პოლიტიკა
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველად ისტორიაში საუდის არაბეთმა რუსეთისგან 3 მლრდ დოლარის შეიარაღება შეისყიდა - რას "უმიზნებს" მოსკოვი?
პირველად ისტორიაში საუდის არაბეთმა რუსეთისგან 3 მლრდ დოლარის შეიარაღება შეისყიდა - რას "უმიზნებს" მოსკოვი?

ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ძალ­თა და ინეტ­რეს­თა მკვეთ­რი გა­და­თა­მა­შე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი ქურ­თე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ თურ­ქე­თის მო­სა­ლოდ­ნე­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის ფონ­ზე, რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბი ძლი­ე­რი პარტნი­ო­რე­ბი­სა და მო­კავ­ში­რე­ე­ბის ძი­ე­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ.

ვა­შინგტო­ნის­თვის მე­ტად უსი­ა­მოვ­ნო აღ­მოჩ­ნდა რუ­სეთ­ში სა­უ­დის არა­ბე­თის მე­ფის ვი­ზი­ტი­სას და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­თან ერ­თად ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბას, მას­ზე ფა­სე­ბის და­წე­სე­ბას და სამ­ხედ­რო შეს­ყიდ­ვებს შე­ე­ხო.

პრაქ­ტი­კუ­ლად უსა­ზღვრო ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე სა­უ­დის არა­ბე­თი ნავ­თო­ბის კო­ლო­სა­ლურ მა­რა­გებს ფლობს და ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტი­ორ ქვე­ყა­ნა­თა ორ­გა­ნი­ზა­ცია OPEC-ში (Organization of the Petroleum Exporting Countries) ფლაგ­მა­ნის როლს ას­რუ­ლებს. ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი­სა და ნავ­თო­ბის სა­ბა­დო­ებ­ზე კონ­ტროლს სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია Saudi Aramco ახორ­ცი­ე­ლებს. სა­უ­დის არა­ბე­თის­თვის ნავ­თო­ბი ყვე­ლა­ფე­რია. მისი ექ­სპორ­ტი ქვეყ­ნის სა­ექ­სპორ­ტო ხარ­ჯე­ბის 90%-ს იძ­ლე­ვა და ბი­უ­ჯე­ტის 75%-ს ავ­სებს.

2016 წელს ნავ­თო­ბის ბა­ზარ­ზე მთა­ვარ მო­თა­მა­შე­ებს შო­რის ის­ტო­რი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორმ­და. ბოლო 20-25 წლის პრაქ­ტი­კა იმას მოწ­მობს, რომ OPEC-ის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც კი ერ­თი­ან აზ­რზე შე­თან­ხმე­ბა პრობ­ლე­მუ­რი პრო­ცე­სია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელშკრუ­ლე­ბა ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე კვო­ტებს აწე­სებ­და და ბა­რე­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბას გან­სა­ზღვრავ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სე­თი OPEC-ში ცო­ცხა­ლი თა­ვით არ შე­დის და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მხო­ლოდ დამ­კვირ­ვებ­ლის როლს ას­რუ­ლებს, მსოფ­ლიო ნავ­თო­ბის ბა­ზარ­ზე მას დიდი გავ­ლე­ნა აქვს. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ რუ­სეთ­სა და სა­უ­დის არა­ბეთ­ზე მსოფ­ლი­ო­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ნავ­თო­ბის სა­შუ­ა­ლოდ ჯა­მუ­რი 25% მო­დის, გა­მო­დის, რომ მოს­კო­ვი­სა და ელ-რი­ა­დის ტან­დემს OPEC-ში გა­დამ­წყვე­ტი როლი ექ­ნე­ბა.

მოს­კოვ­ში გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, სა­უ­დის არა­ბეთ­მა ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტის დღი­უ­რი ნორ­მის შემ­ცი­რე­ბის და­გა­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ სა­მე­ფოს ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით, სა­ა­გენ­ტო Bloomberg-მა გა­ავ­რცე­ლა. ვლა­დი­მერ პუ­ტინ­სა და მეფე სალ­მან იბნ აბ­დულ-აზიზ ალ სა­უ­დის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, მო­მა­ვა­ლი თვი­დან Saudi Aramco დღე-ღა­მე­ში ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტს 560 ათა­სი ბა­რე­ლით შე­ამ­ცი­რებს. ამით ის ნავ­თობ­ზე მო­თხოვ­ნას გაზ­რდის, რაც დიდი ალ­ბა­თო­ბით ბა­რე­ლის ღრე­ბუ­ლე­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა. ამ­ჟა­მად ელ-რი­ა­დი დღე-ღა­მე­ში 7,7 მი­ლი­ონ ბა­რე­ლის ექ­სპორ­ტი­რე­ბას ახ­დენს. მო­ცუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა ამ ციფრს 7,15 მლნ-მდე და­იყ­ვანს.

მხა­რე­ე­ბის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი 14 დო­კუ­მენ­ტი­ა­ნი პა­კე­ტი, რო­მე­ლიც სა­უ­დის არა­ბეთ­ში ამი­ე­რი­დან რუ­სუ­ლი ხორ­ბლის იმ­პორ­ტსაც ით­ვა­ლის­წი­ნებს, სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­საც ეხე­ბა.

სა­უ­დის არა­ბე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზარ­ზე შეს­ვლის 10 წლი­ა­ნი მცდე­ლო­ბა, რო­გორც ჩანს, "რო­სო­ბო­რო­ნექ­სპორ­ტის" გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. ელ-რი­ად­მა მოს­კო­ვის­გან სა­ერ­თო ჯამ­ში 3 მლრდ დო­ლა­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბა შე­ის­ყი­და. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა Корнет-ЭМ-ის ტი­პის მარ­თვა­დი ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო კომ­პლექ­სე­ბის, რე­აქ­ტი­უ­ლი ცე­ცხლმტყორ­ცნე­ბის ТОС-1А, ავ­ტო­მა­ტუ­რი ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნე­ბის АГС-30, სა­უ­დის არა­ბეთ­ში АК-103-ის ტი­პის ავ­ტო­მა­ტე­ბის სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის მო­წყო­ბა­სა და, რაც ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა - С-400 ტი­პის სა­ზე­ნი­ტო სის­ტე­მე­ბის 4 დი­ვი­ზი­ო­ნის მი­წო­დე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ სა­უ­დის არა­ბე­თის მიერ მოს­კო­ვის­გან ია­რა­ღის შე­ძე­ნის ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა. დღემ­დე ქვე­ყა­ნა მხო­ლოდ და­სავ­ლუ­რი და უმე­ტე­სად ამე­რი­კუ­ლი წარ­მო­ე­ბის სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კით იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი.

ჩი­ნე­თი­სა და თურ­ქე­თის შემ­დეგ, სა­უ­დის არა­ბე­თი რი­გით მე­სა­მე ქვე­ყა­ნა გახ­და, რო­მელ­მაც С-400-ები შე­ი­ძი­ნა. თა­ნაც პირ­და­პირ, ყო­ველ­გვა­რი ტენ­დე­რის გა­მო­ცხა­დე­ბის გა­რე­შე. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი მხა­რე­ებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი მყა­რი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი პერ­სპექ­ტი­ვის მქო­ნე ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

პირველად ისტორიაში საუდის არაბეთმა რუსეთისგან 3 მლრდ დოლარის შეიარაღება შეისყიდა - რას "უმიზნებს" მოსკოვი?

პირველად ისტორიაში საუდის არაბეთმა რუსეთისგან 3 მლრდ დოლარის შეიარაღება შეისყიდა - რას "უმიზნებს" მოსკოვი?

ახლო აღმოსავლეთში ძალთა და ინეტრესთა მკვეთრი გადათამაშება შეინიშნება. სირიის ტერიტორიაზე მყოფი ქურთების წინააღმდეგ თურქეთის მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის ფონზე, რეგიონის ქვეყნები ძლიერი პარტნიორებისა და მოკავშირეების ძიებას განაგრძობენ.

ვაშინგტონისთვის მეტად უსიამოვნო აღმოჩნდა რუსეთში საუდის არაბეთის მეფის ვიზიტისას დადებული ხელშეკრულებები, რომლებიც ეკონომიკურ საკითხებთან ერთად ნავთობის მოპოვებას, მასზე ფასების დაწესებას და სამხედრო შესყიდვებს შეეხო.

პრაქტიკულად უსაზღვრო ფინანსური შესაძლებლობების მქონე საუდის არაბეთი ნავთობის კოლოსალურ მარაგებს ფლობს და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია OPEC-ში (Organization of the Petroleum Exporting Countries) ფლაგმანის როლს ასრულებს. ბუნებრივი აირისა და ნავთობის საბადოებზე კონტროლს სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco ახორციელებს. საუდის არაბეთისთვის ნავთობი ყველაფერია. მისი ექსპორტი ქვეყნის საექსპორტო ხარჯების 90%-ს იძლევა და ბიუჯეტის 75%-ს ავსებს.

2016 წელს ნავთობის ბაზარზე მთავარ მოთამაშეებს შორის ისტორიული ხელშეკრულება გაფორმდა. ბოლო 20-25 წლის პრაქტიკა იმას მოწმობს, რომ OPEC-ის შემადგენლობაშიც კი ერთიან აზრზე შეთანხმება პრობლემური პროცესია. აღნიშნული ხელშკრულება ნავთობის მოპოვებაზე კვოტებს აწესებდა და ბარელის ღირებულებას განსაზღვრავდა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი OPEC-ში ცოცხალი თავით არ შედის და ორგანიზაციაში მხოლოდ დამკვირვებლის როლს ასრულებს, მსოფლიო ნავთობის ბაზარზე მას დიდი გავლენა აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთსა და საუდის არაბეთზე მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის საშუალოდ ჯამური 25% მოდის, გამოდის, რომ მოსკოვისა და ელ-რიადის ტანდემს OPEC-ში გადამწყვეტი როლი ექნება.

მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, საუდის არაბეთმა ნავთობის ექსპორტის დღიური ნორმის შემცირების დაგაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ სამეფოს ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით, სააგენტო Bloomberg-მა გაავრცელა. ვლადიმერ პუტინსა და მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდის შეხვედრის შემდეგ, მომავალი თვიდან Saudi Aramco დღე-ღამეში ნავთობის ექსპორტს 560 ათასი ბარელით შეამცირებს. ამით ის ნავთობზე მოთხოვნას გაზრდის, რაც დიდი ალბათობით ბარელის ღრებულებაზეც აისახება. ამჟამად ელ-რიადი დღე-ღამეში 7,7 მილიონ ბარელის ექსპორტირებას ახდენს. მოცულების შემცირება ამ ციფრს 7,15 მლნ-მდე დაიყვანს.

მხარეების მიერ ხელმოწერილი 14 დოკუმენტიანი პაკეტი, რომელიც საუდის არაბეთში ამიერიდან რუსული ხორბლის იმპორტსაც ითვალისწინებს, სამხედრო თანამშრომლობასაც ეხება.

საუდის არაბეთის სამხედრო ბაზარზე შესვლის 10 წლიანი მცდელობა, როგორც ჩანს, "როსობორონექსპორტის" გამარჯვებით დასრულდა. ელ-რიადმა მოსკოვისგან საერთო ჯამში 3 მლრდ დოლარის შეიარაღება შეისყიდა. ხელშეკრულება Корнет-ЭМ-ის ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების, რეაქტიული ცეცხლმტყორცნების ТОС-1А, ავტომატური ყუმბარმტყორცნების АГС-30, საუდის არაბეთში АК-103-ის ტიპის ავტომატების სერიული წარმოების მოწყობასა და, რაც ყველაზე საინტერესოა - С-400 ტიპის საზენიტო სისტემების 4 დივიზიონის მიწოდებას ითვალისწინებს.

ხაზგასასმელია, რომ საუდის არაბეთის მიერ მოსკოვისგან იარაღის შეძენის ეს პირველი შემთხვევაა. დღემდე ქვეყანა მხოლოდ დასავლური და უმეტესად ამერიკული წარმოების სამხედრო ტექნიკით იყო შეიარაღებული.

ჩინეთისა და თურქეთის შემდეგ, საუდის არაბეთი რიგით მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც С-400-ები შეიძინა. თანაც პირდაპირ, ყოველგვარი ტენდერის გამოცხადების გარეშე. ასეთი შემთხვევები მხარეებს შორის არსებული მყარი და გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე ურთიერთობაზე მეტყველებს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"