს წევრად პალესტინაც მიიღეს, ამ თანხას პრინციპულად აღარ უხდის.
ამის შესახებ, მაშინდელმა პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ვაშინგტონს 1990-იანი წლებიდან მოქმედი კანონით ეკრძალება, დააფინანსოს გაეროს უწყება, რომელიც პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებს... ამ განმარტების მიუხედავად, ექსპერტების უმრავლესობა იუნესკოდან შეერთებული შტატების გასვლის მიზეზად, ისრაელის შესახებ ამ ორგანიზაციის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს. კერძოდ ის, რომ მიდმინარე წლისს, ივლისში, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ჰებრონის ისტორიული ცენტრი ისე, რომ ჰებრონს ისრაელის ქალაქი კი არა, პალესტინის ნაწილი უწოდა...
ისრაელის განცხადებით ეს პირდაპირ ნიშნავს რომ იუნესკო იუდაიზმის კავშირს ბიბლიურ ქალაქთან უარყოფს, სადაც, გადმოცემის მიხედვით, პატრიარქთა საფლავი მდებარეობს.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, მანამდე, 2016 წელს, ისრაელის პროტესტი მოჰყვა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეზოლუციას, რომელიც მუსლიმთა საკულტო ადგილად მოიხსენიებდა ყველასთვის ცნობილ "ტაძრის მთას", იერუსალიმში ისე და რეზოლუციუში მასთან ებრაელი ხალხის კავშირზე არაფერი იყო ნათქვამი.
ეს პირველი შემთხვევ არ არის, როდესაც ამერიკას იუნესკოს ორგანიზაციასთან, ისრაელის გამო უთანხმოება აქვს; - 1974 წელს აშშ-ის კონგრესმა შეწყვიტა იუნესკოს ბიუჯეტში თავისი წილის შეტანა, რითაც აღნიშნული ორგანიზაციის მიერ, "პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის" აღიარება გააპროტესტა.
მოგვიანებით, 1984 წელს ვაშინგტონმა, კერძოდ, პრეზიდენტ რეიგანის ადმინისტრაციამ, პრტესტის ნიშნად, რადიკალურ ზომას მიმართა, - იუნესკოს ორგანიზაცია დატოვა. რის მიზეზადაც მაშინ ორგანიზაციაში საბჭოთა კავშირის ინტერესების ლობირება დასახელდა. რეიგანის ადმინისტრაციამ მკაცრად გააკრიტიკა იუნესკოს ორგანიზაცია და უწყებას კორუფციული სისტემებით მართული უწოდა.
2002 წელს, აშშ-მ მაშინდელმა ადმინისტრაცია ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობის აღდგენა და დალაგება შეძლო. – მათ უწყება კორუფციასთან ბრძოლის გამო დადებითად დაახასიათეს და აღნიშნეს, რომ ანტიდასავლური მიკერძოებულობაც ნაწილობრივ აღმოიფრხვა...
თუმცა, ასეთი ურთიერთობა, როგორც გაიკრვა, 2017 წლამდე გაგრძელდა. ექსპერტები ახლა უკვე იმაზე მსჯელობენ, რა მოჰყვება ვაშინგტონის გადაწყვეტილებას იუნესკოდან გასვლის შესახებ; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, 2018 წლის 21 დეკემბრიდან შეერთებული შტატები აღარ იქნება იუნესკოს წევრი, მაგრამ "დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსს" დაიტოვებს, რათა გააგრძელოს "მსოფლიო მემკვიდრეობის, პრესის თავისუფლების დაცვისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის" მხარდაჭერა გააგრძელოს.
ექსპერტების განმარტებით, ვაშინგტონი იუნესკოდან გასვლას აყოვნებს, სავარაუდოდ, ახალი გენერალური დირექტორის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
ამერიკის კვალდაკვა, 12 ოქტომბერს, იუნეკოსდან გასვლის შესახებ ისრაელმაც გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეტანიაჰუ, მიესალმა იუნესკოდან გასვლის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და მას "გაბედულ და მორალური" ნაბიჯი უწოდა...
ცნობისთვის, იუნესკოს ორგანიზაცია 1945 წლის 16 ნოემბერს დაარსდა. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო), (UNESCO, akr. United Nations Educational, Scientific and Cultural Organization) – გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოა, რომლის მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების ინტერესებისათვის, ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად.
თუმცა ის ყველაზე მეტად ცნობილია სიით, რომელშიც წარმოდგენილია კულტურის გამორჩეულად მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი ძეგლები, ისევე როგორც ლანდშაფტები: მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. იუნესკოს შექმნაში, თავის დროზე, აქტიურად მონაწილეობდა შეერთებული შტატები.
ლალი პაპასკირი
ამბები. გე