პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უბანი თბილისში, სადაც თამარ მეფემ იქორწინა - უცნობი ფაქტები დიდუბის შესახებ
უბანი თბილისში, სადაც თამარ მეფემ იქორწინა - უცნობი ფაქტები დიდუბის შესახებ

ვაგ­რძე­ლებთ თბი­ლი­სი უბ­ნე­ბის ის­ტო­რი­ას... ამ­ჯე­რად დი­დუ­ბე­ზე შევ­ჩერ­დე­ბით.

დი­დუ­ბე 1870-იანი წლე­ბი­დან ქა­ლა­ქის ნა­წი­ლია. მდე­ბა­რე­ობს მდი­ნა­რე მტკვრის მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე, მო­ი­ცავს წე­რეთ­ლის გამ­ზირ­სა და მის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებს. სა­ხელ­წო­დე­ბა წარ­მოდ­გე­ბა "დიდი დუბე-"დან ანუ დიდი ვაკე. წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ამ ად­გი­ლის უძ­ვე­ლე­სი სა­ხელ­წო­დე­ბა - "ცხე­ნის ტერ­ფი" (V სა­უ­კუ­ნე) იყო. ვა­ხუშ­ტი: "ტფი­ლი­სის ჩრდი­ლოთ არს მინ­დო­რი დი­დუ­ბი­სა, რო­მელ­სა პირ­ველ ეწო­და "ცხე­ნის ტერ­ფი".

XIX სა­უ­კუ­ნე­ში, ახ­ლან­დე­ლი სამ­ტრე­დი­ის ქუ­ჩის ად­გი­ლას გერ­მა­ნელ­თა ახალ­შე­ნი, სო­ფე­ლი ალექ­სან­დერ­დორ­ფი გახ­ლდათ. ის­ტო­რია კი ასე­თია: 1817-1818 წლებ­ში რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტო­რის ალექ­სან­დრე I-ის ფა­ვო­რი­ტის, ბა­რო­ნე­სა კრუ­დნე­რის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თა და მფარ­ვე­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში 500-ზე მეტი ვი­უ­ტე­ბერ­გე­ლი და ბა­დე­ნე­ლი ოჯა­ხი ჩა­მო­ა­სახ­ლეს. შე­იქ­მნა გერ­მა­ნელ­თა შვი­დი ახალ­შე­ნი. ნა­წი­ლი და­სახ­ლდა კუ­კი­ა­ზე, დღე­ვან­დე­ლი და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის პროს­პექ­ტი­სა და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩის მი­და­მო­ებ­ში, ნა­წილს კი დი­დუ­ბე­ში მის­ცეს სა­ხა­ზი­ნო მი­წე­ბი, სა­დაც შე­იქ­მნა გერ­მა­ნელ­თა და­სახ­ლე­ბა, რო­მელ­საც ალექ­სან­დრე პირ­ვე­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად, ალექ­სან­დერ­დორ­ფი ეწო­და.

იმა­ვე პე­რი­ოდ­ში ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სო­ფე­ლი დი­დუ­ბეც არ­სე­ბობ­და. რო­გორც ქა­ლა­ქის გა­ნა­პი­რა სო­ფე­ლი XVII-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში დი­დუ­ბე თბი­ლისს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქტს აწ­ვდი­და. გერ­მა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რი­სა და მოგ­ზა­უ­რის გი­ულ­დენშტე­დტის მიერ შედ­გე­ნილ რუ­კა­ზე (1772 წელი) დი­დუ­ბის ციხე-გა­ლავ­ნის ნან­გრე­ვე­ბია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში შედ­გე­ნი­ლი თბი­ლი­სის გეგ­მის მი­ხედ­ვით, დი­დუ­ბე­ში ორი სარ­წყა­ვი არხი ყო­ფი­ლა, ავ­ჭა­ლი­დან და მტკვრი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლი რუ­ე­ბი, რომ­ლი­თაც ბა­ღებს რწყავ­დნენ.

1872 წელს თბი­ლი­სი-ფო­თის რკი­ნიგ­ზამ დი­დუ­ბე ორ ნა­წი­ლად გაჰ­ყო. ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილს ნა­ძა­ლა­დე­ვი (ნა­ხა­ლოვ­კა) ეწო­და, რკი­ნიგ­ზა­სა და მუშ­თა­ედს შო­რის დარ­ჩე­ნი­ლი ტე­რი­ტო­რია დი­დუ­ბედ დარ­ჩა...

"ქარ­თლის ცხოვ­რე­ბის" მი­ხედ­ვით, დი­დუ­ბე­ში იყო მე­ფის სა­ზა­ფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცია, სა­დაც 1188 წელს თა­მარ მე­ფემ და­ვით-სოს­ლან­ზე იქორ­წი­ნა. XII სა­უ­კუ­ნე­ში დი­დუ­ბე­ში მე­ფის ერთ-ერთი სა­სახ­ლე და კა­რის ეკ­ლე­სია ყო­ფი­ლა.

გა­ზე­თი "ივე­რია" (1888 წელი): "...მუშ­ტა­ი­დის ქვე­მოთ, დი­დუ­ბე­ში საცა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ტრამ­ვაი, აღ­მო­სავ­ლე­თი­სა­კენ, წვი­მას ჩა­უხ­რა­მავს და ამის შემ­დეგ აქ გა­ჩე­ნი­ლა ხვრე­ლე­ბი, ხალ­ხი ჩა­სუ­ლა ფარ­ნე­ბით, უნა­ხავთ გა­სას­ვლე­ლე­ბი და ოთა­ხე­ბი. ერთი გა­სას­ვლე­ლი მი­დი­ო­და თურ­მე დიდ ოთახ­ში, რო­მელ­საც თაღი და ია­ტა­კი აგუ­რი­სა ჰქო­ნია. რო­გორც სჩანს, ამ ნა­გე­ბო­ბას დი­დძა­ლი ხალ­ხი მი­უ­ზი­დავს და წეს­რი­გის და­სა­ცა­ვად პო­ლი­ცი­აც კი და­უ­ყე­ნე­ბი­ათ, რათა აღეკ­ვე­თად ამ ნა­გე­ბო­ბა­ში შეს­ვლა. ეს არის და ეს. ამის შემ­დეგ ამ ნან­გრე­ვე­ბის შე­სა­ხებ არა­ვი­თა­რი ცნო­ბა არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა და არც არა­ვინ იცის, თუ რა ნა­გე­ბო­ბის ნაშ­თი იყო ეს."

შე­საძ­ლოა, აქ სწო­რედ მე­ფის სა­სახ­ლის ნა­წილ­ზე იყოს ლა­პა­რა­კი...

XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში გა­ზეთ "ივე­რია" წერ­და: "დი­დუ­ბე წარ­მო­ად­გენს ოთხკუთხ ალაგს ანუ სა­ბა­ღოს­ნო სკო­ლის ად­გი­ლი­დან ვიდ­რე დი­დუ­ბის ეკ­ლე­სი­ამ­დე და შემ­დეგ კო­ლო­ნი­ამ­დე. სულ შე­ი­ცავს სამ ვერს სიგ­რძეს, სი­გა­ნეს კი დი­დუ­ბის ქუ­ჩი­დან, სა­დაც დიტ­რი­ხის ლუდ­ხა­ნია, ვიდ­რე რკი­ნიგ­ზის ლი­ან­და­გამ­დე ერთ ვერსს. ეს კვად­რა­ტი იყო­ფა სამ ქუ­ჩად: 1) მუშ­ტა­ი­დის გა­სას­ვლე­ლი, გა­ნა­პი­რა ად­გი­ლი მტკვრის მხრივ: 2) ელი­სა­ბე­დი­სა, რო­მე­ლიც შუა ჰყოფს დი­დუ­ბეს; 3) ან­დრე­ე­ვი­სა, რკი­ნიგ­ზის ლი­ან­და­გის მახ­ლობ­ლად."

1867 და 1910 წლე­ბის ქა­ლა­ქის გეგ­მის მი­ხედ­ვით, დი­დუ­ბის მთა­ვა­რი გა­სას­ვლე­ლი ქუჩა ელი­სა­ბე­დის სა­ხე­ლო­ბი­საა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფლლე­ბის დამ­ყა­რე­ბის შემ­დეგ, ბრძო­ლის ქუჩა ეწო­და, ხოლო ქა­ლა­ქის საბ­ჭოს 1958 წლის 16 ოქ­ტომ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით - აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის პროს­პექ­ტი.

დი­დუ­ბის ვე­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ცხე­ნოს­ნო­ბის­თვის, სა­დაც XIX სა­უ­კუ­ნე­ში ჯი­რი­თი და სხვა­დას­ხვა აღ­ლუ­მი იმარ­თე­ბო­და. 1848 წელს დი­დუ­ბე­ში პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­ჯიბ­რი (დოღ­ში) გა­ი­მარ­თა, 80-იან წლებ­ში კი, ამ ად­გი­ლებ­ში იპოდ­რო­მი აშენ­და, სა­ი­და­ნაც 1910 წელს ცნო­ბილ­მა რუს­მა მფრი­ნავ­მა უტო­ჩკინ­მა საჩ­ვე­ნე­ბე­ლი გაფ­რე­ნა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

დი­დუ­ბის ერთ-ერთი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა ღვთის­მშობ­ლის ეკ­ლე­სია, რომ­ლის ეზო­ში გა­მო­ჩე­ნილ ქარ­თველ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა და მწე­რალ­თა პან­თე­ო­ნი XIX სა­უ­კუ­ნე­ში გა­შენ­და.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

უბანი თბილისში, სადაც თამარ მეფემ იქორწინა - უცნობი ფაქტები დიდუბის შესახებ

უბანი თბილისში, სადაც თამარ მეფემ იქორწინა - უცნობი ფაქტები დიდუბის შესახებ

ვაგრძელებთ თბილისი უბნების ისტორიას... ამჯერად დიდუბეზე შევჩერდებით.

დიდუბე 1870-იანი წლებიდან ქალაქის ნაწილია. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მოიცავს წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებს. სახელწოდება წარმოდგება "დიდი დუბე-"დან ანუ დიდი ვაკე. წყაროების მიხედვით, ამ ადგილის უძველესი სახელწოდება - "ცხენის ტერფი" (V საუკუნე) იყო. ვახუშტი: "ტფილისის ჩრდილოთ არს მინდორი დიდუბისა, რომელსა პირველ ეწოდა "ცხენის ტერფი".

XIX საუკუნეში, ახლანდელი სამტრედიის ქუჩის ადგილას გერმანელთა ახალშენი, სოფელი ალექსანდერდორფი გახლდათ. ისტორია კი ასეთია: 1817-1818 წლებში რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის ფავორიტის, ბარონესა კრუდნერის აქტიური მონაწილეობითა და მფარველობით საქართველოში 500-ზე მეტი ვიუტებერგელი და ბადენელი ოჯახი ჩამოასახლეს. შეიქმნა გერმანელთა შვიდი ახალშენი. ნაწილი დასახლდა კუკიაზე, დღევანდელი დავით აღმაშენებლის პროსპექტისა და მარჯანიშვილის ქუჩის მიდამოებში, ნაწილს კი დიდუბეში მისცეს სახაზინო მიწები, სადაც შეიქმნა გერმანელთა დასახლება, რომელსაც ალექსანდრე პირველის პატივსაცემად, ალექსანდერდორფი ეწოდა.

იმავე პერიოდში ამ ტერიტორიაზე სოფელი დიდუბეც არსებობდა. როგორც ქალაქის განაპირა სოფელი XVII-XVIII საუკუნეებში დიდუბე თბილისს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს აწვდიდა. გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის გიულდენშტედტის მიერ შედგენილ რუკაზე (1772 წელი) დიდუბის ციხე-გალავნის ნანგრევებია აღნიშნული.

XIX საუკუნის დასაწყისში შედგენილი თბილისის გეგმის მიხედვით, დიდუბეში ორი სარწყავი არხი ყოფილა, ავჭალიდან და მტკვრიდან გამოყვანილი რუები, რომლითაც ბაღებს რწყავდნენ.

1872 წელს თბილისი-ფოთის რკინიგზამ დიდუბე ორ ნაწილად გაჰყო. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს ნაძალადევი (ნახალოვკა) ეწოდა, რკინიგზასა და მუშთაედს შორის დარჩენილი ტერიტორია დიდუბედ დარჩა...

"ქართლის ცხოვრების" მიხედვით, დიდუბეში იყო მეფის საზაფხულო რეზიდენცია, სადაც 1188 წელს თამარ მეფემ დავით-სოსლანზე იქორწინა. XII საუკუნეში დიდუბეში მეფის ერთ-ერთი სასახლე და კარის ეკლესია ყოფილა.

გაზეთი "ივერია" (1888 წელი): "...მუშტაიდის ქვემოთ, დიდუბეში საცა ლორთქიფანიძის ტრამვაი, აღმოსავლეთისაკენ, წვიმას ჩაუხრამავს და ამის შემდეგ აქ გაჩენილა ხვრელები, ხალხი ჩასულა ფარნებით, უნახავთ გასასვლელები და ოთახები. ერთი გასასვლელი მიდიოდა თურმე დიდ ოთახში, რომელსაც თაღი და იატაკი აგურისა ჰქონია. როგორც სჩანს, ამ ნაგებობას დიდძალი ხალხი მიუზიდავს და წესრიგის დასაცავად პოლიციაც კი დაუყენებიათ, რათა აღეკვეთად ამ ნაგებობაში შესვლა. ეს არის და ეს. ამის შემდეგ ამ ნანგრევების შესახებ არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება და არც არავინ იცის, თუ რა ნაგებობის ნაშთი იყო ეს."

შესაძლოა, აქ სწორედ მეფის სასახლის ნაწილზე იყოს ლაპარაკი...

XX საუკუნის დასაწყისში გაზეთ "ივერია" წერდა: "დიდუბე წარმოადგენს ოთხკუთხ ალაგს ანუ საბაღოსნო სკოლის ადგილიდან ვიდრე დიდუბის ეკლესიამდე და შემდეგ კოლონიამდე. სულ შეიცავს სამ ვერს სიგრძეს, სიგანეს კი დიდუბის ქუჩიდან, სადაც დიტრიხის ლუდხანია, ვიდრე რკინიგზის ლიანდაგამდე ერთ ვერსს. ეს კვადრატი იყოფა სამ ქუჩად: 1) მუშტაიდის გასასვლელი, განაპირა ადგილი მტკვრის მხრივ: 2) ელისაბედისა, რომელიც შუა ჰყოფს დიდუბეს; 3) ანდრეევისა, რკინიგზის ლიანდაგის მახლობლად."

1867 და 1910 წლების ქალაქის გეგმის მიხედვით, დიდუბის მთავარი გასასვლელი ქუჩა ელისაბედის სახელობისაა, რომელსაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლლების დამყარების შემდეგ, ბრძოლის ქუჩა ეწოდა, ხოლო ქალაქის საბჭოს 1958 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - აკაკი წერეთლის სახელობის პროსპექტი.

დიდუბის ველები გამოიყენებოდა ცხენოსნობისთვის, სადაც XIX საუკუნეში ჯირითი და სხვადასხვა აღლუმი იმართებოდა. 1848 წელს დიდუბეში პირველი ოფიციალური შეჯიბრი (დოღში) გაიმართა, 80-იან წლებში კი, ამ ადგილებში იპოდრომი აშენდა, საიდანაც 1910 წელს ცნობილმა რუსმა მფრინავმა უტოჩკინმა საჩვენებელი გაფრენა განახორციელა.

დიდუბის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ღვთისმშობლის ეკლესია, რომლის ეზოში გამოჩენილ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა პანთეონი XIX საუკუნეში გაშენდა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE