პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტმა უკანასკნელ შანსზე თქვა უარი, რომ ბოლოს მაინც პოზიტიური როლი შეესრულებინა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში
მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტმა უკანასკნელ შანსზე თქვა უარი, რომ ბოლოს მაინც პოზიტიური როლი შეესრულებინა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში

პრე­ზი­დენ­ტმა თქვა უკა­ნას­კნელ შანსზე უარი, რომ ბო­ლოს მა­ინც პო­ზი­ტი­უ­რი როლი შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბულ და უკვე აღი­ა­რე­ბულ პრო­ცეს­ში, - ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის მიერ და­დე­ბულ მო­ტი­ვი­რე­ბულ შე­ნიშ­ვნებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

რო­გორც მდი­ნა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ტი­პის კონ­სტი­ტუ­ცია - ეს არის ის, რაც სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღო უკა­ნას­კნე­ლი თვე­ე­ბის და­უ­ღა­ლა­ვი და ნამ­დვი­ლად ნა­ყო­ფი­ე­რი შრო­მის შე­დე­გად.

"ვინ იყ­ვნენ აქ­ტო­რე­ბი ამ საქ­მე­ში, ეს იყო მათ შო­რის, ჩვე­ნი ოპო­ზი­ცი­აც, მათ შო­რის, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის ის ნა­წი­ლიც, რო­მე­ლიც დღეს აკ­რი­ტი­კებს ახალ კონ­სტი­ტუ­ცი­ას, მაგ­რამ მთა­ვა­რია ის, რომ მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც და­ფიქ­სირ­და და საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­უ­რად იმი­ტომ, რომ ჩვენ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ მათი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა და შე­ნიშ­ვნე­ბის 70%-ზე მეტი, რო­დე­საც კო­მი­სია მუ­შა­ო­ბას შე­უდ­გა. უმ­რავ­ლე­სო­ბის მხრი­დან 5 პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ ერთ მხა­რეს, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი დას­კვნა და­წე­რა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხოლო მე­ო­რე მხა­რეს სამ­წუ­ხა­როა, რომ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ა­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბას­თან ერ­თად აღ­მოჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და ეს არის ის ფლან­გი, რო­მე­ლიც მარ­თლაც მარ­ტო დარ­ჩა. მათი კრი­ტი­კა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სია შე­იქ­მნა, პრე­ზი­დენ­ტმა მას მა­შინ­ვე ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და.

"ამის შემ­დეგ ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა და­ტო­ვეს კო­მი­სია და დღეს, რო­დე­საც ისი­ნი ერ­თა­დერთ სა­კი­თხად აყე­ნე­ბენ პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მას, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა შე­ვახ­სე­ნო, რომ მა­შინ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტში ეწე­რა, 2020 წლის პი­რო­ბებ­ში პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლა და ეს არის პო­ლი­ტი­უ­რი თაღ­ლი­თო­ბა - ამას უნდა და­ერ­ქვას თა­ვი­სი სა­ხე­ლი. ამის შემ­დეგ გა­ი­მარ­თა სა­ყო­ველ­თაო-სა­ხალ­ხო გან­ხილ­ვე­ბი, მარ­თლაც ძა­ლი­ან დიდი მას­შტა­ბის და ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ფარ­თო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით თა­ვი­სი მხარ­და­ჭე­რა და­ა­ფიქ­სი­რა იმ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო ჯამ­ში აი­სა­ხა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში. ყვე­ლა გა­მოს­ვლის შემ­დეგ, მათ შო­რის, სა­ყო­ველ­თაო-სა­ხალ­ხო გან­ხილ­ვე­ბის დროს ერთ-ერთი ჩვენ­გა­ნი მა­ინც ვა­ფიქ­სი­რებ­დით, რომ იყო კა­მა­თი გუნ­დის შიგ­ნით იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა უნდა ყო­ფი­ლი­ყო თუ შე­რე­უ­ლი უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. შემ­დეგ რო­დე­საც გუნდში შედ­გა კონ­სენ­სუ­სი, რაც არ იყო მარ­ტი­ვი საქ­მე, ეს იყო ერ­თა­დერ­თი შან­სი და გა­რან­ტია, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გა­და­სუ­ლი­ყო სა­ბო­ლოო ჯამ­ში, პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე. ჩვენ ეს მო­ვა­ხერ­ხეთ. ჩვენ შე­ვას­რუ­ლეთ და­ნა­პი­რე­ბი, რომ ჩვე­ნი ქე­ვე­ყა­ნა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გა­და­დის პრო­პორ­ცი­ულ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ზე. ამის შემ­დეგ იყო ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის სა­ოც­რად პო­ზი­ტი­უ­რი დას­კვნა, რომ­ლის რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი წი­ნა­და­დე­ბი­დან თქვენ კი­თხუ­ლობთ მხო­ლოდ ერთს, სა­დაც წუ­ხი­ლია ნახ­სე­ნე­ბი, და­ნარ­ჩე­ნი მათ შო­რის, მთა­ვა­რი დას­კვნი­თი ნა­წი­ლი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არის ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი", - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ სი­მარ­თლის ერთი პრო­ცენ­ტიც კი არ არის იმ ვე­ტოს მხა­რეს, რო­მელ­საც მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბით უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი.

მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის ამ შე­ნიშ­ვნებს მო­ტი­ვი­რე­ბულს ნამ­დვი­ლად ვერ და­არ­ქმევ­და.

"პრე­ზი­დენ­ტმა თქვა უკა­ნას­კნელ შანსზე უარი, რომ ბო­ლოს მა­ინც პო­ზი­ტი­უ­რი როლი შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბულ და უკვე აღი­ა­რე­ბულ პრო­ცეს­ში. მან შეგ­ნე­ბუ­ლად, მათ შო­რის, ოპო­ზი­ცი­ის გავ­ლე­ნით და­ა­მა­ტა 2 შე­ნიშ­ვნა, რი­თაც უზ­რუნ­ველ­ყო, რომ ჩვენ ამას ვერ და არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით, სა­უ­ბა­რი მაქვს ვე­ტო­ზე", - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტმა უკანასკნელ შანსზე თქვა უარი, რომ ბოლოს მაინც პოზიტიური როლი შეესრულებინა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში

მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტმა უკანასკნელ შანსზე თქვა უარი, რომ ბოლოს მაინც პოზიტიური როლი შეესრულებინა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში

პრეზიდენტმა თქვა უკანასკნელ შანსზე უარი, რომ ბოლოს მაინც პოზიტიური როლი შეესრულებინა საკონსტიტუციო რეფორმის ძალიან წარმატებულ და უკვე აღიარებულ პროცესში, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებულ მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ეროვნულ ინტერესებზე მორგებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია - ეს არის ის, რაც საქართველომ მიიღო უკანასკნელი თვეების დაუღალავი და ნამდვილად ნაყოფიერი შრომის შედეგად.

"ვინ იყვნენ აქტორები ამ საქმეში, ეს იყო მათ შორის, ჩვენი ოპოზიციაც, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის ის ნაწილიც, რომელიც დღეს აკრიტიკებს ახალ კონსტიტუციას, მაგრამ მთავარია ის, რომ მათი მონაწილეობაც დაფიქსირდა და საკმაოდ პოზიტიურად იმიტომ, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ მათი რეკომენდაციებისა და შენიშვნების 70%-ზე მეტი, როდესაც კომისია მუშაობას შეუდგა. უმრავლესობის მხრიდან 5 პარტიის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ ერთ მხარეს, ქართველი ხალხი და ვენეციის კომისია, რომელმაც ძალიან პოზიტიური დასკვნა დაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხარეს სამწუხაროა, რომ ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანებასთან ერთად აღმოჩნდა საქართველოს პრეზიდენტი და ეს არის ის ფლანგი, რომელიც მართლაც მარტო დარჩა. მათი კრიტიკა დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ არასწორ ინფორმაციებზე", - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, პრეზიდენტმა მას მაშინვე ბოიკოტი გამოუცხადა.

"ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა დატოვეს კომისია და დღეს, როდესაც ისინი ერთადერთ საკითხად აყენებენ პროპორციულ სისტემას, ქართულ საზოგადოებას უნდა შევახსენო, რომ მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ეწერა, 2020 წლის პირობებში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ეს არის პოლიტიური თაღლითობა - ამას უნდა დაერქვას თავისი სახელი. ამის შემდეგ გაიმართა საყოველთაო-სახალხო განხილვები, მართლაც ძალიან დიდი მასშტაბის და ქართულმა საზოგადოებამ ფართო წარმომადგენლობის მეშვეობით თავისი მხარდაჭერა დააფიქსირა იმ კონსტიტუციური ცვლილებების მიმართ, რომელიც საბოლოო ჯამში აისახა კონსტიტუციაში. ყველა გამოსვლის შემდეგ, მათ შორის, საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს ერთ-ერთი ჩვენგანი მაინც ვაფიქსირებდით, რომ იყო კამათი გუნდის შიგნით იმასთან დაკავშირებით, პროპორციული სისტემა უნდა ყოფილიყო თუ შერეული უნდა დარჩენილიყო. შემდეგ როდესაც გუნდში შედგა კონსენსუსი, რაც არ იყო მარტივი საქმე, ეს იყო ერთადერთი შანსი და გარანტია, რომ ჩვენი ქვეყანა გადასულიყო საბოლოო ჯამში, პროპორციულ სისტემაზე. ჩვენ ეს მოვახერხეთ. ჩვენ შევასრულეთ დანაპირები, რომ ჩვენი ქევეყანა საბოლოო ჯამში, გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ამის შემდეგ იყო ვენეციის კომისიის საოცრად პოზიტიური დასკვნა, რომლის რამდენიმე ასეული წინადადებიდან თქვენ კითხულობთ მხოლოდ ერთს, სადაც წუხილია ნახსენები, დანარჩენი მათ შორის, მთავარი დასკვნითი ნაწილი და რეკომენდაციები არის ძალიან პოზიტიური", - განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ სიმართლის ერთი პროცენტიც კი არ არის იმ ვეტოს მხარეს, რომელსაც მოტივირებული შენიშვნებით უნდა წარმოადგენდეს საქართველოს პრეზიდენტი.

მდინარაძის განცხადებით, ის ამ შენიშვნებს მოტივირებულს ნამდვილად ვერ დაარქმევდა.

"პრეზიდენტმა თქვა უკანასკნელ შანსზე უარი, რომ ბოლოს მაინც პოზიტიური როლი შეესრულებინა საკონსტიტუციო რეფორმის ძალიან წარმატებულ და უკვე აღიარებულ პროცესში. მან შეგნებულად, მათ შორის, ოპოზიციის გავლენით დაამატა 2 შენიშვნა, რითაც უზრუნველყო, რომ ჩვენ ამას ვერ და არ გავითვალისწინებდით, საუბარი მაქვს ვეტოზე", - განაცხადა მდინარაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."