პრეზიდენტმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული მსახიობი ლაშა კურტანიძე შეიწყალა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" კურტანიძის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ დაუდასტურა. ლაშა კურტანიძე პრეზიდენტმა ორი დღის წინ, სხვა მსჯავრდებულებთან ერთად შეიწყალა.
ამ დრომდე სასჯელს იხდის კურტანიძესთან ერთად დაკავებული ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი. უცნობია მიმართა თუ არა მან პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.
როსტოშვილი და კურტანიძე სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ და სასჯელის ვადა შეუმცირდათ, კერძოდ, ლევან როსტოშვილს საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული 8 წლიანი პატიმრობა, 3 წლიან რეალურ და 4 წლიან პირობით მსჯავრად შეეცვალა, ხოლო ლაშა კურანიძეს 5 წლიანი პატიმრობის ნაცვლად, ერთწლიანი რეალური და სამ წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.