სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის "დინამო" კალათბურთში სუპერთასის მფლობელი გახდა
თბილისის "დინამო" კალათბურთში სუპერთასის მფლობელი გახდა

ოთარ ქორ­ქი­ას სა­ხე­ლო­ბის სუ­პერ­თა­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი "დი­ნა­მო თბი­ლი­სი" გახ­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ირაკ­ლი ხოშ­ტა­რი­ას გაწ­ვრთნილ­მა გუნ­დმა სა­ტი­ტუ­ლო მატჩში "ქუ­თა­ი­სი 2010" 18 ქუ­ლის სხვა­ო­ბით - 88:70 და­ა­მარ­ცხა და მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში უკვე მე­ო­რე ტი­ტუ­ლი მო­ი­გო.

"აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დი­ნა­მო­ე­ლებ­მა 6 დღის წინ დუდუ და­დი­ა­ნის თასი მო­ი­გეს და აღ­ნიშ­ნულ ტი­ტულს დღეს სუ­პერ­თა­სიც მი­ა­მა­ტეს. მოქ­მედ­მა ჩემ­პი­ონ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად ითა­მა­შა და გა­მარ­ჯვე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა. მი­ხე­ილ ბე­რიშ­ვი­ლი­სა და ამე­რი­კე­ლი ლე­გი­ო­ნე­რე­ბის - ლა­ველ ბო­ი­დი­სა და კაილ ტურ­პი­ნის ლი­დე­რო­ბით დი­ნა­მო­ე­ლებ­მა თა­მა­ში გა­მარ­ჯვე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეს.

გა­მარ­ჯვე­ბულ­თა­გან 22 ქუ­ლით ბომ­ბარ­დი­რი ლა­ველ ბო­ი­დი გახ­და, სა­უ­კე­თე­სო მარ­გი ქმე­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი (34) კი კაელ ტურ­პინს ჰქონ­და, რო­მელ­მაც 20 ქულა, 11 მოხ­სნა და 3 და­ფა­რე­ბა მი­ით­ვა­ლა.

შე­სა­ნიშ­ნა­ვად ითა­მა­შა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რმა მი­ხე­ილ ბე­რიშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც თავი 20 ქუ­ლას, 7 მოხ­სნას და 3 ჩაჭ­რას მო­უ­ყა­რა.

ქუ­თა­ის­ში ორ­მა­გი დუბ­ლით გა­მო­ირ­ჩა აკა­კი დვა­ლიშ­ვი­ლი, რომ­ლის ან­გა­რიშ­ზეც 14 ქულა და 10 მოხ­სნა დაგ­როვ­და. ქუ­თა­ი­სელ­თა­გან 19 ქუ­ლით ბომ­ბარ­დი­რი გახ­და ბექა ბე­ქა­უ­რი, ჯო­ნა­თან ლის ან­გა­რიშ­ზე კი 10 ქულა დაგ­როვ­და", - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მატ­ჩის შემ­დეგ გა­ი­მარ­თა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი, სა­დაც დი­ნა­მო­ელ­თა კა­პი­ტან ილია ლონ­და­რი­ძეს ოთარ ქორ­ქი­ას სა­ხე­ლო­ბის სუ­პერ­თა­სი კა­ლათ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პე­რე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ გაბ­რი­ჩი­ძემ და ოთარ ქორ­ქი­ას შვილ­მა, ცნო­ბილ­მა ვე­ტე­რან­მა კა­ლათ­ბურ­თელ­მა, ნო­დარ ქორ­ქი­ამ გა­დას­ცეს.

"საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი მე­ტო­ქე გვყავ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­მა­ში გვე­ჭი­რა, ვი­ცო­დით, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში "ქუ­თა­ისს" გარ­და­ტე­ხა შე­ე­ტა­ნა. რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ას­წო­რეს კი­დეც თა­მა­ში, მაგ­რამ ჩვენ კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ვი­ტა­ნეთ და მე­ტო­ქეს წარ­მა­ტე­ბის შან­სი არ მი­ვე­ცით. სუ­პერ­თა­სი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მო­ვი­გეთ, რა­საც ვუ­ლო­ცავ ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რებს", - გა­ნა­ცხა­და დი­ნა­მოს მთა­ვა­რი მწვრთნელ­მა ირაკ­ლი ხოშ­ტა­რი­ამ.

"პროგ­რესს გან­ვიც­დით. ქარ­თულ გუნ­დებ­თან ჩა­ტა­რე­ბულ მატ­ჩებ­ში საკ­მა­ოდ კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბით და იმე­დი გვაქვს, ეს იქ­ნე­ბა კარ­გი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი სა­ი­მი­სოდ, რომ ევ­რო­პის თას­ზე ღირ­სე­უ­ლად გა­მო­ვი­დეთ. ვუ­ლო­ცავ ჩვენს თა­ნა­გუნ­დე­ლებს მო­რი­გი ტი­ტუ­ლის მო­გე­ბას", - აღ­ნიშ­ნა "დი­ნა­მოს" კა­ლათ­ბურ­თელ­მა ლე­ვან ფა­ცა­ცი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

თბილისის "დინამო" კალათბურთში სუპერთასის მფლობელი გახდა

თბილისის "დინამო" კალათბურთში სუპერთასის მფლობელი გახდა

ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის გამარჯვებული "დინამო თბილისი" გახდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა სატიტულო მატჩში "ქუთაისი 2010" 18 ქულის სხვაობით - 88:70 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში უკვე მეორე ტიტული მოიგო.

"აღსანიშნავია, რომ დინამოელებმა 6 დღის წინ დუდუ დადიანის თასი მოიგეს და აღნიშნულ ტიტულს დღეს სუპერთასიც მიამატეს. მოქმედმა ჩემპიონმა შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვებაც დაიმსახურა. მიხეილ ბერიშვილისა და ამერიკელი ლეგიონერების - ლაველ ბოიდისა და კაილ ტურპინის ლიდერობით დინამოელებმა თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს.

გამარჯვებულთაგან 22 ქულით ბომბარდირი ლაველ ბოიდი გახდა, საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი (34) კი კაელ ტურპინს ჰქონდა, რომელმაც 20 ქულა, 11 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა.

შესანიშნავად ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც თავი 20 ქულას, 7 მოხსნას და 3 ჩაჭრას მოუყარა.

ქუთაისში ორმაგი დუბლით გამოირჩა აკაკი დვალიშვილი, რომლის ანგარიშზეც 14 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 19 ქულით ბომბარდირი გახდა ბექა ბექაური, ჯონათან ლის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა", - ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც დინამოელთა კაპიტან ილია ლონდარიძეს ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პერეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და ოთარ ქორქიას შვილმა, ცნობილმა ვეტერანმა კალათბურთელმა, ნოდარ ქორქიამ გადასცეს.

"საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა. მიუხედავად იმისა, რომ თამაში გვეჭირა, ვიცოდით, რომ შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში "ქუთაისს" გარდატეხა შეეტანა. რამდენჯერმე გამოასწორეს კიდეც თამაში, მაგრამ ჩვენ კორექტივები შევიტანეთ და მეტოქეს წარმატების შანსი არ მივეცით. სუპერთასი დამსახურებულად მოვიგეთ, რასაც ვულოცავ ჩვენი გუნდის წევრებს", - განაცხადა დინამოს მთავარი მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ.

"პროგრესს განვიცდით. ქართულ გუნდებთან ჩატარებულ მატჩებში საკმაოდ კარგად გამოვიყურებით და იმედი გვაქვს, ეს იქნება კარგი მოსამზადებელი პერიოდი საიმისოდ, რომ ევროპის თასზე ღირსეულად გამოვიდეთ. ვულოცავ ჩვენს თანაგუნდელებს მორიგი ტიტულის მოგებას", - აღნიშნა "დინამოს" კალათბურთელმა ლევან ფაცაციამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი