სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამები რომ ამბობენ, ჩემს ქალიშვილს არ გავათხოვებო, არ მესმის" - როგორი მამა და მეუღლეა ლევან ყოჩიაშვილი
"მამები რომ ამბობენ, ჩემს ქალიშვილს არ გავათხოვებო, არ მესმის" - როგორი მამა და მეუღლეა ლევან ყოჩიაშვილი

უკვე ექ­ვსი წე­ლია, ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მა­ყუ­რებ­ლის­თვის ერთ-ერთი სყ­ვა­რე­ლი გმი­რია, დათო გო­ცი­რი­ძის სა­ხით. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დათო მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მამა გახ­და. თუმ­ცა, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, მსა­ხი­ობს ორი შვი­ლი ჰყავს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც მან "თბი­ლი­სე­ლებს" მის­ცა:

- ლე­ვან, მე­თორ­მე­ტე სე­ზო­ნის და­სა­წყის­ში რო­გო­რი შე­მარ­თე­ბა გაქვთ? თან, ამ სე­ზონ­ზე უკვე დიდი ბი­ჭის მამა ხართ, ახა­ლი პრობ­ლე­მე­ბით.

- რო­გორც ყვე­ლა სე­ზო­ნის წინ, ახ­ლაც დიდი სტი­მუ­ლი გვაქვს. კი, ამ ჯე­რად ეს ხაზი იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე სე­რია აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა, მო­ზარ­დი ჯე­კოს ამ­ბე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ჩემი ნამ­დვი­ლი შვი­ლი ჯე­გო­ზე ცოტა პა­ტა­რაა, ათი წლის, ასე რომ, მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი ჩვენ ჯერ არ შეგვქმნია. ეს პე­რი­ო­დი სი­ნამ­დვი­ლე­ში, მე წინ მაქვს. ჯერ სე­რი­ალ­ში გა­მოვ­ცდი და მერე – რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში. იმე­დია, სე­რი­ა­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა და­მეხ­მა­რე­ბა ჩემს შვილ­თან სა­მო­მავ­ლოდ, მო­ზარ­დის პე­რი­ო­დის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში.

- აქ მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მა­მაც ხართ. რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში არ გქო­ნი­ათ ბევ­რი შვი­ლის ყო­ლის სურ­ვი­ლი?

- მე მხო­ლოდ ორი შვი­ლი მყავს. ადა­მი­ა­ნი იმ­დენ შვილს აჩენს, რამ­დე­ნის მოვ­ლის თა­ვიც აქვს. ბავ­შვე­ბის გაზ­რდა მარ­ტი­ვი ხომ არაა? ამი­ტომ, რამ­დე­ნის თა­ვიც მქონ­და, იმ­დე­ნი მყავს.

- შვი­ლე­ბი რას გე­უბ­ნე­ბი­ან, რო­გო­რი მამა ხართ?

- კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან ჩე­მით, პრე­ტენ­ზი­ებს არ გა­მოთ­ქვა­მენ. მე და ჩემი ძმე­ბიც ასე გა­ვი­ზარ­დეთ. მშობ­ლებ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი არ შეგ­ვხვედ­რია. მე და ჩემი შვი­ლე­ბიც ვმე­გობ­რობთ. უფ­რო­სი, კესო, უკვე დი­დია – 19 წლის ხდე­ბა.

- ბიჭი არ არის ჯერ იმ­ხე­ლა, რომ მო­ზარ­დო­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი პრობ­ლე­მე­ბი გქონ­დეთ, მაგ­რამ 19 წლის გოგო სმა­მო­ბა მარ­ტი­ვია?

- სხვა­თა შო­რის, არაა რთუ­ლი. კე­სუ­ნა თვი­თონ ძა­ლი­ან მშვი­დი ბავ­შვია. ყო­ველ­თვის ასე­თი იყო. კარ­გი შვი­ლია, ჭკვი­ა­ნია და კარ­გა­დაც სწავ­ლობს. ამ ასაკ­ში ადა­მი­ანს, რაც ევა­ლე­ბა, ყვე­ლა­ფერს აკე­თებს მეც, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ვუ­გებ და არა­ნა­ი­რი უთან­ხმო­ე­ბა არ გვაქვს. სკო­ლა კარ­გად და­ამ­თავ­რა, წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ა­ბა­რა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. თან, ძა­ლი­ან პა­ტა­რა, 19 წლის ვი­ყა­ვი, როცა ის გაჩ­ნდა და ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. ზუს­ტად ოცი წლით დიდი ვარ მას­ზე, როცა შენც შვილ­თან ერ­თად იზ­რდე­ბი, სხვა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გი­ყა­ლიბ­დე­ბა მას­თან. მა­მა­ჩემ­მა მი­თხრა, შენ და კე­სუ­ნა ერ­თად გაგ­ზარ­დე­თო. მე­სა­მე კურ­სელ ბავ­შვს მყავ­და ბავ­შვი. სტუ­დენ­ტის­თვის, თან იმ პე­რი­ოდ­ში, ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. რა ბავ­შვზეა ლა­პა­რა­კი, როცა თვი­თონ ვერ გა­გი­გია, რა გინ­და. ამი­ტომ, მშობ­ლე­ბი გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

- მა­მებს უჭირთ ხოლ­მე ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი სთაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­თან შე­გუ­ე­ბა.

- რა თქმა უნდა, გო­გოს თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი უნდა ჰყავ­დეს. მა­მე­ბი რომ ამ­ბო­ბენ, ჩემს ქა­ლიშ­ვილს არ გა­ვა­თხო­ვე­ბო, არ მეს­მის. რას ჰქვია, არ გა­ა­თხო­ვებ? გო­გოს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბიც უნდა ჰყავ­დეს და მერე ოჯა­ხიც უნდა შექ­მნას. ვმე­გობ­რობთ, მაგ­რამ პი­რად ის­ტო­რი­ებს მიყ­ვე­ბა-მეთ­ქი, ვერ ვი­ტყვი. ჩვენც ხომ არ ვუ­ყუ­ე­ბო­დით ყვე­ლა­ფერს ჩვენს მშობ­ლებს?!

- ურ­ჩევთ ხოლ­მე, რო­გო­რი უნდა იყოს ბიჭი?

- მთა­ვა­რია, ნორ­მა­ლუ­რი და პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი კაცი იყოს, და­ნარ­ჩენს, წი­ნას­წარ ვერ გან­სა­ზღვრავ. როცა ადა­მი­ანს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს და სხვა­ზე ზრუნ­ვა შე­უძ­ლია, თუნ­დაც პა­ტა­რა იყოს ასა­კით, ეს უკვე კარ­გი თვი­სე­ბაა. არ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი მარ­ტო სა­კუ­თარ თავ­ზე ფიქ­რობ­დე. ასე­თი კა­ცე­ბი მომ­წონს და რა თქმა უნდა, მინ­და, ჩემი შვი­ლის გვერ­დი­თაც ასე­თი იყოს.

- სად სწავ­ლობს კესო?

- სა­მარ­თალ­ზე. მერ­ვე კლა­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ეს პრო­ფე­სია უნ­დო­და. სხვა­თა შო­რის, მსა­ხი­ო­ბო­ბის სურ­ვი­ლი არ­ცერ­თს არ გას­ჩე­ნია. ჩემი შემ­ყუ­რე, ხე­და­ვენ, რომ ცოტა უმა­დუ­რი საქ­მეა, კარ­გია, რომ არ უნ­დათ.

- თქვე­ნი შვი­ლის ტოლი იყა­ვით, როცა ოჯა­ხი შექ­მე­ნით, რა რე­აქ­ცია გექ­ნე­ბათ, ახლა კე­სომ რომ გი­თხრათ, გა­თხო­ვე­ბას ვა­პი­რე­ბო?

- ამას გა­აზ­რე­ბა და წი­ნას­წარ შემ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბა. არ მი­ფიქ­რია ამა­ზე და არ ვიცი, რას ვი­ზამ. მაგ­რამ, ალ­ბათ, კედ­ლებ­ზე სირ­ბილს არ და­ვი­წყებ. ასე ვუ­თხა­რი მეც ჩემს მშობ­ლებს და არა­ვის გა­უ­წე­ვია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. ასე ვი­ზამ მეც, სხვა­ნა­ი­რად რომ მო­ვიქ­ცე, უსინ­დი­სო უნდა ვიყო, როცა მე ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს. თუმ­ცა, ჯერ არ აპი­რებს.

- რო­გო­რი მე­უღ­ლე ხართ?

- სულ ვცდი­ლობ, მე­უღ­ლეს ყოფა შე­ვუმ­სუ­ბუ­ქო და მას­ზე ვიზ­რუ­ნო. ოცი წე­ლია, ერ­თად ვართ. როცა შვი­ლე­ბი იზ­რდე­ბი­ან, საზ­რუ­ნა­ვი იმა­ტებს და მეტი ყუ­რა­დღე­ბა ბავ­შვებ­ზე გა­და­დის, მაგ­რამ ვცდი­ლობ, მე­უღ­ლე­საც არ მო­ვაკ­ლო ყუ­რა­დღე­ბა და არ ვა­წყე­ნი­ნო.

- ორი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ხართ, ეხ­მა­რე­ბით სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში?

- რო­გორ არა, შე­მიძ­ლია, მე­უღ­ლეს ყვე­ლა­ფერ­ში და­ვეხ­მა­რო. ყო­ველ­თვის ასე იყო. ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით, ერ­თად ცხოვ­რე­ბა რომ და­ვი­წყეთ და როცა მშობ­ლე­ბი არ იყ­ვნენ ჩვენ­თან ერ­თად, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი მხო­ლოდ მე­უღ­ლე­ზე არას­დროს ყო­ფი­ლა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სახ­ლის და­ლა­გე­ბა­შიც ვეხ­მა­რე­ბო­დი და ბავ­შვის მოვ­ლა­შიც. ახლა კი და­მა­ვი­წყდა, მაგ­რამ მა­შინ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი. ბავ­შვს ვა­ბა­ნა­ვებ­დი და ასე შემ­დეგ.

- კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა თუ გე­ხერ­ხე­ბათ?

- დი­დად არა, მაგ­რამ აი, როცა საქ­მე ხორცს ეხე­ბა, მა­შინ მე­უღ­ლემ იცის, რომ სამ­ზა­რე­უ­ლოს არ უნდა გა­ე­კა­როს. ეს ჩემი ძლი­ე­რი მხა­რეა. იცით, რა­ტომ გა­მოს­დით მა­მა­კა­ცებს უფრო გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი? იმი­ტომ, რომ მათ მომ­ზა­დე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ აქვთ და სი­ა­მოვ­ნე­ბით აკე­თე­ბენ. მე ხორცს ვა­კე­თებ და სხვა და­ნარ­ჩენს, მე­უღ­ლე ამ­ზა­დებს. ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლად. თუმ­ცა, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, მას ვერ მო­უ­ხერ­ხე­ბია და მე გა­მი­კე­თე­ბია. სახ­ლი და ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო ძა­ლი­ან მიყ­ვარს. არ მეს­მის, რომ ამ­ბო­ბენ, კაცი ვარ და ეს რა­ტომ უნდა გა­ვა­კე­თოო. და­მი­ლა­გე­ბია კი­დეც, ჭურ­ჭე­ლიც გა­მი­რე­ცხავს და ყვე­ლა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია, რაც სა­ჭი­რო ყო­ფი­ლა. თუ ქალს იმ მო­მენ­ტში არ სცა­ლია და სხვა საქ­მი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, რა პრობ­ლე­მაა. მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად მომ­ხრე ვარ, რომ ქალი სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი და და­კა­ვე­ბუ­ლი იყოს. და­აკ­ვირ­დით, სა­დაც ქა­ლებს შე­ზღუ­დუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი აქვთ, იმ ქვეყ­ნებ­ში გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ომე­ბია. იმი­ტომ რომ, ქალს დიდი ძალა აქვს.

(შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია)

ქეთი კა­პა­ნა­ძე

"თბი­ლი­სე­ლე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"მამები რომ ამბობენ, ჩემს ქალიშვილს არ გავათხოვებო, არ მესმის" - როგორი მამა და მეუღლეა ლევან ყოჩიაშვილი

"მამები რომ ამბობენ, ჩემს ქალიშვილს არ გავათხოვებო, არ მესმის" - როგორი მამა და მეუღლეა ლევან ყოჩიაშვილი

უკვე ექვსი წელია, ლევან ყოჩიაშვილი "ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებლისთვის ერთ-ერთი სყვარელი გმირია, დათო გოცირიძის სახით. ამ წლების განმავლობაში დათო მრავალშვილიანი მამა გახდა. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში, მსახიობს ორი შვილი ჰყავს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც მან "თბილისელებს" მისცა:

- ლევან, მეთორმეტე სეზონის დასაწყისში როგორი შემართება გაქვთ? თან, ამ სეზონზე უკვე დიდი ბიჭის მამა ხართ, ახალი პრობლემებით.

- როგორც ყველა სეზონის წინ, ახლაც დიდი სტიმული გვაქვს. კი, ამ ჯერად ეს ხაზი იქნება რამდენიმე სერია აქტუალური თემა, მოზარდი ჯეკოს ამბები ძალიან საინტერესოა. ჩემი ნამდვილი შვილი ჯეგოზე ცოტა პატარაა, ათი წლის, ასე რომ, მსგავსი პრობლემები ჩვენ ჯერ არ შეგვქმნია. ეს პერიოდი სინამდვილეში, მე წინ მაქვს. ჯერ სერიალში გამოვცდი და მერე – რეალურ ცხოვრებაში. იმედია, სერიალის გამოცდილება დამეხმარება ჩემს შვილთან სამომავლოდ, მოზარდის პერიოდისთვის დამახასიათებელი სირთულეების გადალახვაში.

- აქ მრავალშვილიანი მამაც ხართ. რეალურ ცხოვრებაში არ გქონიათ ბევრი შვილის ყოლის სურვილი?

- მე მხოლოდ ორი შვილი მყავს. ადამიანი იმდენ შვილს აჩენს, რამდენის მოვლის თავიც აქვს. ბავშვების გაზრდა მარტივი ხომ არაა? ამიტომ, რამდენის თავიც მქონდა, იმდენი მყავს.

- შვილები რას გეუბნებიან, როგორი მამა ხართ?

- კმაყოფილები არიან ჩემით, პრეტენზიებს არ გამოთქვამენ. მე და ჩემი ძმებიც ასე გავიზარდეთ. მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, წინააღმდეგობები არ შეგვხვედრია. მე და ჩემი შვილებიც ვმეგობრობთ. უფროსი, კესო, უკვე დიდია – 19 წლის ხდება.

- ბიჭი არ არის ჯერ იმხელა, რომ მოზარდობისთვის დამახასიათებელი პრობლემები გქონდეთ, მაგრამ 19 წლის გოგო სმამობა მარტივია?

- სხვათა შორის, არაა რთული. კესუნა თვითონ ძალიან მშვიდი ბავშვია. ყოველთვის ასეთი იყო. კარგი შვილია, ჭკვიანია და კარგადაც სწავლობს. ამ ასაკში ადამიანს, რაც ევალება, ყველაფერს აკეთებს მეც, შეძლებისდაგვარად, ვუგებ და არანაირი უთანხმოება არ გვაქვს. სკოლა კარგად დაამთავრა, წარმატებულად ჩააბარა უნივერსიტეტში. თან, ძალიან პატარა, 19 წლის ვიყავი, როცა ის გაჩნდა და ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ზუსტად ოცი წლით დიდი ვარ მასზე, როცა შენც შვილთან ერთად იზრდები, სხვანაირი ურთიერთობა გიყალიბდება მასთან. მამაჩემმა მითხრა, შენ და კესუნა ერთად გაგზარდეთო. მესამე კურსელ ბავშვს მყავდა ბავშვი. სტუდენტისთვის, თან იმ პერიოდში, ძალიან რთული იყო ამხელა პასუხისმგებლობა. რა ბავშვზეა ლაპარაკი, როცა თვითონ ვერ გაგიგია, რა გინდა. ამიტომ, მშობლები გვეხმარებოდნენ.

- მამებს უჭირთ ხოლმე ქალიშვილები სთაყვანისმცემლებთან შეგუება.

- რა თქმა უნდა, გოგოს თაყვანისმცემელი უნდა ჰყავდეს. მამები რომ ამბობენ, ჩემს ქალიშვილს არ გავათხოვებო, არ მესმის. რას ჰქვია, არ გაათხოვებ? გოგოს თაყვანისმცემლებიც უნდა ჰყავდეს და მერე ოჯახიც უნდა შექმნას. ვმეგობრობთ, მაგრამ პირად ისტორიებს მიყვება-მეთქი, ვერ ვიტყვი. ჩვენც ხომ არ ვუყუებოდით ყველაფერს ჩვენს მშობლებს?!

- ურჩევთ ხოლმე, როგორი უნდა იყოს ბიჭი?

- მთავარია, ნორმალური და პასუხისმგებლიანი კაცი იყოს, დანარჩენს, წინასწარ ვერ განსაზღვრავ. როცა ადამიანს პასუხისმგებლობა აქვს და სხვაზე ზრუნვა შეუძლია, თუნდაც პატარა იყოს ასაკით, ეს უკვე კარგი თვისებაა. არ შეიძლება, ადამიანი მარტო საკუთარ თავზე ფიქრობდე. ასეთი კაცები მომწონს და რა თქმა უნდა, მინდა, ჩემი შვილის გვერდითაც ასეთი იყოს.

- სად სწავლობს კესო?

- სამართალზე. მერვე კლასიდან მოყოლებული, ეს პროფესია უნდოდა. სხვათა შორის, მსახიობობის სურვილი არცერთს არ გასჩენია. ჩემი შემყურე, ხედავენ, რომ ცოტა უმადური საქმეა, კარგია, რომ არ უნდათ.

- თქვენი შვილის ტოლი იყავით, როცა ოჯახი შექმენით, რა რეაქცია გექნებათ, ახლა კესომ რომ გითხრათ, გათხოვებას ვაპირებო?

- ამას გააზრება და წინასწარ შემზადება სჭირდება. არ მიფიქრია ამაზე და არ ვიცი, რას ვიზამ. მაგრამ, ალბათ, კედლებზე სირბილს არ დავიწყებ. ასე ვუთხარი მეც ჩემს მშობლებს და არავის გაუწევია წინააღმდეგობა. ასე ვიზამ მეც, სხვანაირად რომ მოვიქცე, უსინდისო უნდა ვიყო, როცა მე ასეთი გამოცდილება მაქვს. თუმცა, ჯერ არ აპირებს.

- როგორი მეუღლე ხართ?

- სულ ვცდილობ, მეუღლეს ყოფა შევუმსუბუქო და მასზე ვიზრუნო. ოცი წელია, ერთად ვართ. როცა შვილები იზრდებიან, საზრუნავი იმატებს და მეტი ყურადღება ბავშვებზე გადადის, მაგრამ ვცდილობ, მეუღლესაც არ მოვაკლო ყურადღება და არ ვაწყენინო.

- ორივე დაკავებულები ხართ, ეხმარებით საოჯახო საქმეებში?

- როგორ არა, შემიძლია, მეუღლეს ყველაფერში დავეხმარო. ყოველთვის ასე იყო. ძალიან პატარები ვიყავით, ერთად ცხოვრება რომ დავიწყეთ და როცა მშობლები არ იყვნენ ჩვენთან ერთად, საოჯახო საქმეები მხოლოდ მეუღლეზე არასდროს ყოფილა დამოკიდებული. სახლის დალაგებაშიც ვეხმარებოდი და ბავშვის მოვლაშიც. ახლა კი დამავიწყდა, მაგრამ მაშინ ყველაფერს ვაკეთებდი. ბავშვს ვაბანავებდი და ასე შემდეგ.

- კერძების მომზადება თუ გეხერხებათ?

- დიდად არა, მაგრამ აი, როცა საქმე ხორცს ეხება, მაშინ მეუღლემ იცის, რომ სამზარეულოს არ უნდა გაეკაროს. ეს ჩემი ძლიერი მხარეა. იცით, რატომ გამოსდით მამაკაცებს უფრო გემრიელი კერძები? იმიტომ, რომ მათ მომზადების ვალდებულება არ აქვთ და სიამოვნებით აკეთებენ. მე ხორცს ვაკეთებ და სხვა დანარჩენს, მეუღლე ამზადებს. ძალიან გემრიელად. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, მას ვერ მოუხერხებია და მე გამიკეთებია. სახლი და ოჯახური გარემო ძალიან მიყვარს. არ მესმის, რომ ამბობენ, კაცი ვარ და ეს რატომ უნდა გავაკეთოო. დამილაგებია კიდეც, ჭურჭელიც გამირეცხავს და ყველაფერი გამიკეთებია, რაც საჭირო ყოფილა. თუ ქალს იმ მომენტში არ სცალია და სხვა საქმითაა დაკავებული, რა პრობლემაა. მე აბსოლუტურად მომხრე ვარ, რომ ქალი სოციალურად აქტიური და დაკავებული იყოს. დააკვირდით, სადაც ქალებს შეზღუდული უფლებები აქვთ, იმ ქვეყნებში გაუთავებელი ომებია. იმიტომ რომ, ქალს დიდი ძალა აქვს.

(შემოკლებული ვერსია)

ქეთი კაპანაძე

"თბილისელები"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება