პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლალი ბადურაშვილი - როდესაც ლიკა გარდაცვლილი იპოვეს, მას ჩახუტებული ჰქონდა თავისი ახალი როლის ტექსტი
ლალი ბადურაშვილი - როდესაც ლიკა გარდაცვლილი იპოვეს, მას ჩახუტებული ჰქონდა თავისი ახალი როლის ტექსტი

რო­დე­საც ლიკა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს, მას თავ­თან ფურ­ცე­ლი ედო, სა­დაც მისი ახა­ლი რო­ლის ტექ­სტი ეწე­რა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს მსა­ხი­ობ­მა ლალი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეს ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო ეტა­პი ჰქონ­და, გეგ­მავ­და პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბას, იხ­სნე­ბო­და მისი ვარ­სკვლა­ვი და აიხ­დი­ნა წლე­ბის ოც­ნე­ბა, რომ ის გა­და­ე­ღოთ მხატ­ვრულ ფილმში.

ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით­ვე, ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე იყო ადა­მი­ნი, რო­მე­ლიც მი­სა­ბა­ძი იყო ყვე­ლას­თვის ყვე­ლა­ფერ­ში.

"ლიკა ჩემ­თვის არ არის მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი კი­ნოს მშვე­ნე­ბა. ის ჩემს თვალ­წინ გა­ი­ზარ­და და ეს გოგო იყო მი­სა­ბა­ძი ყვე­ლა­ფერ­ში. სა­ნამ ქარ­თუ­ლი კინო იქ­ნე­ბა, იქ­ნე­ბა ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე. მას ახლა სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი ჰქონ­და, ემ­ზა­დე­ბო­და გა­მო­ფე­ნის­თვის, უხ­სნიდ­ნენ ვარ­კვლავს და მისი ბოლო სი­ხა­რუ­ლი იყო, როცა ჩემ­მა შვილ­მა მხატ­ვრულ ფილმში გა­და­ღე­ბა შეს­თა­ვა­ზა. ლიკა ამა­ზე გა­გიჟ­და, რად­გან კი­ნოს მო­თხოვ­ნი­ლე­ბა მას მუ­დამ ჰქონ­და. ის ძა­ლი­ან ელო­დე­ბო­და გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბას. ყო­ველ­დღე რე­კავ­და, გვე­უბ­ნე­ბო­და ამ კა­ბას ჩა­ვიც­მევ, წო­ნა­ში და­ვიკ­ლებ და მუ­დამ ტექსტს სწავ­ლობ­და. რო­დე­საც ლიკა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს, მას თავ­თან ფურ­ცე­ლი ედო, სა­დაც მისი ახა­ლი რო­ლის ტექ­სტი ეწე­რა. მას ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი ჰქონ­და ეს ტექ­სტი და ასე ბედ­ნი­ე­რი წა­ვი­და", - აღ­ნიშ­ნა ლალი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

მსა­ხი­ო­ბის სახ­ლთან მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იკ­რი­ბე­ბი­ან მისი ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი. გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­და საქრთვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა. 58 წლის მსა­ხი­ობ­მა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი როლი გა­ნა­სა­ხი­ე­რა სხვა­დას­ხვა მხატ­ვრულ ფილმში, თუმ­ცა ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად ფილმ "ნატ­ვრის ხი­დან" და­ა­მახ­სოვ­რდა, სა­დაც ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე მა­რი­ტას გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და. მსა­ხი­ობს ხვალ ვა­კის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ. 19 ოქ­ტომ­ბერს კი მის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის ნა­მუ­შევ­რე­ბის პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა გა­იხ­სნე­ბა.

ლალი ბადურაშვილი - როდესაც ლიკა გარდაცვლილი იპოვეს, მას ჩახუტებული ჰქონდა თავისი ახალი როლის ტექსტი

ლალი ბადურაშვილი - როდესაც ლიკა გარდაცვლილი იპოვეს, მას ჩახუტებული ჰქონდა თავისი ახალი როლის ტექსტი

როდესაც ლიკა გარდაცვლილი იპოვეს, მას თავთან ფურცელი ედო, სადაც მისი ახალი როლის ტექსტი ეწერა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ლიკა ქავჟარაძეს ცხოვრების საუკეთესო ეტაპი ჰქონდა, გეგმავდა პერსონალური გამოფენის მოწყობას, იხსნებოდა მისი ვარსკვლავი და აიხდინა წლების ოცნება, რომ ის გადაეღოთ მხატვრულ ფილმში.

ლალი ბადურაშვილის განცხადებითვე, ლიკა ქავჟარაძე იყო ადამინი, რომელიც მისაბაძი იყო ყველასთვის ყველაფერში.

"ლიკა ჩემთვის არ არის მხოლოდ ქართული კინოს მშვენება. ის ჩემს თვალწინ გაიზარდა და ეს გოგო იყო მისაბაძი ყველაფერში. სანამ ქართული კინო იქნება, იქნება ლიკა ქავჟარაძე. მას ახლა საუკეთესო პერიოდი ჰქონდა, ემზადებოდა გამოფენისთვის, უხსნიდნენ ვარკვლავს და მისი ბოლო სიხარული იყო, როცა ჩემმა შვილმა მხატვრულ ფილმში გადაღება შესთავაზა. ლიკა ამაზე გაგიჟდა, რადგან კინოს მოთხოვნილება მას მუდამ ჰქონდა. ის ძალიან ელოდებოდა გადაღებების დაწყებას. ყოველდღე რეკავდა, გვეუბნებოდა ამ კაბას ჩავიცმევ, წონაში დავიკლებ და მუდამ ტექსტს სწავლობდა. როდესაც ლიკა გარდაცვლილი იპოვეს, მას თავთან ფურცელი ედო, სადაც მისი ახალი როლის ტექსტი ეწერა. მას ჩახუტებული ჰქონდა ეს ტექსტი და ასე ბედნიერი წავიდა", - აღნიშნა ლალი ბადურაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მსახიობის სახლთან მთელი დღის განმავლობაში იკრიბებიან მისი ახლობლები, მეგობრები და კოლეგები. გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საქრთველოს პრემიერ-მინისტრმა. 58 წლის მსახიობმა რამდენიმე ათეული როლი განასახიერა სხვადასხვა მხატვრულ ფილმში, თუმცა ის საზოგადოებას ყველაზე მეტად ფილმ "ნატვრის ხიდან" დაამახსოვრდა, სადაც ლიკა ქავჟარაძე მარიტას განასახიერებდა. მსახიობს ხვალ ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. 19 ოქტომბერს კი მის საპატივცემულოდ ლიკა ქავჟარაძის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი