ქართველი კინოვარსკვლავი ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 57 წლის მსახიობს დღეს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. 19 ოქტომბერს კი მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
რამდენიმე წლის წინ, ჟურნალმა "ცხელი შოკოლადი" გამოაქვეყნა ჩანაწერები ლიკა ქავჟარაძეზე, რომელიშიც ლიკასთან ერთად, მისი ახლობლები და მეგობრები საუბრობენ. გთავაზობთ ლიკა ქავჟარაძის შვილის, ლევან თაქთაქიშვილის საუბრის ეპიზოდს:
"ძნელია დედაზე ლაპარაკი, ალბათ იმიტომ, რომ დედაა და მასთან დაკავშირებული ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივი გგონია. ლიკა ყოველთვის ცდილობს ნაკლებად ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ ცოტა სხვანაირად გაიზარდა. არ გზღუდავს იმიტომ, რომ თვითონაც უყვარს თავისუფლება. მაგრამ ადრე უფრო იცოდა, თუ გაიგებდა, რომ ვიღაცა მომწონს, მერე იწყებოდა ჩაციება - და ვინ არის? საიდან? რატომ? როგორ? უბრალოდ, როგორც კი ხედავდა, რომ ეს არ მსიამოვნებდა, მაღიზიანებდა, თავს მანებებდა...
დილას ყავით და სიგარეტით იწყებს, მერე ერთი საათი ზის და ფხიზლდება. სპორტული ტიპია, ერთი პერიოდი სულ დარბოდა, ვარჯიშობდა, ბევრს ცურავდა, ხატავდა. მე ლიკას ნახატები უფრო მომწონს, ვიდრე ჩანაწერები; ამ ბოლო დროს სულ წერს ხოლმე; რა ვიცით თავის ცხოვრებაზე.
არა, ეგ არასდროს მიგრძვნია, ან შეიძლება არ ვაკვირდებოდი, პატარა ვიყავი; უბრალოდ, ძალიან მოსაბეზრებელი იყო - ეს ლიკას ბიჭიაა… შენ კი დებილივით დგეხარ და იღიმები. პირველად, "ნატვრის ხე" როცა ვნახე, ძალიან ბევრი ვიტირე, თან მაშინ ლიკა აქ არ იყო და მეგონა მოკვდა... განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ: როგორ ცხოვრობს ამერიკაში ლიკა ქავჟარაძის შვილი და შვილიშვილი, რომელმაც სილამაზით მსახიობი დაჩრდილა