პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გედია" და "შეთე" "მარიტას" უკანასკნელ გზაზე აცილებენ - ფოტოამბავი ვაკის სამების ეკლესიიდან
"გედია" და "შეთე" "მარიტას" უკანასკნელ გზაზე აცილებენ - ფოტოამბავი ვაკის სამების ეკლესიიდან

ვა­კის სა­მე­ბის ტა­ძარ­ში, ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვიდ­ზე მსა­ხი­ო­ბი ზაზა კო­ლე­ლიშ­ვი­ლი და სოსო ჯაჭვლი­ა­ნი ერ­თად მი­ვიდ­ნენ. სწო­რედ ეს ორი ადა­მი­ა­ნი უწევ­და პარტნი­ო­რო­ბას ქა­ვჟა­რა­ძეს ფილმში "ნატ­ვრის ხე" (სოსო ჯაჭვლი­ა­ნი "გე­დია", ზაზა კო­ლე­ლიშ­ვი­ლი "შეთე').

ლიკა ქა­ვჟა­რა­ძემ ხალ­ხს ყვე­ლა­ზე მე­ტად თავი "მა­რი­ტას" რო­ლით და­ა­მახ­სოვ­რა. სოსო ჯაჭვლი­ან­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა კი­დეც, რომ იმ დროს ლიკა ერთ-ერთ ულა­მა­ზეს გო­გოდ ით­ვლე­ბო­და და მის მი­მართ გულ­გრი­ლი არ იყო.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ნატ­ვრის ხის" გმი­რე­ბი "მა­რი­ტას' უკა­ნას­კნელ გზა­ზე აცი­ლე­ბენ - კად­რე­ბი ვა­კის სა­მე­ბის ტაძ­რი­დან

"შე­მიყ­ვარ­და ან რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ასე­თი ლა­მა­ზი გოგო არ შეგ­ყვა­რე­ბო­და?! თუმ­ცა მე მო­ვი­ქე­ცი ისე, რო­გორც ნამ­დვილ მა­მა­კაცს შე­ე­ფე­რე­ბო­და. ლი­კას უკვე საქმრო ჰყავ­და და მე სა­კუ­თარ თავ­ზე წარ­მო­ვიდ­გი­ნე, ჩემი სა­ცო­ლის­თვის სხვას რომ და­ე­წყო "ჩა­ლი­ჩი", რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და. ლი­კას საქმროს - სან­დრო თაქთა­ქიშ­ვილს ვიც­ნობ­დით. ისი­ნი და­ქორ­წინ­დნენ, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მა­ლე­ვე გა­შორ­დნენ. მათ სა­ერ­თო შვი­ლი დარ­ჩათ", - აღ­ნიშ­ნა ჯაჭვლი­ან­მა.

58 წლის მსა­ხი­ო­ბი სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი 11 ოქ­ტომ­ბერს იპო­ვეს. ახ­ლობ­ლე­ბი გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად გუ­ლის პრობ­ლე­მას ასა­ხე­ლე­ბენ. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა კი 45 დღე­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. მე­გობ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად ტრა­გე­დი­ი­სა, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ფე­ნა ვა­კის არტ-გა­ლე­რე­ა­ში 19 ოქ­ტომ­ბერს მა­ინც გა­ი­მარ­თე­ბა.

სა­ლო­მე კვა­რა­ცხე­ლია, მეგი ნარ­სა­ვი­ძე

Ambebi.ge

ნა­ხეთ ასე­ვე: ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის ვაჟი, მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი მსა­ხი­ო­ბის პა­ნაშ­ვიდ­ზე - ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"გედია" და "შეთე" "მარიტას" უკანასკნელ გზაზე აცილებენ - ფოტოამბავი ვაკის სამების ეკლესიიდან

"გედია" და "შეთე" "მარიტას" უკანასკნელ გზაზე აცილებენ - ფოტოამბავი ვაკის სამების ეკლესიიდან

ვაკის სამების ტაძარში, ლიკა ქავჟარაძის სამოქალაქო პანაშვიდზე მსახიობი ზაზა კოლელიშვილი და სოსო ჯაჭვლიანი ერთად მივიდნენ. სწორედ ეს ორი ადამიანი უწევდა პარტნიორობას ქავჟარაძეს ფილმში "ნატვრის ხე" (სოსო ჯაჭვლიანი "გედია", ზაზა კოლელიშვილი "შეთე').

ლიკა ქავჟარაძემ ხალხს ყველაზე მეტად თავი "მარიტას" როლით დაამახსოვრა. სოსო ჯაჭვლიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა კიდეც, რომ იმ დროს ლიკა ერთ-ერთ ულამაზეს გოგოდ ითვლებოდა და მის მიმართ გულგრილი არ იყო.

იხილეთ ვიდეო: "ნატვრის ხის" გმირები "მარიტას' უკანასკნელ გზაზე აცილებენ - კადრები ვაკის სამების ტაძრიდან

"შემიყვარდა ან როგორ შეიძლებოდა ასეთი ლამაზი გოგო არ შეგყვარებოდა?! თუმცა მე მოვიქეცი ისე, როგორც ნამდვილ მამაკაცს შეეფერებოდა. ლიკას უკვე საქმრო ჰყავდა და მე საკუთარ თავზე წარმოვიდგინე, ჩემი საცოლისთვის სხვას რომ დაეწყო "ჩალიჩი", როგორი იქნებოდა. ლიკას საქმროს - სანდრო თაქთაქიშვილს ვიცნობდით. ისინი დაქორწინდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მალევე გაშორდნენ. მათ საერთო შვილი დარჩათ", - აღნიშნა ჯაჭვლიანმა.

58 წლის მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ოქტომბერს იპოვეს. ახლობლები გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის პრობლემას ასახელებენ. ექსპერტიზის დასკვნა კი 45 დღეში გახდება ცნობილი. მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ლიკა ქავჟარაძე საკუთარი ნამუშევრების პერსონალური გამოფენისთვის ემზადებოდა. მეგობრების გადაწყვეტილებით, მიუხედავად ტრაგედიისა, აღნიშნული გამოფენა ვაკის არტ-გალერეაში 19 ოქტომბერს მაინც გაიმართება.

სალომე კვარაცხელია, მეგი ნარსავიძე

Ambebi.ge

ნახეთ ასევე: ლიკა ქავჟარაძის ვაჟი, მეგობრები და კოლეგები მსახიობის პანაშვიდზე - ფოტორეპორტაჟი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი