პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს გადავიღე ლიკა ქავჟარაძის სახლთან, პრემიერი თვითონ ყიდულობს ყვავილებს" - რა ფოტოებს ავრცელებს ინტერნეტმომხმარებელი
"ეს გადავიღე ლიკა ქავჟარაძის სახლთან, პრემიერი თვითონ ყიდულობს ყვავილებს" - რა ფოტოებს ავრცელებს ინტერნეტმომხმარებელი

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რე­ბე­ლი ეკა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს, რო­მელ­ზეც ყვა­ვი­ლე­ბის გა­სა­ყიდ დახ­ლთან გა­და­ღე­ბუ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია აღ­ბეჭ­დი­ლი. რო­გორც ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი წერს, ფოტო იმ დრო­საა გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­დე­საც გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი მსა­ხი­ობ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის პა­ნაშ­ვიდ­ზე მი­დი­ო­და.

"ეს გა­და­ვი­ღე დღეს სა­ღა­მოს ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის სახ­ლთან. მა­გა­რია თვი­თონ რომ ყი­დუ­ლობს ყვა­ვი­ლებს. ალ­ბათ ამას ჰქვია პა­ტი­ვის­ცე­მა პრე­მი­ე­რი რომ ხარ და შენ თვი­თონ არ­ჩევ ყვა­ვი­ლებს პა­ნაშ­ვი­დის­თვის" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ფო­ტოს კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მსა­ხი­ობ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს მი­უ­სამ­ძიმ­რა. მისი თქმით, გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბის სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი უდ­რო­ოდ გარ­და­იც­ვა­ლა.

მსა­ხი­ო­ბის სახ­ლთან მისი მე­გობ­რე­ბი, კო­ლე­გე­ბი და ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ.

58 წლის მსა­ხი­ო­ბი სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი 11 ოქ­ტომ­ბერს იპო­ვეს. ახ­ლობ­ლე­ბი გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად გუ­ლის პრობ­ლე­მას ასა­ხე­ლე­ბენ. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა კი 45 დღე­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. მე­გობ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად ტრა­გე­დი­ი­სა, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ფე­ნა ვა­კის არტ-გა­ლე­რე­ა­ში 19 ოქ­ტომ­ბერს მა­ინც გა­ი­მარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

"ეს გადავიღე ლიკა ქავჟარაძის სახლთან, პრემიერი თვითონ ყიდულობს ყვავილებს" - რა ფოტოებს ავრცელებს ინტერნეტმომხმარებელი

"ეს გადავიღე ლიკა ქავჟარაძის სახლთან, პრემიერი თვითონ ყიდულობს ყვავილებს" - რა ფოტოებს ავრცელებს ინტერნეტმომხმარებელი

სოციალურ ქსელში ფეისბუქ-მომხმარებელი ეკა ლორთქიფანიძე ფოტოებს ავრცელებს, რომელზეც ყვავილების გასაყიდ დახლთან გადაღებული პრემიერ-მინისტრია აღბეჭდილი. როგორც ინტერნეტმომხმარებელი წერს, ფოტო იმ დროსაა გადაღებული, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე მიდიოდა.

"ეს გადავიღე დღეს საღამოს ლიკა ქავჟარაძის სახლთან. მაგარია თვითონ რომ ყიდულობს ყვავილებს. ალბათ ამას ჰქვია პატივისცემა პრემიერი რომ ხარ და შენ თვითონ არჩევ ყვავილებს პანაშვიდისთვის" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ფოტოს კომენტირებისას.

გიორგი კვირიკაშვილმა მსახიობ ლიკა ქავჟარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ რამდენიმე თაობის სათაყვანებელი მსახიობი უდროოდ გარდაიცვალა.

მსახიობის სახლთან მისი მეგობრები, კოლეგები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში იკრიბებოდნენ.

58 წლის მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ოქტომბერს იპოვეს. ახლობლები გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის პრობლემას ასახელებენ. ექსპერტიზის დასკვნა კი 45 დღეში გახდება ცნობილი. მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ლიკა ქავჟარაძე საკუთარი ნამუშევრების პერსონალური გამოფენისთვის ემზადებოდა. მეგობრების გადაწყვეტილებით, მიუხედავად ტრაგედიისა, აღნიშნული გამოფენა ვაკის არტ-გალერეაში 19 ოქტომბერს მაინც გაიმართება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს