10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელ-ფეხი უკვე აამოძრავა, წამოდგომა ჯერ არ შეუძლია" - რა მდგომარეობაშია ზურა ვადაჭკორია მძიმე ავადმყოფობიდან 8 თვის შემდეგ
"ხელ-ფეხი უკვე აამოძრავა, წამოდგომა ჯერ არ შეუძლია" - რა მდგომარეობაშია ზურა ვადაჭკორია მძიმე ავადმყოფობიდან 8 თვის შემდეგ

"იმე­დი მაქვს, რომ კი­დევ უკე­თე­სად იქ­ნე­ბა," - გვე­უბ­ნე­ბა მა­მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მიმი ვა­და­ჭ­კო­რია.

8 თვე გა­ვი­და მას მერე, რაც ილუ­ზი­ო­ნის­ტი ზურა ვა­და­ჭ­კო­რია ინ­სულ­ტის მძი­მე დი­აგ­ნო­ზით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა. ოჯახს და ექი­მებს იმე­დი არ ჰქონ­დათ, რომ პა­ცი­ენ­ტი ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვი­დო­და, თუმ­ცა რო­გორც ვა­და­ჭ­კო­რი­ე­ბი ამ­ბო­ბენ, სას­წა­უ­ლი მოხ­და.

"ამ ეტაპ­ზე უკე­თე­სო­ბაა იმ მხრივ, რომ მა­ნამ­დე ხელ-ფეხს სა­ერ­თოდ ვერ ამოძ­რა­ვებ­და, არა­და, მძი­მე ავად­მყო­ფო­ბა გა­და­ი­ტა­ნა," - გვე­უბ­ნე­ბა მიმი.

- მოძ­რა­ო­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად ჯერ არ შე­უძ­ლია, რაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც არის. მა­სა­ჟე­ბი აქამ­დე იმის­თვის უკეთ­დე­ბო­და, რომ ხელ-ფეხი აე­მოძ­რა­ვე­ბი­ნა. ნელ-ნელა ფეხ­ზე წა­მო­სად­გომ მა­სა­ჟებ­საც და­ვი­წყებთ... ამ წუ­თის­თვის უკვე ჯდე­ბა, თავს და­მო­უ­კი­დებ­ლად იჭერს, რა­საც ვერ ახერ­ხებ­და...

- ეტ­ლით სარ­გებ­ლობს?

- გა­რეთ თუ გა­ვიყ­ვანთ, ეტლი იმ შემ­თხვე­ვა­ში სჭირ­დე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­რეთ გას­ვლის სურ­ვი­ლი თვი­თონ არ აქვს.

- გან­წყო­ბა რო­გო­რი აქვს?

- იმე­დი­ა­ნად არის, სჯე­რა, რომ კარ­გად იქ­ნე­ბა და მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ისევ წარ­დგე­ბა. იმა­საც ამ­ბობს, რომ რას ვი­ზამთ, - ცხოვ­რე­ბა ასე­თი ყო­ფი­ლა...

- გა­მო­დის, იცის, რაც და­ე­მარ­თა, ხომ?

- იცის, რომ ინ­სულ­ტი ჰქონ­და, მაგ­რამ ამ თე­მა­ზე ბევ­რი ლა­პა­რა­კი დი­დად არ სი­ა­მოვ­ნებს... კარ­გად გავ­ხდე­ბი და ისევ ისე­თი ვიქ­ნე­ბი, რო­გო­რიც ვი­ყა­ვი. თუ არა და არც ეგ არის პრობ­ლე­მა, ჩემი სა­ხე­ლი ის­ტო­რი­ა­ში უკვე შე­ვი­და, რი­თაც შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ია­მა­ყე­ბე­ნო.

ძვე­ლი ამ­ბე­ბი უფრო აღიდ­გი­ნა, ოღონდ, მო­მენ­ტებ­ში ჩა­ვად­ნე­ბი აქვს. მე­გობ­რე­ბი ხში­რად ურე­კა­ვენ და ნა­ხუ­ლო­ბენ, რაც დი­დად ახა­რებს.

ყვე­ლას ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ელა­პა­რა­კე­ბა, ამ­ბებს ეკი­თხე­ბა, - რო­გორ ხართ? რა ხდე­ბა ჩვენ სფე­რო­ში? იმ დღეს ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე იყო, შე­ვახ­სე­ნე. და­რე­კე ზუ­რას­თან, მი­ვუ­ლო­ცა­ვო, - მი­თხრა... ვი­საც ესა­უბ­რე­ბა, ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბას უსურ­ვებს და ურ­ჩევს, ჯან­მრთე­ლო­ბას გა­უფრ­თხილ­დნენ.

- ვიცი, რომ ავად­მყო­ფო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მას მე­უღ­ლე, შენი დე­დი­კო გვერ­დი­დან არ მო­ცი­ლე­ბია და მისი ერ­თა­დერ­თი მომ­ვლე­ლია...

- კი, დედა უვ­ლის და ალ­ბათ იშ­ვი­ა­თია, რა­საც ის მა­მას­თვის აკე­თებს. ეს ენით აუ­წე­რე­ლი ზრუნ­ვაა. დე­და­ჩე­მის­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ვფიქ­რობ, იშ­ვი­ა­თად არი­ან... ბევ­რჯერ და­მის­ვამს კი­თხვა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის - ნე­ტავ, ამ­დენს თუ შევ­ძლებ-მეთ­ქი? მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მამა ყვე­ლა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად მიყ­ვარს...

მი­ჭირს ზუ­რი­კოს ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ნახ­ვა, ამ ამ­ბავ­თან შე­გუ­ე­ბა, მაგ­რამ იმი­თაც ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ შე­და­რე­ბით კარ­გად არის. ღმერ­თის მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ცუ­დის­თვის არ გა­ი­მე­ტა და იმე­დი მაქვს, რომ ძვე­ლე­ბურ ზუ­რი­კო­საც მალე ვი­ხი­ლავ...

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. დღემ­დე გვერ­დში გვიდ­გა­ნან. ამი­ტომ, მთე­ლი ოჯა­ხის სა­ხე­ლით ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა. მად­ლო­ბა "სის­ხლის ბან­კის" ხელ­მძღვა­ნელს დათო ლო­ლი­აშ­ვილს, და­ვით ნარ­მა­ნი­ას, ქა­ლა­ქის მერს, ისე გვიდ­გას მხარ­ში, გა­ოც­დე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რა დრო­საც უნდა მივ­წე­რო, რომ არ მი­პა­სუ­ხოს, შე­უძ­ლე­ბე­ლია. გვეხ­მა­რე­ბა ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბა, ასე­ვე ჩვე­ნი რა­ი­ო­ნის დე­პუ­ტა­ტი რიმა ბე­რა­ძე, მად­ლო­ბა ზუ­რას მე­გობ­რებს - ბად­რი ჯი­ქი­ას და დათო სი­ხა­რუ­ლი­ძეს.

იმ­დე­ნი ხალ­ხია მა­მა­ჩე­მის მდგო­მა­რე­ო­ბით შე­წუ­ხე­ბუ­ლი და ისე ზრუ­ნა­ვენ მას­ზე, რომ სხვა გზა არც არ­სე­ბობს, რომ ზურა კარ­გად არ იყოს!

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ხელ-ფეხი უკვე აამოძრავა, წამოდგომა ჯერ არ შეუძლია" - რა მდგომარეობაშია ზურა ვადაჭკორია მძიმე ავადმყოფობიდან 8 თვის შემდეგ

"ხელ-ფეხი უკვე აამოძრავა, წამოდგომა ჯერ არ შეუძლია" - რა მდგომარეობაშია ზურა ვადაჭკორია მძიმე ავადმყოფობიდან 8 თვის შემდეგ

"იმედი მაქვს, რომ კიდევ უკეთესად იქნება," - გვეუბნება მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიმი ვადაჭკორია.

8 თვე გავიდა მას მერე, რაც ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია ინსულტის მძიმე დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. ოჯახს და ექიმებს იმედი არ ჰქონდათ, რომ პაციენტი ამ მდგომარეობიდან გამოვიდოდა, თუმცა როგორც ვადაჭკორიები ამბობენ, სასწაული მოხდა.

"ამ ეტაპზე უკეთესობაა იმ მხრივ, რომ მანამდე ხელ-ფეხს საერთოდ ვერ ამოძრავებდა, არადა, მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა," - გვეუბნება მიმი.

- მოძრაობა დამოუკიდებლად ჯერ არ შეუძლია, რაც წარმოუდგენელიც არის. მასაჟები აქამდე იმისთვის უკეთდებოდა, რომ ხელ-ფეხი აემოძრავებინა. ნელ-ნელა ფეხზე წამოსადგომ მასაჟებსაც დავიწყებთ... ამ წუთისთვის უკვე ჯდება, თავს დამოუკიდებლად იჭერს, რასაც ვერ ახერხებდა...

- ეტლით სარგებლობს?

- გარეთ თუ გავიყვანთ, ეტლი იმ შემთხვევაში სჭირდება, ჯერჯერობით გარეთ გასვლის სურვილი თვითონ არ აქვს.

- განწყობა როგორი აქვს?

- იმედიანად არის, სჯერა, რომ კარგად იქნება და მაყურებლის წინაშე ისევ წარდგება. იმასაც ამბობს, რომ რას ვიზამთ, - ცხოვრება ასეთი ყოფილა...

- გამოდის, იცის, რაც დაემართა, ხომ?

- იცის, რომ ინსულტი ჰქონდა, მაგრამ ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი დიდად არ სიამოვნებს... კარგად გავხდები და ისევ ისეთი ვიქნები, როგორიც ვიყავი. თუ არა და არც ეგ არის პრობლემა, ჩემი სახელი ისტორიაში უკვე შევიდა, რითაც შვილიშვილები იამაყებენო.

ძველი ამბები უფრო აღიდგინა, ოღონდ, მომენტებში ჩავადნები აქვს. მეგობრები ხშირად ურეკავენ და ნახულობენ, რაც დიდად ახარებს.

ყველას ჩვეულებრივად ელაპარაკება, ამბებს ეკითხება, - როგორ ხართ? რა ხდება ჩვენ სფეროში? იმ დღეს ზურა დოიჯაშვილის დაბადების დღე იყო, შევახსენე. დარეკე ზურასთან, მივულოცავო, - მითხრა... ვისაც ესაუბრება, ყველას ჯანმრთელობას უსურვებს და ურჩევს, ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.

- ვიცი, რომ ავადმყოფობის პირველივე დღიდან მას მეუღლე, შენი დედიკო გვერდიდან არ მოცილებია და მისი ერთადერთი მომვლელია...

- კი, დედა უვლის და ალბათ იშვიათია, რასაც ის მამასთვის აკეთებს. ეს ენით აუწერელი ზრუნვაა. დედაჩემისნაირი ადამიანები ვფიქრობ, იშვიათად არიან... ბევრჯერ დამისვამს კითხვა საკუთარი თავისთვის - ნეტავ, ამდენს თუ შევძლებ-მეთქი? მიუხედავად იმისა, რომ მამა ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს...

მიჭირს ზურიკოს ამ მდგომარეობაში დანახვა, ამ ამბავთან შეგუება, მაგრამ იმითაც ბედნიერი ვარ, რომ შედარებით კარგად არის. ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ცუდისთვის არ გაიმეტა და იმედი მაქვს, რომ ძველებურ ზურიკოსაც მალე ვიხილავ...

ეს ყველაფერი კი უამრავი ადამიანის დამსახურებაა. დღემდე გვერდში გვიდგანან. ამიტომ, მთელი ოჯახის სახელით ყველას დიდი მადლობა. მადლობა "სისხლის ბანკის" ხელმძღვანელს დათო ლოლიაშვილს, დავით ნარმანიას, ქალაქის მერს, ისე გვიდგას მხარში, გაოცდებით, მნიშვნელობა არ აქვს, რა დროსაც უნდა მივწერო, რომ არ მიპასუხოს, შეუძლებელია. გვეხმარება ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, ასევე ჩვენი რაიონის დეპუტატი რიმა ბერაძე, მადლობა ზურას მეგობრებს - ბადრი ჯიქიას და დათო სიხარულიძეს.

იმდენი ხალხია მამაჩემის მდგომარეობით შეწუხებული და ისე ზრუნავენ მასზე, რომ სხვა გზა არც არსებობს, რომ ზურა კარგად არ იყოს!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი