მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს პერიოდი განსაკუთრებით დადებითად აისახება მორიელზე, კირჩხიბზე, თევზებსა და ქალწულზე" - მომდევნო 1 წლის ასტროლოგიური ტენდენციები
"ეს პერიოდი განსაკუთრებით დადებითად აისახება მორიელზე, კირჩხიბზე, თევზებსა და ქალწულზე" - მომდევნო 1 წლის ასტროლოგიური ტენდენციები

ას­ტრო­ლო­გი ქეთი ვა­წა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 2017 წლის 10 ოქ­ტომ­ბრი­დან 2018 წლის 8 ნო­ემ­ბრამ­დე პე­რი­ო­დის აქ­ტუ­ა­ლურ ტენ­დენ­ცი­ებ­ზე წერს:

"სა­სი­ხა­რუ­ლო მოვ­ლე­ნა უპირ­ვე­ლე­სად მო­რი­ე­ლი­სა და შემ­დეგ უკვე სხვა წყლი­სა და მი­წის ნიშ­ნე­ბის­თვის!

იუ­პი­ტე­რის ტრან­ზი­ტი მო­რი­ელ­ში!

2017 წლის 10 ოქ­ტომ­ბრი­დან იუ­პი­ტე­რი მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­დის და 2018 წლის 8 ნო­ემ­ბრამ­დე ამ ნი­შან­ში დარ­ჩე­ბა.

რო­გორც ვი­ცით, იუ­პი­ტე­რი მთე­ლი ზო­დი­ა­ქოს ეკ­ლიპ­ტი­კის შე­მოვ­ლას 12 წელი უნ­დე­ბა, ხოლო თი­თო­ე­უ­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის გავ­ლას კი და­ახ­ლო­ე­ბით 1 წელი.

პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რის მი­თო­ლო­გი­უ­რი სახე ბერ­ძნუ­ლი და რო­მა­უ­ლი პან­თე­ო­ნის მთა­ვარ ღმერ­თს, ზევსს უკავ­შირ­დე­ბა. თა­ვად სა­ხელ­წო­დე­ბა იუ­პი­ტე­რი რო­მა­უ­ლია და მას, რო­გორც მთა­ვარ ღმერ­თს, გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტივს მი­ა­გებ­დნენ. იუ­პი­ტე­რი, აგ­რეთ­ვე იღ­ბლის, ბა­რა­ქის, სი­უხ­ვის, ბედ­ნი­ე­რე­ბის, ექ­სპან­სი­ის, სი­ხა­რუ­ლის, გა­მარ­ჯვე­ბის, სა­ჯა­რო ას­პა­რეზ­ზე წარ­მა­ტე­ბის სიმ­ბო­ლოა.

ას­ტრო­ლო­გი­ა­ში მი­იჩ­ნე­ვა, რომ იუ­პი­ტე­რის ჰარ­მო­ნი­უ­ლი (ტრი­ნი, სექ­სტი­ლი) ას­პექ­ტე­ბი პი­რად პლა­ნე­ტებ­თან (მზე, მთვა­რე, ვე­ნე­რა, მარ­სი) გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და გან­სა­ზღვრავს ინ­დი­ვი­დის ქა­რიზ­მას, ოპ­ტი­მის­ტურ ხა­სი­ათს, აჩ­ვე­ნებს საქ­მი­ა­ნო­ბა­ა­ში წარ­მა­ტე­ბის მა­ღალ ალ­ბა­თო­ბას. ჩი­ნუ­რი კა­ლენ­და­რი კი სწო­რედ იუ­პი­ტე­რის ციკლზე არის აგე­ბუ­ლი. ეზო­თე­რი­კა­ში იუ­პი­ტე­რი ში­ნა­გა­ნი ცოდ­ნის, ე.წ. სპი­რი­ტუ­ა­ლუ­რი ცოდ­ნის სიმ­ბო­ლოა.

იუ­პი­ტე­რის პრინ­ცი­პია გა­ფარ­თო­ე­ბა. იუ­პი­ტე­რის მო­რი­ე­ლის ნი­შან­ში ტრან­ზი­ტი კი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ამ პლა­ნე­ტის მთა­ვა­რი თვი­სე­ბე­ბი მო­რი­ე­ლის პრიზ­მა­ში იქ­ნე­ბა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, ანუ იუ­პი­ტე­რის თვი­სე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ოპ­ტი­მიზ­მი, ექ­სპან­სია, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა, წარ­მა­ტე­ბა, იღ­ბა­ლი, გა­მარ­ჯვე­ბა მო­რი­ე­ლის თვი­სე­ბე­ბით იქ­ნე­ბა შე­ზა­ვე­ბუ­ლი და მე­ერ­ვე სახ­ლის სფე­როს­თვის მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ნიშ­ნებ­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

მო­რი­ე­ლი და მე­ერ­ვე სახ­ლი გა­ნა­გებს სა­ფი­ნან­სო სა­ბან­კო სის­ტე­მას, კრე­დი­ტებს, მემ­კვიდ­რე­ო­ბას, სა­კუთ­რე­ბას, ეჭ­ვი­ა­ნო­ბას, სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის მიჯ­ნას, სექ­სის, ტრანსფორ­მი­რე­ბის თე­მებს. იუ­პი­ტე­რის ამ ნი­შან­ში ყოფ­ნა კი სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ებ­ში ზე­მოთ ნახ­სე­ნებ თე­მებს გა­ა­აქ­ტი­უ­რებს.

აქ­ცენ­ტი­რე­ბა მოხ­დე­ბა ფი­ნან­სურ სის­ტე­მა­ზე, რო­გორც სა­კუ­თარ, ისე სხვის ფი­ნან­სებ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იუ­პი­ტე­რი იღ­ბლი­ა­ნო­ბის პლა­ნე­ტაა, მა­ინც სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ სხვის ფულ­თან, სხვის რე­სურ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ნუ და­სა­ხავთ ინ­ტრიგ­ნულ ან/და ფა­რულ გეგ­მებს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, ზრახ­ვებს სი­სუფ­თა­ვე, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში იუ­პი­ტერ­თან სხვა პლა­ნე­ტე­ბის დის­ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტე­ბის დროს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­გექ­მნე­ბათ.

ზო­გა­დად იუ­პი­ტე­რის­თვის მო­რი­ე­ლი კომ­ფორ­ტუ­ლი ნი­შა­ნი არ არის, ვი­ნა­ი­დან იუ­პი­ტე­რის ბუ­ნე­ბა ცე­ცხლო­ვა­ნია, ხოლო მო­რი­ე­ლი წყლის სტი­ქი­ას წარ­მო­ად­გენს, ეს ერ­თგვა­რი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა ამ ტრან­ზიტ­ზეც აი­სა­ხე­ბა.

ეს ტრან­ზი­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა წყლის ნიშ­ნებ­ზე: მო­რი­ე­ლი, კირჩხი­ბი, თევ­ზე­ბი, შემ­დეგ მი­წის ნიშ­ნებ­ზე, უფრო ქალ­წულ­ზე, კუ­რო­ებს შე­საძ­ლოა ერთი პე­რი­ო­დი ცოტა გა­უ­ჭირ­დეთ იუ­პი­ტე­რის მზეს­თან ოპო­ზი­ცი­ა­ში დგო­მის გამო, ხოლო თხის რქებს სა­ტურ­ნის ტრან­ზი­ტი ეწყე­ბათ დე­კემ­ბრი­დან, თუმ­ცა იუ­პი­ტე­რი მო­რი­ე­ლის ტრან­ზი­ტი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უმ­სუ­ბუ­ქებთ მათ სა­ტურ­ნი­სე­ულ მკაცრ მო­თხოვ­ნებს.

იუ­პი­ტე­რი აგ­რეთ­ვე და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებ­ზეც, რომ­ლებ­საც პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი ჰყავთ წყლის ნიშ­ნებ­ში: მთვა­რე, მერ­კუ­რი, ვე­ნე­რა, მარ­სი ან/და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კუ­თხო­ვა­ნი სახ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ას­ცენ­დენ­ტი და მე­ა­თე სახ­ლის კუს­პი­დი (MC, ზე­ნი­ტი) წყლის ნიშ­ნებ­ში. წე­სით, სა­სი­კე­თო და წარ­მა­ტე­ბის მომ­ცე­მი უნდა იყოს ასე­ვე მათ­თვის, ვი­საც ე.წ. იუ­პი­ტე­რის მობ­რუ­ნე­ბა აქვს, ანუ იუ­პი­ტე­რი ნა­თა­ლურ რუ­ქა­ში მო­რი­ელ­ში დგას.

იუ­პი­ტე­რი, გუ­ლუხ­ვი, სა­მარ­თლი­ა­ნია. ასე რომ თუ გე­კუთ­ვნით - არ და­გი­კარ­გავთ!

პი­რად ას­პა­რეზ­ზე ეს ტრან­ზი­ტი ადა­მი­ა­ნებს და­ეხ­მა­რე­ბა წა­მო­ი­წყონ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი, გა­მო­ი­ჩი­ნონ უნა­რე­ბი ფი­ნან­სე­ბის მარ­თვა­ში. ბევრთან აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­კი­თხე­ბი, ტენ­დენ­ცი­უ­რი გახ­დე­ბა სი­მარ­თლი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ძი­ე­ბა და ვი­ა­ნი­დან იუ­პი­ტე­რის­თვის, რო­გორც მშვილ­დოს­ნის მმარ­თვე­ლის­თვის, მო­რი­ე­ლი მე-12 სახ­ლია, ოკულ­ტუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი, მის­ტი­კის სა­კი­თხე­ბი, მა­გია აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა, ამი­ტომ ამ სფე­რო­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს, ვი­ნა­ი­დან, თუ ვინ­მე იქ­ნე­ბა შავი მა­გი­ით და­კა­ვე­ბუ­ლი იუ­პი­ტე­რი, რო­გორც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის, სა­მარ­თლის სფე­როს მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა, დამ­სჯე­ლად მო­ევ­ლი­ნე­ბა.

ვი­ნა­ი­დან მო­რი­ე­ლი სუ­ლი­ერ ტრან­სოფრ­მა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს, იუ­პი­ტე­რი ერთი წლის მან­ძილ­ზე ბევრ ინ­დი­ვიდს უბიძ­გებს ში­ნა­გა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის­კენ. შე­საძ­ლოა უკი­დუ­რე­სად ათე­ის­ტე­ბი ღრმად მოწრმუ­ნე­ნი გახ­დნენ და პი­რი­ქით. სა­ერ­თო ჯამ­ში კი სპი­რი­ტუ­ა­ლუ­რი და ეზო­თე­რუ­ლი თე­მე­ბი ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა, ეს მა­ინ­ცდა­მა­ინც რე­ლი­გი­უ­რო­ბას არ გუ­ლის­ხმობს, მაგ­რამ რად­გა­ნაც ტრან­სოფრ­მა­ცია მო­ი­ცავს გარ­კვე­ულ წმენ­დას, ძვე­ლის მო­შო­რე­ბას, რე­ლი­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით შე­საძ­ლოა გარ­კვე­ულ რე­ფორ­მებს ან რე­ფორ­მე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მცდე­ლო­ბებს ჰქონ­დეს ად­გი­ლი.

იუ­პუ­ტე­რის მო­რი­ელ­ში ტრან­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ტენ­დენ­ცი­ას მინ­და გა­ვუს­ვა ხაზი, ეს ეხე­ბა ბუ­ნებ­რივ მოვ­ლე­ნებს. დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რო­მელ სტი­ქი­ა­შიც არის იუ­პი­ტე­რი, იმ სტი­ქი­ის­თვის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ხდე­ბა ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო­ში, მა­გა­ლი­თად, თუ იუ­პი­ტე­რი მი­წის ნი­შან­შია, - მე­წყე­რე­ბი, მი­წისძვრე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად ხდე­ბა, იუ­პი­ტე­რის წყლის ნი­შან­ში ტრან­ზიტს შე­საძ­ლოა უხვი ნა­ლე­ქი, წყალ­დი­დო­ბე­ბი, ცუ­ნა­მე­ბიც კი და­ერ­თოს. ცოტა ხნის წინ იუ­პი­ტე­რის სას­წორ­ში ტრან­ზიტს მრა­ვა­ლი ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხა­ლი ახ­ლდა თან (სას­წო­რი ჰა­ე­რის სტი­ქი­აა).

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ იუ­პი­ტე­რი მო­რი­ელ­ში და­ძა­ბულ ას­პექ­ტებს არ შექ­მნის უმაღ­ლეს პლა­ნე­ტებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა ნეპ­ტუ­ნი თევ­ზებ­ში და პლუ­ტო­ნი მო­რი­ელ­ში, რაც თა­ვის მხრივ და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა რო­გორც სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ებ­ზე, ისე ბევ­რი ადა­მი­ა­ნის საქ­მი­ან თუ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე.

მოკ­ლედ, მო­რი­ე­ლი - ესაა ძა­ლა­უფ­ლე­ბის, კო­ლექ­ტი­უ­რი ფი­ნან­სე­ბის, სა­ბან­კო და მი­წის­ქვე­შა სფე­რო­ე­ბის, სიკ­ვდი­ლის, სექ­სის და ყვე­ლა­ნა­ი­რი ტრან­სცე­დენ­ტუ­რის ნი­შა­ნი და სწო­რედ ამ სფე­რო­ებ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი წინსვლა, წარ­მა­ტე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის დაც­ვი­სა და ძა­ლე­ბის მო­ზომ­ვის შემ­თხვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, რად­გან იუ­პი­ტე­რი ყვე­ლა­ფერს უხ­ვად, დიდი ოდე­ნო­ბით გვაძ­ლევს და შე­საძ­ლოა ბევრ ადა­მი­ანს სძლი­ოს სი­ხარ­ბემ და მო­ი­სურ­ვოს იუ­პი­ტე­რის იმ უზარ­მა­ზა­რი ნო­ბა­თის აღე­ბა, რა­საც სა­მო­მავ­ლოდ ვერც კი გა­უმკლავ­დეს, გა­ნურ­ჩევ­ლად სფე­რო­ე­ბი­სა, ეხე­ბა ეს სექ­სუ­ა­ლურ პარტნი­ო­რებ­სა თუ სა­ბან­კო სეს­ხებს, კრე­დი­ტებს, სხვის ფუ­ლებს, ინ­ვეს­ტი­ცი­ებს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. ნუ და­კარ­გავთ ზო­მი­ე­რე­ბას).

დად­გა სე­რი­ო­ზუ­ლი ში­ნა­გა­ნი ტრანსფორ­მა­ცი­ის ეტა­პი რო­გორც ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, ისე მთლი­ა­ნად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. კა­ცობ­რი­ო­ბას, ისე­ვე რო­გორც ცალ­კე ინ­დი­ვი­დებს ამ პე­რი­ოდ­ში შე­უძ­ლი­ათ გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლა, ეს უბ­რა­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კია.

წარ­მა­ტე­ბა ექ­ნე­ბა ყვე­ლას, ვინც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ზემ­ოთხსე­ნებლ სფე­რო­ებ­თან, ასე­ვე მათ, ვინც ზრუ­ნავს სა­კუ­თარ ში­ნა­გან ზრდა­ზე, სრულ­ყო­ფა­ზე.

მო­ვი­და აქ­ტი­უ­რი, გა­ბე­დუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის, ტრანსფორ­მა­ცი­ის დრო!

წარ­მა­ტე­ბულ ტრანსფორ­მი­რე­ბას გი­სურ­ვებთ ყვე­ლას!".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"ეს პერიოდი განსაკუთრებით დადებითად აისახება მორიელზე, კირჩხიბზე, თევზებსა და ქალწულზე" - მომდევნო 1 წლის ასტროლოგიური ტენდენციები

"ეს პერიოდი განსაკუთრებით დადებითად აისახება მორიელზე, კირჩხიბზე, თევზებსა და ქალწულზე" - მომდევნო 1 წლის ასტროლოგიური ტენდენციები

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში 2017 წლის 10 ოქტომბრიდან 2018 წლის 8 ნოემბრამდე პერიოდის აქტუალურ ტენდენციებზე წერს:

"სასიხარულო მოვლენა უპირველესად მორიელისა და შემდეგ უკვე სხვა წყლისა და მიწის ნიშნებისთვის!

იუპიტერის ტრანზიტი მორიელში!

2017 წლის 10 ოქტომბრიდან იუპიტერი მორიელის ზოდიაქოში გადადის და 2018 წლის 8 ნოემბრამდე ამ ნიშანში დარჩება.

როგორც ვიცით, იუპიტერი მთელი ზოდიაქოს ეკლიპტიკის შემოვლას 12 წელი უნდება, ხოლო თითოეული ზოდიაქოს ნიშნის გავლას კი დაახლოებით 1 წელი.

პლანეტა იუპიტერის მითოლოგიური სახე ბერძნული და რომაული პანთეონის მთავარ ღმერთს, ზევსს უკავშირდება. თავად სახელწოდება იუპიტერი რომაულია და მას, როგორც მთავარ ღმერთს, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. იუპიტერი, აგრეთვე იღბლის, ბარაქის, სიუხვის, ბედნიერების, ექსპანსიის, სიხარულის, გამარჯვების, საჯარო ასპარეზზე წარმატების სიმბოლოა.

ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ იუპიტერის ჰარმონიული (ტრინი, სექსტილი) ასპექტები პირად პლანეტებთან (მზე, მთვარე, ვენერა, მარსი) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და განსაზღვრავს ინდივიდის ქარიზმას, ოპტიმისტურ ხასიათს, აჩვენებს საქმიანობააში წარმატების მაღალ ალბათობას. ჩინური კალენდარი კი სწორედ იუპიტერის ციკლზე არის აგებული. ეზოთერიკაში იუპიტერი შინაგანი ცოდნის, ე.წ. სპირიტუალური ცოდნის სიმბოლოა.

იუპიტერის პრინციპია გაფართოება. იუპიტერის მორიელის ნიშანში ტრანზიტი კი მიანიშნებს, რომ ამ პლანეტის მთავარი თვისებები მორიელის პრიზმაში იქნება გამოვლენილი, ანუ იუპიტერის თვისებები, როგორიცაა ოპტიმიზმი, ექსპანსია, კეთილშობილება, წარმატება, იღბალი, გამარჯვება მორიელის თვისებებით იქნება შეზავებული და მეერვე სახლის სფეროსთვის მახასიათებელ ნიშნებში გამოვლინდება.

მორიელი და მეერვე სახლი განაგებს საფინანსო საბანკო სისტემას, კრედიტებს, მემკვიდრეობას, საკუთრებას, ეჭვიანობას, სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნას, სექსის, ტრანსფორმირების თემებს. იუპიტერის ამ ნიშანში ყოფნა კი სოციალურ სფეროებში ზემოთ ნახსენებ თემებს გაააქტიურებს.

აქცენტირება მოხდება ფინანსურ სისტემაზე, როგორც საკუთარ, ისე სხვის ფინანსებზე, მიუხედავად იმისა, რომ იუპიტერი იღბლიანობის პლანეტაა, მაინც სიფრთხილე გამოიჩინეთ სხვის ფულთან, სხვის რესურსებთან დაკავშირებით. ნუ დასახავთ ინტრიგნულ ან/და ფარულ გეგმებს. აუცილებელია სამართლიანობა, ზრახვებს სისუფთავე, წინააღმდეგ შემთხვევაში იუპიტერთან სხვა პლანეტების დისჰარმონიული ასპექტების დროს სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ.

ზოგადად იუპიტერისთვის მორიელი კომფორტული ნიშანი არ არის, ვინაიდან იუპიტერის ბუნება ცეცხლოვანია, ხოლო მორიელი წყლის სტიქიას წარმოადგენს, ეს ერთგვარი შეუთავსებლობა ამ ტრანზიტზეც აისახება.

ეს ტრანზიტი განსაკუთრებით დადებითად აისახება წყლის ნიშნებზე: მორიელი, კირჩხიბი, თევზები, შემდეგ მიწის ნიშნებზე, უფრო ქალწულზე, კუროებს შესაძლოა ერთი პერიოდი ცოტა გაუჭირდეთ იუპიტერის მზესთან ოპოზიციაში დგომის გამო, ხოლო თხის რქებს სატურნის ტრანზიტი ეწყებათ დეკემბრიდან, თუმცა იუპიტერი მორიელის ტრანზიტი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებთ მათ სატურნისეულ მკაცრ მოთხოვნებს.

იუპიტერი აგრეთვე დადებითად აისახება იმ ადამიანებზეც, რომლებსაც პირადი პლანეტები ჰყავთ წყლის ნიშნებში: მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი ან/და მნიშვნელოვანი კუთხოვანი სახლები, განსაკუთრებით, ასცენდენტი და მეათე სახლის კუსპიდი (MC, ზენიტი) წყლის ნიშნებში. წესით, სასიკეთო და წარმატების მომცემი უნდა იყოს ასევე მათთვის, ვისაც ე.წ. იუპიტერის მობრუნება აქვს, ანუ იუპიტერი ნათალურ რუქაში მორიელში დგას.

იუპიტერი, გულუხვი, სამართლიანია. ასე რომ თუ გეკუთვნით - არ დაგიკარგავთ!

პირად ასპარეზზე ეს ტრანზიტი ადამიანებს დაეხმარება წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი, გამოიჩინონ უნარები ფინანსების მართვაში. ბევრთან აქტუალური გახდება მემკვიდრეობის საკითხები, ტენდენციური გახდება სიმართლისადმი პატივისცემა, ჭეშმარიტების ძიება და ვიანიდან იუპიტერისთვის, როგორც მშვილდოსნის მმართველისთვის, მორიელი მე-12 სახლია, ოკულტური მეცნიერებები, მისტიკის საკითხები, მაგია აქტუალური გახდება, ამიტომ ამ სფეროებში განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, ვინაიდან, თუ ვინმე იქნება შავი მაგიით დაკავებული იუპიტერი, როგორც სამართლიანობის, სამართლის სფეროს მმართველი პლანეტა, დამსჯელად მოევლინება.

ვინაიდან მორიელი სულიერ ტრანსოფრმაციას გულისხმობს, იუპიტერი ერთი წლის მანძილზე ბევრ ინდივიდს უბიძგებს შინაგანი ცვლილებებისკენ. შესაძლოა უკიდურესად ათეისტები ღრმად მოწრმუნენი გახდნენ და პირიქით. საერთო ჯამში კი სპირიტუალური და ეზოთერული თემები ძალიან აქტუალური გახდება, ეს მაინცდამაინც რელიგიურობას არ გულისხმობს, მაგრამ რადგანაც ტრანსოფრმაცია მოიცავს გარკვეულ წმენდას, ძველის მოშორებას, რელიგიური ინსტიტუციების თვალსაზრისით შესაძლოა გარკვეულ რეფორმებს ან რეფორმების ჩატარების მცდელობებს ჰქონდეს ადგილი.

იუპუტერის მორიელში ტრანზიტთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ტენდენციას მინდა გავუსვა ხაზი, ეს ეხება ბუნებრივ მოვლენებს. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომელ სტიქიაშიც არის იუპიტერი, იმ სტიქიისთვის მახასიათებელი მოვლენები ხდება ყველაზე აქტუალური სამყაროში, მაგალითად, თუ იუპიტერი მიწის ნიშანშია, - მეწყერები, მიწისძვრები ყველაზე ხშირად ხდება, იუპიტერის წყლის ნიშანში ტრანზიტს შესაძლოა უხვი ნალექი, წყალდიდობები, ცუნამებიც კი დაერთოს. ცოტა ხნის წინ იუპიტერის სასწორში ტრანზიტს მრავალი ძლიერი ქარიშხალი ახლდა თან (სასწორი ჰაერის სტიქიაა).

მნიშვნელოვანია, რომ იუპიტერი მორიელში დაძაბულ ასპექტებს არ შექმნის უმაღლეს პლანეტებთან, როგორებიცაა ნეპტუნი თევზებში და პლუტონი მორიელში, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება როგორც სოციალურ სფეროებზე, ისე ბევრი ადამიანის საქმიან თუ პირად ცხოვრებაზე.

მოკლედ, მორიელი - ესაა ძალაუფლების, კოლექტიური ფინანსების, საბანკო და მიწისქვეშა სფეროების, სიკვდილის, სექსის და ყველანაირი ტრანსცედენტურის ნიშანი და სწორედ ამ სფეროებშია მოსალოდნელი წინსვლა, წარმატებები, რომელიც მხოლოდ სამართლიანობის დაცვისა და ძალების მოზომვის შემთხვევაშია შესაძლებელი, რადგან იუპიტერი ყველაფერს უხვად, დიდი ოდენობით გვაძლევს და შესაძლოა ბევრ ადამიანს სძლიოს სიხარბემ და მოისურვოს იუპიტერის იმ უზარმაზარი ნობათის აღება, რასაც სამომავლოდ ვერც კი გაუმკლავდეს, განურჩევლად სფეროებისა, ეხება ეს სექსუალურ პარტნიორებსა თუ საბანკო სესხებს, კრედიტებს, სხვის ფულებს, ინვესტიციებს, არ აქვს მნიშვნელობა. ნუ დაკარგავთ ზომიერებას).

დადგა სერიოზული შინაგანი ტრანსფორმაციის ეტაპი როგორც ცალკეული ადამიანების, ისე მთლიანად, საზოგადოებისთვის. კაცობრიობას, ისევე როგორც ცალკე ინდივიდებს ამ პერიოდში შეუძლიათ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა, ეს უბრალოდ აუცილებელიც კია.

წარმატება ექნება ყველას, ვინც დაკავშირებულია ზემოთხსენებლ სფეროებთან, ასევე მათ, ვინც ზრუნავს საკუთარ შინაგან ზრდაზე, სრულყოფაზე.

მოვიდა აქტიური, გაბედული ქმედებების, ტრანსფორმაციის დრო!

წარმატებულ ტრანსფორმირებას გისურვებთ ყველას!".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს