პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა გააკეთოთ, რომ აზიურმა ფაროსანამ სახლში ვერ შემოაღწიოს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს
რა უნდა გააკეთოთ, რომ აზიურმა ფაროსანამ სახლში ვერ შემოაღწიოს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო აზი­ურ ფა­რო­სა­ნას სახ­ლში შეღ­წე­ვის­გან და­სა­ცა­ვად რამ­დე­ნი­მე რე­კო­მენ­და­ცი­ას ავ­რცე­ლებს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ზუ­რაბ ლი­პარ­ტი­ამ ერ­თობ­ლი­ვი ბრი­ფინ­გი გა­მარ­თეს.

კერ­ძოდ, ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შემ­დე­გია: "გა­მო­ი­ყე­ნეთ კა­რის ბა­დე­ე­ბი; გა­ი­ტა­ნეთ ყვე­ლა­ნა­ი­რი მცე­ნა­რე თქვე­ნი სა­ცხოვ­რებ­ლი­დან, რად­გან მცე­ნა­რე­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იზი­და­ვენ მავ­ნე­ბელს; ეცა­დეთ და­ლუ­ქოთ ყვე­ლა ბზა­რი, ნაპ­რა­ლი და მავ­ნებ­ლის შე­მო­სას­ვლე­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ად­გი­ლე­ბი; თუ თქვენ სახ­ლს აქვს ბუ­ხა­რი, და­ხუ­რეთ მისი საკ­ვა­მუ­რი;

ფა­რო­სა­ნას შე­ნო­ბი­დან მო­სა­შო­რებ­ლად, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მტვერ­სას­რუ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბაც, თუმ­ცა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მტვერ­სას­რუტს ექ­ნე­ბა არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუნი.

შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ სა­ტყუ­ა­რა - ღა­მით, საპ­ნი­ა­ნი წყლით სავ­სე ჯა­მის თავ­ზე, მო­თავ­სეთ ნა­თუ­რა; აე­რო­ზო­ლის ტი­პის ინ­სექ­ტი­ცი­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ნაპ­რა­ლებ­ში და ბზა­რებ­ში არ­სე­ბუ­ლი მავ­ნებ­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა. თუმ­ცა, მსგავ­სი აე­რო­ზო­ლე­ბი არ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ მწე­რის­გან გრძელ­ვა­დი­ან დაც­ვას.

და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში ინ­სექ­ტი­ცი­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას დარ­წმუნ­დით, რომ მათი გა­მო­ყე­ნე­ბა ეფექ­ტი­ა­ნი და უსაფრ­თხოა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­დე­ზინ­სექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე: http://www.ncdc.ge/ka-GE/PublicInformation/", - ნათ­ქვა­მია და­ავ­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას სამ­შობ­ლო სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­აა. ის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მე-20 სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში, პენ­სილ­ვა­ნი­ის შტატ­ში გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 2001 წლი­დან. ამ­ჟა­მად აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნა გავ­რცე­ლე­ბუ­ლია 34 შტატ­ში და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სე­რი­ო­ზულ მავ­ნებ­ლად მი­იჩ­ნე­ვა. 2010 წელს, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მავ­ნებ­ლით გა­მოწ­ვე­ულ­მა ზი­ან­მა 21 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

ევ­რო­პა­ში მწე­რი პირ­ვე­ლად 2008 წელს, შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­მოჩ­ნდა. 2014 წელს ის პირ­ვე­ლად და­ფიქ­სირ­და რუ­სეთ­ში - სო­ჭის ოლ­ქში. 2015 წლი­დან კი გავ­რცელ­და აფხა­ზეთ­ში (გან­სა­კუთ­რე­ბით სო­ხუ­მი­სა და გულ­რიფ­შის რა­ი­ო­ნებ­ში), ხოლო 2016 წლი­დან მა­სობ­რი­ვად და­ი­წყო გავ­რცე­ლე­ბა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა რა­ი­ო­ნებ­ში.

ზრდას­რუ­ლი აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნა გა­მო­სა­ზამ­თრებ­ლად ად­გი­ლის ძებ­ნას ად­რე­უ­ლი შე­მოდ­გო­მი­დან იწყებს. წლის ამ მო­ნაკ­ვეთ­ში მათი ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია: შე­ნო­ბის გა­რეთ ან შიგ­ნით, კა­რებ­ზე, ფან­ჯრებ­ზე, სხვა შე­მო­სას­ვლელ ად­გი­ლებ­ში, ჩა­მოც­ვე­ნილ ფოთ­ლებ­ში და გა­რეთ არ­სე­ბულ მცე­ნე­რე­ებ­ზე.

აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნა არ კბენს ადა­მი­ანს და ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს, არ გა­და­აქვს რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბა და არ იწ­ვევს ფი­ზი­კურ ზი­ანს. თუმ­ცა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს ჰქონ­დეს მა­ღა­ლი მგრძო­ბე­ლო­ბა სუ­ნი­ა­ნი ხო­ჭოს მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი ალერ­გე­ნე­ბის მი­მართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რა უნდა გააკეთოთ, რომ აზიურმა ფაროსანამ სახლში ვერ შემოაღწიოს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს

რა უნდა გააკეთოთ, რომ აზიურმა ფაროსანამ სახლში ვერ შემოაღწიოს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანას სახლში შეღწევისგან დასაცავად რამდენიმე რეკომენდაციას ავრცელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

კერძოდ, ეს რეკომენდაციები შემდეგია: "გამოიყენეთ კარის ბადეები; გაიტანეთ ყველანაირი მცენარე თქვენი საცხოვრებლიდან, რადგან მცენარეები განსაკუთრებულად იზიდავენ მავნებელს; ეცადეთ დალუქოთ ყველა ბზარი, ნაპრალი და მავნებლის შემოსასვლელი ალტერნატიული ადგილები; თუ თქვენ სახლს აქვს ბუხარი, დახურეთ მისი საკვამური;

ფაროსანას შენობიდან მოსაშორებლად, შესაძლებელია, მტვერსასრუტის გამოყენებაც, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მტვერსასრუტს ექნება არასასიამოვნო სუნი.

შეგიძლიათ გამოიყენოთ სატყუარა - ღამით, საპნიანი წყლით სავსე ჯამის თავზე, მოთავსეთ ნათურა; აეროზოლის ტიპის ინსექტიციდების გამოყენებით შესაძლებელია ნაპრალებში და ბზარებში არსებული მავნებლების განადგურება. თუმცა, მსგავსი აეროზოლები არ უზრუნველყოფენ მწერისგან გრძელვადიან დაცვას.

დახურულ სივრცეებში ინსექტიციდების გამოყენებისას დარწმუნდით, რომ მათი გამოყენება ეფექტიანი და უსაფრთხოა.

საქართველოში რეგისტრირებული სადეზინსექციო საშუალებები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: http://www.ncdc.ge/ka-GE/PublicInformation/", - ნათქვამია დაავდებათა კონტროლის ცენტრის და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებში.

რაც შეეხება აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, პენსილვანიის შტატში გამოჩნდა, თუმცა ოფიციალურად იდენტიფიცირებულია 2001 წლიდან. ამჟამად აზიური ფაროსანა გავრცელებულია 34 შტატში და სოფლის მეურნეობის სერიოზულ მავნებლად მიიჩნევა. 2010 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მავნებლით გამოწვეულმა ზიანმა 21 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ევროპაში მწერი პირველად 2008 წელს, შვეიცარიაში გამოჩნდა. 2014 წელს ის პირველად დაფიქსირდა რუსეთში - სოჭის ოლქში. 2015 წლიდან კი გავრცელდა აფხაზეთში (განსაკუთრებით სოხუმისა და გულრიფშის რაიონებში), ხოლო 2016 წლიდან მასობრივად დაიწყო გავრცელება დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში.

ზრდასრული აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ადგილის ძებნას ადრეული შემოდგომიდან იწყებს. წლის ამ მონაკვეთში მათი ნახვა შესაძლებელია: შენობის გარეთ ან შიგნით, კარებზე, ფანჯრებზე, სხვა შემოსასვლელ ადგილებში, ჩამოცვენილ ფოთლებში და გარეთ არსებულ მცენერეებზე.

აზიური ფაროსანა არ კბენს ადამიანს და შინაურ ცხოველებს, არ გადააქვს რაიმე დაავადება და არ იწვევს ფიზიკურ ზიანს. თუმცა, შესაძლებელია, ზოგიერთ ადამიანს ჰქონდეს მაღალი მგრძობელობა სუნიანი ხოჭოს მიერ გამოყოფილი ალერგენების მიმართ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი