ზუგდიდში, საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
როგორც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განაცხადეს, ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.
თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ, სარეცხის გაფენის დროს გადმოვარდა.