პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გალელებისთვის "ბინადრობის მოწმობების" დარიგება გრძელდება - რა შეზღუდვებს უწესებს დოკუმენტი ადგილობრივებს
გალელებისთვის "ბინადრობის მოწმობების" დარიგება გრძელდება - რა შეზღუდვებს უწესებს დოკუმენტი ადგილობრივებს

"სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ გვაქვს, თუ "ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბა" არ ავი­ღეთ, გალს იქით ვერ წა­ვალთ", - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან გა­ლის რა­ი­ო­ნის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის გა­ცე­მის პრო­ცესს. დო­კუ­მენ­ტი, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზეა გათ­ვლი­ლი და ხუ­თწ­ლი­ა­ნი ვადა აქვს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის გა­რე­შე ად­გი­ლობ­რი­ვებს სა­კუ­თა­რი ეზოს იქით წას­ვლის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბათ, მის აღე­ბა­ზე, იქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის ნა­წილ­მა მა­ინც პრინ­ცი­პუ­ლი უარი გა­ნა­ცხა­და.

"ეს ჩემი სახ­ლია, 78 წლის კაცი ვარ, მარ­ტო მე კი არა, ბა­ბუ­ა­ჩე­მი და მისი წი­ნა­პა­რიც კი, აქ და­ი­ბად­ნენ და აქ და­ი­ხოც­ნენ, ახლა კი მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ 5-წლი­ა­ნი ნე­ბარ­თვა უნდა ავი­ღო, რა­ტომ?.. 5 წელი, ალ­ბათ არც კი დამ­რჩე­ნია და რო­გორ­მე ისევ გავ­ლევ ამ დროს, მათ­თან მის­ვლა არ დამ­ჭირ­დეს", - ამ­ბობს სა­ბე­რი­ოს მკვიდ­რი მო­ხუ­ცი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მათ "ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის" აღე­ბა კი­დევ ერთი მი­ზე­ზის გამო არ უნ­დათ, - ის, რო­გორც უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის დო­კუ­მენ­ტი, არა­ერთ შე­ზღუდ­ვას გუ­ლის­ხმობს. ასე­ვე, გა­ლის რა­ი­ონ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ბუ­თი შე­მო­ი­ღონ, რაც ერ­თგვა­რი შე­ღა­ვა­თი იქ­ნე­ბა.

"თუ რამე შე­ღა­ვა­თი არ დაგ­ვი­წეს­დე­ბა, ად­გნენ და გაგ­ვა­სახ­ლონ, მა­ინც არა­ფე­რი იქ­ნე­ბა აქ, ხო­ჭომ შეგ­ვჭა­მა, სახ­ლში მას­თან ერ­თად ვცხოვ­რობთ და გვძი­ნავს. ასეა მთე­ლი აფხა­ზე­თი და ვე­რა­ფე­რი უშ­ვე­ლეს. ახლა, რო­გორც კი აცივ­და, ციტ­რუსს შე­ე­სია, სათ­ბუ­რებ­ში, ბეღ­ლებ­ში, სა­ქონ­ლის სად­გო­მებ­ში და­ბი­ნავ­დნენ... ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ბუ­თის შე­მო­ღე­ბა­ზე, მხო­ლოდ ვა­რა­უ­დით სა­უბ­რო­ბენ და ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა", - ამ­ბობს გა­ლის მკვიდ­რი 64 წლის მევ­ლუ­დი...

რაც შე­ე­ხე­ბა, ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ 5-წლი­ან დო­კუ­მენტს, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ბუ­თით არ შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეს პი­რა­დი ქო­ნე­ბა; ასე­ვე, მის მფლო­ბელს არ აქვს უფ­ლე­ბა ფლობ­დეს უძ­რავ ქო­ნე­ბას, არ შე­უძ­ლია მისი გა­ყიდ­ვა და სხვა.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, სტუმ­რე­ბი­ვით ვართ, რო­მე­ლი­მე უცხო ქვე­ყა­ნა­ში თან რომ ცხოვ­რობ და აი ისე, თან ხელ­ში წა­სას­ვლე­ლი ბი­ლე­თი რომ უნდა გე­ჭი­როს. ამი­ტომ, ბევ­რი იკა­ვებს თავს მისი აღე­ბის­გან. აფხა­ზუ­რი მხა­რეც ჯერ მთლად ია­რა­ღით არ გვა­ი­ძუ­ლებს ამის გა­კე­თე­ბას, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი და მი­ნიშ­ნე­ბე­ბია... თუმ­ცა, არ ვი­ცით, ასე რო­დემ­დე გაგ­რძელ­დე­ბა", - ამ­ბობს გა­ლე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, 53 წლის მა­რი­ნა.

ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბა იუ­რი­დი­უ­ლი ძა­ლის მქო­ნე დო­კუ­მენ­ტია. ის იძ­ლე­ვა აფხა­ზეთ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბი­სა და მის "სა­ზღვრებს" გა­რეთ, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რაც მათ (გა­ლე­ლებს) ძა­ლი­ან აწუ­ხებთ.

დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბას­თან ერ­თად ზა­ფხულ­ში და­ი­წყო ახა­ლი ე. წ. აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტე­ბის გა­ცე­მაც, თუმ­ცა, ის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე არ არის გათ­ვლი­ლი. ამას­თა­ნა­ვე, პა­რა­ლე­ლუ­რად ივ­ნი­სი­დან შე­წყდა ე.წ. ფორ­მა ნო­მე­რი ცხრის გა­ცე­მა, რომ­ლი­თაც პას­პორ­ტის არმ­ქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბას ახერ­ხებ­დნენ.

ამ­ჯე­რად გა­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია მა­ნამ­დე გა­ცე­მუ­ლი, ე.წ. ფორ­მა ცხრის ვა­დას, ორი თვით მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ახან­გრძლი­ვებს, თუ მო­ქა­ლა­ქე ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბა­ზე გა­ნა­ცხადს შე­ავ­სებს. ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის აღე­ბის შემ­დეგ, "ფორ­მა ცხრას" გა­ა­უქ­მე­ბენ.

"ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის აღე­ბა ფა­სი­ა­ნია, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტით 40 ლარი ღირს, თუმ­ცა, მო­გა­ნი­ჭე­ბენ თუ არა, ის მა­ინც უნდა აიღო", - ამ­ბო­ბენ გა­ლე­ლე­ბი.

აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტმა 2017 წლის 30 მარტს მი­ი­ღო ე.წ კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რის სა­მარ­თლებ­რივ სტა­ტუსს გან­სა­ზღვრავს. ეს გა­და­წყვტი­ლე­ბა, ძი­რი­თა­დად, გა­ლის რა­ი­ონს ეხე­ბო­და, რად­გან აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ის, რომ გა­ლის მა­ცხოვ­რე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას ე.წ. აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ გა­აჩ­ნია და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სის არ­ქო­ნის მი­ზე­ზით ე. წ. არ­ჩევ­ნებ­შიც ვერ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

გა­ლის დე ფაქ­ტო სა­პას­პორ­ტო-სა­ვი­ზო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის, ედუ­არდ მა­ნარ­ღი­ას თქმით, მი­თია ის, რომ ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის მქო­ნე ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი "ენ­გუ­რის სა­ზღვარს" ვერ გა­დაკ­ვე­თენ.

"ამის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ გა­ვა­კე­თეთ გან­მარ­ტე­ბა და ყვე­ლას ავუხ­სე­ნით, რომ ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბა იუ­რი­დი­უ­ლი ძა­ლის მქო­ნე დო­კუ­მენ­ტია. მისი სა­შუ­ა­ლე­ბით, აფხა­ზეთ­ში და მის სა­ზღვრებს გა­რეთ, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა, რაც ასე აწუ­ხებთ გა­ლე­ლებს. ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის ნი­მუ­შე­ბი უკვე გა­და­ე­ცათ მე­სა­ზღვრე­ებს და ისი­ნი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დე­ბენ", - აცხა­დებს მა­ნარ­ღია, რომ­ლის თქმი­თაც, იმი­სათ­ვის, რომ მო­ქა­ლა­ქემ მი­ი­ღოს ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბა, აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რე­ბად 1995 წლი­დან უნდა ფიქ­სირ­დე­ბო­დეს.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

გალელებისთვის "ბინადრობის მოწმობების" დარიგება გრძელდება - რა შეზღუდვებს უწესებს დოკუმენტი ადგილობრივებს

გალელებისთვის "ბინადრობის მოწმობების" დარიგება გრძელდება - რა შეზღუდვებს უწესებს დოკუმენტი ადგილობრივებს

"სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თუ "ბინადრობის მოწმობა" არ ავიღეთ, გალს იქით ვერ წავალთ", - ასე ეხმიანებიან გალის რაიონის მაცხოვრებლები ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესს. დოკუმენტი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეა გათვლილი და ხუთწლიანი ვადა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მის გარეშე ადგილობრივებს საკუთარი ეზოს იქით წასვლის უფლება არ ექნებათ, მის აღებაზე, იქ მცხოვრები ქართველების ნაწილმა მაინც პრინციპული უარი განაცხადა.

"ეს ჩემი სახლია, 78 წლის კაცი ვარ, მარტო მე კი არა, ბაბუაჩემი და მისი წინაპარიც კი, აქ დაიბადნენ და აქ დაიხოცნენ, ახლა კი მეუბნებიან, რომ 5-წლიანი ნებართვა უნდა ავიღო, რატომ?.. 5 წელი, ალბათ არც კი დამრჩენია და როგორმე ისევ გავლევ ამ დროს, მათთან მისვლა არ დამჭირდეს", - ამბობს საბერიოს მკვიდრი მოხუცი.

ადგილობრივების თქმით, მათ "ბინადრობის მოწმობის" აღება კიდევ ერთი მიზეზის გამო არ უნდათ, - ის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქის დოკუმენტი, არაერთ შეზღუდვას გულისხმობს. ასევე, გალის რაიონში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ალტერნატიული საბუთი შემოიღონ, რაც ერთგვარი შეღავათი იქნება.

"თუ რამე შეღავათი არ დაგვიწესდება, ადგნენ და გაგვასახლონ, მაინც არაფერი იქნება აქ, ხოჭომ შეგვჭამა, სახლში მასთან ერთად ვცხოვრობთ და გვძინავს. ასეა მთელი აფხაზეთი და ვერაფერი უშველეს. ახლა, როგორც კი აცივდა, ციტრუსს შეესია, სათბურებში, ბეღლებში, საქონლის სადგომებში დაბინავდნენ... ალტერნატიული საბუთის შემოღებაზე, მხოლოდ ვარაუდით საუბრობენ და ვნახოთ, რა იქნება", - ამბობს გალის მკვიდრი 64 წლის მევლუდი...

რაც შეეხება, ზემოთ ხსენებულ 5-წლიან დოკუმენტს, აღნიშნული საბუთით არ შეიძლება გქონდეს პირადი ქონება; ასევე, მის მფლობელს არ აქვს უფლება ფლობდეს უძრავ ქონებას, არ შეუძლია მისი გაყიდვა და სხვა.

"ფაქტობრივად, სტუმრებივით ვართ, რომელიმე უცხო ქვეყანაში თან რომ ცხოვრობ და აი ისე, თან ხელში წასასვლელი ბილეთი რომ უნდა გეჭიროს. ამიტომ, ბევრი იკავებს თავს მისი აღებისგან. აფხაზური მხარეც ჯერ მთლად იარაღით არ გვაიძულებს ამის გაკეთებას, მაგრამ გარკვეული გაფრთხილებები და მინიშნებებია... თუმცა, არ ვიცით, ასე როდემდე გაგრძელდება", - ამბობს გალელი ქალბატონი, 53 წლის მარინა.

ბინადრობის მოწმობა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია. ის იძლევა აფხაზეთში გადაადგილებისა და მის "საზღვრებს" გარეთ, მათ შორის, საქართველოში გადაადგილების საშუალებას, რაც მათ (გალელებს) ძალიან აწუხებთ.

დე ფაქტო რესპუბლიკაში ბინადრობის მოწმობასთან ერთად ზაფხულში დაიწყო ახალი ე. წ. აფხაზური პასპორტების გაცემაც, თუმცა, ის საქართველოს მოქალაქეებზე არ არის გათვლილი. ამასთანავე, პარალელურად ივნისიდან შეწყდა ე.წ. ფორმა ნომერი ცხრის გაცემა, რომლითაც პასპორტის არმქონე მოქალაქეები ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილებას ახერხებდნენ.

ამჯერად გალის ადმინისტრაცია მანამდე გაცემული, ე.წ. ფორმა ცხრის ვადას, ორი თვით მხოლოდ იმ შემთხვევაში ახანგრძლივებს, თუ მოქალაქე ბინადრობის მოწმობაზე განაცხადს შეავსებს. ბინადრობის მოწმობის აღების შემდეგ, "ფორმა ცხრას" გააუქმებენ.

"ბინადრობის მოწმობის აღება ფასიანია, ეროვნული ვალუტით 40 ლარი ღირს, თუმცა, მოგანიჭებენ თუ არა, ის მაინც უნდა აიღო", - ამბობენ გალელები.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 2017 წლის 30 მარტს მიიღო ე.წ კანონი, რომელიც რეგიონში მცხოვრები აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირის სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს. ეს გადაწყვტილება, ძირითადად, გალის რაიონს ეხებოდა, რადგან აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ გალის მაცხოვრებელთა უმრავლესობას ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობა არ გააჩნია და წლების განმავლობაში სამართლებრივი სტატუსის არქონის მიზეზით ე. წ. არჩევნებშიც ვერ მონაწილეობდნენ.

გალის დე ფაქტო საპასპორტო-სავიზო განყოფილების უფროსის, ედუარდ მანარღიას თქმით, მითია ის, რომ ბინადრობის მოწმობის მქონე ადგილობრივები "ენგურის საზღვარს" ვერ გადაკვეთენ.

"ამის შესახებ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება და ყველას ავუხსენით, რომ ბინადრობის მოწმობა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია. მისი საშუალებით, აფხაზეთში და მის საზღვრებს გარეთ, მათ შორის, საქართველოს რესპუბლიკაში გადაადგილება შეიძლება, რაც ასე აწუხებთ გალელებს. ბინადრობის მოწმობის ნიმუშები უკვე გადაეცათ მესაზღვრეებს და ისინი კანონის შესაბამისად იმოქმედებენ", - აცხადებს მანარღია, რომლის თქმითაც, იმისათვის, რომ მოქალაქემ მიიღოს ბინადრობის მოწმობა, აფხაზეთში მცხოვრებად 1995 წლიდან უნდა ფიქსირდებოდეს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?