მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის ყოფილი მეუღლე ვარაუდობს, რომ გოგოშაძეს გატაცების გათამაშება სურდა
ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის ყოფილი მეუღლე ვარაუდობს, რომ გოგოშაძეს გატაცების გათამაშება სურდა

ჰი­პერ­მარ­კეტ "გორ­გი­ას" დი­რექ­ტო­რის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე და მისი ად­ვო­კა­ტი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ გია გორ­გო­შა­ძეს გა­ტა­ცე­ბის გა­თა­მა­შე­ბა სურ­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ნინო დარ­სა­ლი­ას ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველ­მა არ­ჩილ ჩუ­ბი­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, გორ­გო­შა­ძეს მისი გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­ში ნინო დარ­სა­ლი­ას გა­მო­ჩე­ნით სურს იმ და­ვა­ზე მო­ახ­დი­ნოს ზე­გავ­ლე­ნა, რო­მე­ლიც ყო­ფილ ცოლ­თან აქვს. მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ძი­ე­ბამ დარ­სა­ლია უკვე გა­მო­კი­თხა და მის სახ­ლში ჩხრე­კაც ჩა­ა­ტა­რა.

რო­გორც ჩუ­ბი­ნი­ძე აღ­ნიშ­ნავს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა დარ­სა­ლი­ას ბი­ნი­დან ორი ტე­ლე­ფო­ნი - უშუ­ა­ლოდ ნინო დარ­სა­ლი­ა­სა და მისი შვი­ლის ტე­ლე­ფო­ნე­ბი წა­ი­ღო.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის ერთ-ერთი სა­ვა­რა­უ­დო ვერ­სი­ით, გია გორ­გო­შა­ძის ყო­ფი­ლი ცოლი, შე­საძ­ლოა, ბიზ­ნეს­მე­ნის გა­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბას­თან იყოს კავ­შირ­ში, რა ვერ­სი­ა­საც ის ფაქ­ტი ამ­ყა­რებს, რომ რამ­დე­ნი­მე წე­ლია გორ­გო­შა­ძე­სა და პირ­ველ ცოლს შო­რის ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბის გამო და­პი­რის­პი­რე­ბაა.

გორ­გო­შა­ძის ყო­ფი­ლი ცოლი, ნინო დარ­სა­ლია ამ­ბობს, რომ ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ ბიზ­ნე­სი მისი სა­შუ­ა­ლე­ბით და­ი­წყო, თუმ­ცა რო­დე­საც შე­მო­სა­ვალ­მა მო­ი­მა­ტა, გორ­გო­შა­ძემ ის ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მო­ა­ცი­ლა და მისი ბიზ­ნეს­წი­ლე­ბიც მი­ით­ვი­სა.

ნინო დარ­სა­ლი­ას ბი­ნის ჩხრე­კის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია "რუს­თა­ვი 2"-მა გა­ავ­რცე­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გია გორ­გო­შა­ძის პირ­ვე­ლი ცო­ლის სახ­ლი­დან კომ­პი­უ­ტე­რი, ტე­ლე­ფო­ნე­ბი და სხვა­დას­ხვა სა­ხის ჩა­ნა­წე­რე­ბი წა­ი­ღეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის ყოფილი მეუღლე ვარაუდობს, რომ გოგოშაძეს გატაცების გათამაშება სურდა

ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის ყოფილი მეუღლე ვარაუდობს, რომ გოგოშაძეს გატაცების გათამაშება სურდა

ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის ყოფილი მეუღლე და მისი ადვოკატი ვარაუდობენ, რომ გია გორგოშაძეს გატაცების გათამაშება სურდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნინო დარსალიას ინტერესების დამცველმა არჩილ ჩუბინიძემ განუცხადა, გორგოშაძეს მისი გატაცების საქმეში ნინო დარსალიას გამოჩენით სურს იმ დავაზე მოახდინოს ზეგავლენა, რომელიც ყოფილ ცოლთან აქვს. მისივე თქმით, გამოძიებამ დარსალია უკვე გამოკითხა და მის სახლში ჩხრეკაც ჩაატარა.

როგორც ჩუბინიძე აღნიშნავს, სამართალდამცველებმა დარსალიას ბინიდან ორი ტელეფონი - უშუალოდ ნინო დარსალიასა და მისი შვილის ტელეფონები წაიღო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების ერთ-ერთი სავარაუდო ვერსიით, გია გორგოშაძის ყოფილი ცოლი, შესაძლოა, ბიზნესმენის გატაცების მცდელობასთან იყოს კავშირში, რა ვერსიასაც ის ფაქტი ამყარებს, რომ რამდენიმე წელია გორგოშაძესა და პირველ ცოლს შორის ბიზნესსაქმიანობის გამო დაპირისპირებაა.

გორგოშაძის ყოფილი ცოლი, ნინო დარსალია ამბობს, რომ ყოფილმა მეუღლემ ბიზნესი მისი საშუალებით დაიწყო, თუმცა როდესაც შემოსავალმა მოიმატა, გორგოშაძემ ის ბიზნესსაქმიანობას ჩამოაცილა და მისი ბიზნესწილებიც მიითვისა.

ნინო დარსალიას ბინის ჩხრეკის თაობაზე ინფორმაცია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გია გორგოშაძის პირველი ცოლის სახლიდან კომპიუტერი, ტელეფონები და სხვადასხვა სახის ჩანაწერები წაიღეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი