მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეპუტატი ირაკლი ხახუბია გორის გვირაბთან ავარიისას მისი შვილის დაღუპვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
დეპუტატი ირაკლი ხახუბია გორის გვირაბთან ავარიისას მისი შვილის დაღუპვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

"მო­მა­ვალ­ში სხვი­სი შვი­ლე­ბი რომ გა­დარ­ჩნენ, პო­ლი­ცი­ა­ში რომ აღარ მუ­შა­ობ­დეს ასე­თი მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი - ჩვე­ნი ოჯა­ხი სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბით ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლებს", - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის ირაკ­ლი ხა­ხუ­ბი­ას მიერ მისი შვი­ლის, ბექა ხა­ხუ­ბი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებ­სა და შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც ირაკ­ლი ხა­ხუ­ბია წერს, 2017 წლის 17 მა­ისს, გო­რის გვი­რაბ­თან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ფა­ტა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად მისი შვი­ლი "უკვე ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის სრუ­ლი­ად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი ქმე­დე­ბის გამო გარ­და­იც­ვა­ლა".

"მინ­და თა­ვი­დან­ვე გი­თხრათ, რომ მე ვსა­უბ­რობ, რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის მამა და არა რო­გორც პარ­ლა­მენ­ტა­რი. ჩემი შვი­ლის და­ღუპ­ვის მი­ზე­ზი გახ­და დღეს უკვე ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის სრუ­ლი­ად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი ქმე­დე­ბა - მათ გზის გა­და­კეტვის მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნეს სატ­ვირ­თო ტრა­ი­ლე­რი, რო­მელ­საც არც კა­ნო­ნი უშ­ვებს და არც გო­ნივ­რუ­ლი ზო­მე­ბის ფარ­გლებ­ში ჯდე­ბა. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მათ პრაქ­ტი­კუ­ლად გა­დარ­ჩე­ნის შან­სი არ და­უ­ტო­ვეს 21 წლის ბე­ქას. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ა­დას­ტუ­რა ის, რაც სამ­წუ­ხა­როდ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას მი­სულ­მა ახ­ლობ­ლებ­მა ნა­ხეს - გო­რის გვი­რაბ­თან ახ­ლოს, და­სას­ვე­ნებ­ლად გა­ჩე­რე­ბუ­ლი სატ­ვირ­თო ტრა­ი­ლე­რის მძღოლს გი­ორ­გი ღლონტს, გო­რის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა არა­გო­ნივ­რუ­ლი და უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აი­ძუ­ლეს სიბ­ნე­ლე­ში, გო­რის გვი­რა­ბის გა­სას­ვლელ­თან ჩა­ე­ხერ­გა გზა, ისე რომ მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბილს გა­ჩე­რე­ბის შან­სი აღარ ჰქონ­და.

დიდი სის­წრა­ფით მოძ­რავ­მა ბექა ხა­ხუ­ბი­ამ, გა­ნა­თე­ბუ­ლი გვი­რა­ბი­დან სიბ­ნე­ლე­ში გა­მოს­ვლის მო­მენ­ტში ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­ჩე­რე­ბაც კი ვერ მო­ას­წრო, ისე შე­ე­ჯა­ხა სატ­ვირ­თო ტრა­ი­ლერს. მას არ ჰქონ­და საკ­მა­რი­სი დრო, რომ მკვეთ­რად გა­ნა­თე­ბუ­ლი გვი­რა­ბი­დან სიბ­ნე­ლე­ში მხედ­ვე­ლო­ბის ადაპ­ტი­რე­ბა და რე­ა­გი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნა. ამას თან ერ­თვის ისიც, რომ ტრა­ი­ლე­რი არ იყო მა­ნა­თო­ბე­ლი ნიშ­ნით (რეფ­ლექ­ტო­რით) აღ­ჭურ­ვი­ლი, რაც სტან­დარ­ტის კი­დევ ერთი დარ­ღე­ვე­ვაა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მხრი­დან, რის­თვი­საც სხვა­თა­შო­რის, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს თა­ვად აჯა­რი­მე­ბენ ხოლ­მე გზებ­ზე. ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან ამ გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 21 წლის ახალ­გაზ­რდა სი­ცო­ცხლით სავ­სე ბიჭი ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტის თა­ნახ­მად, გვი­რაბ­თან ტრა­ი­ლე­რის ამ­გვა­რი გან­ლა­გე­ბის პი­რო­ბებ­ში, მძღო­ლი ვერც ერთ შემ­თხვე­ვა­ში ვერ მო­ას­წრებ­და რე­ა­გი­რე­ბას. ჩვენს ოჯახს არც წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბე­ბი, არც ემო­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ გა­უ­კე­თე­ბია. ჩვე­ნი დარ­დი და ტკი­ვი­ლი გვაქვს და ბე­ქას პა­ტა­რა შვილს ვცდი­ლობთ უმა­მო­ბა არ ვაგ­რძნო­ბი­ნოთ. ნაც­ვლად იმი­სა, რომ ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და ახლა უკვე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ლო­დე­ბოდ­ნენ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მათ სა­ჯა­როდ, ჩვე­ნი ოჯა­ხის ღირ­სე­ბის და ბე­ქას სა­ხე­ლის შემ­ბღა­ლა­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს, ცდი­ლო­ბენ ყვე­ლა­ფე­რი ჩემს გარ­დაც­ვლილ შვილს და­აბ­რა­ლონ. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის საქ­მის რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი. მათ უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და ქმე­დე­ბე­ბით, ახალ­გაზ­რდა ბიჭი გა­წი­რეს სა­სიკ­ვდი­ლოდ და ახლა იმის ვაჟ­კა­ცო­ბაც არ ყოფ­ნით, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის მო­მენ­ტში მი­ღე­ბულ, სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღონ.

მო­მა­ვალ­ში სხვი­სი შვი­ლე­ბი რომ გა­დარ­ჩნენ, პო­ლი­ცი­ა­ში რომ აღარ მუ­შა­ობ­დეს ასე­თი მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი - ჩვე­ნი ოჯა­ხი სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბით ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლებს. ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე, ღირ­სე­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა უნდა აღ­სრულ­დეს! ჩვენ არ ვა­პი­რებთ ამ თე­მა­ზე შემ­დგომ­ში გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბას და მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, პა­ტი­ვი სცენ ბე­ქას ხსოვ­ნას, პა­ტი­ვი სცენ დამ­წუხ­რე­ბულ ოჯახს და თავი შე­ი­კა­ვონ სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის­გან. და­ვე­ლო­დოთ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას," - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე ყო­ფილ პო­ლი­ცი­ე­ლებს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლით აქვთ წა­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც მო­ხე­ლის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი პი­რის მიერ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი პი­რის უფ­ლე­ბის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია.

წა­ი­კი­თხეთ: ტრა­გი­კუ­ლი ავა­რი­ის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი: რაზე ალა­პა­რაკ­დნენ დე­პუ­ტა­ტის შვი­ლის და­ღუპ­ვის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

დეპუტატი ირაკლი ხახუბია გორის გვირაბთან ავარიისას მისი შვილის დაღუპვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

დეპუტატი ირაკლი ხახუბია გორის გვირაბთან ავარიისას მისი შვილის დაღუპვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

"მომავალში სხვისი შვილები რომ გადარჩნენ, პოლიციაში რომ აღარ მუშაობდეს ასეთი მოუმზადებელი და უპასუხისმგებლო თუნდაც რამდენიმე თანამშრომელი - ჩვენი ოჯახი სამართლებრივი მექანიზმებით ბოლომდე იბრძოლებს", - ამის შესახებ ნათქვამია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ხახუბიას მიერ მისი შვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალების მიზეზებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ირაკლი ხახუბია წერს, 2017 წლის 17 მაისს, გორის გვირაბთან განვითარებული ფატალური მოვლენების შედეგად მისი შვილი "უკვე ყოფილი პოლიციელების სრულიად გაუმართლებელი ქმედების გამო გარდაიცვალა".

"მინდა თავიდანვე გითხრათ, რომ მე ვსაუბრობ, როგორც გარდაცვლილი შვილის მამა და არა როგორც პარლამენტარი. ჩემი შვილის დაღუპვის მიზეზი გახდა დღეს უკვე ყოფილი პოლიციელების სრულიად გაუმართლებელი ქმედება - მათ გზის გადაკეტვის მიზნით გამოიყენეს სატვირთო ტრაილერი, რომელსაც არც კანონი უშვებს და არც გონივრული ზომების ფარგლებში ჯდება. ამ გადაწყვეტილებით მათ პრაქტიკულად გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს 21 წლის ბექას. გამოძიებამ დაადასტურა ის, რაც სამწუხაროდ შემთხვევის ადგილას მისულმა ახლობლებმა ნახეს - გორის გვირაბთან ახლოს, დასასვენებლად გაჩერებული სატვირთო ტრაილერის მძღოლს გიორგი ღლონტს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არაგონივრული და უკანონო გადაწყვეტილებით აიძულეს სიბნელეში, გორის გვირაბის გასასვლელთან ჩაეხერგა გზა, ისე რომ მაღალი სიჩქარით მოძრავ ავტომობილს გაჩერების შანსი აღარ ჰქონდა.

დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოსვლის მომენტში ავტომანქანის შეჩერებაც კი ვერ მოასწრო, ისე შეეჯახა სატვირთო ტრაილერს. მას არ ჰქონდა საკმარისი დრო, რომ მკვეთრად განათებული გვირაბიდან სიბნელეში მხედველობის ადაპტირება და რეაგირება მოეხდინა. ამას თან ერთვის ისიც, რომ ტრაილერი არ იყო მანათობელი ნიშნით (რეფლექტორით) აღჭურვილი, რაც სტანდარტის კიდევ ერთი დარღევევაა საპატრულო პოლიციის მხრიდან, რისთვისაც სხვათაშორის, პოლიციელები მოქალაქეებს თავად აჯარიმებენ ხოლმე გზებზე. ყოფილი პოლიციელების მხრიდან ამ გაუმართლებელი ქმედებების შედეგად, 21 წლის ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა.

ჩატარებული ექსპერტიზის და საგამოძიებო ექსპერიმენტის თანახმად, გვირაბთან ტრაილერის ამგვარი განლაგების პირობებში, მძღოლი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოასწრებდა რეაგირებას. ჩვენს ოჯახს არც წინასწარი შეფასებები, არც ემოციური განცხადებები არ გაუკეთებია. ჩვენი დარდი და ტკივილი გვაქვს და ბექას პატარა შვილს ვცდილობთ უმამობა არ ვაგრძნობინოთ. ნაცვლად იმისა, რომ ყოფილი პოლიციელები და ახლა უკვე ბრალდებულები დალოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათ საჯაროდ, ჩვენი ოჯახის ღირსების და ბექას სახელის შემბღალავი განცხადებები გააკეთეს, ცდილობენ ყველაფერი ჩემს გარდაცვლილ შვილს დააბრალონ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის საქმის რეალური სურათი. მათ უკანონო გადაწყვეტილებით და ქმედებებით, ახალგაზრდა ბიჭი გაწირეს სასიკვდილოდ და ახლა იმის ვაჟკაცობაც არ ყოფნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში მიღებულ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა აიღონ.

მომავალში სხვისი შვილები რომ გადარჩნენ, პოლიციაში რომ აღარ მუშაობდეს ასეთი მოუმზადებელი და უპასუხისმგებლო თუნდაც რამდენიმე თანამშრომელი - ჩვენი ოჯახი სამართლებრივი მექანიზმებით ბოლომდე იბრძოლებს. ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და სამართლიანობა ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს! ჩვენ არ ვაპირებთ ამ თემაზე შემდგომში განცხადებების გაკეთებას და მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ ბექას ხსოვნას, პატივი სცენ დამწუხრებულ ოჯახს და თავი შეიკავონ სპეკულაციებისა და მანიპულირებისგან. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას," - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტზე ყოფილ პოლიციელებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

წაიკითხეთ: ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები: რაზე ალაპარაკდნენ დეპუტატის შვილის დაღუპვის საქმეზე ბრალდებული პოლიციელები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ