პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აიძულებდნენ საკნების მორეცხვას, შემდეგ კი დაბინძურებულ სველ მაისურებს აცმევდნენ" - პროკურატურამ 14 პირის მიმართ ჩადენილი დანაშაული გახსნა
"აიძულებდნენ საკნების მორეცხვას, შემდეგ კი დაბინძურებულ სველ მაისურებს აცმევდნენ" - პროკურატურამ 14 პირის მიმართ ჩადენილი დანაშაული გახსნა

პრო­კუ­რა­ტუ­რამ დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში 14 პი­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბი გახ­სნა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გახ­სნი­ლია სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 14 პი­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბი.

სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: შსს ყვარ­ლის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი თ.ვ. და ამა­ვე იზო­ლა­ტო­რის ყო­ფი­ლი ინ­სპექ­ტო­რი ვ.ს.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2011 წლის მა­ი­სის თვე­ში, თბი­ლის­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი "სა­ხალ­ხო კრე­ბის" წევ­რე­ბის და ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მხარ­დამ­ჭერ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

იმ მიზ­ნით, რომ ქუ­ჩის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს არ მი­ე­ღო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ხა­სი­ა­თი და მო­ეხ­დი­ნათ საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღის ჩა­ცხრო­მა, 2011 წლის 18 მა­ი­სი­დან 22 მა­ი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ და­ი­წყო ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რე­ბის და აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის დევ­ნა, რა მიზ­ნი­თაც, რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­ში ჩა­ტარ­და რამ­დე­ნი­მე სპე­ცო­პე­რა­ცია, რა დრო­საც და­კა­ვე­ბულ იქნა გოჩა წიკ­ლა­უ­რი, ტა­რი­ელ მელ­ქოშ­ვი­ლი, ვლა­დი­მერ იმ­ნა­ძე და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის კი­დევ 11 აქ­ტი­ვის­ტი, რომ­ლებ­საც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით 30 დან 45 დღემ­დე ვა­დით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ და შე­სახ­ლე­ბულ იქ­ნენ შსს ყვარ­ლის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს შე­ნო­ბა­ში გან­თავ­სე­ბულ დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში.

პა­ტიმ­რე­ბის შეყ­ვა­ნის შემ­დეგ, იზო­ლა­ტო­რის უფ­როს­მა თ.ვ-მ მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ხსე­ნე­ბულ 14 პირს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­დათ და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში, მათი დას­ჯის მიზ­ნით შე­ი­მუ­შა­ვა პა­ტიმ­რებ­თან მო­პყრო­ბის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი წე­სე­ბი.

2011 წლის 21 მა­ი­სი­დან 05 ივ­ნი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად, თ.ვ-ს და იზო­ლა­ტო­რის კი­დევ ერთ თა­ნამ­შრო­მელს ვ.ს-ს, საკ­ნე­ბი­დან გა­მოჰ­ყავ­დათ პა­ტიმ­რე­ბი და სცემ­დნენ ხელ-ფე­ხით, ამ­ცი­რებ­დნენ და აყე­ნებ­დნენ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, აი­ძუ­ლებ­დნენ ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის გი­ნე­ბას. პე­რი­ო­დუ­ლად ხდიდ­ნენ მა­ი­სუ­რებს და აი­ძუ­ლებ­დნენ საკ­ნე­ბის მო­რე­ცხვას, რის შემ­დე­გაც და­ბინ­ძუ­რე­ბულ სველ მა­ი­სუ­რებს აც­მევ­დნენ ძა­ლით.

გარ­და ამი­სა, პა­ტიმ­რებს იზო­ლა­ტორ­ში არ­სე­ბუ­ლი მა­რა­გე­ბი­დან და ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიერ შეგ­ზავ­ნი­ლი ამა­ნა­თე­ბი­დან არ მი­ე­წო­დე­ბო­დათ საკ­მა­რი­სი ოდე­ნო­ბით საკ­ვე­ბი; პა­ტიმ­რებს არ აძ­ლევ­დნენ დღი­სა და ღა­მის სა­ა­თებ­ში და­ძი­ნე­ბი­სა და დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, პე­რი­ო­დუ­ლად საკ­ნებ­ში შე­დი­ო­და თ.ვ. და პა­ტიმ­რებს აი­ძუ­ლებ­და სა­ა­თო­ბით ფეხ­ზე დგო­მას.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, თ.ვ-ს და ვ.ს-ს ბრა­ლად ედე­ბათ პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, და­ნა­შა­უ­ლი, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 1443 -ე მუხ­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 4 დან 6 წლამ­დე ვა­დით.

2012 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ცემა, წა­მე­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მხი­ლე­ბულ იქნა და სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო 135 სა­ჯა­რო მო­ხე­ლის მი­მართ", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"აიძულებდნენ საკნების მორეცხვას, შემდეგ კი დაბინძურებულ სველ მაისურებს აცმევდნენ" - პროკურატურამ 14 პირის მიმართ ჩადენილი დანაშაული გახსნა

"აიძულებდნენ საკნების მორეცხვას, შემდეგ კი დაბინძურებულ სველ მაისურებს აცმევდნენ" - პროკურატურამ 14 პირის მიმართ ჩადენილი დანაშაული გახსნა

პროკურატურამ დროებითი მოთავსების იზოლატორში 14 პირის მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები გახსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია საპატიმრო დაწესებულებაში 14 პირის მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, პროკურატურის მიერ დაკავებული არიან: შსს ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილი უფროსი თ.ვ. და ამავე იზოლატორის ყოფილი ინსპექტორი ვ.ს.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის მაისის თვეში, თბილისში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარეობდა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები "სახალხო კრების" წევრების და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა მონაწილეობით.

იმ მიზნით, რომ ქუჩის საპროტესტო აქციებს არ მიეღო ფართომასშტაბიანი ხასიათი და მოეხდინათ საპროტესტო ტალღის ჩაცხრომა, 2011 წლის 18 მაისიდან 22 მაისამდე პერიოდში სამართალდამცავების მიერ დაიწყო ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტიური წევრების და აქციის ორგანიზატორების დევნა, რა მიზნითაც, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩატარდა რამდენიმე სპეცოპერაცია, რა დროსაც დაკავებულ იქნა გოჩა წიკლაური, ტარიელ მელქოშვილი, ვლადიმერ იმნაძე და საპროტესტო აქციაში მონაწილე პოლიტიკური პარტიების კიდევ 11 აქტივისტი, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით 30 დან 45 დღემდე ვადით პატიმრობა შეეფარდათ და შესახლებულ იქნენ შსს ყვარლის პოლიციის სამმართველოს შენობაში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორში.

პატიმრების შეყვანის შემდეგ, იზოლატორის უფროსმა თ.ვ-მ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პატიმრობაში მყოფ ხსენებულ 14 პირს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდათ და მონაწილეობას იღებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში, მათი დასჯის მიზნით შეიმუშავა პატიმრებთან მოპყრობის დამამცირებელი და არაადამიანური წესები.

2011 წლის 21 მაისიდან 05 ივნისამდე პერიოდში, ყოველდღიურად, თ.ვ-ს და იზოლატორის კიდევ ერთ თანამშრომელს ვ.ს-ს, საკნებიდან გამოჰყავდათ პატიმრები და სცემდნენ ხელ-ფეხით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, აიძულებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერების გინებას. პერიოდულად ხდიდნენ მაისურებს და აიძულებდნენ საკნების მორეცხვას, რის შემდეგაც დაბინძურებულ სველ მაისურებს აცმევდნენ ძალით.

გარდა ამისა, პატიმრებს იზოლატორში არსებული მარაგებიდან და ოჯახის წევრების მიერ შეგზავნილი ამანათებიდან არ მიეწოდებოდათ საკმარისი ოდენობით საკვები; პატიმრებს არ აძლევდნენ დღისა და ღამის საათებში დაძინებისა და დასვენების საშუალებას, პერიოდულად საკნებში შედიოდა თ.ვ. და პატიმრებს აიძულებდა საათობით ფეხზე დგომას.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, თ.ვ-ს და ვ.ს-ს ბრალად ედებათ პატიმრების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.

2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ცემა, წამება, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, მხილებულ იქნა და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 135 საჯარო მოხელის მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ